½–ით გრძელი, ¾–ით განიერი

ჩემი სასქესო ორგანო ხელში მიჭირავს. ზედმეტად დაბერილი მეჩვენება – თითქოს ურეთრა ჰაერით დამიტუმბეს. მართალია კაბინეტის კედლები მინისაა, მაგრამ ალბათ მაინც ვერავინ დამინახავს მსგავს მდგომარეობაში. ვის რაში ადარდებს ჩემი პენისი? ჩემი გახურებული, შეწითლებული, ჰაერით დატუმბული თერმობირთვული გამონაზარდი. გიგის ვუყურებ და ვცდილობ დავანძრიო. წარმოვიდგენ როგორ გაიხდის გალიანოს ნაცრისფერ შარვალს, ფურცლებით სავსე მაგიდას იდაყვებით დაეყრდნობა და ტრუსებში გამოკვართულ უკანალს ფეხებს შორის მომადებს. სპერმის შხეფები კლავიატურას დაესხა. უჯრა გამოვხსენი და ხელსახოცი ამოვიღე.

გადავწყვიტე გამოვლაპარაკებოდი. როგორც ბოსი ერთ–ერთ რიგით თანამშრომელს. ბოსი ხმამაღალი ნათქვამია, – მე მხოლოდ მარკეტინგის განყოფილების უფროსი ვარ.

– ბუფეტში ვაპირებდი ჩასვლას, ხო არ წამოხვალ? – ვკითხე, როგორც შემდეგ მომეჩვენა – დაუდევრად.

– სამწუხაროდ არ მცალია. ამბალაჟზე რაღაც პრობლემები შეიქმნა და… – აიჩეჩა მხრები.

– დილდოსგან სხვას რას უნდა ელოდო ადამიანმა? – შევეცადე გამეხუმრა.

არ გაეცინა. მხოლოდ უხერხულად გაიღიმა და ისევ ფურცლებში ჩაძვრა. როგორც ჩანს ვერ მიხვდა რა ვიგულისხმე.

რა გაეწყობა, იყოს ამბალაჟი!

იმედგაცრუებულმა ღილაკს თითი მივაჭირე და ლიფტს დავუწყე ლოდინი.

ბუფეტში ქეთი დამხვდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი მოფლაშულ ძუძუებს იმპლანტანტებით თუ დაიბერავდა. თუმცა, ერთხელ ხუმრობა–ხუმრობაში კი შევაპარე სავსე მკერდი არამარტო ფიზიკურად, სულიერადაც შეგავსებს–მეთქი, მაშინ რას ვიფიქრებდი რჩევას თუ გაითვალისწინებდა. პატარა ხალი მარჯვენა ძუძუზე მთელი ოფისის გასახარად ამობურცულიყო.

ქეთი რომ პირველად კომპანიაში მოვიდა, ჯერ კიდევ ქალიშვილი იყო. თვითონაც ვერ აეხსნა ვისთვის ან რისთვის ინახავდა ამ პიროვნულ განძს, ”ეტყობა შესაფერისი მომენტი არ დადგაო” – ჩაილაპარაკებდა და კაბინეტში იკეტებოდა. ხშირად ტიროდა, თვითონაც ბევრჯერ წამისწრია ხელსახოცით ხელში. წესით და რიგით მსგავსი ტიპის სუიციდოფილები ოფისებიდან ხტებიან და ასფალტზე კაი მოზრდილი საზამთროებივით სკდებიან. უკლებლივ ყველა ქეთისგან მსგავს საქციელს ელოდა, მაგრამ ჯერ–ჯერობით სიმშვიდე სუფევდა… გავიდა წლები და ქეთიმ მინიმუმ ერთხელ მაინც მარკეტინგის განყოფილების თითოეულ მამრ წარმომადგენელს თავი გააჟიმინა (ვისთანაც შედარებით ”გაუადვილდა” ორჯერაც და მისივე გასაკვირად სამჯერაც მისცა). მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო სექსის რომელიღაც ფაზაზე გაიჭედა და მეტამორფოზაც შეწყდა.

და ქეთიც ალკოჰოლს შეეჩვია.

პლასტმასის ჭიქით ყავა და უგემრიელესი ბლითი ვიყიდე. ჩვენი ბუფეტი ოცდაათსართულიან მინის სასახლეში ჩამალულ საგანძურს წარმოადგენს. კომპანიის ბირთვაკი. და ბირთვიც. ბრიოში და კალაჩი აქ ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენაა. მენიუში უკრანიულ გარზანას, თურქულ გიუზლემეს, ჩეხურ კნედლიკს, იტალიურ პაელიას და იაპონურ უდონს ადვილად მიაგნებთ. წვნიანები გნებავთ? – რა პრობლემაა. უბრალოდ თითი დაადეთ. ბრამბორაჩკა, მოკუეკუ, პროვანსალი, სალამატი, სანკოჩე, ტანემონო თუ საქვეყნოდ ცნობილი რიზოტო – ისღა დაგრჩენია მორჩილად დახარო თავი და ჯიბიდან საკრედიტო ბარათი დააძრო.

– აუ ”ლიხტემ” რა გაგვიყარა, არა? – პირისპირ დამიჯდა ქეთი.

პასუხად გავუღიმე და ყავა მოვსვი.

– ყველაფერი აზერების ბრალია. არა, ეს დეფოლტი რაღა იყო? გეუბნები გვცდიან.

– ნუ ღელავ, ჩვენი იურისტები მიხედავენ.

ბლითი ჩავკბიჩე და პიჯაკზე დაცვენილი ნამცეცები დავიფერთხე.

– მინდა გამჟიმო, – მომახალა პირდაპირ.

თვალი გავუსწორე. აბსოლუტურად სერიოზული იყო. თითქოს თვალის დახამხამებასაც ვერ ბედავდა, პასუხს სულმოუთქმელად ელოდა. ყავა მოვსვი, ბლითის უკანასკნელი ნატეხი ენით დავალბე, შევეცადე განუმეორებელი გემო კიდევ ერთხელ შემეგრძნო.

– წამო, – ვუთხარი და ავდექი.

ქალების ტუალეტში შემიყვანა, კაბინა ჩარაზა და ქამარი შემიხსნა. მინეტს დიდი მონდომებით მიკეთებდა. თითქოს დედამიწაზე უკანასკნელ შაქარყინულს წუწნიდა. მსგავსი მონდომებით საქმეს რომ მოეკიდოს გაცილებით წინ წაიწევდა და ვინ იცის ვიცე–პრეზიდენტის პოსტისთვისაც გამოეკრა ხელი.  შევეცადე მის ადგილას გიგი წარმომედგინა. ესთეტისთვის დამახასიათებელი სრულყოფილი ნაკვთები, სუფთა, რბილი კანი. პირით ნელ–ნელა მიცოცავს. ყოველი მილიმეტრით ტკბება. სხეულში დაგროვილ სითბოს და სინაზეს უდრტვინველად მიზიარებს. ნაღდი სიკეთის განსახიერებაა, ანგარებიანი ლოშვნის ნაცვლად არაფერს იშურებს სიამოვნება მაქსიმალურად მივიღო. სწორედ ეს არის სექსი – გსურდეს პარტნიორი შენზე ბედნიერი იყოს. ბოლოს და ბოლოს ძირამდე ჩავიდა, ასო უკვე მთლიანად მას ეკუთვნის. აწი თვითონაა მისი ბატონ-პატრონი. ისე ექცევა, როგორც მეფის სკიპტრას. და აი, ენა აამუშავა. სირს სასოებით ეფერება, ენით მიღიტინებს. ვგრძნობ, მალე გავათავებ. კრუსუნი მესმის, როგორც ჩანს ქეთიმ ინსტინქტურად იგრძნო მოახლოებული საშიშროება. სპერმა მაწვება და ბაც! თვალებს ვახელ, ქეთი კმაყოფილი სახით ყლაპავს პირში დაგროვილ სპერმას.

– მადლობა, – მიღიმის და კაბინიდან გადის.

Image

– დილდოს თხუთმეტი ყუთი? – ვეკითხები მაგიდის ბოლოში წამოჭიმულ ახალბედას.

– DAF, – მომიჭრა მოკლედ.

– ძალიან კარგი. შვედები არანაირად არ უნდა დავკარგოთ.

– აჰაა, – კვერს მიკრავს თანაშემწე.

– და პრეზერვატივები?

– DDP, – ისევ სიტყვამწირობს ახლახან კომერციულსკოლადამთავრებული, ბაზალტისფერჰალსტუხწაყრონჭილი ქვეშევრდომი.

– კარგი, თავისუფლები ხართ.

ზანტად წამოდგნენ და გასასვლელისკენ გაემართნენ.

იაპონურ რობოტებს ჰგვანან და მეც რამდენიმე თვის წინ ტელევიზორში ნანახი დაუვიწყარი სანახაობა მახსენდება, როცა ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორმა ჰიროში იშიკურომ თავისი ახალი მოდელი ”Geminoid F” წარადგინა – ქალი, რომელიც ადამიანისგან ფაქტიურად არაფრით განსხვავდება – კოპებსაც ისევე მარტივად კრავს, როგორც ლალი მოროშკინა და წარბების შეჭმუხვნაც საკმაოდ ბუნებრივად გამოსდის, თავის დაკვრასა და შეუდარებელ ღიმილზე რომ აღარაფერი ვთქვა.

ერთი–ორ ასეთს დიდი სიამოვნებით დავაწყებინებდი მუშაობას ოფისში.

ამ დღეებში ინტერნეტში ვინმე ლაშა მილორავას მოთხრობას გადავაწყდი. ქვითრები გადავახარისხე და კითხვა დავიწყე. საერთოდ, მსგავსი აბსურდით (ვებ–საიტებზე, ბლოგებზე, ლიტერატურულ პორტალებზე ძრომიალით) დაინტერესებული არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ამ ლაშამ რაღაცნაირად ჩამითრია. უკეთესი იქნებოდა ნაკლები ეცანცარა, მარა სტილს ვერ დაუწუნებდი. ერთ საინტერესო ფრაზას მივაგენი – ბუფალო დონეტი. სქოლიოში განმარტებაც გამოეტანა – დონეტების დივიზიონი. ამერიკელებს აღადავებდა, რა.

მზერა ისევ გიგიზე გადავიტანე. ვიღაც ტიპს ელაპარაკებოდა. პირველად ვხედავდი. საცავიდან თუ იქნებოდა, – თავზე ბეისბოლის კეპი რეპერივით მოეგდო. ვეგეტატიური ნერვული სისტემა მწყობრიდან გამოდის, ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება – თითქოს მარიხუანას ერთი მოზრდილი ნაფაზი დავარტყი. ფეხის თითები მეწვის, მგონია რომ ელექტრო–შოკერით მიღიტინებენ. მზად ვარ გავსკდე და სველი მიწისფერი კედლები წითლად შევღებო. ქვედა უჯრა გამოვხსენი და რევოლვერი ამოვიღე. ავდგები, ნელი ნაბიჯით წავალ კარებისკენ, დერეფანში გასვლისას იარაღს პიჯაკში დავმალავ, გიგის მივესალმები და ამ ნაბიჭვარს ტყვიას საფეთქელში დავასვამ. გონზე მოვეგე, რევოლვერი ისევ უჯრაში ჩავდე და გასაღებით საგულდაგულოდ ჩავკეტე.

კაცების ტუალეტი უხარისხო ოდეკოლონის სუნად ყარდა. ასო ამოვიღე და შევეცადე დამენძრია, მაგრამ არაფერი გამომივიდა. გიგიზე ვერა და ვერ ვკონცენტრირდი, მობილიზებას ვერ ვახერხებდი. გონებაში რა აღარ ამომიტივტივდა. გამახსენდა როგორ გადავიქეცი უბიწო ბავშვიდან ბიწიერ მონსტრად. ეს მეშვიდე კლასში მოხდა. ონანიზმისთვის გემო ახალი გასინჯული მქონდა. სპერმაც სქელი და უფრო ბლანტი იყო. ოცი წლით უფროსი ინგლისურის მასწავლებელი, დიდი ძუძუებით, უშნო სახით და მელანქოლიური ბუნებით, საკუჭნაოსკენ გამიძღვა და ენით სასქესო ორგანოს მიეფერა. იმწამსვე ამიდგა. მერე კაბა გაიხადა და კუტუ ფეხებს შორის დაიდო. მანამდე გავასხი, ვიდრე საშოში შემიშვებდა, სულის კლიტეს გასაღებს გადმომცემდა. მუცლიდან სპერმა  თითებით ააგროვა და პირისკენ გააქანა. დამაფიცა, რომ ამის შესახებ არავის ვეტყოდი. სიამოვნებისგან გონებაარეული დავემორჩილე და დავიფიცე, ოღონდ არ მახსოვს რა, – დედა? ღმერთი? სამშობლო? ერთი სული მქონდა ვინმესთვის მომეთხრო, მუდამ ხელებზე ხელსახოცმიწებებული ძმაკაცებისთვის სექსის ბუნება გამეცნო, ემოციები გამეზიარებინა. თავი ზევსი მეგონა. ნუ, ლეონარდო დიკაპრიო მაინც. ტიტანიკს კი არა Batillus–ს გავიტანდი კბილებით. იყო მომენტები, კინაღამ რომ დავარღვიე ფიცი, მაგრამ ამ დროს ინგლისურის მასწავლებელი ჩაივლიდა და მეც ენას კბილს ვაჭერდი, – პირდაპირი მნიშვნელობით, მერე კი მწკლარტე სისხლის ყლაპვა მიწევდა.

Image

კაბინეტში დაბრუნებულს მაგიდაზე კალენდარი დამხვდა, წარწერით:

Classic

…………..……….

Cars

..………….……….

XX Century

რომელმა იდიოტმა გადაწყვიტა ჩემი მეოცე საუკუნის ჯაბახანებით მოთაფლვა?! ”Mustang Convertible With Exciting New Front-end Styling Flair. Color: 4Q”. დასაჭერია, გასაგდები რომ არ იყოს! ”The Doors Are Four Feet Wide So That The Rear Seat Is Extra-easy To Enter And Leave”.

დედამოტყნული ნაბიჭვრები!

ოცნება ჩვეულებრივი ამბავია. მთავარია მიზანდასახული იყო და ყველაფერი აეწყობა.

თოთხმეტი წლიდან ამერიკაში წასვლაზე ვოცნებობდი. უტოპიური სურვილებით არასდროს შემოვფარგლულვარ. არც ოქროს კოშკებს ვაგებდი ფანტაზიებში. სამი წელი ფულს ვაგროვებდი, ჩვიდმეტი წლისამ ბილეთი ვიყიდე და ორი კვირით შტატებში გავემგზავრე. ამერიკა იმაზე დიდი მძღნერი აღმოჩნდა, ვიდრე ევროპულ რომანებში სახავდნენ. რა უნდა მეკეთებინა? ინგლისური მე არ ვიცოდი და მინეტის კეთებაც არ გამომდიოდა. ფიზიკურად ზედმეტად პასიურები, ამერიკელები ყველაფრისგან იზოლირებულად ცხოვრობენ. ერთი შეხედვით მათ სადარდებელი არაფერი აქვთ (არადა დარდის მეტს არაფერს აკეთებენ), მაგრამ ეს იზოლაციონიზმი ურთიერთობაში პირნათლად ისახება. მაგალითად, ისინი ვერ ეგუებიან (ან ეს უბრალოდ არ სურთ!) ევროპულ შეუვალობას და სნობიზმს, სინამდვილეში კი KFS–ს ქათმის ბარკლებს ლამის იესოზე, ან ჯიდაიზე მაღლა აყენებენ…  თოთხმეტი დღე ფორესტ გამპივით აქეთ–იქით დავრბოდი და ბოლოს, უკვე აეროპორტში, გამომგზავრებისას გული მხოლოდ ძირგავარდნილ ბოტასებზე დამწყდა.

მერე ინგლისი ამოვიჩემე. ევროპული სენტიმენტები ყოველთვის ყველაზე მეტად მაწვებოდა გულზე, ბიუროკრატიულ ფეტიშიზმზე რომ აღარაფერი ვთქვა. თვრამეტი წლისამ ეკონომიკურზე ჩავაბარე და ოთხი წლის მერე ლონდონში, კომერციულ სკოლაში სასწავლებლად გავემგზავრე. მაშინ ინგლისში ონანიზმი და ”მიუზი” ერთნაირად ყვაოდა. კომერციულ სკოლაში გადატყავებული და კანაქერცლილი ხელების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. Easy to Please და Brothers & Sisters–იც ყოველი ოთახიდან ისმოდა. მუშა ბიჭებს არ ჰგავდნენ, ფიზიკური დატვირთვისთვის ზედმეტად ნაზები იყვნენ, სამაგიეროდ ნძრევაში ტრავოლტას ტოლს არ დაუდებდნენ… ერთ დღეს კურსელი ბიჭი მომიახლოვდა და ”fun-room”–ო, მაცნობა ღიმილით. საღამოს წვეულება იმართებოდა და დამპატიჟასავით. კარგად შემთვრალმა ხელი შარვალში ჩამიცურა და ყვერებზე მომეფერა. ასო უმალ გამიშტიკდა. ხელი ამოვაღებინე და ჩემს ოთახში დავბრუნდი.

ვერ ვიტყვი ვნანობდი ხელი რომ შევუშალე–მეთქი, თუმცა რაღაც სევდის მაგვარი კი დამეუფლა.

31 დეკემბერს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ოფისში საახალწლო წვეულება იყო დაგეგმილი. ქეთიმ და მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრებით გატანჯულმა კიდევ ორმა office-ლედიმ გირლანდები და ფერადი ნათურები, პუნში და snack თავის თავზე აიღეს. მაგიდები ქაღალდის მინიატურული ფიფქებით და სანტა კლაუსის პოსტერებით აჭრელდა. საახალწლო განწყობა სუფევდა (გულში ვლოცულობდი Deck the Halls–ის ან Polar Express–ის სეანსები არ მოეწყოთ). გიგიმ ვიღაც ტიპთან ერთად (რომელშიც შემგდომში ის კეპიანი ნაბიჭვარი ამოვიცანი) ნაძვის ხე მოათრია. ახალი ნაძვის ხე ერთგვარი ტრადიციაა, თუმცა ყოველი მომდევნო წინას იდენტურია, მგონი ტოტების რაოდენობაც კი ემთხვევა.

– ეს შარშანდელზე 0,5 მეტრით გრძელი და 0,75–ით განიერია, – მითხრა გიგიმ და ერთ–ერთ ტოტზე სათამაშო ჩამოკიდა.

– მაგარია, – მხარზე ხელი მოვუთათუნე და კაბინეტში დავბრუნდი.

”ვორდი” გავხსენი: ”ჩვენი საზოგადოება ყალბ ინტერესებსა და ფარისევლურ ემოციებზეა დაფუძნებული. სექსუალური სრულყოფილება მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობით, სხეულის სიღრმეში დანთქმული ცხოველური ვნებისა და ქცევების გათავისუფლებით, მოკლედ – მასტურბაციით მიიღწევა”.

დრო: 19:00.

ცხრა საათისთვის უკვე ყველანი შეზარხოშდნენ. ალკოჰოლით გამოქლიავებულმა ქეთიმ სათითაოდ ყველა მამაკაცს შესთავაზა აქვე გამჟიმეო, თუმცა ცოლების ერთგული იმპოტენტებისგან ამჯერად უარი მიიღო და დადარდიანებულმა ბოთლი ტეკილა ერთ ყლუპში გამოცალა.

– ყველაფერი მაგრად იქნება! – ღრიალებს ჩემი თანაშემწე.

– 2013 ასიანი მტყვნელი წელი იქნება!

– გაუმარჯოს ახალ წელს!

– გაუმარჯოს!

– გაუმააააარ…

– ჯოს!

– ჯოს!

– ჯოს!

თერთმეტი ხდებოდა moves like Jagger–ზე აცეკვებულ გიგის მხარზე ხელი რომ დავადე და ყურში ჩავჩურჩულე:

– ტუალეტში გავიდეთ.

ჩემდა გასაკვირად დამემორჩილა და უკან გამომყვა. ტუალეტის კარი შევაღე და დაველოდე სანამ შემოვიდოდა. გულს ვეღარ ვგრძნობდი, – როგორც ჩანს პულსი იმდენად ამიჩქარდა უბრალოდ ვეღარ გაუძლო და გასკდა. საკეტი გადავატრიალე და ჩვენ ორნი სრულიად იზოლირებულნი აღმოვჩნდით. მივუახლოვდი და ქამარზე წავეტანე. მაშინვე გიგის კომპანიაში მოსვლა გამახსენდა: – ზედმეტად სექსუალური ოცდახუთი წლის ბიჭი თანაბარი ნაბიჯებით მოიწევს წინ. გეის არაფერი აცხია, თუმცა იმედს მაინც ვიტოვებ. მისალმებისას ტუჩებს ვისველებ და მსუბუქი მეგობრული კოცნის შემდეგ მბზინავ კვალს ვარჩევ. არმანის  Acqua Di Gio–ს არომატი ცხვირში მიღიტინებს… – უკან დაიხია, გაოგნებული მზერა მომაპყრო. სხეული იმდენად მიხურდა, ხმა ვერ ამოვიღე, ამძუვნებული მანიაკივით მივვარდი და ტანით მივეკარი. იღლიებიდან წამოსული დეზოდორანტისა და ტუალეტში გაშვებული არომატიზატორის სურნელება თავგზას მიბნევს. მაშინ მან ცივად მომიშორა და ცხვირში მუშტი მლეწა. თვალთ დამიბნელდა. ნიჟარას დავეყრდენი და სახეზე ხელი ავიფარე. სისხლი მაჯაზე გადავიდა, თეთრი პერანგის სახელოები წითლად შეიღება. გონს ვკარგავდი…

… როცა თვალები გავახილე გიგი ტუალეტში აღარ დამხვდა. სახე მოვიბანე. როგორც კი ცხვირს შევეხე აუტანელმა ტკივილმა დამიარა. ოუენ უილსონს დავემსგავსე. ხელსახოცი ავიფარე და ტუალეტიდან გამოვედი. მთელი ოფისი California Gurls–ზე ცეკვავდა. ბრბოს ცენტრში გიგისაც მოვკარი თალი. ქეთის ეკურკურებოდა. ”ბოზი! ბოზი! ბოზი! ბოზი! ბოზი! ” – ვიმეორებ გულში და კაბინეტში ვვარდები. სკამზე მძიმედ დავეშვი. ტირილი მინდოდა, თუმცა ცრემლების მოძალებას ვერ ვგრძნობდი. საათს გავხედე: 23:54.

ექვსი წუთი ახალ დედამოტყნულ წლამდე.

ახალი წელი, ახალი – პრობლემები. ყოველი მომდევნო წინაზე უარესია, არათუ უკეთესი. იცვლება მხოლოდ ციფრები. და ჩვენც ვბერდებით. ვერ ვხვდები რატომ უნდა მიხაროდეს თუნდაც ამ წლის მოახლოება.  არ შეიძლება ამ ყველაფერს ბოლოს და ბოლოს წერტილი დაესვას? ღმერთს ჩემთვის არ ცალია, მე მაინც ხომ უნდა მოვიცალო ჩემივე თავისთვის.

უჯრა გამოვხსენი და რევოლვერი ამოვიღე. აღარ ვიცი ცოცხალი ვარ თუ – მკვდარი, მაგრამ თვლას მაინც ვიწყებ:

ერთი… ორი… სამი.

Image

Advertisements

Posted on დეკემბერი 2, 2013, in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: