რას ქადაგებს რაელიზმი?

ამ რელიგიის შესახებ პირველად სკანდალური ფრანგი ავტორის, მიშელ უელბეკის ”კუნძულის შესაძლებლობიდან” გავიგე. დავინტერესდი და ინტერნეტში ცნობები შევაგროვე. აღმოჩნდა რომ რაელიზმს არამარტო ბევრი მიმდევარი ჰყავს, არამედ ”უფოლოგიურ რელიგიებში” ყველაზე მეტი პოპულარობითაც სარგებლობს.

 

 

რაელიტები (რაელიზმის მიმდევრები) უფოლოგიური სექტის წევრები არიან, რომელთაც ელოჰიმის (ზე–განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლის) სწამთ. რაელიზმის ერთ–ერთი მთავარი მიზანი მეცნიერების საშუალებით უკვდავების მიღწევაა (იმედები, ძირითადად კლონირებაზე მყარდება). ელოჰიმი – ეს არ არის ღმერთი, არამედ განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენელია, თვითონ ცივილიზაცია კი ტექნოლოგიურ აპოგეად ისახება, რომელიც კაცობრიობას საგრძნობლად უსწრებს წინ.

რაელიტური სექტა 1973 წელს ჟენევაში, ფრანგი ავტო–მრბოლელის, კლოდ ვორიიონის (იგივე რაელის) მიერ დაარსდა. რაელი ”თავისუფალი სიყვარულის” მომხრეა და მის აქტიურ პროპაგანდას ეწევა. რაელიტები ძირითადად საერთო საცხოვრებელში არიან გადანაწილებულნი, სადაც ”მგრძნობიარე” მედიტაციას მიმართავენ. რაელიტური სექტა ახალი ტექნოლოგიების შექმნის და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების აქტიური მომხრეა.Image

რაელის სწავლების პრინციპები:

 

1) სქესთა თანასწორობა. სექსუალურობის თავისუფალი გამოხატვა.

2) კაცობრიობის ერთ–ერთი მთავარი მიზანი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარებაა (რაელიტები ”კლონირების აკრძალვისა” და ”გენეტიკური მანიპულაციების დაგმობის” სასტიკი მოწინააღდეგეები არიან).

3) მსოფლიო მატერიალურია. ღმერთი არ არსებობს. თუმცა, ტექნოლოგიური განვითარების რაღაც ეტაპზე კაცობრიობას შეუძლია ”ღმერთების ცივილიზაციად” იქცეს. ელოჰიმი – სწორედ ასეთი ცივილიზაციის წარმომადგენელია. კაცთა მოდგმის მთავარი მიზანი კი სწორედ ელოჰიმის დონემდე ამაღლებაა.

 

 

რაელიზმის დაარსება

 

სექტის ლიდერი, ყოფილი ფრანგი ავტო–მრბოლელი და სპორტული ჟურნალისტი კლოდ ვორიიონი ირწმუნება, რომ 1973 წლის 13 დეკემბერს სამხრეთ–საფრანგეთის გაუდაბნოებულ რაიონში ”ამო”–ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) დაშვების მომსწრე გახდა, საიდანაც ადამიანის მსგავსი დაახლოებით მეტრაორმოცდაათი სიმაღლის არსება გადმოვიდა. ე.წ. ”ელოჰიმის ცივილიზაციის” წარმომადგენელმა – ჰუმანოიდმა – კლოდს ახალი სახელი – რაელი (”მოციქული”) მისცა და მას ლექცია წაუკითხა, კაციობრიობის შექმნის შესახებ. ელოჰიმის ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწიდან 9000 მილიარდი სინათლის წლის დაშორებით ცხოვრობენ და ამ მანძილის დასაფარად ორი თვე სჭირდებათ, გადაადგილდებიან კი სინათლის სიჩქარით. რაელის გადმოცემით სწორედ ელოჰიმებმა მაოხდინეს 25 ათასი წლის წინ პირველი ადამიანების კლონირება და კაცობრიობის წარმოშობას საფუძველი ჩაუყარეს. იმ დღესვე, საიდუმლო გამოქვაბულში კლოდს სხვა ”კლონები” გააცნეს – იესო, მუჰამედი, მოსე და ბუდა, რომლებმაც ასევე ელოჰიმის იდეოლოგიის ქადაგება დაიწყეს და მის სამართლიანობასა და რელევანტურობაში არწმუნებდნენ. მას შემდეგ ვორიიონმა კარიერაზე უარი თქვა, კანადაში გადაცხოვრდა და სექტა დააარსა.

 

რას ქადაგებს რაელიზმი?

 

სექტას, სხვა რელიგიებთან შედარებით აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს და აბორტის, ჰომოსექსუალიზმისა და ევთანაზიის პროპაგანდას ეწევა (ზოგადად ყველაფრის, რაც კაცობრიობის შემცირებას და ნორმალური შთამომავლობის წარმოქმნას ხელს უწყობს). რაელიტები თვლიან რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად ღმერთია და უნდა შეეცადოს საკუთარი შთამომავლობა თვითონვე წარმოქმნას, შექმნას საკუთარი თავის კლონი და მიაღწიოს უკვდავებას. ცნობილია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რაელიტური სექტის წარმომადგენლები ატარებენ ე.წ. ”სემინარებს”, სადაც ჯგუფური სექსით კავდებიან და ამით ხაზს სექტის წევრების თანასწორუფლებიანობას და სიმჭიდროვეს უსვამენ.

რაელიტების თანახმად ღმერთი არ არის პიროვნება – ის უსასრულო, მუდმივი, ყველგანმყოფი მატერიაა. საიქიო არ არსებობს – სული ადამიანის სხეულის ნაწილია და მეტაბოლისტური ყოფის შეწყევტის შემდეგ სულიც წყვეტს არსებობას. თუმცა უკვდავდება შესაძლებელია დნმ–სგან ახალი ადამიანის აღმოცენებით. ცხოვრება და რეალობა უსასრულოდ გაწელილ ერთ დონეზე თანაარსებობს: დედამიწა მხოლოდ ატომია უზარმაზარი არსებისა, რომელიც თავისებურად სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და უფრო დიდი არსების ატომს წარმოადგენს… ასე უსასრულოდ! იგივე პრინციპი მომქედებს საპირისპირო მიმართულებით: სხვადასხვა სამყარო და მათი მკვიდრნი სულ უფრო და უფრო მცირდებიან.

 

 

პირველი კლონი და კომერციალიზაციის საუკეთესო შანსი

 

 

რაელიტური სექტა იმ შემართებით რომ ”ადამიანი კლონირებით ელოჰიმის დონეს მიაღწევს”, 1997 წლიდან აქტიურად ატარებს ექსპერიმენტებს ”ახალი ადამიანის შექმნის” სფეროში. მათ სპეციალური, მკაცრად კონსპირირებული ორგანიზაცია ”კლონეიდიც” დააარსეს.

2002 წლის დეკემბრის მიწურულს, კანადაში არსებულმა სექტამ კლონირებით მიღებული პირველი ბავშვის, გოგოს, სახელად ევას დაბადების შესახებ განაცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ როცა სექტის ეპისკოპოსმა – ბრიჯეტ ბუასელიემ (ასევე ”კლოენიდის” ხელმძღვანელმა), გაბრწყინებული სახით მსოფლიოს ეს ამბავი ამცნო, რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა საინფორმაციო გადაცემა ამ სექტის ირგვლივ ტრიალებდა, იმართებოდა პრეს–კონფერენციები, ლიდერებს სტუდიაში იწვევდნენ, მათ ამორალურ, აბსურდულ და აგრესიულ განაცხადებსაც ამოუჭრელად უშვებდნენ ეთერში. უფრო მეტიც – ორი ათასამდე უშვილო წყვილმა, რომლებსაც არ შეეძლოთ ბავშვის გაჩენა, მიუხედავად კოლოსალური ფასისა (200 000 დოლარი) დახმარების იმედით სექტას მიმართა. მაშინ რაელიტებმა კიდევ ერთი კლონის დაბადების შესახებ გააკეთეს ცნობა, რომელიც ჰოლანდიელ ლესბოსელ წყვილს შეეძინა და განაცხადეს რომ კიდევ ”ოთხი თავისი რიგს ელოდებოდა”. თუმცა სექტამ უარი განაცხადა მშობლისა და შვილის იდენტურობის დამადასტურებელი რაიმე საბუთის წარდგენაზე.

ამასობაში რამდენიმე საღად–მოაზროვნე ჟურნალისტმა გადაწყვიტა გულდასმით გამოეკვლია სექტის ასეთი პოპულარობის მიზეზი (კლონირების წარმატებული დასრულების შესახებ წარუდგენელი საბუთების მიუხედავად, რაელიზმის მიმდევართა რაოდენობდა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა). ჟურნალისტები ხაზს უსვამენ თვითონ თემის ”მტკივნეულობას” და ”სენსაციურობას”, სექტის სკანდალურ რეპუტაციას, ”თავისუფალ სექსს”, პედოფილიას და გარყვნილების სხვა ფორმებს და ასევე რაელიტების მიერ ადამიანის პირველი კლონის შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის შერჩეულ შესანიშავ დროს: დასავლური შობისა და ახალი წლის წინ დღეებში ჟურნალისტები ყველანაირად ცდილობენ ერთფეროვან ამბებს გაექცნენ და რაიმე სენსაციურს გამოჰკრან კბილი. სწორედ ასე გაიკეთა სექტამ უფასო რეკლამა მთელ მსოფლიოში. თუმცა ბუასელიე მალევე დაიჭირეს და ბრალი წაუყენეს რამდენიმე ქვეყნის კანონის დარღვევაში, რომლებიც კრძალავდნენ კლონირებას.

რაელიტური სექტა კლონირებაზე არა მარტო მერკანტილური მოსაზრებების გამოა ჩაციკლული, არამედ რელიგიური მოვალეობის გამო, რამეთუ მათი დოგმების მიხედვით მხოლოდ კლონირებით შეუძლია კაცობრიობას განვითარდეს და ელოჰიმს დაემსგავსოს.

 

რაელიტების დამოკიდებულება სხვა რელიგიებისადმი

 

რაელიტები თვლიან რომ მომავალში ”ათეიზმი” იქნება მთავარი ”რელიგია”. სექტა ეწინააღმდეგება ”იუდეო–ქრისტიანულ მსოფლმხედველობას” და ”კათოლიკური ეკლესიის” კრიტიკითაც გამოირჩევა (თანამედროვე მეცნიერების მიღწევებისადმი პასიური დამოკიდებულების გამო).

 

 

2002–03 წლების შემდეგ რაელიტურმა სექტამ აშკარად დაკარგა ის პოპულარობა, რითაც თავის დროზე სარგებლობდა და მხოლოდ და მხოლოდ ”უფოლოგიური რელიგიების” მთავარ წარმომადგენლად დარჩა, დასახული, თუმცა ჯერ კიდევ განუხორციელებელი მიზნებით.Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 15, 2013, in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. მაგა რაიუელა

    რა კარგად არიან 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: