bloggerside: ნაივური. სუპერი.

კითხვა ”აქტიურად” ხუთი წლის წინ დავიწყე. მას შემდეგ უამრავი წიგნი წავიკითხე, – გაცილებით მეტი, ვიდრე წარმომედგინა, რომ წავიკითხავდი. ბევრი წიგნის გამორჩევა შემიძლია, რომელთაც განსაკუთრებულად იმომქედეს ჩემზე. ბევრმა წიგნმა დამამახსოვრა თავი კარგად, თუ – ცუდად! თუმცა, არასდროს ”მყვარებია” წიგნი, ამ სიტყვის ინტიმური კუთხის გამორიცხვით. ”საყვარელი წიგნი” არასდროს მქონია… მაგრამ ყველაფერი იცვლება, და რა თქმა უნდა ეს ”პრობლემაც” არ დარჩა ”გადაუჭრელი”. გამოჩნდა წიგნი, რომელიც შემიყვარდა. ერლენდ ლუს ”ნაივური. სუპერი.”! ეს არის წიგნი ”ყველაფერზე”. ”ყველაფერი” ხმამაღალი ნათქვამია, სწორი იქნებოდა ”არაფერზე”, მაგრამ პრინციპში ყველაფერი ხომ იგივე არაფერია, 180°–ით შემოტრიალებული.

”მიბოძეთ ბურთი!”

საერთოდ მინიმალისტური პროზა ყოველთვის მიზიდავდა, როგორც ”ახალი რომანი” და პენჟე. ერლენდ ლუმ კი შეძლო ჩემში ის კეთილი ადამიანი გაეღვიძებინა, რომელიც სულ ცოტა ორი დღით მაინც გაექცეოდა ფრუსტრაციას და დადებითად დამუხტული, თითქოს ჰაშიშმა დაიმორჩილაო მკვდარი ქალაქის პანაშვიდზე მაგნოლიების თაიგულით და ლურჯი კედებით მივიდოდა.

”მიბოძეთ ბურთი!”

”ნაივური. სუპერი.”! ნაივური რომანი მართლაც სუპერი გამოვიდა! ერთდროულად გამახსენდა ყველაფერი, რაც კი ადრე სიამოვნებას მანიჭებდა, და ესენია:

ბენზინის სუნი

მზიანი დღე

წვიმის სუნი

გაზაფხულის სუნი

დაკუნთული კაცუნებით თამაში

შოკოლადის მუსი

ზღაპრების მოსმენა

მეფე ლომი

სოფელი

პოლარული ექსპრესი

პიტნის ჩაი

ორცხობილა

:) 🙂 🙂

იმ საღამოს, როცა ქუჩაში მივაბიჯებდი და წუთების წინ დამთავრებულ რომანს ვიაზრებდი, აღმოვაჩინე ის, რაც ლუს უნდოდა ეთქვა: აი, ბიბლუსთან, ჯებირზე გაშხლართულ დასვრილ, აქოთებულ მამაკაცს თუნდაც ორლარიანი რომ ჩავუგდო დახეთქილ ხელებში, უზომოდ გაუხარდება და სავარაუდოდ მადლობასაც გადამიხდის, და მეც, მისი ბედნიერებით წამიერად გაბედნიერებული ჩვეული ტემპით განვაგრძობ გზას. მართალია ეს ბედნიერება წამიერი იქნება, მაგრამ მეტი არცაა საჭირო. რაში მჭირდება უსასრულოდ გაწელილი ბედნიერება? ან არსებობს კი საერთოდ ბედნიერება? თუმცა როგორ არა, არსებობს – მე და ის ”მათხოვარი” იმ წამს ერთნაირად ბედნიერები ვიყავით. უბრალოდ არ არსებობს ხანგრძლივი ბედნიერება. და სწორედ ამას აქვს მუღამი – ყოველი წამიერი სიხარულის შემდეგ იმაზე იწყებ ფიქრს, შემდეგში როდის შეძლებ იგივეს განცდას და ხვდები რომ ღირს ამისთვის ცხოვრება. ღირს seeker-ობა!

და არა sucker–ობა!

 

 

 

Image

Posted on სექტემბერი 3, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. ბენზინის სუნი

    მზიანი დღე

    წვიმის სუნი

    გაზაფხულის სუნი

    დაკუნთული კაცუნებით თამაში

    შოკოლადის მუსი

    ზღაპრების მოსმენა

    მეფე ლომი

    სოფელი

    პოლარული ექსპრესი

    პიტნის ჩაი

    აი, რატომ მიყვარხარ…..:)*

    ორცხობილა

დატოვე კომენტარი