სტივენ კინგი – დოქტორ ძილი

 

Doctor Sleep ქართულად ითარგმნება როგორც ”ექიმი ძილი”, მაგრამ ჩემი აზრით ”დოქტორ ძილი” უფრო ჰორორულად ჟღერს. და საერთოდ, მთლად გადასარევი იქნება თუ ოდესმე თარგმანით დაინტერესებული ქართული გამომცემლობები სათაურად ”დოქტორ სლიფ”–ს დატოვებენ. ასე უკეთესია.

დოქტორ ძილის პრეზენტაცია 2013 წლის 24 სექტემბერს გაიმართა. რომ ვთქვა, წიგნი უკვე ბესტსელერია–მეთქი, ალბათ არც გაგიკვირდებათ, ხოდა ვამბობ: ”დოქტორ სლიფი უკვე ბესტსელერია”. ცოტა ხანიც მოვიცადოთ და შეიძლება ”goodreads”–ის წლის ჰორორიც კი გახდეს.

”ნათება” ხომ გახსოვთ? კუბრიკის ნათება, ჯეკ ნიკოლსონით, იმ კურდღლისკბილება ქალით (სინამდვილეში შელი დიუვალით) და საყვარელი ქერათმიანი ბიჭუნათი? კი, როგორ არ გახსოვთ. ხოდა დოქტორ სლიფი სწორედ იმ shining–ის სექუელია და უკვე გაზრდილი დენის უცნაურ, პარანორმალურ ისტორიას მოგვითხრობს. დენი რომ გამორჩეულია ამას ყველა ჯერ კიდევ სასტუმრო ”ოვერლუქის” პერიოდში მივხვდით. მოკლედ, აბა მითხარით, ამხელა ნათების მქონე დენის შესახებ ცალკე წიგნი როგორ შეიძლება საინტერესო არ იყოს?

რომანი თავიდან სასტუმრო ”ოვერლუქის” განადგურების შემდგომი პერიოდით, დენისა და ვენდი ტორენსების პოსტ–ტერორ ცხოვრებით იწყება…

…რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ–ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჯერ კიდევ პატარა დენი სააბაზანოს სარკეში იმ გახრწნილ, კანჩამომპალ მოხუცს დაინახავს, სწორედ მაშინ, სასტუმროში, 217–ე ნომერში რომ იხილა (”The woman from Room 217 was there, as he had known she would be. She was sitting naked on the toilet with her legs spread and her pallid thighs bulging. Her greenish breasts hung down like deflated balloons. The patch of hair below her stomach was gray. Her eyes were also gray, like steel mirrors. She saw him, and her lips stretched back in a grin”). დენის დიკ ჰალორანის სიტყვები გაახსენდება: ”თვალები დახუჭე… როგორც კი რაიმე ცუდს დაინახავ დახუჭე თვალები და თქვი რომ ის აქ არაა, ხოლო როცა თვალებს გაახელ, ის მართლაც აღარ იქნება აქ”. მაგრამ, ამჯერად თვალების დახუჭვა არ უშველის, მისის მეისი არსად გაქრება. დენი უკვე დიდია, იცის რომ რაციონალურად აზროვნებაა საჭირო და რომ მისის მეისი სინამდვილეში ”ცუდი სიზმარის” გადმონაშთია. იმ საღამოს დენი სააბაზანოდან გამოვარდება, კარებს გამოიხურავს და რაღაც პერიოდი სახელურის აქეთ–იქით ტრიალს შეშინებული აკვირდება. როცა სახელური გაჩერდება დენი დედასთან მიირბენს და ეტყვის რომ სააბაზანოში არ უნდა შევიდეს, რომ ”იქ ცუდი რამე ხდება” (”there was a bad thing there”). შემდეგ კი თავის საწოლში დაბრუნდება, საბნის ქვეშ შეძვრება და რაღაც პერიოდი ლაპარაკს შეწყვეტს… სანამ საქმეში დიდი დიკ ჰალორანი არ ჩაერთვება (რა თქმა უნდა გახსოვთ ის ზანგი, ”შაინინგში” ბოლოში ჯეკი ნაჯახის ჩარტყმით რომ კლავს. დიახ, წიგნში დიკი არ კვდება, ასე რომ, კინგს თავისუფლად შეუძლია სექუელშიც გამოიყვანოს)…

Image

და ა.შ და ა.შ…

რომანში ორი მთავარი გმირია – უკვე ზრდასრული, 40 წლის დენი და თორმეტი წლის აბრა სტოუნი, გოგონა, რომელსაც გაცილებით ძლიერი ”ნათება” აქვს ვიდრე დენის, პატარაობაში.

გეწყინებათ წინასწარ რომ გითხრათ, რომ დენი ალკოჰოლიკობაში მამას ემსგავსება? არა? – კარგით, მაშინ გეტყვით – დენი, ჯეკის მსგავსად აგრესიული ალკოჰოლიკი ხდება, თუმცა მერე სასმელს თავს დაანებებს და ნიუ–ჰემფშირში გადადის საცხოვრებლად, სადაც ”მოხუცთა თავშესაფარში” იწყებს მუშაობას და თავისი ნიჭის წყალობით, საბრალო მოხუცების იმ ქვეყნად მშვიდ გადასვლას უზრუნველყოფს.

დანარჩენს არ მოვყვები, მაგრამ რომ იცოდეთ კეთილსა და ბოროტს შორის ბოლოს რა ომი იწევა… სასწაული, ღმერთმანი. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

Image

მართალია ის კლაუსტროფობიური ტერორი, რომელსაც ”ნათების” კითხვისას განიცდი, ახლა აღარაა, რადგან მოქმედების არეალი ყოვლად არაკლაუსტროფობიურია, მაგრამ ზოგ მომენტში დოქტორ ძილი უფრო მძაფრი, უფრო ძლიერი ჰორორია, ვიდრე shining. კი, ნამდვილად ასეა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

Doctor Sleep არის წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს.

 

 

Advertisements

Posted on ნოემბერი 13, 2013, in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ქართულ წიგნების მაღაზიებში არ შემხვედრია არსად და ხომ ვერ მეტყვი სად შემიძლია ვიყიდო?????? :*

  2. პირველ რიგში შაინინგი მინდა ! :X

  3. ეე მეწყინა წინასწარ რომ თქვი. ეხლა ჯერ შაინინგს ვკითხულობ და დოქტორი ძილი არ ვიცოდი მისი გაგრძელება თუ იყო. მიხარია, რომ თარგმნიან და ძალიან მიყვარს კინგის შემოქმედება. სხვა ენაზე ვერ ვკითხულობ მაგრამ ქართულად რაც არის ერთს არ ვტოვებ და სულ ყველა სახლში მაქვს ❤ ვკითხულობ ყველას და ვხვდები, რომ მისი ფანტაზია გამოულეველია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: