Blog Archives

საათი

თამბაქოს კვამლში ფორმადაკარგულ

სახეზე აღბეჭდილი ღიმილი

პაროქსიზმში გამოწრთობილ გრიმასას

ჰგავს,

ვერცხლის ხელკეტით ჩამსხვრეული

მინის თვალები კი ჩაბნელებულ

ქუჩას ანათებს და შენც,

ლიბიდოს დასაკმაყოფილებლად,

სველი საშოსკენ იშვერ ხელს.

კაპრეზელი მხატვარი

,,სანტა კროჩეს ბაზილიკაში’’

აცემინებს,

ტალღოვან სამკუთხედებში მოვლივლივე

რუდიმენტარული გენიტალიები გუგებზე

მელექება,

როგორც განუხორციელებელი ოცნებები –

სხეულზე.

კანქვეშა ინექცია.

ლაქები ყელზე.

მოჭრილი ასო.

მახსოვრობადაკარგული ტაპიორი

შეშინებული უყურებს დარბაზში

შეკრებილთ,

როგორც ტყვედ ჩავარდნილი

უდანაშაულო მოქალაქე –

პოდპოლკოვნიკს.

,,ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის

მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში,

ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე

სიკვდილი გადავიდა ადამიანებში,

რაკი ყველამ შესცოდა’’.

ალცჰაიმერით გატანჯული ღმერთი

მეოთხე პოლიკლინიკაში ღაფავს სულს,

ითვლის უკანასკნელ წამებს

და ფანჯრის მიღმა ჩამავალ იისფერ მზეს

ფლეგმატურად გაჰყურებს.

ღმერთის მზერა, აგრერიგად რომ ჩამოჰგავს

გადამლაშებული ომლეტის გემოს,

ჰორიზონტს ცეცხლად ედება,

ბათქაშაყრილ ეკლესიებს

სუდარად ეფინება.

…ყველაფერი წამებში მთავრდება…

…ტაპიორი გარბის.

ჩამქრალი მთვარე სიმარტოვეში ცახცახებს.

გაყვითლებულ კედელზე მექანიკური საათი

უკანასკნელ ამოსუნთქვებს ითვლის.

ერთი…

     ორი…

         სამი…

             ოთხი…

                  ხუთი.

სადღაც სროლის ხმა ისმის.

უმთვარო ღამეა.

Image

როგორ მოვკალი პრეზიდენტი

1.

როცა აღმოვაჩინე რომ უნიჭო ვარ

ლექსების წერა დავიწყე…

უმალ ნომერ პირველ პოეტად ვიქეცი,

”სიბრძნის წვდომისადმი მიდრეკილებით”,

გამჭრიახი გონებითა და ძლიერი მარჯვენით.

მარჯვენა კი, ამ შემთხვევაში წერისგან დამეკუნთა

და რადგან ნომერ პირველი ვარ, იძულებული ვარ ვარჯიში განვაგრძო.

თავიდან ვწერდი ღმერთზე.

მერე მივხვდი, რომ ღმერთს პოეზია არ უყვარს და შევეშვი.

ღმერთს, ისევე როგორც ზოგადად რელიგიას, ნამდვილი პოეზია არ უყვარს,

შესაბამისად არც ნამდვილ პოეზიას, ანუ პოეტს უყვარს რელიგია, ან ღმერთი.

თუმცა რა თქმა უნდა ამას გვიან მივხვდი, ყლე კი უკვე მოსაშარდადაც აღარ მივარგა.

ალბათ, ცოტა ხანში ხელოვნურ ურეთრას ჩამისვამენ.

ან რაიმე მსგავსს.

ახალგაზრდობაში მიყვარდა რითმა და რიტმა.

ახლა ესეც დავიკიდე. რადგან დროთა განმავლობაში აცნობიერებ –

ნამდვილი პოეზია მხოლოდ უნიჭოთ ეკუთვნის. ანუ მე.

ხოდა მე დავიკიდე რითმა და რიტმა.

მე დავიკიდე ღმერთი და რელიგია.

მე დავიკიდე ბავშვობა.

2.

მოვხუცდი.

სკამზე დაჭედებული ტელევიზორს ვუყურებ.

ტელევიზორში ახლა, ისევე როგორც მაშინ, 70 წლის წინ,

არაფერია.

უფრო სწორად, სჯობს არაფერი იყოს.

ხო, ესეც გაცვეთილი სიტყვებია. მაგრამ მე ხომ უნიჭო ვარ.

მეპატიება…

საკნის კედლებს შორის განმარტოებულს ტირილი მინდება,

მაგრამ ცრემლიც კი აღარ დამიტოვეს ამ ნაბიჭვრებმა.

ისევ წყალს თუ შევისხამ სახეზე.

3.

ახალგაზრდობაში, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა

ერთი გოგო გავიცანი.

რაღა დაგიმალოთ და ერთმანეთი შეგვიყვარდა.

ალბათ, მოხუცისგან სასიამოვნო მოსასმენი არაა, მაგრამ

ბევრს კი ვჟიმაობდით. სახლში. ქუჩაში, შენობების უკან.

პარკში. სკვერში. ხიდზე. ხიდის ქვეშ. ეკლესიის ეზოშიც კი.

დიახ, დიახ. დისიდენტები ვიყავით. საღად აზროვნება შეგვეძლო.

იმდენს მაინც ვხვდებოდით რომ თუ ზემოთ ვინმე ზებუნებრივი არსებობდა,

მხოლოდ სექსით შევიცნობდით მას.

ერთი ორჯერ მღვდლებიც კი ავიკიდეთ.

ერთხელ ერთმა ახვარმა ორგიაც კი შემოგვთავაზა.

ჩვენ ვიუარეთ. გაგვიბრაზდა. დროზე გაეთრიათ აქედანო,

დაგვიყვირა და წარბები ერთ ხაზზე დაუდგა.

მაშინ ჩვენ სანთლის ფული მივეცით და იქიდან ავითესეთ.

სიყვარული საუკეთესო რამაა იმ საშინელებათაგან,

რაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს.

ხოლო როცა სიყვარული ნაღდია, ანუ ორმხრივი,

ანუ საკუთარ თავში სექსსაც მოიაზრებს,

ჩათვალე ყველაზე უბედური კაცი ხარ მთელს მსოფლიოში

(არადა, ქვეყნად უამრავია შენზე უბედური!),

რადგან როცა ეს ყველაფერი დამთავრდება,

მხოლოდ ორი რამ გრჩება – სუიციდი ან ახალი სიყვარულის პოვნა.

პირველი ადვილია. მეორე შედარებით რთული.

თუ წინა დღეს სექსი გქონდათ და ორგაზმი ჩვეულებრივზე დიდხანს გაგიგრძელდა,

მეორე დღეს კი ერთმანეთს დაშორდით – სუიციდის გარდა არაფერი გრჩება.

სხვა გზა ჩახერგილია.

გისოსებს შორის მზის სხივები ვეღარ აღწევს.

არ ვიცი რა ფერია მზე.

არ მაინტერესებს რა ფერია მზე.

ცხოვრებისადმი ინტერესი დიდი ხნის წინ დავკარგე.

თითქმის ყოველდღე ვნატრობ ნიცშე ცოცხალი იყოს.

თითქმის ყოველდღე ვნატრობ ნიცშესაც იგივე ჩაედინა რაც მე –

რათა ერთ საკანში მოვხვედრილიყავით.

მაშინ ვილაპარაკებდით და ვილაპარაკებდით.

იმდენს ვილაპარაკებდით, მრავალტომიანი წიგნი დაიწერებოდა.

აცივდა.

ვკანკალებ.

4.

სამოცდაათი წლის წინ მე პრეზიდენტი მოვკალი.

ამაზე ადვილი არაფერია.

სიტყვით გამოდიოდა ტრუსიკში დამალული რევოლვერი რომ დავაძრე…

…და შუბლი გავუხვრიტე.

არ ვიცი რატომ, მაგრამ სამუდამო მომისაჯეს.

მეგონა გმირი გავხდებოდი.

მეგონა ძეგლებს დამიდგამდნენ.

მეგონა რევოლუციას ჩავუყარე საფუძველი.

თუმცა ყველამ დამიკიდა.

ახლა რომ 70 წლით შემეძლოს უკან დაბრუნება,

იმ რევოლვერს იგივენაირად გამოვიყენებდი.

ხელახლა ვესვრიდი.

ეეჰ.

სკამზე ვზივარ და კედელს ვუყურებ.

მგონი, ღამეა.

სადღაც იქით, შორს, ჰორიზონტზე, იუპიტერი მოჩანს.

ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე შორეული გალაქტიკები ციმციმებენ.

ხო, ცოტაც და…

ცოტაც…

ათამდე ვითვლი. თვალებს ვხუჭავ. ვიძინებ.

იმედია, ხვალ გავიღვიძებ.

Sci_Fi_Prison_by_robenghuse