Be Thai, be happy

     ტაი ავტობუსს ელოდება. გაჩერებაზე ხალხმრავლობაა. რამდენიმე მოხუცი (სკამის სიგრძის შესაბამისად) ჩუმად მოკუნტულა და ასფალტს მისჩერებია. ძელებს მიყუდებული ახალგაზრდები ყურსასმენგარჭობილები ღიღინებენ სხვადასხვა სიმღერის ტექსტებს, თან მარჯვენა ფეხს ათამაშებენ. ტაის მოსწონს მოხუცები, მაგრამ ოდნავ სიმპათიასაც ვერ  გრძნობს ახალგაზრდების მიმართ. რა თქმა უნდა ხალხი ტაის გამომცდელი მზერით უყურებს. ის ხომ ტაილანდელია. შესაბამისად მზერაც სხვანაირია. ტაი ამას უკვე შეეჩვია. საქართველო პატარა, რასისტული ქვეყანაა და მისნაირი რიგითი მეძავები ამას ვერ შეცვლიან. მაგრამ ტაის უყვარს საქართველო, სიკვდილამდე აქ ცხოვრებას აპირებს და სჯერა რომ ოდესმე ყველაფერი შეიცვლება. და რომ მას ჩინელად, ან იაპონელად აღარ მიიღებენ. განსხვავება კი, ო, რამხელაა!

 

     ტაის ნამდვილი სახელია დუანმანიი მონტრი. მდინარე პინგის ხეობაში, ბანგკოკიდან 670 კილომეტრში, ლამპჰუნის პროვინციაში დაიბადა. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. დედას, როგორმე თავი რომ გაეტანათ, ხშირად უხდებოდა პროსტიტუციაში ჩაბმა, ცოტა ხანში კი ბანგკოკში, ერთ პატარა ბორდელში მოეწყო ჯერ მიმტანად, შემდეგ კი მეძავად და ტაიც ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, ტაის ლამპჰუნი ერჩია. მოსწონდა, საღამოობით ჯაჭვივით ერთმანეთზე გადაბმული მთების თავზე ჩამავალი მზის ყურება, ან ვა პხრა ტხატ ხარიპუნჩაის ხრამის ახლო–მახლო ბოდიალი და ქოქოსის წვენის დაგემოვნება. ტაიმ თითქმის ყველაფერი იცოდა თავისი პატარა სოფლის შესახებ. იცოდა რომ დაახლოებით 1400 წლის წინ დვარავატის დინასტიის მეფობის დროს, ქალაქს ”ხარიპუნჩაი” ერქვა და მას მონების* წარმომადგენელი დედოფალი ჩამტიუი მართავდა. მეთორმეტე საუკუნეში ხარიპუნჩაი კხმერული ძალების ზეწოლის ქვეშ მოექცა, თუმცა მაინც არ დანებდა.  დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ მეფე მენგრაიმ ქალაქის აღება მოახერხა და თავის სამეფოს – ლანას შეუერთა. სანამ საბოლოოდ, მეცხრამეტე საუკუნეში ხარიპუნჩაი ტაილანდის ნაწილი გახდებოდა და ლამპჰუნი დაერქმეოდა, ქალაქს არაერთი უბედურება დასტყდომია თავს, და არაერთი მბრძანებლის ხელში გადასულა. მაგრამ, ტაის არ ახსოვდა ზუსტად ვისაში. 

Image

     ბანგკოკი ტაის არ მოსწონდა. რაღაცნაირ ლორწოვან ქალაქად ეჩვენებოდა. უინტერესოდ და ზედმეტად გადატვირთულად. აქ თავისუფლად შეგეძლო კვირაობით ბაზარში გაგევლო და თითო დახლიდან თითო რამ აგეწაპნა, – მაინც ვერავინ შეგამჩნევდა. მაგრამ ხალხი არაფერს იპარავდა. ეტყობა, ზედმეტად შეგნებულები იყვნენ ამისთვის. ტაიმ მხოლოდ ერთხელ მისცა თავს უფლება ექურდა და ხელს ნესვი წამოაყოლა. გამყიდველი მოხუცი კაცი იყო. მგონი დაინახა კიდეც, მაგრამ არაფერი უთქვამს. მომდევნო კვირას ის მოხუცი აღარ უნახავს. ”ეტყობა მოკვდა”, გაიფიქრა მაშინ ტაიმ და სევდა მოერია.

     რა თქმა უნდა ტაიმ არ იცოდა სად მუშაობდა დედა. ”მალე დავბრუნდები”, ეუბნებოდა ქალი დილაობით სახლიდან გასვლისას, შინ კი გვიან ღამით ბრუნდებოდა და ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. ტაი თექვსმეტი წლის იყო, როცა დედის პროფესიის შესახებ გაიგო. არანაირი რეაქცია არ ჰქონია. სკოლაში არ დადიოდა, მეგობრები არ ჰყავდა და კომპლექსები საიდანღა უნდა გასჩენოდა? ერთხელ სამსახურშიც ახლდა თან. ბართან, მაღალ სკამზე იჯდა და ანანასის წვენს წრუპავდა, დედა კი მეორე ოთახში სხვა გოგოებთან ერთად დივანზე გაშოტილიყო და ფეხებს გამომწვევად იქნევდა. მერე მასთან ვიღაც ძალზე გამხდარი, ავადმყოფივით ფერდაკარგული კაცი მივიდა და ისინი სადღაც წავიდნენ. ტაი კი იჯდა და ცარიელ ჭიქას დაჰყურებდა.

      ”ტაილანდი ცუდი ქვეყანაა. ხალხიც ცუდია”, არა ერთხელ უთქვამს დედას. ტაის არ სჯეროდა რომ ის მოხუცი, რომელსაც ნესვი მოპარა, შეიძლებოდა ცუდი ყოფილიყო.

Image

     ავტობუსიდან ჩამოდის და ქუჩას კვეთს. სალონი ”Be Thai, be happy” 11:00–დან 5:00–მდე მუშაობს, თუმცა ტაი მხოლოდ რვამდე რჩება. ახლა ტაი ოცი წლისაა, მკვრივი, ბურთივით მრგვალი მკერდი და ტანმოვარჯიშის ფიგურა აქვს. წაბლისფერ, სწორ თმას ღამ–ღამობით სალონის ნეონის ნათურები მისტიკურ ელფერს სძენს, თითქოს ფლუორესცენტული შარავანდედი ადგას თავზე. სხვათა შორის, მისთვის არაერთ კლიენტს უთქვამს ”წმინდა ბოზი” ხარო. ტაი სიტყვა ”წმინდას” და ”ბოზს” ერთმანეთს ვერ უკავშირებს. ეს უკანასკნელი საერთოდაც არ მოსწონს. ბოლო–ბოლო ის ხომ ბოზი არაა. სექსზე ყველას არ თანხმდება და ათასი გარყვნილობის კეთების უფლებასაც არ აძლევს. ტაი ხელოვანია. ნივთისგან ადამიანს ძერწავს. ფორებში დამწყვდეულ ტრანსცენდენტურ ენერგიას ათავისუფლებს, სხეულს ასუფთავებს, როცა საჭიროა იხდის კიდეც. რა არის ამაში დასაძრახი? მითუმეტეს თუ ეს მოგწონს. ტაის კი ეს ნამდვილად მოსწონს. წამითაც არ დაფიქრებულა სხვა სამსახურის შოვნაზე და ერთგვარი სევდითაც კი წარმოიდგენდა იმ დროს, როცა მობერდებოდა, ძუძუები მსხლებივით ჩამოეკიდებოდა და ის ადგილიც ერთიანად ჩამოუხმებოდა, მოეფლაშებოდა, ელასტიურობას დაკარგავდა. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი.

     სალონში სულ ათი გოგო მუშაობდა. ტაის შიგნით მხოლოდ სამი დახვდა – ამონრატი, ჯარუფა და დაორუნგი. პირველი უკვე ვიღაცას ეკურკურებოდა, უაზროდ, უხალისოდ იღიმოდა და წარამარა ლიფს ისწორებდა. სალონში, ტაის გარდა ქართული თითქმის არავინ იცოდა. სხვები ინგლისურად ლაპარაკობდნენ. ტაიმ კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ადვილად მოახერხა ადგილობრივი ენისა და კულტურის შეთვისება.

     ნახევარი საათის შემდეგ მასთან ერთი მამაკაცი მიდის.

– hello… I want you, – ამბობს იგი და ტაის პირდაპირ თვალებში უყურებს. სახეზე აწერია მეტ ინგლისურს ვერ ქაჩავს.

– ქარტულად მესმის, – უღიმის ტაი და მამაკაცის იქით, ისეიაკორნს, სალონის მფლობელს უყურებს, რომელიც თავს უქნევს და ცერა თითს აღმართავს.

– ძალიან კარგი, – შეძლებისდაგვარად მამაკაციც იღიმის. ცოტათი დაბნეული ჩანს.

– ორივე, ხო? – ეკითხება ტაი.

– ხო, მასაჟიც, – თავის ქნევით უდასტურებს კაცი.

     მეორე სართულზე ადიან და ოთახის კარებს აღებენ, რომელსაც რიცხვი ”27” ოქროსფრად აწერია.

– ჯერ მასაჟი, – მამაკაცი როგორც ჩანს უფრო გამოცოცხლდა. განმარტოებამ თუ იმოქმედა, – ”ბოდი მასაჟი”.

     ტაის მშვენივრად მოეხსენება რომ ”ბოდი მასაჟი” ეროტიკული მასაჟის ერთ–ერთი ნაირსახეობაა, როდესაც მხოლოდ შიშველი მკერდი გამოიყენება. ტაის არ უყვარს ეს მასაჟი, ხელოვნებად, ლაბილური ენერგიის გამოთავისუფლებად არ მიიჩნევს, მაგრამ სამწუხაროდ აქ კლიენტი უკვეთავს მუსიკას.

– მასაჯისთვის, – მიმართავს ტაი მამაკაცს, – აუცილებელია მშვიდი იყო. რელაქსი. დაწყნარდი. არ ნერვიულობ. თუ რამე დისკომფორტი გრძნობ, მეუბნები.

     ტაიმ არ იცის როგორ უნდა აუხსნას აკუპრესორულ წერტილებსა და მასაჟის ტალღების სუნთქვისადმი პარალელურობაზე. იმედს იტოვებს, მამაკაცის სხეული ადვილად დაემორჩლება.

     ტაი ჯერ ხალათს იხდის, შემდეგ ბიუსტჰალტერს, სპეციალურ საწოლზე მუცელზე მოუხერხებლად გაშხლართულ მამაკაცს ზურგზე აცოცდება და მკერდს მხრებზე უსვამს.

– რელაქსი, მაქსიმუმი რელაქსი. მშვიდი, წყნარი. სხეული ძალიან დაჭიმული არის. არ იყოს ასეთი დაჭიმული. რელაქსი, – იმეორებს გაფუჭებული კასეტასავით და ძუძუებით მამაკაცს მიკრობილი მის გულისცემასაც კი გრძნობს.

     კლიენტი თანდათან ეშვება, კუნთები საწყის რეჟიმში გადაჰყავს და მოდუნებას იწყებს. ცდილობს მხოლოდ ქალის მკერდზე იფიქროს. რბილ ძუძუსთავებზე, მის ზურგზე რომ დაძრწიან და უჩინარ კვალს ტოვებენ. ცოტაც, სულ ცოტა ხანიც და უშუალოდ მათზეც გადავა.

– ამოტრიალდი, – ეუბნება ტაი და მამაკაციც ტრიალდება.

     მკვრივი მკერდი ჯერ სახეზე დასრიალებს, თვალებს შორის, წარბების გაყოლებაზე, ცხვირის გასწვრივ და ყვრიმალებზე, ნიკაპსა და ყურებთან ნელა დაცოცავს, მოძრაობებიც შენელებულია, რათა სიამოვნება უფრო ხანგრძლივი გამოჩნდეს. ტაი ნელ–ნელა ქვემოთ ეშვება, ყელის ჩაყოლებაზე, მამაკაცის მკერდთან ჩერდება და ცდილობს ძუძუსთავებით მამაკაცის ძუძუსთავებს შეეხოს. გრძნობს, როგორ უდგება მამაკაცს. ფალოსი ბარძაყზე ედება. ცოტაც, და იქამდეც ჩავა. აი, ასოს ძუძუებს შორის იქცევს და მაქსიმალურად ნელა სრესს. მამაკაცს სახე ეჭიმება, თითქოს სადაცაა გაასხამს. ტაი ჩერდება. ნაადრევი ერექცია მის გეგმებში ნამდვილად არ შედის. მასაჟი კიდევ რამდენიმე წუთს გრძელდება.

     …გამოცოცხლებული, აშკარად გუნებაგამოკეთებული მამაკაცი ტაის თამამად ავლებს მხრებში ხელს, ქვეშ მოიქცევს და ფეხებს შორის ყლეს აჩქარებით უყოფს. ტაი რა თქმა უნდა თანახმაა, თუმცა უფრო მეტი დელიკატურობა კარგი იქნებოდა. ტაის ძუძუსთავებს მამაკაცი პირში იდებს და ენით გამალებით წუწნის. გოგონას ეღიტინება, მაგრამ ცდილობს არ გაეღიმოს. მისი მხრიდან ეს არაპროფესიონალიზმის გამოხატვა იქნებოდა. მამაკაცი უკანალის კუნთებს ჭიმავს და ასოს უფრო და უფრო ღრმად ჰყოფს, თუმცა ტაი ვერ აღიგზნება. გოგონას წამიერად რამდენიმე წლის წინანდელი ამბები ახსენდება. მაშინ ალბათ ცამეტის იქნებოდა. მეკონგის ნაპირზე ბუნიოვატთან, პირველ შეყვარებულთან ერთად იჯდა და ცაზე ვარსკვლავების დათვლას ცდილობდა. ხშირად ისხდნენ ხოლმე ასე საათობით, ხანდახან ხმასაც კი არ იღებდნენ და კოსმოსზე ფიქრობდნენ. იმ დღეს, როცა უკვე მოსაღამოვდა და სახლში წასვლის დრო დადგა, ბუნიოვატმა მკლავზე ხელი მოუჭირა, თავისკენ მისწია და ტუჩებით დააცხრა. ფრანგული კოცნა ტაიმ მაშინ არ იცოდა, – ერთმანეთს მხოლოდ ტუჩებით ეწებებოდნენ და თავს აქეთ–იქით ხრიდნენ, როგორც რომელიღაც გადაცემაში ენახათ. მეორედ ყველაფერი წესისამებრ, ენით მოხდა. ახლა კი ტაი ფეხებგადაშლილი წევს სალონ ”Be Thai, be happy”–ს მეორე სართულზე, ნომერ ”27” ოთახში და ორგაზმის იმიტირებას ცდილობს. იცის, ეს აკრძალულიც კია, რადგან სხვებისგან განსხვავებით ტაილანდელებს ტყუილები არ უყვართ, მითუმეტეს როცა საქმე სექსს ეხება. მაგრამ არის მომენტები, როცა ორგაზმის იმიტაცია საჭიროა და ახლა ნამდვილად ეს მომენტია. ტაი დარწმუნებული იყო რომ თუ ამას არ იზამდა, მამაკაცი აქედან აუცილებლად უკმაყოფილო, უფრო სწორად – დაუკმაყოფილებელი წავიდოდა, ეს კი არანაირად არ სურდა. მეტიც, ამის გაფიქრებაზეც კი ტანში ჟრუანტელი უვლიდა.

     მამაკაცმა მალევე გაათავა. ტაის რა თქმა უნდა არ ესიამოვნა მისი ასეთი უხარისხო გადარბენა, მაგრამ რაიმეს თქმას ნამდვილად არ აპირებდა. მამაკაცი ოდნავ მომთხოვნიც კი არ აღმოჩნდა. არც მინეტი მონდომებია, არც რაიმე ეგზოტიკური. როგორც ჩანს აქ მხოლოდ და მხოლოდ სექსისთვის, როგორც  ასეთისთვის იყო მოსული და არც პარტნიორის დაკმაყოფილების საკითხი ანაღვლებდა, არც კარგი შთაბეჭდილების დატოვების.

     არა უშავს, ტაის ასეთებიც ხშირად შეხვედრია.

     ”უცნაური ხალხია ეს ქართველები”, ფიქრობს ტაი და ხალათს იცვამს.Image

     თოთხმეტი წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა. სახლში ბრუნდებოდა ერთ–ერთ ქუჩაზე თავს რომ დაესხნენ, ჩანთა ხელიდან წაგლიჯეს და დანით შვიდი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს გულისა და ყელის არეში. ადგილზევე გარდაიცვალა.

     დედის ფერფლი ტაიმ საკუთარი ხელით მიმოფანტა მეკონგის თავზე. იქნებ მას ასე არ სურდა? იქნებ სულ სხვა გეგმები ჰქონდა სიკვდილთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა გამორიცხული არაფერია, მაგრამ დედა აღარ იყო, მის სურვილს ვერავინ გაიგებდა.

     შემდეგ ტაი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ყოველთვის დუმდა. არავინ იცოდა მიზეზი მისი აქ ჩამოსვლისა. თუ საიდან გაიგო ტაიმ ამ ყველასგან დავიწყებული ქვეყნის შესახებ, ვინ ჩამოიყვანა აქ, ეს საიდუმლოდ რჩებოდა და მხოლოდ თვითონ ტაიმ იცოდა სიმართლე.

     ერთი კი ნათელი იყო. ტაის ისე მოეწონა აქაურობა, წასვლას აღარ აპირებდა. ეგ კი არა, მართლმადიდებლობის მიღებაზეც კი ფიქრობდა. ტაიმ არ იცოდა, მაგრამ თუ იგი ასე მოიქცეოდა, პირველ ტაილანდელ მეძავად იქცეოდა, რომელმაც ეს რელიგია მიიღო. იქნებ ცოტა ეგზოტიკაც კი შემოეტანა ამ რუტინაში.

 

     ტაი ქვემოთ ჩამოვიდა. ბართან დაორუნგი ვიღაც მსუქან, ბალნიან მამაკაცს ესაუბრება, გრძელი შავი კაბა რომ ჩაუცვამს. ხშირ წვერსა და ნახშირივით შავ თმაში ჭაღარა შეჰპარვია. ტაიმ იცის რომ ამ ქვეყანაში ასე საეკლესიო პირებს აცვიათ.

– აი ლიქ ით, – ამბობს კაცი გაუგებრად.

     დაორუნგი ვერ იგებს მის ნათქვამს და ეკითხება:

– what?

– I… want… – ენას გადმოყოფს და აათამაშებს.

– ooo… clear.

– no cliar. I… want… lick.

     გოგონა თავს უქნევს, რომ მიახვედროს – ყველაფერი გასაგებია. მამაკაცი კმაყოფილი როხროხებს და ჯიბიდან სქელ, ალაგ–ალაგ აფხეკილ ტყავის საფულეს იღებს, საიდანაც ტკიცინა ბანკნოტებს დააძრობს და თვლას იწყებს, შემდეგ კი ისეიაკორნისკენ მიდის.

     ტაი დაორუნგს უხმობს და ყურში ტაილანდურად ჩასჩურჩულებს.

– ეს კაცი მღვდელია.

– მერე რა? – უკვირს გოგონას. – ეგენიც ხო კაცები არიან.

     და მამაკაცთან ერთად მეორე სართულზე ადის.

     ტაი დათოს, ბარმენს, ანანასის წვენს უკვეთავს.

 

 

     საღამოს ტაი სახლში ბრუნდება. ჰოლში ფეხზე იხდის, პალტოს საკიდზე ჰკიდებს და ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გადის. შემდეგ წყალს გადაივლებს და სანამ დაიძინებს ბავშვობის ორად–ორ სურათს დახედავს. ერთზე მარტოა გამოსახული, ცალ ხელში მაჩეტე უჭირავს, მეორეში – შუაზე გაყოფილი ქოქოსი. სხვა სურათზე დედასთან ერთადაა. ტაი, ორივეზე იცინის.

     აი ახლაც, ბავშვობა ახსენდება და ძალაუნებურად ეღიმება.

     ტაი უბრალოდ ყველაფრით კმაყოფილია.

 

–––––––

* მონის ხალხი სამხრეთ ბირმისა და სამხრეთ–დასავლეთ ტაილანდის მაცხოვრებლებს წარმოადგენს

 

Posted on ნოემბერი 15, 2013, in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

დატოვე კომენტარი