Category Archives: Uncategorized

ნეკრომანტის ჩანაწერები (კიდევ ერთი საახალწლო ისტორია)

31 დეკემბერი, 15:23

 

დღეს ოცდათერთმეტია. ორი კვირაა დღიურში არაფერი ჩამიწერია. ახალი წლის მოახლოებას ოდნავადაც ვერ ვგრძნობ.

მხოლოდ ჩემი პრობლემა.

მე არ ვარ მობილური ქსელების ოპერატორი, ტაქსის მძღოლი, კონსულტანტი წიგნების მაღაზიაში ან თუნდაც გამყიდველი სუპერმარკეტში, ასე რომ დასვენების დღეები მე არ მეხება. თუ საჭირო გახდა, შეუძლიათ ოცდათერთმეტში 12–ზეც კი დამიბარონ. და დამიბარეს.

მაისურაძეების ბინა ჩემი სახლიდან სამი კვარტლითაა დაშორებული. ორი წლის წინ გოგო მოუკვდათ. უმცროსი. ცხრა წლის.

რა ვქნა, ეს მათი სურვილია და მე არ მაქვს უფლება ჩავერიო, სანამ საქმე პირადად ჩემს ჯანმრთელობას არ შეეხება.

მანამდე კი ყავას ვიდუღებ და ფანჯარასთან ვჯდები. სახლი არ მომირთავს. არც ნაძვის ხე დამიდგამს. არც საცივი გამიკეთებია და არც ბაჟე. გოზინაყს ხო დასანახად ვერ ვიტან.

თავი აკლდამაში მგონია.

გარეთ –5 გრადუსია, შიგნით +25.

ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ რა გემრიელია ეს ყავა.

 

 

31 დეკემბერი, 19:48

 

კარებზე აკაკუნებენ.

ტელევიზორის ხმას ვუწევ და ჰოლში გავდივარ.

სადარბაზოში წითელკეპიანი ტიპი დგას, უშინაარსო სიმბოლოებიანი ტყავის კურტაკი მოუცვამს და ხელში მუყაოს ყავისფერი ყუთი უჭირავს.

კარებს ვაღებ.

– გამარჯობა. ამანათია თქვენს სახელზე.

ყუთს ვართმევ და იატაკზე ვდგამ.

– თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ აქ.

სანამ გაბრუნდება, უხალისოდ, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ამატებს:

– მრავალ ახალ წელს დაესწარით.

და სანამ პასუხს გავცემდე, უკვე სამი სართული აქვს ჩარბენილი.

როგორც ჩანს ეჩქარება, ბევრი საქმე აქვს და სურს 12–მდე ყველაფერს მორჩეს.

ყუთი კაბინეტში შემაქვს.

დანით ჭრილს ვაკეთებ და ამანათს ვხსნი. რასაც შიგ ვხედავ ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. მახსენდება რომ დიახ, ამ ამანათს სწორედ დღეს ველოდი. მაისურაძეების ოჯახში გაივლის ტესტირებას. თუმცა, ეჭვი კი მეპარება ეს სჭირდებოდეს.

ყუთში იაკობ ბიომეს სპირიტუალური თეფში დევს, რომელზეც 1624 წლის შემდეგ არა მარტო შემზარავი ჭორები, არამედ ლეგენდებიც კი დადის. რამდენიმე კვირის წინ რომელიღაც ონლაინ–აუქციონზე გადავაწყდი, თანხა კი იმდენად მიზერული იყო, უმალ ჩვენს ორგანიზაციაში დავრეკე და მისი შესყიდვა მოვითხოვე. მათაც აასრულეს ჩემი თხოვნა. თეფშის მფლობელს კი, როგორც ჩანს, წარმოდგენა არ აქვს რა არის ამ ერთი შეხედვით უბრალო, უცნაური ნახატებითა და გაუგებარ ენაზე შესრულებული წარწერებით სავსე თეფშის მთავარი დანიშნულება.

რაც შეეხება იაკობ ბიომეს. მისტიკოს–თეოსოფოსის გარდა, სოფიოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი, საკმაოდ ძლიერი სპირიტუალისტ–ნეკრომანტი გახლდათ. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ბიომემ 1602 წელს არც მეტი არც ნაკლები სატანასთან შესძლო კონტაქტის დამყარება და არა მარტო არაამქვეყიუნირი ცოდნა მიიღო, მომავლის გამოცნობის უნარიც შეიძინა. გადმოცემების თანახმად, იგივე სურდა ბიომეს მიმდევარს, კრისტიან ნორ ფონ როზენროტს, რომელსაც სპირიატუალური სეანსის დროს სიტყვები ”misericordia” და ”penio” ერთმანეთში აერია, რის გამოც, მისმა თანაშემწემ, კარლ გამან ბაადერმა ორივე ხელი დაკარგა. კვირინ კულმანი კი, რომელიც რუსეთში ბიომეს ფილოსოფიურ ნაშრომებთან ერთად მისსავე ოკულტურ მისწრაფებებს ავრცელებდა, 1689 წელს, პეტრე პირველის დის, სოფის განკარგულებით, კოცონზე დაწვეს.

ბიომეს თეფში ბნელი ძალების ერთ–ერთი მიწიერი საწყისის სიმბოლოდ იქცა. მასზე გამოსახული ნახატებიდან ერთ–ერთზე ნათლად ჩანს როგორ აჭამს ველიალი თავს უსუსურ ბავშვებს, მშობლები კი მუხლებზე დამდგარან და დემონს თაყვანს სცემენ, თითქოს მადლობელნი არიან, შვილები რომ დაუხოცეს. ქვემოთ კი ბიბლიიდან მოყვანილი ციტატაა: viri civitatis illius filii Belial id est absque iugo. ”ქალაქისმცხოვრებნი, ველიალის შვილნი არიან, ანუ უღელის გარეშე”.

და ეს თეფში, რომლითაც, ლეგენდის თანახმად, ბიომემ სატანასთან კონტაქტი დაამყარა, ახლა ჩემს წინ, მაგიდაზე დევს და მოუთმენლად ელის როდის გამოიყენებენ ხელახლა.

სხეულში უცნაურ სიმხურვალეს ვგრძნობ.

31 დეკემბერი, 22:22

 

 

ვგრძნობ, ხელის გულები მიოფლიანდება. კეფის ქავილი დამეწყო. ცხოვრებაში არ დამმართნია ასეთი რამ. ყოველი შემთხვევისთვის ნაკურთხ წყალს უკვე გაწითლებულ ადგილას ვისვამ და ლოცვას ვკითხულობ.

ველოდები, მაგრამ ქავილი არ მივლის.

 

 

31 დეკემბერი, 22:58

 

 

კეფა ისევ მექავება. ვერც ნაკურთხმა წყალმა მიშველა, ვერც მალამომ, ვერც ყინულმა. ამ ყველაფერს კი საშინელი მუცლის ტკივილი დაერთო.

კუჭი მაქვს აშლილი. ოცდაათი წლის ისე გავხდი, სულ მგონი ორჯერ ამშლია. არ ვიცი რა მემართება. შეიძლება დღეს დილით ნაჭამმა სოსისმა მაწყინა. სულ იმას არ გაიძახიან გაფუჭებული ხორცისგან აკეთებენო. ხოდა, აგერ შედეგიც.

ისევ ტუალეტში გავრბივარ.

 

 

31 დეკემბერი, 23: 19

 

 

მაცემინებს. დავაცემინებ თუ არა პირიდან კბილები მცვივა. არც სისხლი, არც ტკვილი. უბრალოდ მცვივა, თითქოს არა ფესვგამდგარი, არამედ უბრალოდ უხარისხო წებოთი ყოფილიყოს მიწებებული. სამი წინა და ერთი უკანა დიდი კბილი ხელში მიჭირავს და არ ვიცი რა ვქნა.

თავი ხელში უნდა ავიყვანო. წინ რთული ღამე მელის.

სამზარეულოს კარადიდან არაყს ვიღებ და ჩაის ჭიქას ვავსებ. ჩვენს ორგანიზაციაში ალკოჰოლს დიდ პატივს სცემენ. ხშირად გადამწყვეტი როლიც კი უთამაშია. ერთ მოყუდებაში ვცლი. არაფერს ვაყოლებ.

კეფა ისევ ისე მექავება.

მუცელიც ისევ ისე მტკივა.Image

 31 დეკემბერი, 23:39

 

ბიომეს თეფში ჩანთაში მიდევს. ქუჩებში ადამიანების გარდა უცნაურ სილუეტებს ვარჩევ. შორიდან ბუნდოვნად მოჩანან. თითქოს უშველებელი, ფურ-ირმის მაგვარი რქები აქვთ. როგორც კი ოდნავ მივუახლოვდები უბრალოდ ქრებიან, ან ნაგვის ყუთებად, ბუჩქებად და ლამპიონებად იქცევიან. კეფიდან სისხლი მდის, მაგრამ ვერ ვჩერდები. კბილები აღარ მცვივა. სამაგიეროდ მუცლის ტკივილი მკლავს. მინდა მოვიხარო, მოვიკუნტო, დავმრგვალდე და ისე ვიგორაო მაისურაძეების ბინამდე, მაგრამ არ შემიძლია. ვიხრები თუ არა თითქოს ყელზე ორას კილოგრამიანი ჰანტელი ჩამომკიდესო, თავით ასფალტისკენ მივდივარ. წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ. მთელი გზა გამართულმა უნდა ვიარო და მუცლის აუტანელი ტკივილი ვიტანო.

ღმერთო, მალე დამთავრდებოდეს ეს ყველაფერი.

 

 

31 დეკემბერი, 23:58

 

 

მაისურაძეების კარებზე ვაკაკუნებ. ოქროსფერ ფირფიტაზე დატანილი გრავიურა იუწყება: ხ. მაისურაძე. გონებას ვძაბავ და მახსენდება რომ ოჯახის უფროსს ხვიჩა ჰქვია. ან ხათუნა. იქნებ დედაა ოჯახის უფროსი, მამა კი დიასახლისობს… ან, იქნებ…

კარები იღება. ლამაზი ქალი, მოკლე ქერა თმითა და დასიებული თვალებით შეუპოვრად მიყურებს. აშკარად ნამტირალებია. ასე მგონია, ახლა ბავშვივით აბღავლდება.

– მე… – ვეუბნები.

– მობრძანდით.

შევდივარ.

ოჯახი ზალაშია შეკრებილი. მოხუცი ქალი სავარძელში ამაყად ზის და ასევე შეუპოვრად მიყურებს. ორი გოგო, ალბათ ასე ჩვიდმეტი–თვრამეტი წლისანი, ოდნავ დარცხვენილნი სხედან მამას გვერდით, დივანზე.

– გამარჯობა, ბატონო ხვიჩა, – ვამბობ და ხელს ვუწვდი. მამაკაცი ჩემს გამხდარ ხელს თავის ბეისბოლის ხელთათმნის ზომის ხელში იქცევს.

მე მათ ინსტრუქციას ვუკითხავ და ქცევის კოდექსს ვაცნობ. ვეუბნები რომ, შეიძლება საერთოდაც არაფერი გამოვიდეს, ან პირიქით – შედეგმა მოლოდინს გადააჭარბოს. ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად, რომ სეანსი შევწყვიტოთ. მთავარია, შეძლებისდაგვარად სენტიმენტებს არ აყვეთ. როცა ამ პროცესზე ვსაუბრობ, სპეციალურად გამოვყოფ სიტყვას ”ბნელი” და ძირითადად გოგოებს ვუყურებ, – ვამბობ, რომ სუსტი გულის მქონეებისთვის უკეთესია სეანსის დროს ოთახი დატოვონ. ყურადღებით მისმენენ, დროგამოშვებით თავსაც მიქნევენ, თუმცა ოთახიდან არავინ გადის.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავი სადაცაა გამისკდება. ბოდიშს ვიხდი, ერთი წუთით ტუალეტში შევალ–მეთქი, ვამბობ მოკრძალებულად და როგორც კი კარებს ვკეტავ უმალ მანტოს საყელოს ვიწევ და ფრჩხილებს მთელი ძალით რაც შეიძლება ღრმად ვირჭობ კეფაში. სისხლი მდის, პერანგის შიგნით მიედინება და ხერხემალზე მისრიალებს. ვგრძნობ, როგორ სველდება პერანგი. ტუალეტის ქაღალდს ვასველებ, ჭრილობას ვიწმენდ და საყელოს ისევ ვიწევ. სისხლი მაინც მომდის, ქავილით კი ისევ მექავება. მინდა დანა ავიღო და ის ადგილი მთლიანად ამოვიჭრა.

ოთახში შევდივარ თუ არა ჩანთიდან ანბანიან დაფას ვიღებ, რომელზეც ქვემოთ წითლად წერია ”კი” და ”არა”. ერთ–ერთ გოგოს ვეუბენბი შუქი ჩააქროს. მემორჩლება. დაფის ირგვლივ სამ სანთელს ვანთებ და ბიომეს თეფშს ვიღებ. შეშინებულ ქალსა და არანაკლებ დამფრთხალ კაცს ვანიშნებ მომიახლოვდნენ. ნელა მოდიან, თითქოს შენელებულ კადრს ვუყურებდე. როგორც ჩანს გონებაში იაზრებენ, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს წამებში. ლოცვას ვიწყებ.

მოვრჩები თუ არა ლოცვას მშობლებს ვეუბნები საჩვენებელი თითებით ამოტრიალებულ თეფშს შეეხონ. იგივეს ვაკეთებ მეც.

– რაც არ უნდა მოხდეს, სანამ არ გეტყვით, არ უნდა ჩაერიოთ. – ვაფრთხილებ ოთახში მყოფთ.

თანხმობის ნიშნად თავს მიქნევენ.

და მე ვიწყებ:

– მკვდარი სულების მეუფევ, წყვდიადის დიადო გამგებელო, გთხოვ, გამოიძახე სოფო მაისურაძის სული.

ოთახში ფარდა აშრიალდება. ერთ–ერთი სანთელი ქვრება. მამა თავისუფალი ხელით ჯიბიდან სანთებელას იღებს და ცეცხლს უკიდებს.

– თუ აქ ხარ, მითხარი ვინ ხარ. მითხარი სახელი.

თეფში ასოებისკენ მიიწევს და პირველივე ასოს ქვეშ ჩერდება: ა. შემდეგ კი უცებ ისე სწრაფად იწყებს მოძრაობას, ასოების დამახსოვრებას ძლივს ვასწრებ. ბოლოს და ბოლოს თეფში ჩერდება და საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

– ადრამელეხ, – წარმოვთქვამ მე და ვგრძნობ, რომ მთლიანი ზურგი სისხლით მაქვს დაფარული. კეფა კი სულ უფრო და უფრო მექავება.

ქალი პირზე ხელს იფარებს.

– ადრამელეხ, მომცემ უფლებას სოფოს დაველაპარაკო?

თეფში ისევ მოძრაობას იწყებს და სიტყვა ”არა”–სთან ჩერდება.

– ადრამელეხ, მოვ…

სრულიად მოულოდნელად კაცის ხმა მაწყვეტინებს.

– დამალაპარაკე ჩემს შვილს!!! მომეცი უფლება ჩემს გოგოს დაველაპარაკო!!! ისე წაიყვანე ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო!!! დამალაპარაკე!!! დამალაპარაკე!!!

– რას აკეთებეთ? ხომ გარკვევით გაგაფრთხილეთ რომ არ უნდა ჩარეულიყავით, სანამ…

კაცი არ მისმენს. მთელ ხმაზე ყვირის:

– დამალაპარაკე ჩემი გოგო!!! წყეულიმც იყავ!!!

– გაჩუმდი! გაჩუმდი! – ვუყვირი მე. – ის ისედაც დაწყევლილია. წარმოდგენა არ გაქვს ვის ელაპარაკები.

და უცებ კეფა ისე ამტკივდა, მთელ ხმაზე დავიყვირე. ხელი უმალ უკან წავიღე და შევეხე თუ არა მტკივან ადგილს, სხეულში სიცივემ დამიარა. კეფაზე უზარმაზარი ბუშტი გამომსვლოდა. ტენისის ბურთის ხელა მაინც იქნებოდა. მოვკიდე თუ არა ხელი, გონება კინაღამ დავკარგე. თითქოს თავის ქალას ბურღით მიხვრეტდნენ.

შემდეგ ყველაფერი წამებში მოხდა. დავინახე როგორ აფრინდა თეფში ჰაერში და ტრიალი დაიწყო. ერთ დგილზე ბრუნავდა, თან ისე სწრაფად, პოლაროიდით გადაღებულ სურათზე აღბეჭდილი ხარვეზი გეგონებოდათ. შემდეგ თეფში იგივე სიჩქარით კაცისკენ გავარდა და თავი მოაცალა, თვითონ კი კედელს შეასკდა და ნამსხვრევებად იქცა. მამაკაცის თავი ჩემს ფეხებთან დავარდა. ოთახში ვიღაცამ დაიკივლა. ნათურა აწკარუნდა, სერვანდში ჭიქები აჭახუნდნენ. მამაკაცის სხეული ისევ ფეხზე იდგა, თითქოს იატაკში ჩაიზარდაო. საიდანღც ამაზრზენი სიცილის ხმა გაისმა, შემდეგ კი პატარა გოგონას ტირილში გადაიზარდა. დარწმუნებული ვიყავი სოფო იყო. ლათინურად ლაპარაკობდა:

– qui dormiunt in terrae pulvere, evigilabunt: alii in vitam aeternam, et alii in opprobrium ut videant semper…

შემდეგ კი ოთახში ყველაფერი ჰაერში აიწია. ჩვენც, ადამიანები. წრეზე დავიწყეთ ბზრიალი. მოხუცს შიშისგან ფერი დაჰკარგვოდა. ქვემოთ, იატაკი გაირღვა. ღრმულიდან დამაბრმავებელი სიკაშკაშე ამოვიდა… დავინახე, როგორ ამოიჭრა ქვემოდან მსხვილი, ჭუჭყიანი, დაბანჯგვლული ხელი სქელი თითებით, როგორც ჩააფრინდა ერთ–ერთ გოგოს ფეხში და ქვემოთ ჩაათრია. გოგონა ღრმულში გაუჩინარდა. ქალმა დაიყვირა. მოხუცს გული წასვლოდა. ანდაც, შეიძლება უკვე მკვდარი იყო. თვალები დაეხუჭა და არ ინძრეოდა.

კეფაზე გამოსულ ბუშტზე, რომელიც თითქმის ნესვის ხელა გამხდარიყო, რაღაც მომხვდა და მეც გონება დავკარგე.

უკანასკნელი, რაც მახსოვს, ვიღაცის სასოწარკვეთილი კივილი იყო.

Image

 2 იანვარი, 08:17

 

– როგორ გეძინა? – მიღიმის ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

არ ვიცი რა ვუპასუხო. ძლივს ვინძრევი, თუმცა ხელი კეფამდე მაინც მიმაქვს. ბუშტი აღარსადაა.

– რა მოხდა? – ამის კითხვასღა ვახერხებ.

– ოოო, არაფერი ისეთი, დამშვიდდი. შენ მაგაზე ნუ ირნერვიულებ. რაც მოხდა, ასბოლუტურად ყველაფერი იმ კაცის ბრალია. ადრამელეხმა წაიყვანა.

– კაცი? დავინახე, როგორ მოძვრა თავ…

– ყველანი. ყველანი წაიყვანა.

პაუზა.

– თეფში? განადგურდა?

– კი, სამწუხაროდ. ვერ განვსაზღვრეთ თუ რამხელა ძალას შეიცავდა.

ოდნავ უფრო ხანგრძლივი პაუზა.

– მოკლედ, შენ არაფერზე არ იდარდო. მშვიდად იყავი და იწექი. დასვენება გჭირდება.

გამიღიმა და გაბრუნდა. სანამ ოთახიდან გავიდოდა და კარებს გაიხურავდა, დავინახე როგორ გამოძვრა შარვლიდან გრძელი თეთრი კუდი.

მართალი იყო, უნდა დამესვენა.

თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე.

 

პარაზიტის ობსცესია

შესაქმის 5 დღე

 

დღე 1

პირველი იყო დღე ხორციელი ნეტარებისა.

ტანტალოსის ტანჯვა ზუსტად ერთი წელი გაგრძელდა. ბოლოს და ბოლოს მარი ჩამოვიდა. ჩამოვიდა იგორთან ერთად, რაც, ალბათ გამიკვირდებოდა, ყველაფერი ისედაც ნათელი რომ არ ყოფილიყო და თარიღი – სიმბოლური. სიმბოლური იგორისთვის.

იგორი ნიასთან წავიდა.

მარი ჩემთან დარჩა.

როგორც კი ყელგამოღადრული მტრედი ფანჯრის რაფაზე დაეცა, მარიმ საზაფხულო მოკლემკლავებიანი მაისური გაიძრო. ზედმეტად მსხვილი, ოდნავ მუტანტური ძუძუსთავები ლიფში, ათვლის წერტილებივით, ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში მისასვლელად განსაზღვრული მანძილის სიმეტრიული საზომივით მოჩანდა.

ენით დიდხანს ვეთამაშებოდი – ჯერ ირგვლივ შემოვატარებდი, წმინდა წრეს ვხაზავდი, შემდეგ კი, თითქოს შამპანურის ბოთლიდან თავსახურის ამოძრობას ვცდილობდი, კბილებით წინასწარ განსაზღვრული ძალით ვუწელავდი. მარის ეს ყველაფერი აღაგზნებდა. მარტივად რომ ვთქვათ, აღგზნება აქ არაა ყველაზე მართებული სიტყვა, რაც კი შეიძლებოდა დაგვეწერა.

ყლეს პირში დიდხანს იჩერებს. უცნაური თვისება აქვს – ხან არც წოვს, არც გილოკავს, – უბრალოდ პირში უდევს და შენც ურეთრაში შემავალ ჰაერის თბილ ნაკადს გრძნობ. თავიდან ეს ყველაფერი დიდად არ მომწონდა, ახლა უკვე ამის გარეშე აღარ შემიძლია. როცა ყლეს ბოლომდე იდებს, როცა მის გლანდებს ვგრძნობ, და როცა მთლიანად პირით იწყებს მის დამუშავებას, ვგრძნობ როგორ მივლის სასიამოვნო ბრიზი მთელ სხეულში. რაფაზე ჩამოვარდნილ მეორე, ამჯერად უკვე თვალებდათხრილ და მუცელაფატრულ მტრედსაც მხოლოდ მოგვიანებით ვამჩნევ.

სპერმას მარი ბოლო წვეთამდე ყლაპავს. ყლაპავს და კიდე უნდა. უნდა და მინძრევს. ტყნაურით, მხოლოდ მოგვიანებით, უკვე დაქანცულები, არაქათგამოცლილები ვტყნაურობთ. ასეთია ჩვენი პარადიგმა.

Image

დღე 2

მეორე იყო დღე შურისძიებისა.

ჩახუთულ აუდიტორიაში ფეხის სუნი იდგა. თუმცა, როგორც ჩანს ამ პრობლემის აღმოფხვრა არავის ეწადა, რადგან სუნი უკვე, აგერ მეორე კვირაა კარების იქით არ გასულა.

შუბლდაცვარული ლექტორი მაგიდაზე მუჭებდაყრდნობილი განაგრძობდა საუბარს:

სპინოზა ამსტერდამში დაიბადა, – ჩაახველა და ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, – ესპანური წარმოშობის ებრაულ ოჯახში, რომელიც ესპანეთიდან ებრაელთა მიმართ მეფის რეპრესიებს გაექცა. მშობლიური ქალაქის ებრაულ სკოლაში სპინოზამ საფუძვლიანი ცოდნა მიიღო შუა საუკუნეების ებრაული ფილოსოფიის შესახებ. მალე გაეცნო ასევე თანამედროვე სქოლასტიკას (ძირითადად სუარესის სქოლასტიკას), ნეოპლატონურ ფილოსოფიას, პლატონისტურ ტრადიციას სკოტუს ერიუგენადან კუზანელამდე და ბრუნომდე; ღრმად შეისწავლა დეკარტის შრომები და მისი მათემატიცისტური რაციონალიზმით მოიხიბლა. მიღებული კულტურული გამოცდილებისა და მედიტაციების შედეგად სპინოზას თავისუფალი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა ბიბლიის მიმართ, რომელიც ებრაულ სამყაროში ღვთის სიტყვის დიად წიგნად მიიჩნეოდა. ებრაულ საკრებულოში ეჭვი შეეპარათ სპინოზას ებრაულ მართლმორწმუნეობაში და ამ ნიადაგზე დაუპირსპირდნენ მას, 1656 წელს კი სინაგოგიდან გარიცხეს. სპინოზას კალვინისტებიც სდევნიდნენ, რის გამოც მას ამსტერდამის დროებით დატოვება მოუწია. ინტელექტუალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად სპინოზამ ოპტიკოსის საქმიანობას მიჰყო ხელი, პარალელურად კი ფილოსოფიურ პრობლემებზე მუშაობდა. 1660 წელს სპინოზა ლეიდას მახლობლად ერთ სოფელში დასახლდა და იქ დაწერა ”ტრაქტატი ღმერთის, ადამიანისა და მისი ნეტარების შესახებ”, რომელიც 1682 წელს გამოქვეყნდა სახელწოდებით ”მოკლე ტრაქტატი”. შემდეგ დაიწერა ტრაქტატი ”de intellectus emendiatione” და ”დეკარტის ფილოსოფიის პრინციპები”. 1663 წელს სპინოზა ჰააგაში დასახლდა და იქ შექმნა თავისი ძირითადი შრომა: ”ethica ordine geometrico dimostrata” 5 წიგნად: de deo, de mente, de affectibus, de servitute humana, de libertate. ეს შრომა სპინოზას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. 1670 წელს მოაზროვნემ გამოაქვეყნა ”Tractatus theologico-politicus”, რომელშიც გადმოგვცემს ბიბლიის განმარტებისა და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულებათა საკუთარ ხედვას. ამ წიგნმა კიდევ უფრო გაამწვავა უკმაყოფილება ავტორის მიმართ, რამაც ძალიან დასწყვიტა გული სპინოზას. ის 1677 წლის 21 თებერვალს ჰააგაში გარდაიცვალა. სპინოზა მარტოსული მოაზროვნეა, რომელიც ბრძენკაცივით უშფოთველად, ანტიკური სტოიკოსის განდგომილებით ჭვრეტს რეალობას და ცხოვრებას. ფილოსოფიური კვლევისკენ მას ადამიანისადმი უშფოთველობის მინიჭების უნარის მქონე ჭეშმარიტების ძიების სურვილი უბიძგებს…

ბაჩოს არასდროს უნანია ”ფილოსოფიის” ფაკულტეტი რომ აირჩია, მიუხედავად იმისა რომ ახლაც წარმოდგენა არ აქვს რას აპირებს მომავალში პროფესიული თვალსაზრისით. მისგან, არაკომუნიკაბელურობის გამო ლექტორი ვერ დადგება, სხვა ყველა პერსპექტივა კი დიდი ხნის წინ დაიმარხა არა მარტო საქართველოში, არამედ ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში. და ალბათ, სანამ ატლანტიდას არ აღმოაჩენენ მანამდე ასე გაგრძელდება.

თუმცა, ეს ყველაფერი ბაჩოსთვის მეორეხარისხოვანია. სიამოვნებს აგნოსტიციზმის, ეგზისტენციალიზმის, ემპირიზმისა და სტოიციზმის საწყისებში ჩაღრმავება და მისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე გაუგებარი თემების გონებაში ათასჯერ გადატრიალ–გადმოტრიალება, ერთი და იმავე გვერდის ათჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ წაკითხვა.

შეიძლება ითქვას, მაზოხიზმის ერთ–ერთი განშტოებითაა შეპყრობილი – საკუთარი ტვინის გაჟიმვით!

თუმცა ახლა ბაჩო ლექტორს მხოლოდ ცალი ყურით უსმენს. მეორე ყური და ორიც თვალი კი პირველი რიგისკენაა მიმართული. უფრო კონკრეტულად კი – ნიასკენ (უფრო კონკრეტულად – მოკლე, შემოტმასნილ მაისურში გამოკვართულ ნიას მკვრივი მკერდისა და მოშიშვლებული მხრებისაკენ). არა, ნამდვილად არ უყვარს. ყოველ შემთხვევაში ამას შთააგონებს საკუთარ თავს. ”უბრალოდ გაბახავდა, რამე რო იყოს”. მეტი არაფერი. თუმცა, სინამდვილეში რა ხდება, ამის ცოდნა შეუძლებელია. და მეორეხარისხოვანი. მაგრამ ესეც დროთა განმავლობაში გაირკვევა . მანამდე კი ბაჩო თვალის დაუხამხამებლად მისჩერებია გოგონას ზურგს და ფიქრებში წასულს ერექცია ეწყება. ამ ერთობ ხელისშემშლელ დეტალს, მითუმეტეს როცა ორმოცდაათ კაციან აუდიტორიაში ზიხარ, მალევე აქცევს ყურადღებას და გამოზრდილ უბეს ზემოდან ჩანთას ადებს. ვინ იცის რაზე ფიქრობდა მანამდე. იქნებ აღგზნებული ეგო ნიას აშიშვლებდა და ვარდის ფურცლებით დაფარულ საწოლზე ათასი უხამსი რამის კეთებას აიძულებდა… ან…

…რაც შეეხება ”შავი გედის თეორიას”… – განაგრძობდა ლექტორი. თუმცა ბაჩოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა კავშირი იყო სპინოზასა და ”შავი გედის თეორიას” შორის. იქნებ რომელიმე სტუდენტის მიერ დასმული, მთავარ თემასთან არაფერ კავშირში (ან პირიქით – ზე–ფილოსოფიურ კავშირში, რომელსაც ბაჩო ვერასდროს გაიგებდა) მყოფი შეკითხვა გამოეპარა? – ეს არის თეორია, რომელიც განიხილავს რთულად პროგნოზირებად და იშვიათ მოვლენებს, რომელთაც აქვთ საგრძნობლად დიდი (ხშირ შემთხვევაში უარყოფითი) შედეგი. თეორიის ავტორი ნასიმ ნიკოლას ტალებია, რომელიც საკუთარ წიგნში ”შავი გედი. განუსაზღვრელობის ნიშნის ქვეშ” ახსენებს ტერმინს ”შავი გედის ტიპის მოვლენები”. პირველ რიგში მოვლენა ექსპერტისთვის მოულოდნელია. მეორე დამახასიათებელი თვისება: მოვლენას აქვს არნახული შედეგი და მესამე: იმის შემდეგ, რაც მოხდება, რეტროსპექტივაში, მოვლენას რაციონალური ახსნა მოეძებნება, თითქოს ეს ფაქტი მოსალოდნელი იყო. ”შავი გედის” ნათელი მაგალითებია: პირველი მსოფლიო ომი, 11 სექტემბერი, საბჭოთა კავშირის დაშლა, თუნდაც ინტერნეტის შექმნა. – ლექტორმა ჩაახველა და მცირედი პაუზის შემდეგ განაგრძო – თვითონ ტერმინი ”შავი გედი” არის ცნობილი, როგორც ლათინური გამონათქვამი. ცნობილი სიტყვები ეკუთვნის ძველრომაელ სატირიკოს დეციმ იუნი იუვენალის ფრთას – ”კარგი ადამიანი ისევე იშვიათია, როგორც შავი გედი” (rara avis in terris nigroque simillima cygno). 1697 წლამდე ითვლებოდა, რომ გედები მხოლოდ თეთრები არსებობენ, თუმცა ჰოლანდიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ვილემ დე ვლამინკი ხელმძღვანელობდა, დასავლეთ ავსტრალიაში შავი გედების პოპულაცია აღმოაჩინა…

ბაჩო ჩანთას დააწვა, თითქოს ამით ერექციის ხარისხს შეამცირებდა. ქვემოთ ყრუ ტკივილი იგრძნო. ასეთი რამ სულ უფრო ხშირად ემართებოდა. რაღაც პერიოდი ხორციელი ნეტარების მიღების, მამაკაცური ჟინის დაკმაყოფილების მიზნით შეპყრობილი გონს კარგავდა და რაციონალურად აზროვნების უნარი ერთმეოდა. ჩვეულებრივ, ამ დროს Porcupine Tree–ს Sound of Muzak–ს უსმენდა და მაქსიმალურად ცდილობდა ტექსტზე ყოფილიყო ორიენტირებული, თუმცა ახლა აიპოდი სახლში დარჩენოდა და ამ რთულ სიტუაციას საკუთარი ძალებით ებრძოდა. ერთი სული ჰქონდა ლექცია როდის დამთავრდებოდა. ყველას დაიკიდებდა, ნიასაც, ლექტორსაც და თავქუდმოგლეჯილი გავარდებოდა აუდიტორიიდან. ტუალეტში გაიქცეოდა, ერთი გემრიელად არწყევდა, ცივ წყალს სახეზე შეისხამდა და შეიძლება, თუ გამოუვიდოდა და თუ ამის სურვილი ექნებოდა – დაენძრია კიდეც.

ნია კი თითქოს სპეციალურად ბაჩოსთვის ირჯებაო, წამდაუწუმ გვერდულად იხრებოდა და დაქალს რაღაცას ეჩურჩულებოდა, თან თითქმის ბოლომდე ამოყრილი მკერდით ალბათ არა მარტო ბაჩოს, არამედ მთელი აუდიტორიის ბიჭების ყურადღებას იპყრობდა.

ბევრს რომ არ მივედ–მოვედოთ, ჰაერი სექსუალობითა და ”ხორცით” იყო გაჟღენთილი.

დერეფნიდან ზარის ხმა შემოვიდა. ბაჩომ გადაიფიქრა აუდიტორიიდან გაქცევა. ამით ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა, ეს კი ნამდვილად არ სურდა. თან, ჯერ მხოლოდ ოთხშაბათი იყო. ასე რომ, ერეგირებულ პენისზე ჩანთააფარებული მოკლე ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ. ქვეცნობიერად, ალბათ სპეციალურად არ ჩქარობდა, ეგონა ის და ნია თუ უკანასკნელნი გავიდოდნენ, მათ შორის ერთგვარი ბუნებრივი დიალოგი გაიმართებოდა. თუმცა, ბუნებაში არ არსებობდა ”უკან ჩარმოჩენილ სტუდენტთა შორის გასამართი დიალოგის” სცენარი და რა თქმა უნდა არც არაფერი მომხდარა. ჯერ ნია გავიდა დაქალთან ერთად, უკან კი ბაჩოც მიჰყვა.

ერექცია შეუწყდა, თუმცა ახლა ბრაზი მოაწვა. ნუთუ ამ ბოზის ყურადღებას არ იმსახურებს?! ვინ არის ის, რომ შეუძლია სხვას ზემოდან უყუროს?! ვინ მისცა ამის უფლება?! ბაჩოს სახეზე ალმური მოედო. ალბათ სჯობდა გრძელი, უკან შეკრული თმა გაეშალა, რათა გახურებული, გაწითლებული კისერი მაინც დაემალა, მაგრამ თმა არ გაუშლია…

უნივერსიტეტიდან გავიდა და შენობის წინ, სკვერში ხეტიალი დაიწყო. რომელიღაც საკმაოდ დიდი ხის ქვეშ განმარტოებულ სკამზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ღრმა ნაფაზებს არტყამდა, ფილტვებს კვამლით ივსებდა და შედარებით მოდუნებული ჰაერში აფრქვევდა. მიყოლებით სამი ღერი მოწია. დამშვიდდა. ამას თვითონაც ხვდებოდა. საკმარისი იყო, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში დღევანდელ დღესა და ნიაზე არ ეფიქრა და ყველაფერი თავისით მოგვარდებოდა, ძალაუნებურად დაავიწყდებოდა.

ამ შემართებით წამოდგა და სკვერის ცენტრალური შესასვლელისკენ გაემართა, სადაც ნაკლები შანსი იყო ვინმე თავისიანი შეხვედროდა. ქუჩა გადაკვეთა და გეზი სულ სხვა მიმართულებით აიღო, სურდა აქაურობას გასცლოდა. ”უნივერსიტეტიდან რაც შეიძლება შორს!”. ბანკთან მისულმა წამით შეისვენა და კედელს მიეყუდა. გააცნობიერა რომ რამდენიმე წუთია შეუსვენებლივ გარბოდა.

ქუჩას გახედა. სხვადასხვა მარკის ავტომობილები გამალებით დაქროდნენ აქეთ–იქით. ყველას სადღაც ეჩქარებოდა, სინამდვილეში კი, არავინ იცოდა – სად. ბაჩო გზის მეორე მხარეს, გაზეთების ჯიხურს მისშტერებოდა. ისე, უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე უსულო ან სულიერ საგნებზე უაზროდ მიშტერება… შემდეგ მზერა ლურჯ ”ტოიოტაზე” გადაიტანა. არც კი იცოდა რატომ. ეტყობა, რუხი, შავი, თეთრი მანქანების ფონზე სილურჯე მკვეთრად გამოიხატა და მისმა გონებამაც სამზერად ახალი ობიექტი თავისდაუნებურად, იმპულსურად აარჩია. შემდეგ თითქმის მთელი ცხოვრება ბაჩო სწორედ ამას ინანებს – რატომ ვერ შესძლო ”ძილის რეჟიმის” მდგომარეობაში მყოფი გონების კონტროლის ქვეშ აყვანა და რატომ გადაიტანა მზერა მანქანაზე. ”ტოიოტაში” ნია იჯდა. მის გვერდით კი, საჭესთან ვიღაც ჩაფსკვნილი ტიპი. მოკლემკლავებიანი მაისური დაკუნთულ სხეულზე ასკდებოდა. მოკლედშეჭრილი თმა ღვთაებრივ, თითქმის სრულყოფილ ცხვირს ნათლად აჩენდა და მის სილამაზეს თავისებურად ხაზს უსვამდა. მოულოდნელად (სინამდვილეში კი სავსებით მოსალოდნელად!) ბაჩოს ზიზღის გრძნობა ხელახლა დაეუფლა. ამჯერად, გვერდის ავლა აღარ გამოვა. ბანკის შენობას მოშორდა, სირბილით ქვემოთ დაეშვა და მანქანის ჩამოსვლამდე ქუჩა გადაჭრა. იქვე, რომელიღაც კაფეს შესასვლელთან შეჩერდა და კაპიუშონწამოფარებული ლურჯი ”ტოიოტას” ჩამოსვლას დაელოდა. დიდხანს ლოდინი არ მოუწია, მანქანა რამდენიმე წამში გამოჩნდა.

ბაჩომ მარჯვენა ხელის ნეკა, შუა და არათითები მოკეცა, საჩვენებელი და ცერა კი გაშალა და რევოლვერის ფორმა მიაღებინა. ირგვლივ მიმოიხედა, ხომ არავინ მიყურებსო და ”იარაღი” ”ტოიოტას” დაუმიზნა. თვალები დახუჭა, მარჯვენა ხელზე კონცენტრირდა და სასხლეტს თითი გამოჰკრა…

”ტოიოტა” ჰაერში აფრინდა, რამდენიმე ბრუნი გააკეთა და ოციოდე მეტრის მოშორებით, სუპერმარკეტის კედელს არაამქვეყნიური ძალით შეასკდა. სქელი, აგურის რამდენიმეფენიანი კედელი შეინგრა და მანქანა სუპერმარკეტში შევარდა.

თუმცა, ბაჩოს არც შიგნით მყოფი ხალხი ანაღვლებდა, არც დანგრეული კედელი. თავდახრილი, სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა ხალხით სავსე ქუჩას.

 

 

დღე 3

 

მესამე იყო დღე ცეცხლისა.

იგორი დამტვრეული მანქანიდან ნაწილ–ნაწილ გადმოიტანეს. ოთხად გადაწყვეტილ სხეულს ზედმეტად არაბუნებრივი შესახედაობა ჰქონდა – დაძარღვული, ალაგ–ალაგ კანაფლეთილი ხელები უსუსურად გაშეშებულიყვნენ. დამწვარ, დაბეჟილ ტანზე სასწაულებრივად შერჩენილი თავი ცვილის დაუმთავრებელი ფიგურის გულისამრევ ნაწილს ჰგავდა. მარჯვენა ფეხი უკანა მხრიდან გადმოიტანეს. მარი იქ არ ყოფილა.

დასაფლავებაზე კი მარიმ იტირა. იტირა გულწრფელად. ისე, რომ კინაღამ მეც ავტირდი, მიუხედავად იმისა რომ იგორს კარგად არ ვიცნობდი. უცნაურია, მაგრამ, მარის გარდა ირგვლივ არავინ ტიროდა.

დღეს მარტო მინდა ყოფნა, – მითხრა მარიმ ცერემონიალის დასრულების შემდეგ და სახლში წავიდა.

მე ქუჩას გავუყევი. სიკვდილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, – თუ შეიძლება ასე დავარქვათ იმას, რაც სიკვდილს თან მოაქვს, – ჩემში სევდას არასდროს იწვევდა. მიუხედავად ყველაფრისა, სტრიპ კლუბში, ან თუნდაც მაკდონალდსში წასვლის სურვილი არ გამჩენია.

ერთ–ერთ ქუჩაზე წიგნის მაღაზია იწვოდა. გარეთ გამოვარდნილი, გაოცებისგან პირზე ხელაფარებული კონსულტანტები თვალებგადმოკარკლულები უყურებდნენ ცეცხლის ალს. გარედან კარგად ჩანდა როგორ ვრცელდებოდა თაროებზე ცეცხლის ენები, როგორ ყლაპავდა წიგნებს, საპასუხოდ კი ხმაურიანად აბოყინებდა. ვიცოდი, უამრავიდან ორი ჩემი იყო, თუმცა გული ოდნავადაც არ დამწყვეტია. პირიქით, – უეცარი, ალბათ ბუნებრივი ობსკურანტიზმის მსხვერპლი გავხდი და ვამაყობდი ამით. ახლა მე, გორდერი, ფროიდი და ბრედბერი ერთ ცეცხლში ვიწვოდით.

ამ უკანასკნელმა, ნაბოზარმა ბებერმა, მაინც მიაღწია საწადელს!

Image

დღე 4

 

მეოთხე იყო დღე მდუმარებისა

ყველანი ვდუმდით. ქალაქს დუმილის მანტია შემოეცვა. დუმილი გვახრჩობდა და ჩვენც ინფანტილურად თანავარსებობდით სიჩუმეში. რაფებზე, ფრთებდაჭრილი, ნისკარტმოგლეჯილი, თავგატეხილი, ფეხებგადაჭრილი მტრედები ცვიოდა. ცვიოდა უხმოდ. თითქოს ფაფუკი ფანტელები ყოფილიყვნენ. კედლები წითლად იყო შეღებილი. თვალებში სისხლი ჩაგვიდგა. სიცილი გვინდოდა, მაგრამ ვერ ვიცინოდით. მტრედებს ვუყურებდით, და ვცდილობდით გაგვეხსენებინა როდის ვნახეთ ისინი ბოლოს ცოცხლები.

ვერ გავიხსენეთ. პატარები ვიყავით ძალიან. ახლაც პატარები ვართ.

საღამოს დიდი სატვირთო მოვა და მტრედებს ნაგავსაყრელზე წაიღებს.

ხვალ ჩვენ დავიძინებთ.

 

 

დღე 5

 

მეხუთე იყო დღე პარაზიტიზმისა.

მე პარაზიტი ვარ და უცნაური ისტორიების შეთხზვით შეპყრობილი, ხშირად გადავდივარ საზღვარზე. ჯერ კიდევ ვერ გამიგია, რას ყოფს ეს საზღვარი. მგონი, ყველაფერი მხოლოდ ჩემს ფანტაზიებში ხდება, რთულდება, შემდეგ კი იხლართება. ან პირიქით. მეც, ხან ფანჯარასთან ვზივარ, ხან ვწევარ და მძინავს.

ბრახ! – გარედან ბრახუნის ხმა შემოდის. წერას ვწყვეტ, ფანჯარას ვაღებ და შუაზე გაჭრილ მტრედს ქვემოთ, ძალიან ქვემოთ ვისვრი.

Image

½–ით გრძელი, ¾–ით განიერი

ჩემი სასქესო ორგანო ხელში მიჭირავს. ზედმეტად დაბერილი მეჩვენება – თითქოს ურეთრა ჰაერით დამიტუმბეს. მართალია კაბინეტის კედლები მინისაა, მაგრამ ალბათ მაინც ვერავინ დამინახავს მსგავს მდგომარეობაში. ვის რაში ადარდებს ჩემი პენისი? ჩემი გახურებული, შეწითლებული, ჰაერით დატუმბული თერმობირთვული გამონაზარდი. გიგის ვუყურებ და ვცდილობ დავანძრიო. წარმოვიდგენ როგორ გაიხდის გალიანოს ნაცრისფერ შარვალს, ფურცლებით სავსე მაგიდას იდაყვებით დაეყრდნობა და ტრუსებში გამოკვართულ უკანალს ფეხებს შორის მომადებს. სპერმის შხეფები კლავიატურას დაესხა. უჯრა გამოვხსენი და ხელსახოცი ამოვიღე.

გადავწყვიტე გამოვლაპარაკებოდი. როგორც ბოსი ერთ–ერთ რიგით თანამშრომელს. ბოსი ხმამაღალი ნათქვამია, – მე მხოლოდ მარკეტინგის განყოფილების უფროსი ვარ.

– ბუფეტში ვაპირებდი ჩასვლას, ხო არ წამოხვალ? – ვკითხე, როგორც შემდეგ მომეჩვენა – დაუდევრად.

– სამწუხაროდ არ მცალია. ამბალაჟზე რაღაც პრობლემები შეიქმნა და… – აიჩეჩა მხრები.

– დილდოსგან სხვას რას უნდა ელოდო ადამიანმა? – შევეცადე გამეხუმრა.

არ გაეცინა. მხოლოდ უხერხულად გაიღიმა და ისევ ფურცლებში ჩაძვრა. როგორც ჩანს ვერ მიხვდა რა ვიგულისხმე.

რა გაეწყობა, იყოს ამბალაჟი!

იმედგაცრუებულმა ღილაკს თითი მივაჭირე და ლიფტს დავუწყე ლოდინი.

ბუფეტში ქეთი დამხვდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი მოფლაშულ ძუძუებს იმპლანტანტებით თუ დაიბერავდა. თუმცა, ერთხელ ხუმრობა–ხუმრობაში კი შევაპარე სავსე მკერდი არამარტო ფიზიკურად, სულიერადაც შეგავსებს–მეთქი, მაშინ რას ვიფიქრებდი რჩევას თუ გაითვალისწინებდა. პატარა ხალი მარჯვენა ძუძუზე მთელი ოფისის გასახარად ამობურცულიყო.

ქეთი რომ პირველად კომპანიაში მოვიდა, ჯერ კიდევ ქალიშვილი იყო. თვითონაც ვერ აეხსნა ვისთვის ან რისთვის ინახავდა ამ პიროვნულ განძს, ”ეტყობა შესაფერისი მომენტი არ დადგაო” – ჩაილაპარაკებდა და კაბინეტში იკეტებოდა. ხშირად ტიროდა, თვითონაც ბევრჯერ წამისწრია ხელსახოცით ხელში. წესით და რიგით მსგავსი ტიპის სუიციდოფილები ოფისებიდან ხტებიან და ასფალტზე კაი მოზრდილი საზამთროებივით სკდებიან. უკლებლივ ყველა ქეთისგან მსგავს საქციელს ელოდა, მაგრამ ჯერ–ჯერობით სიმშვიდე სუფევდა… გავიდა წლები და ქეთიმ მინიმუმ ერთხელ მაინც მარკეტინგის განყოფილების თითოეულ მამრ წარმომადგენელს თავი გააჟიმინა (ვისთანაც შედარებით ”გაუადვილდა” ორჯერაც და მისივე გასაკვირად სამჯერაც მისცა). მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო სექსის რომელიღაც ფაზაზე გაიჭედა და მეტამორფოზაც შეწყდა.

და ქეთიც ალკოჰოლს შეეჩვია.

პლასტმასის ჭიქით ყავა და უგემრიელესი ბლითი ვიყიდე. ჩვენი ბუფეტი ოცდაათსართულიან მინის სასახლეში ჩამალულ საგანძურს წარმოადგენს. კომპანიის ბირთვაკი. და ბირთვიც. ბრიოში და კალაჩი აქ ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენაა. მენიუში უკრანიულ გარზანას, თურქულ გიუზლემეს, ჩეხურ კნედლიკს, იტალიურ პაელიას და იაპონურ უდონს ადვილად მიაგნებთ. წვნიანები გნებავთ? – რა პრობლემაა. უბრალოდ თითი დაადეთ. ბრამბორაჩკა, მოკუეკუ, პროვანსალი, სალამატი, სანკოჩე, ტანემონო თუ საქვეყნოდ ცნობილი რიზოტო – ისღა დაგრჩენია მორჩილად დახარო თავი და ჯიბიდან საკრედიტო ბარათი დააძრო.

– აუ ”ლიხტემ” რა გაგვიყარა, არა? – პირისპირ დამიჯდა ქეთი.

პასუხად გავუღიმე და ყავა მოვსვი.

– ყველაფერი აზერების ბრალია. არა, ეს დეფოლტი რაღა იყო? გეუბნები გვცდიან.

– ნუ ღელავ, ჩვენი იურისტები მიხედავენ.

ბლითი ჩავკბიჩე და პიჯაკზე დაცვენილი ნამცეცები დავიფერთხე.

– მინდა გამჟიმო, – მომახალა პირდაპირ.

თვალი გავუსწორე. აბსოლუტურად სერიოზული იყო. თითქოს თვალის დახამხამებასაც ვერ ბედავდა, პასუხს სულმოუთქმელად ელოდა. ყავა მოვსვი, ბლითის უკანასკნელი ნატეხი ენით დავალბე, შევეცადე განუმეორებელი გემო კიდევ ერთხელ შემეგრძნო.

– წამო, – ვუთხარი და ავდექი.

ქალების ტუალეტში შემიყვანა, კაბინა ჩარაზა და ქამარი შემიხსნა. მინეტს დიდი მონდომებით მიკეთებდა. თითქოს დედამიწაზე უკანასკნელ შაქარყინულს წუწნიდა. მსგავსი მონდომებით საქმეს რომ მოეკიდოს გაცილებით წინ წაიწევდა და ვინ იცის ვიცე–პრეზიდენტის პოსტისთვისაც გამოეკრა ხელი.  შევეცადე მის ადგილას გიგი წარმომედგინა. ესთეტისთვის დამახასიათებელი სრულყოფილი ნაკვთები, სუფთა, რბილი კანი. პირით ნელ–ნელა მიცოცავს. ყოველი მილიმეტრით ტკბება. სხეულში დაგროვილ სითბოს და სინაზეს უდრტვინველად მიზიარებს. ნაღდი სიკეთის განსახიერებაა, ანგარებიანი ლოშვნის ნაცვლად არაფერს იშურებს სიამოვნება მაქსიმალურად მივიღო. სწორედ ეს არის სექსი – გსურდეს პარტნიორი შენზე ბედნიერი იყოს. ბოლოს და ბოლოს ძირამდე ჩავიდა, ასო უკვე მთლიანად მას ეკუთვნის. აწი თვითონაა მისი ბატონ-პატრონი. ისე ექცევა, როგორც მეფის სკიპტრას. და აი, ენა აამუშავა. სირს სასოებით ეფერება, ენით მიღიტინებს. ვგრძნობ, მალე გავათავებ. კრუსუნი მესმის, როგორც ჩანს ქეთიმ ინსტინქტურად იგრძნო მოახლოებული საშიშროება. სპერმა მაწვება და ბაც! თვალებს ვახელ, ქეთი კმაყოფილი სახით ყლაპავს პირში დაგროვილ სპერმას.

– მადლობა, – მიღიმის და კაბინიდან გადის.

Image

– დილდოს თხუთმეტი ყუთი? – ვეკითხები მაგიდის ბოლოში წამოჭიმულ ახალბედას.

– DAF, – მომიჭრა მოკლედ.

– ძალიან კარგი. შვედები არანაირად არ უნდა დავკარგოთ.

– აჰაა, – კვერს მიკრავს თანაშემწე.

– და პრეზერვატივები?

– DDP, – ისევ სიტყვამწირობს ახლახან კომერციულსკოლადამთავრებული, ბაზალტისფერჰალსტუხწაყრონჭილი ქვეშევრდომი.

– კარგი, თავისუფლები ხართ.

ზანტად წამოდგნენ და გასასვლელისკენ გაემართნენ.

იაპონურ რობოტებს ჰგვანან და მეც რამდენიმე თვის წინ ტელევიზორში ნანახი დაუვიწყარი სანახაობა მახსენდება, როცა ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორმა ჰიროში იშიკურომ თავისი ახალი მოდელი ”Geminoid F” წარადგინა – ქალი, რომელიც ადამიანისგან ფაქტიურად არაფრით განსხვავდება – კოპებსაც ისევე მარტივად კრავს, როგორც ლალი მოროშკინა და წარბების შეჭმუხვნაც საკმაოდ ბუნებრივად გამოსდის, თავის დაკვრასა და შეუდარებელ ღიმილზე რომ აღარაფერი ვთქვა.

ერთი–ორ ასეთს დიდი სიამოვნებით დავაწყებინებდი მუშაობას ოფისში.

ამ დღეებში ინტერნეტში ვინმე ლაშა მილორავას მოთხრობას გადავაწყდი. ქვითრები გადავახარისხე და კითხვა დავიწყე. საერთოდ, მსგავსი აბსურდით (ვებ–საიტებზე, ბლოგებზე, ლიტერატურულ პორტალებზე ძრომიალით) დაინტერესებული არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ამ ლაშამ რაღაცნაირად ჩამითრია. უკეთესი იქნებოდა ნაკლები ეცანცარა, მარა სტილს ვერ დაუწუნებდი. ერთ საინტერესო ფრაზას მივაგენი – ბუფალო დონეტი. სქოლიოში განმარტებაც გამოეტანა – დონეტების დივიზიონი. ამერიკელებს აღადავებდა, რა.

მზერა ისევ გიგიზე გადავიტანე. ვიღაც ტიპს ელაპარაკებოდა. პირველად ვხედავდი. საცავიდან თუ იქნებოდა, – თავზე ბეისბოლის კეპი რეპერივით მოეგდო. ვეგეტატიური ნერვული სისტემა მწყობრიდან გამოდის, ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება – თითქოს მარიხუანას ერთი მოზრდილი ნაფაზი დავარტყი. ფეხის თითები მეწვის, მგონია რომ ელექტრო–შოკერით მიღიტინებენ. მზად ვარ გავსკდე და სველი მიწისფერი კედლები წითლად შევღებო. ქვედა უჯრა გამოვხსენი და რევოლვერი ამოვიღე. ავდგები, ნელი ნაბიჯით წავალ კარებისკენ, დერეფანში გასვლისას იარაღს პიჯაკში დავმალავ, გიგის მივესალმები და ამ ნაბიჭვარს ტყვიას საფეთქელში დავასვამ. გონზე მოვეგე, რევოლვერი ისევ უჯრაში ჩავდე და გასაღებით საგულდაგულოდ ჩავკეტე.

კაცების ტუალეტი უხარისხო ოდეკოლონის სუნად ყარდა. ასო ამოვიღე და შევეცადე დამენძრია, მაგრამ არაფერი გამომივიდა. გიგიზე ვერა და ვერ ვკონცენტრირდი, მობილიზებას ვერ ვახერხებდი. გონებაში რა აღარ ამომიტივტივდა. გამახსენდა როგორ გადავიქეცი უბიწო ბავშვიდან ბიწიერ მონსტრად. ეს მეშვიდე კლასში მოხდა. ონანიზმისთვის გემო ახალი გასინჯული მქონდა. სპერმაც სქელი და უფრო ბლანტი იყო. ოცი წლით უფროსი ინგლისურის მასწავლებელი, დიდი ძუძუებით, უშნო სახით და მელანქოლიური ბუნებით, საკუჭნაოსკენ გამიძღვა და ენით სასქესო ორგანოს მიეფერა. იმწამსვე ამიდგა. მერე კაბა გაიხადა და კუტუ ფეხებს შორის დაიდო. მანამდე გავასხი, ვიდრე საშოში შემიშვებდა, სულის კლიტეს გასაღებს გადმომცემდა. მუცლიდან სპერმა  თითებით ააგროვა და პირისკენ გააქანა. დამაფიცა, რომ ამის შესახებ არავის ვეტყოდი. სიამოვნებისგან გონებაარეული დავემორჩილე და დავიფიცე, ოღონდ არ მახსოვს რა, – დედა? ღმერთი? სამშობლო? ერთი სული მქონდა ვინმესთვის მომეთხრო, მუდამ ხელებზე ხელსახოცმიწებებული ძმაკაცებისთვის სექსის ბუნება გამეცნო, ემოციები გამეზიარებინა. თავი ზევსი მეგონა. ნუ, ლეონარდო დიკაპრიო მაინც. ტიტანიკს კი არა Batillus–ს გავიტანდი კბილებით. იყო მომენტები, კინაღამ რომ დავარღვიე ფიცი, მაგრამ ამ დროს ინგლისურის მასწავლებელი ჩაივლიდა და მეც ენას კბილს ვაჭერდი, – პირდაპირი მნიშვნელობით, მერე კი მწკლარტე სისხლის ყლაპვა მიწევდა.

Image

კაბინეტში დაბრუნებულს მაგიდაზე კალენდარი დამხვდა, წარწერით:

Classic

…………..……….

Cars

..………….……….

XX Century

რომელმა იდიოტმა გადაწყვიტა ჩემი მეოცე საუკუნის ჯაბახანებით მოთაფლვა?! ”Mustang Convertible With Exciting New Front-end Styling Flair. Color: 4Q”. დასაჭერია, გასაგდები რომ არ იყოს! ”The Doors Are Four Feet Wide So That The Rear Seat Is Extra-easy To Enter And Leave”.

დედამოტყნული ნაბიჭვრები!

ოცნება ჩვეულებრივი ამბავია. მთავარია მიზანდასახული იყო და ყველაფერი აეწყობა.

თოთხმეტი წლიდან ამერიკაში წასვლაზე ვოცნებობდი. უტოპიური სურვილებით არასდროს შემოვფარგლულვარ. არც ოქროს კოშკებს ვაგებდი ფანტაზიებში. სამი წელი ფულს ვაგროვებდი, ჩვიდმეტი წლისამ ბილეთი ვიყიდე და ორი კვირით შტატებში გავემგზავრე. ამერიკა იმაზე დიდი მძღნერი აღმოჩნდა, ვიდრე ევროპულ რომანებში სახავდნენ. რა უნდა მეკეთებინა? ინგლისური მე არ ვიცოდი და მინეტის კეთებაც არ გამომდიოდა. ფიზიკურად ზედმეტად პასიურები, ამერიკელები ყველაფრისგან იზოლირებულად ცხოვრობენ. ერთი შეხედვით მათ სადარდებელი არაფერი აქვთ (არადა დარდის მეტს არაფერს აკეთებენ), მაგრამ ეს იზოლაციონიზმი ურთიერთობაში პირნათლად ისახება. მაგალითად, ისინი ვერ ეგუებიან (ან ეს უბრალოდ არ სურთ!) ევროპულ შეუვალობას და სნობიზმს, სინამდვილეში კი KFS–ს ქათმის ბარკლებს ლამის იესოზე, ან ჯიდაიზე მაღლა აყენებენ…  თოთხმეტი დღე ფორესტ გამპივით აქეთ–იქით დავრბოდი და ბოლოს, უკვე აეროპორტში, გამომგზავრებისას გული მხოლოდ ძირგავარდნილ ბოტასებზე დამწყდა.

მერე ინგლისი ამოვიჩემე. ევროპული სენტიმენტები ყოველთვის ყველაზე მეტად მაწვებოდა გულზე, ბიუროკრატიულ ფეტიშიზმზე რომ აღარაფერი ვთქვა. თვრამეტი წლისამ ეკონომიკურზე ჩავაბარე და ოთხი წლის მერე ლონდონში, კომერციულ სკოლაში სასწავლებლად გავემგზავრე. მაშინ ინგლისში ონანიზმი და ”მიუზი” ერთნაირად ყვაოდა. კომერციულ სკოლაში გადატყავებული და კანაქერცლილი ხელების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. Easy to Please და Brothers & Sisters–იც ყოველი ოთახიდან ისმოდა. მუშა ბიჭებს არ ჰგავდნენ, ფიზიკური დატვირთვისთვის ზედმეტად ნაზები იყვნენ, სამაგიეროდ ნძრევაში ტრავოლტას ტოლს არ დაუდებდნენ… ერთ დღეს კურსელი ბიჭი მომიახლოვდა და ”fun-room”–ო, მაცნობა ღიმილით. საღამოს წვეულება იმართებოდა და დამპატიჟასავით. კარგად შემთვრალმა ხელი შარვალში ჩამიცურა და ყვერებზე მომეფერა. ასო უმალ გამიშტიკდა. ხელი ამოვაღებინე და ჩემს ოთახში დავბრუნდი.

ვერ ვიტყვი ვნანობდი ხელი რომ შევუშალე–მეთქი, თუმცა რაღაც სევდის მაგვარი კი დამეუფლა.

31 დეკემბერს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ოფისში საახალწლო წვეულება იყო დაგეგმილი. ქეთიმ და მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრებით გატანჯულმა კიდევ ორმა office-ლედიმ გირლანდები და ფერადი ნათურები, პუნში და snack თავის თავზე აიღეს. მაგიდები ქაღალდის მინიატურული ფიფქებით და სანტა კლაუსის პოსტერებით აჭრელდა. საახალწლო განწყობა სუფევდა (გულში ვლოცულობდი Deck the Halls–ის ან Polar Express–ის სეანსები არ მოეწყოთ). გიგიმ ვიღაც ტიპთან ერთად (რომელშიც შემგდომში ის კეპიანი ნაბიჭვარი ამოვიცანი) ნაძვის ხე მოათრია. ახალი ნაძვის ხე ერთგვარი ტრადიციაა, თუმცა ყოველი მომდევნო წინას იდენტურია, მგონი ტოტების რაოდენობაც კი ემთხვევა.

– ეს შარშანდელზე 0,5 მეტრით გრძელი და 0,75–ით განიერია, – მითხრა გიგიმ და ერთ–ერთ ტოტზე სათამაშო ჩამოკიდა.

– მაგარია, – მხარზე ხელი მოვუთათუნე და კაბინეტში დავბრუნდი.

”ვორდი” გავხსენი: ”ჩვენი საზოგადოება ყალბ ინტერესებსა და ფარისევლურ ემოციებზეა დაფუძნებული. სექსუალური სრულყოფილება მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობით, სხეულის სიღრმეში დანთქმული ცხოველური ვნებისა და ქცევების გათავისუფლებით, მოკლედ – მასტურბაციით მიიღწევა”.

დრო: 19:00.

ცხრა საათისთვის უკვე ყველანი შეზარხოშდნენ. ალკოჰოლით გამოქლიავებულმა ქეთიმ სათითაოდ ყველა მამაკაცს შესთავაზა აქვე გამჟიმეო, თუმცა ცოლების ერთგული იმპოტენტებისგან ამჯერად უარი მიიღო და დადარდიანებულმა ბოთლი ტეკილა ერთ ყლუპში გამოცალა.

– ყველაფერი მაგრად იქნება! – ღრიალებს ჩემი თანაშემწე.

– 2013 ასიანი მტყვნელი წელი იქნება!

– გაუმარჯოს ახალ წელს!

– გაუმარჯოს!

– გაუმააააარ…

– ჯოს!

– ჯოს!

– ჯოს!

თერთმეტი ხდებოდა moves like Jagger–ზე აცეკვებულ გიგის მხარზე ხელი რომ დავადე და ყურში ჩავჩურჩულე:

– ტუალეტში გავიდეთ.

ჩემდა გასაკვირად დამემორჩილა და უკან გამომყვა. ტუალეტის კარი შევაღე და დაველოდე სანამ შემოვიდოდა. გულს ვეღარ ვგრძნობდი, – როგორც ჩანს პულსი იმდენად ამიჩქარდა უბრალოდ ვეღარ გაუძლო და გასკდა. საკეტი გადავატრიალე და ჩვენ ორნი სრულიად იზოლირებულნი აღმოვჩნდით. მივუახლოვდი და ქამარზე წავეტანე. მაშინვე გიგის კომპანიაში მოსვლა გამახსენდა: – ზედმეტად სექსუალური ოცდახუთი წლის ბიჭი თანაბარი ნაბიჯებით მოიწევს წინ. გეის არაფერი აცხია, თუმცა იმედს მაინც ვიტოვებ. მისალმებისას ტუჩებს ვისველებ და მსუბუქი მეგობრული კოცნის შემდეგ მბზინავ კვალს ვარჩევ. არმანის  Acqua Di Gio–ს არომატი ცხვირში მიღიტინებს… – უკან დაიხია, გაოგნებული მზერა მომაპყრო. სხეული იმდენად მიხურდა, ხმა ვერ ამოვიღე, ამძუვნებული მანიაკივით მივვარდი და ტანით მივეკარი. იღლიებიდან წამოსული დეზოდორანტისა და ტუალეტში გაშვებული არომატიზატორის სურნელება თავგზას მიბნევს. მაშინ მან ცივად მომიშორა და ცხვირში მუშტი მლეწა. თვალთ დამიბნელდა. ნიჟარას დავეყრდენი და სახეზე ხელი ავიფარე. სისხლი მაჯაზე გადავიდა, თეთრი პერანგის სახელოები წითლად შეიღება. გონს ვკარგავდი…

… როცა თვალები გავახილე გიგი ტუალეტში აღარ დამხვდა. სახე მოვიბანე. როგორც კი ცხვირს შევეხე აუტანელმა ტკივილმა დამიარა. ოუენ უილსონს დავემსგავსე. ხელსახოცი ავიფარე და ტუალეტიდან გამოვედი. მთელი ოფისი California Gurls–ზე ცეკვავდა. ბრბოს ცენტრში გიგისაც მოვკარი თალი. ქეთის ეკურკურებოდა. ”ბოზი! ბოზი! ბოზი! ბოზი! ბოზი! ” – ვიმეორებ გულში და კაბინეტში ვვარდები. სკამზე მძიმედ დავეშვი. ტირილი მინდოდა, თუმცა ცრემლების მოძალებას ვერ ვგრძნობდი. საათს გავხედე: 23:54.

ექვსი წუთი ახალ დედამოტყნულ წლამდე.

ახალი წელი, ახალი – პრობლემები. ყოველი მომდევნო წინაზე უარესია, არათუ უკეთესი. იცვლება მხოლოდ ციფრები. და ჩვენც ვბერდებით. ვერ ვხვდები რატომ უნდა მიხაროდეს თუნდაც ამ წლის მოახლოება.  არ შეიძლება ამ ყველაფერს ბოლოს და ბოლოს წერტილი დაესვას? ღმერთს ჩემთვის არ ცალია, მე მაინც ხომ უნდა მოვიცალო ჩემივე თავისთვის.

უჯრა გამოვხსენი და რევოლვერი ამოვიღე. აღარ ვიცი ცოცხალი ვარ თუ – მკვდარი, მაგრამ თვლას მაინც ვიწყებ:

ერთი… ორი… სამი.

Image

Be Thai, be happy

     ტაი ავტობუსს ელოდება. გაჩერებაზე ხალხმრავლობაა. რამდენიმე მოხუცი (სკამის სიგრძის შესაბამისად) ჩუმად მოკუნტულა და ასფალტს მისჩერებია. ძელებს მიყუდებული ახალგაზრდები ყურსასმენგარჭობილები ღიღინებენ სხვადასხვა სიმღერის ტექსტებს, თან მარჯვენა ფეხს ათამაშებენ. ტაის მოსწონს მოხუცები, მაგრამ ოდნავ სიმპათიასაც ვერ  გრძნობს ახალგაზრდების მიმართ. რა თქმა უნდა ხალხი ტაის გამომცდელი მზერით უყურებს. ის ხომ ტაილანდელია. შესაბამისად მზერაც სხვანაირია. ტაი ამას უკვე შეეჩვია. საქართველო პატარა, რასისტული ქვეყანაა და მისნაირი რიგითი მეძავები ამას ვერ შეცვლიან. მაგრამ ტაის უყვარს საქართველო, სიკვდილამდე აქ ცხოვრებას აპირებს და სჯერა რომ ოდესმე ყველაფერი შეიცვლება. და რომ მას ჩინელად, ან იაპონელად აღარ მიიღებენ. განსხვავება კი, ო, რამხელაა!

 

     ტაის ნამდვილი სახელია დუანმანიი მონტრი. მდინარე პინგის ხეობაში, ბანგკოკიდან 670 კილომეტრში, ლამპჰუნის პროვინციაში დაიბადა. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. დედას, როგორმე თავი რომ გაეტანათ, ხშირად უხდებოდა პროსტიტუციაში ჩაბმა, ცოტა ხანში კი ბანგკოკში, ერთ პატარა ბორდელში მოეწყო ჯერ მიმტანად, შემდეგ კი მეძავად და ტაიც ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, ტაის ლამპჰუნი ერჩია. მოსწონდა, საღამოობით ჯაჭვივით ერთმანეთზე გადაბმული მთების თავზე ჩამავალი მზის ყურება, ან ვა პხრა ტხატ ხარიპუნჩაის ხრამის ახლო–მახლო ბოდიალი და ქოქოსის წვენის დაგემოვნება. ტაიმ თითქმის ყველაფერი იცოდა თავისი პატარა სოფლის შესახებ. იცოდა რომ დაახლოებით 1400 წლის წინ დვარავატის დინასტიის მეფობის დროს, ქალაქს ”ხარიპუნჩაი” ერქვა და მას მონების* წარმომადგენელი დედოფალი ჩამტიუი მართავდა. მეთორმეტე საუკუნეში ხარიპუნჩაი კხმერული ძალების ზეწოლის ქვეშ მოექცა, თუმცა მაინც არ დანებდა.  დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ მეფე მენგრაიმ ქალაქის აღება მოახერხა და თავის სამეფოს – ლანას შეუერთა. სანამ საბოლოოდ, მეცხრამეტე საუკუნეში ხარიპუნჩაი ტაილანდის ნაწილი გახდებოდა და ლამპჰუნი დაერქმეოდა, ქალაქს არაერთი უბედურება დასტყდომია თავს, და არაერთი მბრძანებლის ხელში გადასულა. მაგრამ, ტაის არ ახსოვდა ზუსტად ვისაში. 

Image

     ბანგკოკი ტაის არ მოსწონდა. რაღაცნაირ ლორწოვან ქალაქად ეჩვენებოდა. უინტერესოდ და ზედმეტად გადატვირთულად. აქ თავისუფლად შეგეძლო კვირაობით ბაზარში გაგევლო და თითო დახლიდან თითო რამ აგეწაპნა, – მაინც ვერავინ შეგამჩნევდა. მაგრამ ხალხი არაფერს იპარავდა. ეტყობა, ზედმეტად შეგნებულები იყვნენ ამისთვის. ტაიმ მხოლოდ ერთხელ მისცა თავს უფლება ექურდა და ხელს ნესვი წამოაყოლა. გამყიდველი მოხუცი კაცი იყო. მგონი დაინახა კიდეც, მაგრამ არაფერი უთქვამს. მომდევნო კვირას ის მოხუცი აღარ უნახავს. ”ეტყობა მოკვდა”, გაიფიქრა მაშინ ტაიმ და სევდა მოერია.

     რა თქმა უნდა ტაიმ არ იცოდა სად მუშაობდა დედა. ”მალე დავბრუნდები”, ეუბნებოდა ქალი დილაობით სახლიდან გასვლისას, შინ კი გვიან ღამით ბრუნდებოდა და ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. ტაი თექვსმეტი წლის იყო, როცა დედის პროფესიის შესახებ გაიგო. არანაირი რეაქცია არ ჰქონია. სკოლაში არ დადიოდა, მეგობრები არ ჰყავდა და კომპლექსები საიდანღა უნდა გასჩენოდა? ერთხელ სამსახურშიც ახლდა თან. ბართან, მაღალ სკამზე იჯდა და ანანასის წვენს წრუპავდა, დედა კი მეორე ოთახში სხვა გოგოებთან ერთად დივანზე გაშოტილიყო და ფეხებს გამომწვევად იქნევდა. მერე მასთან ვიღაც ძალზე გამხდარი, ავადმყოფივით ფერდაკარგული კაცი მივიდა და ისინი სადღაც წავიდნენ. ტაი კი იჯდა და ცარიელ ჭიქას დაჰყურებდა.

      ”ტაილანდი ცუდი ქვეყანაა. ხალხიც ცუდია”, არა ერთხელ უთქვამს დედას. ტაის არ სჯეროდა რომ ის მოხუცი, რომელსაც ნესვი მოპარა, შეიძლებოდა ცუდი ყოფილიყო.

Image

     ავტობუსიდან ჩამოდის და ქუჩას კვეთს. სალონი ”Be Thai, be happy” 11:00–დან 5:00–მდე მუშაობს, თუმცა ტაი მხოლოდ რვამდე რჩება. ახლა ტაი ოცი წლისაა, მკვრივი, ბურთივით მრგვალი მკერდი და ტანმოვარჯიშის ფიგურა აქვს. წაბლისფერ, სწორ თმას ღამ–ღამობით სალონის ნეონის ნათურები მისტიკურ ელფერს სძენს, თითქოს ფლუორესცენტული შარავანდედი ადგას თავზე. სხვათა შორის, მისთვის არაერთ კლიენტს უთქვამს ”წმინდა ბოზი” ხარო. ტაი სიტყვა ”წმინდას” და ”ბოზს” ერთმანეთს ვერ უკავშირებს. ეს უკანასკნელი საერთოდაც არ მოსწონს. ბოლო–ბოლო ის ხომ ბოზი არაა. სექსზე ყველას არ თანხმდება და ათასი გარყვნილობის კეთების უფლებასაც არ აძლევს. ტაი ხელოვანია. ნივთისგან ადამიანს ძერწავს. ფორებში დამწყვდეულ ტრანსცენდენტურ ენერგიას ათავისუფლებს, სხეულს ასუფთავებს, როცა საჭიროა იხდის კიდეც. რა არის ამაში დასაძრახი? მითუმეტეს თუ ეს მოგწონს. ტაის კი ეს ნამდვილად მოსწონს. წამითაც არ დაფიქრებულა სხვა სამსახურის შოვნაზე და ერთგვარი სევდითაც კი წარმოიდგენდა იმ დროს, როცა მობერდებოდა, ძუძუები მსხლებივით ჩამოეკიდებოდა და ის ადგილიც ერთიანად ჩამოუხმებოდა, მოეფლაშებოდა, ელასტიურობას დაკარგავდა. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი.

     სალონში სულ ათი გოგო მუშაობდა. ტაის შიგნით მხოლოდ სამი დახვდა – ამონრატი, ჯარუფა და დაორუნგი. პირველი უკვე ვიღაცას ეკურკურებოდა, უაზროდ, უხალისოდ იღიმოდა და წარამარა ლიფს ისწორებდა. სალონში, ტაის გარდა ქართული თითქმის არავინ იცოდა. სხვები ინგლისურად ლაპარაკობდნენ. ტაიმ კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ადვილად მოახერხა ადგილობრივი ენისა და კულტურის შეთვისება.

     ნახევარი საათის შემდეგ მასთან ერთი მამაკაცი მიდის.

– hello… I want you, – ამბობს იგი და ტაის პირდაპირ თვალებში უყურებს. სახეზე აწერია მეტ ინგლისურს ვერ ქაჩავს.

– ქარტულად მესმის, – უღიმის ტაი და მამაკაცის იქით, ისეიაკორნს, სალონის მფლობელს უყურებს, რომელიც თავს უქნევს და ცერა თითს აღმართავს.

– ძალიან კარგი, – შეძლებისდაგვარად მამაკაციც იღიმის. ცოტათი დაბნეული ჩანს.

– ორივე, ხო? – ეკითხება ტაი.

– ხო, მასაჟიც, – თავის ქნევით უდასტურებს კაცი.

     მეორე სართულზე ადიან და ოთახის კარებს აღებენ, რომელსაც რიცხვი ”27” ოქროსფრად აწერია.

– ჯერ მასაჟი, – მამაკაცი როგორც ჩანს უფრო გამოცოცხლდა. განმარტოებამ თუ იმოქმედა, – ”ბოდი მასაჟი”.

     ტაის მშვენივრად მოეხსენება რომ ”ბოდი მასაჟი” ეროტიკული მასაჟის ერთ–ერთი ნაირსახეობაა, როდესაც მხოლოდ შიშველი მკერდი გამოიყენება. ტაის არ უყვარს ეს მასაჟი, ხელოვნებად, ლაბილური ენერგიის გამოთავისუფლებად არ მიიჩნევს, მაგრამ სამწუხაროდ აქ კლიენტი უკვეთავს მუსიკას.

– მასაჯისთვის, – მიმართავს ტაი მამაკაცს, – აუცილებელია მშვიდი იყო. რელაქსი. დაწყნარდი. არ ნერვიულობ. თუ რამე დისკომფორტი გრძნობ, მეუბნები.

     ტაიმ არ იცის როგორ უნდა აუხსნას აკუპრესორულ წერტილებსა და მასაჟის ტალღების სუნთქვისადმი პარალელურობაზე. იმედს იტოვებს, მამაკაცის სხეული ადვილად დაემორჩლება.

     ტაი ჯერ ხალათს იხდის, შემდეგ ბიუსტჰალტერს, სპეციალურ საწოლზე მუცელზე მოუხერხებლად გაშხლართულ მამაკაცს ზურგზე აცოცდება და მკერდს მხრებზე უსვამს.

– რელაქსი, მაქსიმუმი რელაქსი. მშვიდი, წყნარი. სხეული ძალიან დაჭიმული არის. არ იყოს ასეთი დაჭიმული. რელაქსი, – იმეორებს გაფუჭებული კასეტასავით და ძუძუებით მამაკაცს მიკრობილი მის გულისცემასაც კი გრძნობს.

     კლიენტი თანდათან ეშვება, კუნთები საწყის რეჟიმში გადაჰყავს და მოდუნებას იწყებს. ცდილობს მხოლოდ ქალის მკერდზე იფიქროს. რბილ ძუძუსთავებზე, მის ზურგზე რომ დაძრწიან და უჩინარ კვალს ტოვებენ. ცოტაც, სულ ცოტა ხანიც და უშუალოდ მათზეც გადავა.

– ამოტრიალდი, – ეუბნება ტაი და მამაკაციც ტრიალდება.

     მკვრივი მკერდი ჯერ სახეზე დასრიალებს, თვალებს შორის, წარბების გაყოლებაზე, ცხვირის გასწვრივ და ყვრიმალებზე, ნიკაპსა და ყურებთან ნელა დაცოცავს, მოძრაობებიც შენელებულია, რათა სიამოვნება უფრო ხანგრძლივი გამოჩნდეს. ტაი ნელ–ნელა ქვემოთ ეშვება, ყელის ჩაყოლებაზე, მამაკაცის მკერდთან ჩერდება და ცდილობს ძუძუსთავებით მამაკაცის ძუძუსთავებს შეეხოს. გრძნობს, როგორ უდგება მამაკაცს. ფალოსი ბარძაყზე ედება. ცოტაც, და იქამდეც ჩავა. აი, ასოს ძუძუებს შორის იქცევს და მაქსიმალურად ნელა სრესს. მამაკაცს სახე ეჭიმება, თითქოს სადაცაა გაასხამს. ტაი ჩერდება. ნაადრევი ერექცია მის გეგმებში ნამდვილად არ შედის. მასაჟი კიდევ რამდენიმე წუთს გრძელდება.

     …გამოცოცხლებული, აშკარად გუნებაგამოკეთებული მამაკაცი ტაის თამამად ავლებს მხრებში ხელს, ქვეშ მოიქცევს და ფეხებს შორის ყლეს აჩქარებით უყოფს. ტაი რა თქმა უნდა თანახმაა, თუმცა უფრო მეტი დელიკატურობა კარგი იქნებოდა. ტაის ძუძუსთავებს მამაკაცი პირში იდებს და ენით გამალებით წუწნის. გოგონას ეღიტინება, მაგრამ ცდილობს არ გაეღიმოს. მისი მხრიდან ეს არაპროფესიონალიზმის გამოხატვა იქნებოდა. მამაკაცი უკანალის კუნთებს ჭიმავს და ასოს უფრო და უფრო ღრმად ჰყოფს, თუმცა ტაი ვერ აღიგზნება. გოგონას წამიერად რამდენიმე წლის წინანდელი ამბები ახსენდება. მაშინ ალბათ ცამეტის იქნებოდა. მეკონგის ნაპირზე ბუნიოვატთან, პირველ შეყვარებულთან ერთად იჯდა და ცაზე ვარსკვლავების დათვლას ცდილობდა. ხშირად ისხდნენ ხოლმე ასე საათობით, ხანდახან ხმასაც კი არ იღებდნენ და კოსმოსზე ფიქრობდნენ. იმ დღეს, როცა უკვე მოსაღამოვდა და სახლში წასვლის დრო დადგა, ბუნიოვატმა მკლავზე ხელი მოუჭირა, თავისკენ მისწია და ტუჩებით დააცხრა. ფრანგული კოცნა ტაიმ მაშინ არ იცოდა, – ერთმანეთს მხოლოდ ტუჩებით ეწებებოდნენ და თავს აქეთ–იქით ხრიდნენ, როგორც რომელიღაც გადაცემაში ენახათ. მეორედ ყველაფერი წესისამებრ, ენით მოხდა. ახლა კი ტაი ფეხებგადაშლილი წევს სალონ ”Be Thai, be happy”–ს მეორე სართულზე, ნომერ ”27” ოთახში და ორგაზმის იმიტირებას ცდილობს. იცის, ეს აკრძალულიც კია, რადგან სხვებისგან განსხვავებით ტაილანდელებს ტყუილები არ უყვართ, მითუმეტეს როცა საქმე სექსს ეხება. მაგრამ არის მომენტები, როცა ორგაზმის იმიტაცია საჭიროა და ახლა ნამდვილად ეს მომენტია. ტაი დარწმუნებული იყო რომ თუ ამას არ იზამდა, მამაკაცი აქედან აუცილებლად უკმაყოფილო, უფრო სწორად – დაუკმაყოფილებელი წავიდოდა, ეს კი არანაირად არ სურდა. მეტიც, ამის გაფიქრებაზეც კი ტანში ჟრუანტელი უვლიდა.

     მამაკაცმა მალევე გაათავა. ტაის რა თქმა უნდა არ ესიამოვნა მისი ასეთი უხარისხო გადარბენა, მაგრამ რაიმეს თქმას ნამდვილად არ აპირებდა. მამაკაცი ოდნავ მომთხოვნიც კი არ აღმოჩნდა. არც მინეტი მონდომებია, არც რაიმე ეგზოტიკური. როგორც ჩანს აქ მხოლოდ და მხოლოდ სექსისთვის, როგორც  ასეთისთვის იყო მოსული და არც პარტნიორის დაკმაყოფილების საკითხი ანაღვლებდა, არც კარგი შთაბეჭდილების დატოვების.

     არა უშავს, ტაის ასეთებიც ხშირად შეხვედრია.

     ”უცნაური ხალხია ეს ქართველები”, ფიქრობს ტაი და ხალათს იცვამს.Image

     თოთხმეტი წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა. სახლში ბრუნდებოდა ერთ–ერთ ქუჩაზე თავს რომ დაესხნენ, ჩანთა ხელიდან წაგლიჯეს და დანით შვიდი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს გულისა და ყელის არეში. ადგილზევე გარდაიცვალა.

     დედის ფერფლი ტაიმ საკუთარი ხელით მიმოფანტა მეკონგის თავზე. იქნებ მას ასე არ სურდა? იქნებ სულ სხვა გეგმები ჰქონდა სიკვდილთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა გამორიცხული არაფერია, მაგრამ დედა აღარ იყო, მის სურვილს ვერავინ გაიგებდა.

     შემდეგ ტაი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ყოველთვის დუმდა. არავინ იცოდა მიზეზი მისი აქ ჩამოსვლისა. თუ საიდან გაიგო ტაიმ ამ ყველასგან დავიწყებული ქვეყნის შესახებ, ვინ ჩამოიყვანა აქ, ეს საიდუმლოდ რჩებოდა და მხოლოდ თვითონ ტაიმ იცოდა სიმართლე.

     ერთი კი ნათელი იყო. ტაის ისე მოეწონა აქაურობა, წასვლას აღარ აპირებდა. ეგ კი არა, მართლმადიდებლობის მიღებაზეც კი ფიქრობდა. ტაიმ არ იცოდა, მაგრამ თუ იგი ასე მოიქცეოდა, პირველ ტაილანდელ მეძავად იქცეოდა, რომელმაც ეს რელიგია მიიღო. იქნებ ცოტა ეგზოტიკაც კი შემოეტანა ამ რუტინაში.

 

     ტაი ქვემოთ ჩამოვიდა. ბართან დაორუნგი ვიღაც მსუქან, ბალნიან მამაკაცს ესაუბრება, გრძელი შავი კაბა რომ ჩაუცვამს. ხშირ წვერსა და ნახშირივით შავ თმაში ჭაღარა შეჰპარვია. ტაიმ იცის რომ ამ ქვეყანაში ასე საეკლესიო პირებს აცვიათ.

– აი ლიქ ით, – ამბობს კაცი გაუგებრად.

     დაორუნგი ვერ იგებს მის ნათქვამს და ეკითხება:

– what?

– I… want… – ენას გადმოყოფს და აათამაშებს.

– ooo… clear.

– no cliar. I… want… lick.

     გოგონა თავს უქნევს, რომ მიახვედროს – ყველაფერი გასაგებია. მამაკაცი კმაყოფილი როხროხებს და ჯიბიდან სქელ, ალაგ–ალაგ აფხეკილ ტყავის საფულეს იღებს, საიდანაც ტკიცინა ბანკნოტებს დააძრობს და თვლას იწყებს, შემდეგ კი ისეიაკორნისკენ მიდის.

     ტაი დაორუნგს უხმობს და ყურში ტაილანდურად ჩასჩურჩულებს.

– ეს კაცი მღვდელია.

– მერე რა? – უკვირს გოგონას. – ეგენიც ხო კაცები არიან.

     და მამაკაცთან ერთად მეორე სართულზე ადის.

     ტაი დათოს, ბარმენს, ანანასის წვენს უკვეთავს.

 

 

     საღამოს ტაი სახლში ბრუნდება. ჰოლში ფეხზე იხდის, პალტოს საკიდზე ჰკიდებს და ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გადის. შემდეგ წყალს გადაივლებს და სანამ დაიძინებს ბავშვობის ორად–ორ სურათს დახედავს. ერთზე მარტოა გამოსახული, ცალ ხელში მაჩეტე უჭირავს, მეორეში – შუაზე გაყოფილი ქოქოსი. სხვა სურათზე დედასთან ერთადაა. ტაი, ორივეზე იცინის.

     აი ახლაც, ბავშვობა ახსენდება და ძალაუნებურად ეღიმება.

     ტაი უბრალოდ ყველაფრით კმაყოფილია.

 

–––––––

* მონის ხალხი სამხრეთ ბირმისა და სამხრეთ–დასავლეთ ტაილანდის მაცხოვრებლებს წარმოადგენს

 

სტივენ კინგი – დოქტორ ძილი

 

Doctor Sleep ქართულად ითარგმნება როგორც ”ექიმი ძილი”, მაგრამ ჩემი აზრით ”დოქტორ ძილი” უფრო ჰორორულად ჟღერს. და საერთოდ, მთლად გადასარევი იქნება თუ ოდესმე თარგმანით დაინტერესებული ქართული გამომცემლობები სათაურად ”დოქტორ სლიფ”–ს დატოვებენ. ასე უკეთესია.

დოქტორ ძილის პრეზენტაცია 2013 წლის 24 სექტემბერს გაიმართა. რომ ვთქვა, წიგნი უკვე ბესტსელერია–მეთქი, ალბათ არც გაგიკვირდებათ, ხოდა ვამბობ: ”დოქტორ სლიფი უკვე ბესტსელერია”. ცოტა ხანიც მოვიცადოთ და შეიძლება ”goodreads”–ის წლის ჰორორიც კი გახდეს.

”ნათება” ხომ გახსოვთ? კუბრიკის ნათება, ჯეკ ნიკოლსონით, იმ კურდღლისკბილება ქალით (სინამდვილეში შელი დიუვალით) და საყვარელი ქერათმიანი ბიჭუნათი? კი, როგორ არ გახსოვთ. ხოდა დოქტორ სლიფი სწორედ იმ shining–ის სექუელია და უკვე გაზრდილი დენის უცნაურ, პარანორმალურ ისტორიას მოგვითხრობს. დენი რომ გამორჩეულია ამას ყველა ჯერ კიდევ სასტუმრო ”ოვერლუქის” პერიოდში მივხვდით. მოკლედ, აბა მითხარით, ამხელა ნათების მქონე დენის შესახებ ცალკე წიგნი როგორ შეიძლება საინტერესო არ იყოს?

რომანი თავიდან სასტუმრო ”ოვერლუქის” განადგურების შემდგომი პერიოდით, დენისა და ვენდი ტორენსების პოსტ–ტერორ ცხოვრებით იწყება…

…რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ–ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჯერ კიდევ პატარა დენი სააბაზანოს სარკეში იმ გახრწნილ, კანჩამომპალ მოხუცს დაინახავს, სწორედ მაშინ, სასტუმროში, 217–ე ნომერში რომ იხილა (”The woman from Room 217 was there, as he had known she would be. She was sitting naked on the toilet with her legs spread and her pallid thighs bulging. Her greenish breasts hung down like deflated balloons. The patch of hair below her stomach was gray. Her eyes were also gray, like steel mirrors. She saw him, and her lips stretched back in a grin”). დენის დიკ ჰალორანის სიტყვები გაახსენდება: ”თვალები დახუჭე… როგორც კი რაიმე ცუდს დაინახავ დახუჭე თვალები და თქვი რომ ის აქ არაა, ხოლო როცა თვალებს გაახელ, ის მართლაც აღარ იქნება აქ”. მაგრამ, ამჯერად თვალების დახუჭვა არ უშველის, მისის მეისი არსად გაქრება. დენი უკვე დიდია, იცის რომ რაციონალურად აზროვნებაა საჭირო და რომ მისის მეისი სინამდვილეში ”ცუდი სიზმარის” გადმონაშთია. იმ საღამოს დენი სააბაზანოდან გამოვარდება, კარებს გამოიხურავს და რაღაც პერიოდი სახელურის აქეთ–იქით ტრიალს შეშინებული აკვირდება. როცა სახელური გაჩერდება დენი დედასთან მიირბენს და ეტყვის რომ სააბაზანოში არ უნდა შევიდეს, რომ ”იქ ცუდი რამე ხდება” (”there was a bad thing there”). შემდეგ კი თავის საწოლში დაბრუნდება, საბნის ქვეშ შეძვრება და რაღაც პერიოდი ლაპარაკს შეწყვეტს… სანამ საქმეში დიდი დიკ ჰალორანი არ ჩაერთვება (რა თქმა უნდა გახსოვთ ის ზანგი, ”შაინინგში” ბოლოში ჯეკი ნაჯახის ჩარტყმით რომ კლავს. დიახ, წიგნში დიკი არ კვდება, ასე რომ, კინგს თავისუფლად შეუძლია სექუელშიც გამოიყვანოს)…

Image

და ა.შ და ა.შ…

რომანში ორი მთავარი გმირია – უკვე ზრდასრული, 40 წლის დენი და თორმეტი წლის აბრა სტოუნი, გოგონა, რომელსაც გაცილებით ძლიერი ”ნათება” აქვს ვიდრე დენის, პატარაობაში.

გეწყინებათ წინასწარ რომ გითხრათ, რომ დენი ალკოჰოლიკობაში მამას ემსგავსება? არა? – კარგით, მაშინ გეტყვით – დენი, ჯეკის მსგავსად აგრესიული ალკოჰოლიკი ხდება, თუმცა მერე სასმელს თავს დაანებებს და ნიუ–ჰემფშირში გადადის საცხოვრებლად, სადაც ”მოხუცთა თავშესაფარში” იწყებს მუშაობას და თავისი ნიჭის წყალობით, საბრალო მოხუცების იმ ქვეყნად მშვიდ გადასვლას უზრუნველყოფს.

დანარჩენს არ მოვყვები, მაგრამ რომ იცოდეთ კეთილსა და ბოროტს შორის ბოლოს რა ომი იწევა… სასწაული, ღმერთმანი. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

Image

მართალია ის კლაუსტროფობიური ტერორი, რომელსაც ”ნათების” კითხვისას განიცდი, ახლა აღარაა, რადგან მოქმედების არეალი ყოვლად არაკლაუსტროფობიურია, მაგრამ ზოგ მომენტში დოქტორ ძილი უფრო მძაფრი, უფრო ძლიერი ჰორორია, ვიდრე shining. კი, ნამდვილად ასეა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

Doctor Sleep არის წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს.

 

 

ლანსაროტე – სახალინი

ლანსაროტე მიშელ უელბეკის რომანია, სინამდვილეში არც იმდენად რომანი, რამდენადაც – შემზადება მომავალი, ტრიუმფალური შემოსვლისთვის. ქართველ მკითხველებს წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შესთავაზა. როგორც ცალკე რომანი, ”ლანსაროტე” მეტად ხოშიანი რამაა და ”ერთ ამოსუნთქვაში იკითხება”. ამ ერთ ამოსუნთქვაში კი სექსუალური ტურიზმი, რაელიზმი, დაცემული ევროპა და შესაბამისად ევროპელების გადაგვარებულობა თავისუფლად ეტევა.

კუნძული სახალინი ჩეხოვის ნონ–ფიქშენია, რომელსაც ფართო აუდიტორია 1891–1895 წლებში გაეცნო. სახალინზე გამგზავრების შესახებ ჩეხოვმა არავის უთხრა, დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა, ხოლო ბოლო–ბოლო 1890 წლის გაზაფხულს, როცა მან რუსეთი დატოვა, ინფორმაციამ მაინც გაჟონა და ხალხის სიმპათიაც ამ ავტორისადმი ჯერ კიდევ იქამდე გაიზარდა, სანამ ხუთი წლის შემდეგ წიგნი გამოვიდოდა. კუნძულ სახალინზე ჩეხოვი გადასახლებულებს, უბრალო გლეხებს, სამხედრო პირებსა თუ პატიმრებს ხვდებოდა, მათ ცხოვრების შესახებ ”ზამეტკებს” აკეთებდა, ფაქტობრივად – აღწერა ჩაატარა არა მარტო მოსახლეობის, არამედ მთელი კუნძულის. უელბეკისგან განსხვავებით Остров Сахалин აბსოლუტური ნონ–ფიქშენია, თუმცა პედანტურად აღწერილ გარემოში კითხვისას ისე იფლობი, შეიძლება უცებ იქაურმა სიცივემ აქაც კი დაგიაროს ძვალ–რბილში, რაც არა მარტო უბრალო დოკუმენტალისტიკას, არამედ ჭეშმარიტად გენიალურ პროზას ახასიათებს (ჩეხოვი რომ გენიაა, ამაზე სამი აზრი არ არსებობს! მითუმეტეს – ოთხი!).  

Image

  უელბეკის ლანსაროტეში დოკუმენტალისტიკა ნაკლებადაა, თუმცა არც ეს წიგნი განიცდის გეოგრაფიული დახასიათებისა თუ აღწერის ნაკლებობას. სინამდვილეში, უელბეკს ”ლანსაროტეს” წერისას არც ჰქონია ამბიცია უმაღლესი ხარისხის ნონ–ფიქშენი, თუ მხატვრული ნაწარმოები შეექმნა, – კუნძულზე უბრალოდ დასასვენებლად იყო ჩასული (რასაც ორიგინალ, ფრანგულ ვერსიაში წიგნის ბოლოს დართული თვითონ უელბეკის მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს) და თან ”კუნძულის შესაძლებლობისა” და ”პლატფორმის” ჯერ მხოლოდ ჩანასახში მყოფ იდეებს სწორედ ამ წიგნში მისცა ”გზა ფართო”, ან არც ისე ფართო, – სულ რაღაც 108 გვერდი.

 

ლანსაროტე კუნძულია ესპანეთის მახლობლად – პატარა, ვულკანური წარმოშობის უღიმღამო, უფერული კუნძული, სადაც მიუხედავად ლანდშაფტის ერთფეროვნებისა, მაინც შესაძლებელია, შვებულების გატარება ძალიან საინტერესო, შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდეს.

 

სახალინი — კუნძული აზიის აღმოსავლეთ ნაპირთან, შედის რუსეთის სახალინის ოლქში. გარს აკრავს იაპონიისა და ოხოტის ზღვები. კონტინენტისაგან გამოყოფილია თათრის სრუტით, კუნძულ ჰოკაიდოსაგან – ლაპერუზის სრუტით. გადაჭიმულია 948 კმ-ზე, საშუალო სიგანე დაახლოებით 100 კმ, მინიმალური – 6 კმ. ფართობი – 76,4 ათასი კმ2. სახალინის ნაპირები სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. დიდი ყურეებია ანივა და მოთმინების ყურე. ნახევარკუნძულებია: შმიდტის, მოთმინების, ტონინ-ანივისა და კრილიონის. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის მთები, ჩრდილოეთ ნაწილში დაბლობი ვაკეა.

 

ჩეხოვი სიცილით იხსენებდა: ”იცით, ცოტა ხნის წინ მე ტოლსტოისთან გასპრში გახლდით. ის ჯერ კიდევ საწოლში იწვა, მაგრამ ყველაფერზე ბევრს ლაპარაკობდა, და ჩემზეც, სხვათა შორის. როგორც იქნა ვდგები, წასვლას ვაპირებ, ის კი ხელზე ხელზე მკიდებს და მეუბნება: ”მაკოცეთ”. და ვკოცნი თუ არა სწრფად მოიწევს ყურისაკენ და ჩამჩურჩულებს: ”და მაინც, თქვენ პიესებს უბრალოდ ვერ ვიტან. შექსპირი ცუდად წერდა, თქვენ კი – კიდევ უფრო უარესად”.

უელბეკს მსგავსი რამ არ გადახდენია, თუმცა რუსეთში, 2008 წელს, ბეგბედერთან ერთად მოწყობილ ლაივ–დიალოგზე (ფრედომ ახალი რომანი ”იდეალი”, მიშელმა კი თავისი ფილმი ”კუნძულის შესაძლებლობა” წარადგინა) არყით გაბრუებულებს შორის ლოყებზე ჩქმეტა ბლომად იყო.  

Image

 სამაგიეროდ ჩეხოვი სექსუალური ტურიზმის პროპაგანდაში არ დაუდანაშაულებიათ.

ჯერ–ჯერობით 0:0.

რეალურად, ამ ორი ნაწარმოების შედარება ფაქტობრივად შეუძლებელია, პირველი მეორეს გამოსვლამდე საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა, სულ სხვა თემატიკისაა და სულ სხვა ჟანრის. მაგრამ ”კუნძულ სახალინსა” და ”ლანსაროტეს” ნამდვილად აქვთ რაღაც ერთი ხაზი, რომელიც ორივეს ერთში (რაიმე აქცია არ გეგონოთ! საჩუქრად არაფერს იღებთ!) აერთიანებს. ალბათ ეს ”ჩერტა” ძალიან, ძალიან ძლიერი სევდაა, ორივე წიგნის თითოეულ აბზაცში აგრერიგად რომ იგრძნობა. ერთის შემთხვევაში სევდა საცოდავ, გაუბედურებულ, ყველასგან დავიწყებულ, სამშობლოდან შორს მყოფ, სახელ და წარმომავლობადაკარგულ ხალხსა და უსასრულოდ გადაჭიმულ ”თოვლის უდაბნოზე”, მთელი მსოფლიოსგან მივიწყებულ მიწიერ (ეთდროულად სამოთხესა) და ჯოჯოხეთზე; მეორეს შემთხვევაში კი ცხოვრებისადმი ინტერესდაკარგულ ცივილზაციაზე, ბოროტზე, აღვირახსნილზე, უხეშზე, დეპრესიულზე, პირქუშსა და სინამდვილეში უზომოდ სევდიანზე, რომელიც ხსნას ”აკრძალული ხილის” ძებნაში პოულობს.

მოკლედ, თუ საქმე წაკითხვაზე მიდგა, შეეცადეთ ეს ორი ერთმანეთის მიყოლებით წაიკითხოთ და გონებისდამბინდავი სევდით დროებით მაინც დატკბეთ.

მიშელ უელბეკის ლექსები ქართულად

შუა დღე

სიურკუფის ქუჩა ბოთლივით ციმციმებს,

ცენტრში კი ძეხვეულის მაღაზია დგას,

შეყვარებული ამერიკელი კი მობილურით ხელში

სატრფოსთვის გულებს აფრენს არკანზასს.

ცხოვრება მიედინება ყლუპ–ყლუპად,

ქოლგების ქვეშ მიმალულნი,

მოკვდავნი გამოსავალს ეძებენ

– არც ისე ადვილია –

პანიკასა და მოწყენილობას შორის.

(ნარჩენი წყალსაცავაში გადაუგდიათ).

ცხოვრება ზომიერ სიმაღლეზე. უხალხობა.

ბულდოზერის მოფახფახებული ტემპი ბალახში.

მორიგი ინტერლუდია დასრულდა ამ წუთას –

ერთი საათი ჯდომისა კაფეში.

სიცივის შეგრძნება

დილა იყო კრისტალივით ნათელი და სუფთა.

შენ შენი თავისუფლების დაკარგვა არ გსურდა.

გელოდებოდი, ჩიტებს ვუყურებდი და ვიცოდი:

მხოლოდ ტანჯვა გველის, რაც არ უნდა ვქნა.

……

* * *

ქალაქში, კედლებს შორის, რომლებსაც

უბედურება ამყარებს,

სამუდამოდ მარტო ვარ; ქალაქი, ეს მაღაროა:

მე დამყოლი. ვთხრი. ფსკერი მყარია.

* * *

წერო:

ხალხს როგორც არ უნდა დაუძახო –

ისინი ისე შორს არიან.

შენ თავს ეფერო

(და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეს ხელი).

ვაშლის სურნელება და ცოტაც – სიყვარულის.

გამგზავრება

(ძალიან, ძალიან შორს. აღმოჩნდე სადღაც შორეთში).

არსებობს ისეთი სივრცე, სადაც ყველაფერი სრულია, მუდამ – გაზაფხული,

სადაც შეუთანხმებლობა სამეზობლოს არ დაგვიშლის.

არსებობს ისეთი სივრცე სადაც მოსვენება და სიჩუმე –

იმქვეყნიურია: ბავშვობის გარდა.

Image

© (ლექსები) – მიშელ უელბეკი

© (თარგმანი) – მე

p.s

რადგან ფრანგული არ ვიცი, ზემოთ წამოჭიმული ლექსები ნათარგმნია რუსულიდან, ისევე როგორც ინგლისურიდან. მაქსიმალურად შევეცადე ორიგინალს მიმსგავსებოდა. კი არადა, ის ხიბლი არ დამეკარგა, რაც ორიგინალის კითხვისას აქვს.

მე, სველი იატაკი და საშა გრეი

1.

 

– ძაან კაშკაშებს. ძაბვა შეამცირეთ .

რეჟისორი მართალია. პორნოფილმს არ უხდება ზედმეტი სიკაშკაშე.

იატაკს ვწმენდ, თან ცალი თვალით ოქსანას ვუყურებ. დაბურთულ, გამკვრივებულ მკერდს ვიღაც კუნთებიანი მასტი ეტანება, ხელის გულებით ვნებიანად უსრესს, ძუძუსთავებს ენით ულოკავს შემდეგ კი პირში იდებს – ლოყების ჩაცვენით ვხვდები რომ წოვს. გეგონება ძუძუებიდან სულის ბოლო წვეთამდე ამოწოვას ლამობს. ოქსანა კი მარცხენათი მამაკაცის ასოს ეტანება, დიდი მონდომებით უნძრევს. მხოლოდ ერთი შეხედვითაც კი მიდგება. ალბათ, ასეთივე მონდომებით რომ ესწავლა, ოქსანა ახლა აქ არ იქნებოდა. ჩემხელაა. 19–ის. არა, არა, აქ ჩემი სურვილით ვარ. ისე კი, მეორე კურსზე გადავედი. სოც–პოლიტიკა. ეს კი დღედაღამ ჟიმაობს. გადაჭარბების გარეშე – ალბათ მალე ვაგინა გაერღვევა. ირგვლივ ვიყურები – ყველა ამთქნარებს. მობეზრდათ ეს ძუძუ–ყლე ამბები. რეჟისორი რაღაცას ანიშნებს და ოქსანაც საწოლზე იფარჩხება – ფეხებს V–სეულად შლის. მამაკაცი დიდხანს არ აყოვნებს, ყლეს პირდაპირ საშოში უყოფს. ოქსანა კვნესის. ცოტა ხანში მამაკაციც კვნესას იწყებს – როგორც ჩანს გოგონამ საშოს კედლები პენისის მოძრაობებს მოარგო. შესვლა–გამოსვლის პროცესში მსუბუქი ტყაპუნი ისმის, თითქოს რეპროდუქციული ორგანოები შეზეთილი აქვთ. მამაკაცი ტემპს უმატებს, უკანალის კუნთები ეჭიმება, დუნდულები უმკვრივდება. ცალი ხელით საწოლზეა დაყრდნობილი, მეორეთი ოქსანას ძუძუს არ ეშვება. უსრესს და უსრესს. მართლაც, ძუძუ აშკარად გაწითლებულია. თუმცა გოგონას ეს არ ანაღვლებს – ორივე ხელი მამაკაცის კისერზე შემოუჭდია და სამინეტედ პირგაღებული ვნებიანად კვნესის. მამაკაცი გათავებამდე გამოღებას ასწრებს, ოქსანას სახეში უმიზნებს – სპერმის ძირითადი ნაწილი მართლაც ფართოდგაღებულ პირში ხვდება, დანარჩენი კი სახესა და ყელზე იწუწება.

საათს ვუყურებ: საათი არსადაა.

ჯიბიდან მობილურს ვიღებ: 21:29.

მობილურს ისევ ჯიბეში ვიდებ და გარეთ გავდივარ. სიგარეტს ვუკიდებ. რამდენიმე წამში რეჟისორის ხმა მესმის: ”შესვენება”. იმედი მაქვს აქეთ არცერთი არ გამოვა. მათი თავი არ მაქვს. ღობეს მიყუდებული ცას ვუყურებ – დღეს უცნაურად მოვარსკვლავებული ცაა.

არ გამიმართლა – უკანა კარები იღება. თუმცა, ჩემდა გასაკვირად არა რეჟისორი ან ოქსანას მეწყვილე, არამედ თვითონ ოქსანა გამოდის. შენობის, სადაც ფილმს ვიღებთ, უკანა ნაწილი დაახლოებით სამოცი მეტრი სიგრძის და ოციც სიგანისაა, ის კი მაინც და მაინც ჩემსკენ მოიწევს. სრულიად შიშველია, მხოლოდ ვიღაცის მანტო შემოუგდია მხრებზე და შუაში ორ ღილზე შეუკრავს. მკვრივი ძუძუები და ცოტა არ იყოს შეწითლებული ფუსუსუნა თვალებში მიყურებენ. ან ჩემი თვალები უყურებენ მათ. ვხვდები რომ ალბათ ცუდად გამოდის და მზერა ოქსანას სახეზე გადამაქვს. მსუბუქად იღიმის.

– მომაწევინებ? – მეკითხება.

რა თქმა უნდა. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს ვიღებ და ვუწვდი.

– რას ეწევი? – კოლოფს დახედავს. – უმმ, ძალიან კარგი.

ერთ ღერს იღებს და კოლოფს მიბრუნებს.

– არ მომიკიდებ?

სანთებელა მესამე ცდაზე ინთება. ვუკიდებ. ცოტა არ იყოს მრცხვენია.

– შევამჩნიე როგორ მიყურებდი…– არ გაუღიმია. მხოლოდ დიდი ნაფაზი დაარტყა და ჰაერში გამოაფრქვია.

– როგორ? – შევცბი.

– როგორ და… ჩემთვის ეგრე არავის შემოუხედავს. ავხორცობა არ იყო… რაღაც, დამამცირებელი… თითქოს ამითვალწუნე.

– რაა?

– მე არავის შეცოდება არ მჭირდება. Image

მომიჭრა მოკლედ, ჯერ მხოლოდ ნახევრამდე ჩასული სიგარეტი ძირს დააგდო და შენობისკენ წავიდა.

გავეკიდე, მხარზე ხელი დავადე და გავაჩერე. მანტო ჩამოსრიალდა და ძირს დაეცა. ოქსანა სრულიად შიშველი იდგა ჩემს წინ. ასაღებად არც დახრილა. მე ავიღე, მოვაცვი და შემოვეხვია – ღილების შესაკრავად.

– ასე სჯობს. – ვუთხარი და თვალებში მივაშტერდი. არ ვიცოდი რა მეთქვა. ისიც დაჟინებით მიყურებდა.

უკან გამოვბრუნდი. ორიოდე ნაბიჯი მქონდა გადადგმული ოქსანას ხმა რომ მომესმა:

– ხვალ ერთად ხომ არ გვესადილა?

რა თქმა უნდა არ გვისადილია.

 

 

 

2.

 

მეორე დღეს სადილი კი შევუკვეთეთ ოქსანაც სახლში, მაგრამ პირში არაფერი ჩაგვიდია. მე, ყოველ შემთხვევაში. ოქსანამ თავიდანვე, როგორც კი შარვალი გამაძრო ყლე სახეზე წაისვ–წამოისვა, წვერზე ტუჩებითაც აკოცა. შემდეგ კი პირი გააღო და ასო თითქმის ბოლომდე ჩაითხარა. მის გლანდებს ვგრძნობდი. ენით თითოეულ მილიმეტრს ეფერებოდა. ძალიან მალე, თითქმის იმ წამსვე გავათავე. სპერმა ბოლო წვეთამდე გადაყლაპა, რაც, ნამდვილად არ მესიამოვნა. ცხოვრება პორნოფილმი არ არის! ვთხოვე ზურგზე დაწოლილიყო. მის კოკორთან ჩავიმუხლე და ხელით ბაგეები გადავუწიე. ტუჩები ჯერ ოდნავადაც არ მოფლაშვოდა. პირი დავადე და ენა ნელ–ნელა შევუყავი, კლიტორს მსუბუქად ვუღეჭავდი. ორგაზმის ზღვრამდე მივიყვანე, შემდეგ კი პირი მოვაცილე და სასწრაფოდ შევუდე. თითქმის სწორნაწლავამდე შევაღწიე. ორივემ ერთდროულად გავათავეთ. ოქსანამ ხმამაღლა დაიკვნესა. ერთიანად გაოფლილები არაქათგამოცლილები ვეყარეთ საწოლზე და ჭერს მივშტერებოდით. გვერდულად დავწექი და მუცელზე ხელი დავადე. ულამაზესი სხეული ჰქონდა.  Image

– აწი სექსი აღარ გვექნება.

თავი დავუქნიე, არ მიკითხავს რატომ. კედელზე გაკრული პლაკატიდან საშა გრეი მიღიმოდა.

– როგორც კი ფილმის გადაღებას დავამთავრებთ მონასტერში მივდივარ. მონაზვნად უნდა აღვიკვეცო.

ისევ თავი დავუქნიე. რა უნდა მეთქვა. თავიდანვე ეტყობოდა – არაფრისმაქნისი მეძავი იყო. სექსში დაოსტატებული, მაგრამ მაინც სულელი. ხოლო თუ რაიმე მომეჩვენა, მხოლოდ წამიერად.

– თუ გინდა ბოლოჯერ მოგიწოვ.

– კი, მინდა. – ვუთხარი და თვალები დავხუჭე.

 

 

 

3.

 

 

– სად არის ეს გოგო?! – მეკითხება ბრაზისგან ალმოდებული რეჟისორი.

– მე რატო მეკითხები?

– სხვამ არავინ იცის და.

– წარმოდგენა არ მაქვს.

ეჭვის თვალით მიყურებს, უკან ტრიალდება და გაურკვეველი მიმართულებით მიდის. წამიც და ძირს გაიშხლართება.

– დედაშევეცი! მოამშრალეთ იატაკი!

და ისევ სადღაც გარბის.

ოქსანა გადაღებაზე არ მოვიდა. ჯერ ათი წუთით დაიგვიანა, შემდეგ ნახევარი საათით. უკვე ერთი საათია მოწყენილობისგან თავი მისკდება. უმოქმედობა მღლის. ალბათ, სწორედ ამიტომ ჩავეწერე პორნოფილმის გადაღებაზე დამლაგებლად.

გადამღები ჯგუფი ბოლთას სცემს.

მთავარ შესასვლელს ვიღაც ტიპი მოაწყდა. მგონი, ოპერატორია. ჩვენსკენ მორბის. შორიდან სონიკს ჰგავს – თან ლურჯი მაიკა აცვია. უკვე ახლოდან, ვარჩევ რომ მაისურზე მართლაც სონიკი ახატია.

– რეზო სადაა?

რეზო რეჟისორია.

– სადღაც გავიდა, – პასუხობს ვიღაც.

– არ იტყვი რა ხდება? – პროდიუსერი შეშფოთებულია.

– ოქსანა მკვდარი იპოვეს. საძინებელში თავი ჩამოიხრჩო.

ნაბიჯების ხმა გავიგე და უკან მივტრიალდი. რეზო გაოცებული გვიყურებდა.

– რა ხდება?

ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.

”შენობაში მოწევა აკრძალულია!”

როგორ მოვკალი პრეზიდენტი

1.

როცა აღმოვაჩინე რომ უნიჭო ვარ

ლექსების წერა დავიწყე…

უმალ ნომერ პირველ პოეტად ვიქეცი,

”სიბრძნის წვდომისადმი მიდრეკილებით”,

გამჭრიახი გონებითა და ძლიერი მარჯვენით.

მარჯვენა კი, ამ შემთხვევაში წერისგან დამეკუნთა

და რადგან ნომერ პირველი ვარ, იძულებული ვარ ვარჯიში განვაგრძო.

თავიდან ვწერდი ღმერთზე.

მერე მივხვდი, რომ ღმერთს პოეზია არ უყვარს და შევეშვი.

ღმერთს, ისევე როგორც ზოგადად რელიგიას, ნამდვილი პოეზია არ უყვარს,

შესაბამისად არც ნამდვილ პოეზიას, ანუ პოეტს უყვარს რელიგია, ან ღმერთი.

თუმცა რა თქმა უნდა ამას გვიან მივხვდი, ყლე კი უკვე მოსაშარდადაც აღარ მივარგა.

ალბათ, ცოტა ხანში ხელოვნურ ურეთრას ჩამისვამენ.

ან რაიმე მსგავსს.

ახალგაზრდობაში მიყვარდა რითმა და რიტმა.

ახლა ესეც დავიკიდე. რადგან დროთა განმავლობაში აცნობიერებ –

ნამდვილი პოეზია მხოლოდ უნიჭოთ ეკუთვნის. ანუ მე.

ხოდა მე დავიკიდე რითმა და რიტმა.

მე დავიკიდე ღმერთი და რელიგია.

მე დავიკიდე ბავშვობა.

2.

მოვხუცდი.

სკამზე დაჭედებული ტელევიზორს ვუყურებ.

ტელევიზორში ახლა, ისევე როგორც მაშინ, 70 წლის წინ,

არაფერია.

უფრო სწორად, სჯობს არაფერი იყოს.

ხო, ესეც გაცვეთილი სიტყვებია. მაგრამ მე ხომ უნიჭო ვარ.

მეპატიება…

საკნის კედლებს შორის განმარტოებულს ტირილი მინდება,

მაგრამ ცრემლიც კი აღარ დამიტოვეს ამ ნაბიჭვრებმა.

ისევ წყალს თუ შევისხამ სახეზე.

3.

ახალგაზრდობაში, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა

ერთი გოგო გავიცანი.

რაღა დაგიმალოთ და ერთმანეთი შეგვიყვარდა.

ალბათ, მოხუცისგან სასიამოვნო მოსასმენი არაა, მაგრამ

ბევრს კი ვჟიმაობდით. სახლში. ქუჩაში, შენობების უკან.

პარკში. სკვერში. ხიდზე. ხიდის ქვეშ. ეკლესიის ეზოშიც კი.

დიახ, დიახ. დისიდენტები ვიყავით. საღად აზროვნება შეგვეძლო.

იმდენს მაინც ვხვდებოდით რომ თუ ზემოთ ვინმე ზებუნებრივი არსებობდა,

მხოლოდ სექსით შევიცნობდით მას.

ერთი ორჯერ მღვდლებიც კი ავიკიდეთ.

ერთხელ ერთმა ახვარმა ორგიაც კი შემოგვთავაზა.

ჩვენ ვიუარეთ. გაგვიბრაზდა. დროზე გაეთრიათ აქედანო,

დაგვიყვირა და წარბები ერთ ხაზზე დაუდგა.

მაშინ ჩვენ სანთლის ფული მივეცით და იქიდან ავითესეთ.

სიყვარული საუკეთესო რამაა იმ საშინელებათაგან,

რაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს.

ხოლო როცა სიყვარული ნაღდია, ანუ ორმხრივი,

ანუ საკუთარ თავში სექსსაც მოიაზრებს,

ჩათვალე ყველაზე უბედური კაცი ხარ მთელს მსოფლიოში

(არადა, ქვეყნად უამრავია შენზე უბედური!),

რადგან როცა ეს ყველაფერი დამთავრდება,

მხოლოდ ორი რამ გრჩება – სუიციდი ან ახალი სიყვარულის პოვნა.

პირველი ადვილია. მეორე შედარებით რთული.

თუ წინა დღეს სექსი გქონდათ და ორგაზმი ჩვეულებრივზე დიდხანს გაგიგრძელდა,

მეორე დღეს კი ერთმანეთს დაშორდით – სუიციდის გარდა არაფერი გრჩება.

სხვა გზა ჩახერგილია.

გისოსებს შორის მზის სხივები ვეღარ აღწევს.

არ ვიცი რა ფერია მზე.

არ მაინტერესებს რა ფერია მზე.

ცხოვრებისადმი ინტერესი დიდი ხნის წინ დავკარგე.

თითქმის ყოველდღე ვნატრობ ნიცშე ცოცხალი იყოს.

თითქმის ყოველდღე ვნატრობ ნიცშესაც იგივე ჩაედინა რაც მე –

რათა ერთ საკანში მოვხვედრილიყავით.

მაშინ ვილაპარაკებდით და ვილაპარაკებდით.

იმდენს ვილაპარაკებდით, მრავალტომიანი წიგნი დაიწერებოდა.

აცივდა.

ვკანკალებ.

4.

სამოცდაათი წლის წინ მე პრეზიდენტი მოვკალი.

ამაზე ადვილი არაფერია.

სიტყვით გამოდიოდა ტრუსიკში დამალული რევოლვერი რომ დავაძრე…

…და შუბლი გავუხვრიტე.

არ ვიცი რატომ, მაგრამ სამუდამო მომისაჯეს.

მეგონა გმირი გავხდებოდი.

მეგონა ძეგლებს დამიდგამდნენ.

მეგონა რევოლუციას ჩავუყარე საფუძველი.

თუმცა ყველამ დამიკიდა.

ახლა რომ 70 წლით შემეძლოს უკან დაბრუნება,

იმ რევოლვერს იგივენაირად გამოვიყენებდი.

ხელახლა ვესვრიდი.

ეეჰ.

სკამზე ვზივარ და კედელს ვუყურებ.

მგონი, ღამეა.

სადღაც იქით, შორს, ჰორიზონტზე, იუპიტერი მოჩანს.

ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე შორეული გალაქტიკები ციმციმებენ.

ხო, ცოტაც და…

ცოტაც…

ათამდე ვითვლი. თვალებს ვხუჭავ. ვიძინებ.

იმედია, ხვალ გავიღვიძებ.

Sci_Fi_Prison_by_robenghuse

A.L, ანუ სად გაფრინდა ჩემი ღორი?

სადმე თვალი ხომ არ მოგიკრავთ მფრინავი ღორისთვის? თუ შეამჩნევთ დამირეკეთ, აი ნომერი: 597-22-21–19… თუმცა, ისევ მე მოვძებნი, თქვენს იმედზე ჩემი მტერი იყოს.

ნეტავ სად წავიდოდა? არც იმ შარლატანი ფოკუს-მოკუსნიკის თუ ექიმბაშის, თუ ჯადოქრის თუ ვიღაც ჯანდაბის რჩევა-დარიგებამ მიშველა: ფრთები დააჭერიო… ჰა! ადვილია სათქმელად. აბა ფრთებზე შეეხე თუ კაცი ხარ… მე მაინც დავუჯერე იმ უპატრონო ექიმბაშს თუ ვიღაც შარლატანს და დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა ფრთები წავაცალე… ამ პროცესს ჩემი საყვარელი აკუსტიკური გიტარა, ელექტროღუმელი, ბადი ჰოლის ჩარჩოში ჩასმული სურათი, ტყავის სავარძელი, ფაიფურის ვაზა, ამ ვაზაში ჩაწყობილი ძვირფასი ვარდები, რვა მინის ბოკალი, პერსონალური კომპიუტერის კლავიატურა, ვიღაც შვედი მხატვრის რომელიღაც ნახატის ასლი, რომელიც არასდროს არ მომწონდა, ალბერტო მორავიას მოთხრობების კრებული, ოც თეთრიანი უხარისხო კალამი, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და ორი წლის წინ რომელიღაც კონკურსში აღებული სიგელი შეეწირა… მარა მაინც გავიმარჯვე! შემდეგ კი… სულ ორი საათით გავედი სახლიდან და რომ დავბრუნდი რას ვხედავ? – სახლი ცარიელია, ფანჯრები მილეწილ-მოლეწილი, შპალერი ჩამოხეული… გაფრინდა! გაფრინდა ჩემი A.L-ი. მართალია, ნამდვილად სულელური სახელია მფრინავი ღორისთვის. მარა სახელების მოფიქრებაში სპეცი არასდროს ვყოფილვარ. ერთხელ მიყიდეს ბავშვობაში თუთიყურში და ავიჩემე ტახი დაარქვით-მეთქი… მაგის მერე მშობლები ცდილობდნენ ცხოველებთან შეხება არ მქონოდა.

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ! Image

 

სად წავიდა ეს დასაწვავი? ან საინტერესო ისაა, როგორ ამოუვიდა ასე სწრაფად ფრთები… იქნებ მოიპარეს? – არააა, რა სისულელეა. ვის რა ჩემ ფეხებად სჭირდება მფრინავი ღორი? ისევ გარეთ თუ მოვძებნი, თორემ მერე საერთოდ გადაიკარგება სადღაც დასალიერში და ეძებე მერე საზღვარ-საზღვარ. ტყუილს კი არ მეუბნებოდა ის… ისა კაცო… აუ, დამავიწყდა. მოკლედ ვიღაც მეუბნებოდა არ გინდა მა ღორი, ქე ხედავ რაფრათ უცნაურათ იქცევა ახლა აქანე და მერმე რავა იქნებაო… აააა, გამახსენდა – ვალიკო! ეს ღორი ჰო სოფელში ვიპოვე, უფრო სწორად მაშინ გოჭი იყო. ჰოდა ტყეში მაჯის საათი დამეკარგა და იმის საპოვნელად წავედი ვალიკოსთან ერთად და საათი ვერ ვიპოვე, მარა ეს ფრთიანი გოჭი შემრჩა ხელში.

ჰა, წავედი მე, თორემ მართლა სამუდამოდ დავკარგავ იმ უპატრონოს, მაგისგან მოყენებული ზარალი ,,მაიკროსოფტის’’ წლიურ შემოსავალს რომ უტოლდება!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

ქუჩებში სიწყნარეა! აქეთ-იქით გიჟივით ვაცეცებ თვალებს მაგრამ არაფერი. ხალხსაც არ ეტყობა მფრინავი ღორი რომ ენახოთ.

– გამარჯობა, უკაცრავად, – გავაჩერე ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი, – შემთხვევით მფრინავი ღორისთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი?

ისეთი სახით შემომხედა თითქოს ტრანსცენდენტური ფენომენალურობის განმარტება მოვთხოვე, თან ტრივიალურობის გარეშე, ანდაც ტრაზისტორული ეფექტის არსი ვკითხე, მერე კი მითხრა:

– კი, ვნახე… ჩემხელა ხორთუმიან კალიას ეთამაშებოდა ჭადრაკს, – და გადიხარხარა, შემდეგ ხელი აიქნია და გამცილდა.

ამას ეგონა ვეღადავებოდი… არა, პრინციპში მეც ასე ვიფიქრებდი…

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ!

არსად არ ჩანს! ნეტავ ხომ არ მოკლეს?

უცებ გამახსენდა რომ ჩემს ღრუტუნიას შაურმა უყვარს ძალიან. ორი კვარტალის იქით არის ჯიხური, სადაც შაურმას აკეთებენ. შეიძლება მოშივდა, გარეთ გამოფრინდა და მერე სუნს გაყვა ( საოცარი ყნოსვა აქვს )… თავქუდმოგლეჯილი გავვარდი საშაურმისკენ. გრილი სიო სახეზე მასკდებოდა და თმებს მიწეწავდა, თან თვალებში სილას მაყრიდა და მაბრმავებდა… ამ სირბილში ერთ როლიკებზე მოკატავე ბიჭს შევასკდი და გარე მოვაჭრის კიტრებით და პომიდვრებით სავსე დახლს მივანარცხე. ბოდიში არც მომიხდია ისე ვუმატე სიჩქარეს, უკნიდან კიდე ზურგს გინებები, ანათემები და სავარაუდოდ იმ როლერის მიერ ნასროლი კიტრები მიწითლებდნენ.

როგორც იქნა საშაურმეს მივაღწიე!

ირგვლივ ვიხედები – არაფერი!

ღრუტ-ღრუტ-ღრუტ! – არაფერი!

საშაურმესთან ერთი დიდი ხე იდგა. ვიფიქრე ამ ხის ფოთლებში ხომ არ იმალება-თქო, მაგრამ შემოწმების შემდეგ დავრწმუნდი რომ ვცდებოდი.

შეწუხებულმა ხესთან ჩავიმუხლე და… ფესვებზე სისხლია… კვალს გავყევი და რას ვხედავ? – საშაურმეს უკან, ნაგვის ცელოფანგადაკრულ პლატმასის ყუთში ფრთები ყრია…Image