Monthly Archives: თებერვალი 2013

ოსკარი 2013 – გამარჯვებულები

1) მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი: კრისტოფ ვოლცი

2) მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი: Paper Man

3) საუკეთესო ანიმაციური ფილმი: Brave

4) საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: კლაუდიო მირანდა – ”Life of Pi”

5) საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: Life of Pi

6) კოსტიუმების დიზაინი: Anna Karenina

7) მაკიაჟი: Les Miserables

8) საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: Curfew

9) საუკეთესო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი: InnocenteImage

10) საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: Searching for Sugar Man

11) საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: Amour

12) ხმის მიქსირება: Les Miserables

13) ხმის მონტაჟი: ”Zero Dark Thirt” and “Skyfall”

14) ქალის მეორეხარისხოვანი როლი: ენ ჰეტვეი

15) საუკეთესო მონტაჟი: Argo

16) Production Design: Lincoln

17) საუკეთესო მუსიკა: Life of Pi

18) საუკეთესო სიმღერა: ადელი, ”Skyfall”

19) საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: კრის ტერიო, ”Argo”

Image

20) საუკეთესო ორიგინალური სცენარი: კვენტინ ტარანტინო, “Django Unchained”

21) საუკეთესო რეჟისურა: ენგ ლი

22) საუკეთესო მსახიობი კაცი: დენიელ დეი–ლიუისი, ”Lincoln”

23)საუკეთესო მსახიობი ქალი: ჯენიფერ ლორენსი, ”Silver Linings Playbook”

24) წლის საუკეთესო ფილმი: ArgoImage

 

წლევანდელი ცერემონია ნამდვილი ”აღმოჩენა” იყო, წინა წლებთან შედარებით. ღირდა ღამის ოთხი საათიდან თვალების დათხრა და ჯერ მარტო ერთი საათი გუჩის, ალექსნადრე მაკკუინის და დიორის კაბებში გამოწყობილი სელებრითების წითელ ხალიჩაზე ბოდიალის ყურება.

ასე თუ ისე, ჩემი მოლოდინი გამართლდა ( 1, 2, 10, 11, 14, 17, 19, 20, 21 და 23 ნომინაციები). ძალიან მინდოდა ტარანტინოს საუკეთესო სცენარი აეღო და როგორც კი მისი სახელი დაასახელეს, უმალ მარკ ბოულის სევდიანი, იმედგაცრუებული მზერა წარმომიდგა თვალწინ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წლევადნელი ოსკარი პირველი პრეცენდენტი იყო, როცა ერთ ფილმზე არ ჩაიციკლნენ და ნიჭიერების დიაპაზონი ფართოდ განავრცეს. ძალიან გამიხარდა ჯენიფერ ლორენსის გამარჯვება – Silver Linings Playbook–მა სამწუხაროდ სხვა ნომინაციებში თავი ვერ წარმოაჩინა, თუმცა ლორენსის არაჩვეულებრივმა შესრულებამ ნამდვილად დაიმსახურა ჯილდო. Image

ჰანეკე კიდე, როგორც იქნა დააფასეს და მისცეს ეს სანატრელი ოსკარი 🙂

თუმცა, ცერემონიის მთავარი პლიუსი ალბათ სეტ მაკფარლეინი იყო. ეს კაცი, პირდპაირ რომ ვთქვა, არტ ბუხვალდის შემდეგ ჩემი მეორე კუმირია, უდიდესი კომიკოსი და ნამდვილად უნიჭიერესი ადამიანი. არ დამავიწყდება შარლიზ ტერონის და სხვა ცელებრითების შეშმუშნული სახეები, როცა სეტი გესლიან ხუმრობებს ესროდა.Image

იყო ბევრი მუსიკა. ბევრი იუმორი. – მეტი მგონი არცაა საჭირო ცერემონიის წარმატებისთვის.

ლოკ, სტოკ და ორსაათიანი თავგადასავალი ლონდონში

ზუსტად ცამეტი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლო პოსტი დავწერე. ალბათ დამთხვევაა სევილ როუს სასტუმროში ზუსტად მეცამეტე ნომერში რომ ვცხოვრობთ მე და ლელა…

…ყველაფერი კი ოც იანვარს დაიწყო, როცა ნუგზარ გელაშვილის ინიციატივით ქართულ–ევროპული ”ფოტო–საღამო” მოეწყო, ევროპიდან ჩამოყვანილი და აქაური ფოტოგრაფების მონაწილეობით. თემა – ”world, how I want to see it”. მე და ლელა უმალ დავრეგისტრირდით, და ერთ კვირაში, ზუსტად ცხრამეტისთვის ათ–ათი ფოტო დაგვიგროვდა. გადავახარისხ–გადმოვახარისხეთ და ორ–ორი ნამდვილად ”cool one” დავტოვეთ. ნუგზარს მოეწონა ფოტოები და ”კოქტოში”, მთავარ კედელზე, სხვა კონკურსანტების ნამუშევრებთან მიგვიჩინა ადგილი. 70–მდე ფოტო დავთვალე.

ოცში ლონდონიდან ”ჯეიმს ჰაიმანის ფოტო–გალერიის” წარმომადგენელი, მარკ ვიზერდროუ ჩამოვიდა გამარჯვებულის გამოსავლენად და ლონდონში, სევილ როუზე წასაყვანად.  Image

 არ ვიცი როგორ, მაგრამ მე და ლელა პირველ–მეორე ადგილებზე გავედით (მე – II) და ვიზერდროუსთან გაღიმებულებმა სურათიც კი გადავიღეთ. მარკმა გამიმხილა, შენ ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ეს კონკურსი იმართება პირველი მამაკაცი გამარჯვებული ხარო, თუმცა აღარ ვუსმენდი, ჩემთვის ვღიღინებდი: angels beating all their wings in time, with smiles on their faces and a gleam right in their eyes…

ოცდაშვიდ იანვარს, დილის ხუთ საათზე, თვითმფრინავმა აეროპორტი დატოვა.

ჰითროუს აეროპორტში მარკი უნდა დაგვხვედროდა. გარეთ გამოვედით, თუმცა მარკი არ ჩანდა. მთელი აეროპორტი მოვიარეთ, პარკინგიც შევამოწმეთ, ეს british motherfucker კი ვერ ვიპოვეთ. გაოცებულები და ცოტა შეშფოთებულები 

ჰეტონზე ჩემოდნებს შემოვაჯექით და ლოდინი დავიწყეთ. ერთი საათი საუკუნოდ გაიწელა.

წამო, გავიდეთ, – შევთავაზე ლელას.

სად უნდა გავიდეთ?

აბა აქ რას ვაკეთებთ? ის სირი არ მოვა. გავიაროთ ფეხით, ლონდონში ვართ, არ დავიკარგებით.

ლონდონში რომ ხარ სწორედ მაგიტომ დაიკარგები.

ოო, ატრაკებ ახლა. წამო, წამო… აქ მაინც ტყუილად ვიცდით.

თავიდან მიძალიანდებოდა, ბოლოს და ბოლოს წამოდგა და უხალისო ბურდღუნით გამომყვა. ჰაი სთრით ჰარლინგტონი ერთი უბრალო ქუჩა აღმოჩნდა, პატარა სახლებით და ტიპიური ევროპული პროვინციალური ვიწრო ავტოსადგომით ”ჰით ქლოუზ”, სადაც მაღაზიაში შევიარეთ და უგემრიელესი კრენდელები ვიყიდეთ, როგორც გამყიდველი იუწყებოდა – პირდაპირ მიუნსტერიდან ჩამოტანილი. ჰოლ ლაინით პენინ ვეიზე შევუხვიეთ. ლელა მთელი გზა ვიზერდროუს ლანძღავდა, პენინ ვეიზე კი ქილიკი შეწყვიტა და ქენონმომარჯვებულმა ტელეფონის ჯიხურში, მინას მიყრდნობილი დიდთვალება კატა დააფიქსირა, როგორღაც შიგნით რომ ჩაკეტილიყო. Image

 – მაკგონაგელს არ ჰგავს? – შემომიბრუნდა გაღიმებული ლელა.

ხასიათზე კი მოგიყვანა და…

ენა გადმომიყო და კატა ძირს დასვა.

now you’re freeeeee…

გილპინ ვეიზე ტაქსი გავაჩერეთ. კროულენდ ავენიუმდე 200 ფუნტი მოგვთხოვა. აქაურ ტარიფებში გაურკვეველმა, მაგრამ მოთხონვილი თანხის სოლიდურობით განცვიფრებულმა ლელამ დიდი ხანი ღრიალით ეკამათა საბრალო (?!) მძღოლს და ბოლოს 130 ფუნტით გამოგვაძვრინა. დაზოგვა კი მოვახერხეთ, მაგრამ 130 ფუნტი ნამდვილად არ იყო ”ჰაერში გასაფანტი თანხა”, მოუხედავად იმისა რომ ჰაერში არც გაგვიფანტავს.

ოლდ სთეიშენ როუდზე, ავტობუსის გაჩერებაზე სკამი დავიკავეთ და ხეპრეებივით გავიშხლართეთ. დაღლილებს მხოლოდ და მხოლოდ ძილი გვინდოდა. გამვლელები, ამ ორი რედნექი ტურისტით უკმაყოფილონი, აგდებულად გვიყურებდნენ და რაღაცას ბურდღუნებდნენ.Image

 – მგონი გვაგინებენ, – ჩაილაპარაკა ლელამ.

არ გკიდია?

რაა?

ერთი დახედე რომელი საათია.

თერთმეტი ხდება.

მე თუ იმ ვიზერდიქს ფოტოები თავზე არ დავახიო არაკაცი ვიყო.

თხუთმმეტწუთიანი დასვენების შემდეგ ავტობუსში ავედით და ჰანტერს გროუვამდე გაზეთსჩაშტერებული მსუქანი მამაკაცის გვერდზე მიჭეჭყილებს ხმა არ ამოგვიღია. მამაკაცი ჩვენთან ერთად ჩამოვიდა და საპირისპირო მიმართულებით, ფეირდეილ გარდენსისკენ გაემართა. დაჭმუჭნულ გაზეთს სასაცილოდ მიათრევდა, – იღლიაში ამოდება ან ვერ მოეაზრებინა ან უბრალოდ არ სურდა და მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულს სანახევროდ ასფალტზე ახოხიალებდა. მუხლებზე დავდექი და მალულად სურათი გადავუღე.Image

პოლენ როუდს მივუყვებოდით ლელას მობილური რომ აწკრიალდა. ეკრანს დახედა და ტუჩები აიბზუა.

გისმენთ…

როგორც ჩანს ვიღაცამ ინგლისურად ლაპარაკი დაუწყო.

ვინ არის? – ვკითხე.

ყურმილს ხელი დააფარა:

ვიზერდროუა.

რა უნდა?

yes, I’m listening. Well, we’re on Paulhan road…

რაო?

მანდ რამ წაგიყვანათო?

შენი დედა მოვტყან, რატო არ მოგვაკითხეო.

Don’t blame us, it’s your fault Mark… Ok, we’ re waiting… Ok…

რაო?

დამელოდეთო, მალე მოვალო.

”მალე” ორ საათნახევარი აღმოჩნდა.

ლონდონის თავზე მზე უკვე დიდი ხნის ამოწრეტილი იყო, თუმცა საკმაოდ გრილოდა.

მარკისთვის თავზე ფოტოები მაინც არ დამიხევია.

 

სევილ როუზე, ზუსტად გალერიის წინ, სამვარსვლაიან სასტუმროში დავბინავდით ორი საძინებლით და ზალაში ერთი დიდი პლაზმით.

დათვალიერების თავი არ გვქონდა, ჩემოდნები შემოსასვლელში დავყარეთ და ლოგინზე თითქმის უგონოდ დავეცით. 

 Image