Blog Archives

bloggerside: მინერალური ჯაზი

 არსებობს წიგნები, რომლებიც გადაწყვეტილი მაქვს არ წავიკითხო. ერთგვარი Warning Literature! ამ კატეგორიას მაგალითად მიეკუთვნება: ანა კარენინა, შატობრიანის პუბლიცისტიკა, მორმონების ბროშურები, მარკ ლევი, პუშკინი, მეცხრამეტე საუკუნის იაპონური ლიტერატურა და ა.შ. თუმცა ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, არ ვიცი რა წავიკითხო და მიწევს ცოტა ხნით მაინც აკრძალულთ მივმართო. მიზეზები, თუ რატომ გავმიჯნე ზემოთჩამოთვლილი ლიტერატურა სხვებისგან, ბევრია. ახლა ნაღდად არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას, თორემ ამ კრიტიკული წერილის ადრესატისავით დამემართება და ამას ხომ ჩემ თავს ვერ ვაპატიებ.

დავამთავრე ალენ რობ-გრიიე და საგონებელში ჩავვარდი. ”ეჭვიანობა” სიის დამაგვირგვინებელი რომანი აღმოჩნდა. მე კიდევ ერთი ლისტის დამთავრებიდან მეორეს შედგენამდე იდეური კლიმაქსი მეწყება და ფორს მაჟორში მყოფი ხელში მოხვედრილ პირველ წიგნს დავეწაფები ხოლმე… მოკლედ, ასევე Warning Literature!–ში მყოფ კოელიოს მივმართე და ”თერთმეტი წუთი” წავიკითხე. ზუსტად სამ საათში, როგორც კი უკანასკნელი გვერდი გადავფურცლე, თავში ერთი იდეა მომივიდა: დავწერ რომანს სადაც მთავარი პერსონაჟები ალმოდოვარი და კოელიო იქნებიან და ერთ–ერთ თავში (V ან XI) ვნებათა ღელვის მორევში გადაეშვებიან აყროლებულ ფარდულში. მერე კი როგორღაც (???) გამასეკ–მუტანტი გაუჩნდებათ ორი პენისით და ოთხი კვერცხით. 

Image

 

მერე უცებ ბურჭულაძე გამახსენდა (იაბლაკა ატ იაბლანი..!). ”მინერალური ჯაზი” ასევე აკრძალულთა სიაში შედის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ”სახარებას ვირისა”–ს, ”ადიბასის” და ”გასაბერი ანგელოზის” შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ჯაზი ნაკლებად საინტერესო და ნაღდი ტვინის ტყვნა იქნებოდა, მაგრამ გასაჭირში მყოფი ადამიანის ქცევები ხომ მოგეხსენებათ – მაინც გადმოვიღე და კითხვა დავიწყე. ლევან ბერძენიშვილის, გვახარიას და კიდე ათასი ჯურის ფსევდო–პიდარასტის საქებარი სიტყვები არა და არ დაილია. (ანტი)რომანს დიდი მონდომებით და აღმატებული სიტყვების ნაღდი ბუკეტით აქებდნენ. Image

ხ ა ლ ხ ო და ჯ ა მ ა ა თ ნ ო! არას დიდებით არ წაიკითხოთ ეს ნაგავი (გასაგებია რომ ჩემი ეს ცუნდრუკი ერთგვარი პიარია ზაზასთვის მარა რავი, იქნებ შეისმინოთ!). ისიც მესმის რომ კრიტიკის დროს შეძლებისდაგვარად (კი არადა აუცილებლად!) თავი უნდა შეიკავო და ეთიკის ფარგლებში იმოქმედო, მაგრამ მე ამ წიგნს დავახარჯე დრო… ასე რომ პატივცემულო ზაზა, არ ვიცი, თუ გინდა *ლე ხორცის საკეპ მანქანაში ჩაყავი, მაგრამ ჩემი ორმოცი წუთი დამიბრუნე. ამ ორმოც წუთში სიმფსონების ორ სერიას ვუყურებდი, რომელიმე მეორეხარისხოვანი მექსიკელი ესეისტის წერილებს წავიკითხავდი, ბოლოს და ბოლოს დემიენ რაისს მოვუსმენდი. ეჰ!Image

არ ენდოთ გარეკანზე და პირველ ორ გვერდზე განთავსებულ ყალბ ქება–დიდებას. ”მინერალურ ჯაზს” მე ანტირომანსაც კი არ დავარმქვედი. ეს უბრალოდ პაროდიაა ლიტერატურაზე. სიტყვების უაზრო რახარუხი. მას პოსტმოდერნთან არაფერი არ აკავშირებს. ცანცნარი, ცანცარი, ცანცარი და კიდევ ერთხელ ცანცარი. ავტორი ხაზს თითქოს მხოლოდ და მხოლოდ თავის IQ–ს უსვამს. უნდა ხალხს დაანახოს რომ ნაღდი ბრეინფაქერია და ავიწყდება რომ ლიტერატურის შექმნა მინიმუმ ლიტერატრუის შექმნის სურვილს მოითხოვს.

ასე რომ, ჩემი რჩევაა არ წაიკითხოთ ეს წიგნი! თუ ვინმე გათხოვებთ თავზე დაახიეთ! თუ მოიგებთ რამე სხვაზე გადაცვალეთ, თუნდაც დიურენმატზე…

ადიოს.

 

 

P.S. ბურჭულაძე თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის ნაღდად ყველაზე გამორჩეულია. ”ადიბასი” და ”გასაბერი ანგელოზი” ნამდვილად ბოლოს წლების საუკეთესო ქართული ტექსტებია. ეტყობა ”მინერალური ჯაზი” უბრალოდ გააკუა და ქილაში შეინახა, მერე კიდე გამომცემლობაში მიიტანა და ისინიც ამ ავანგარდით მოიხიბლნენ.