დეგენერატების ქალაქი და უცნაური ღამე ”ჰაუზენჰოფში”

  ”დეგენერატების ქალაქი” ერთ თვეში (14 ივნისიდან 15 ივლისამდე) დაიწერა. როცა მეორე რომანზე დავფიქრდი, დიდი ყოყმანის გარეშე სწორედაც რომ ჰორორი ავარჩიე. ალბათ, რაც არ უნდა იყოს, ყველაზე ”ნათლად” და ”სრულფასოვნად” სწორედ ამ ჟანრს შევიგრძნობ. ხო, იდიოტურად ჟღერს და კიდე ბანალურად, მარა რეალურად ასეა. თუმცა, იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული შეუძლია თუ არა ავტორს რომელიმე ჟანრი ბოლომდე შეიცნოს და რაიმე ”ლიტერატურული სინთეზი” წარმოიშვას. არც ეს ვიცი.

არსებითად არცერთ ამ დეტალს მნიშვნელობა არ აქვს. რაც კარგად გამოგდის, იმას დაწერ – ძაან მარტივად.  Image

 ღამის ქრონიკებზე პირველი პოსტი დეკემბერში დავწერე. მას შემდეგ, ღამით, ალბათ ისეთი არც არაფერი მომხდარა, რაც ბლოგისთვის გამოდგებოდა.

მაგრამ, გუშინწინ ყველაფერი შეიცვალა.

ბოლო პერიოდში ხშირად მიფიქრია ნილ ბლომკამპი რატომ არ ვარ, მაგარ ვეშებს შევქმნიდი–თქო. იმ დღესაც ამაზე ვფიქრობდი. ნია ერთგულ მკითხველად გამეცნო. ტყუილია, ვიცი, და ალბათ ამის წაკითხვის შემდეგ გაუტყდება. ეს, მოდი ვთქვათ, ნამდვილად არ იგულისხმება ნამიოკად პერვერსიულ სქესობრივ კავშირზე, ან პრომისკუიტეტზე – როგორც გინდა ისე დაარქვით. უბრალოდ, ”ერთგული მკითხველი” ისეთი ცნებაა, რო არა რა. ნია ვერ ჯდება ამ კატეგორიაში თუნდაც ერთი მთავარი მიზეზის გამო – ჩემი არც პირველი და არც მეორე რომანი არ წაუკითხავს. ნუ, რაც არის არის. ამის დამალვაც არ გამოვა, – სწორედ ნიას იდეა იყო ღამის ქრონიკებზე ახალი პოსტი დამეწერა. თუმცა ავუხსენი თუ თემა არ იყო, აზრი არ აქვს უბრალოდ ქუჩებში ხეტიალსა და ყველაფერი მოძრავის (თუნდაც უძრავის) გაჟიმვას–მეთქი.

”მესმის”.

ძალიან კარგი–მეთქი, რაღაც ნევროტულად ვუთხარი (ახლაც არ მესმის რატომ). მაგარი პონტი შემიძლია გაგიჩითოო. გისმენ–მეთქი.

აღმოჩნდა რომ ეს ბოლო პერიოდია გადაკარგული სელებრითი, ქართული შოუ–ბიზის ექს–სექს–სიმბოლო ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ამერიკაში იმყოფებოდა, ბოლოს–და–ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და კლუბ ”ჰაუზენჰოფში” ვიწრო წრისთვის დახურულ წვეულებას აწყობს.

მერე მე რა. რა–და ეგ კლუბი მამაჩემისაა და თუ გინდა შემიძლია მოსაწვევი გიშოვოო.

დავიწყოთ იქიდან, რომ ქართველი სელებრითებიდან, რომლებიც მღერიან, ცეკვავენ, ობიექტივების წინ პოზიორობენ თუ უბრალოდ აბსტრაქტულად თანაარსებობენ სხვა დანარჩენებთან, ნინა წკრიალაშვილი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, ან პირდაპირ ვთქვათ (ბლოგის პრინციპს არ ვუღალატოთ) – ფეხებს შორის გამოზრდილ რეპროდუქციულ ორგანოზე მახატია. მთელი თავისი პოლიტიკური აქტიურობით, დაჭიმული კანითა და უგემოვნო სტილით, აშკარა პრევალირებისადმი მიდრეკილებით, თავისებურად რომელიმე გერმანული B კატეგორიის პორნოვარსკვლავს მაგონებს (თუ ასეთი საერთოდ არსებობს!). მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და (თუმცა ამას ალბათ ისედაც მიხვდით) შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს.

ნაბოზარი ჟურნალისტის კაჩესტვებითა და შემართებით აღვიჭურვე და კლუბ ”ჰაუზენჰოფში” ისევ და ისევ სკუტერით მივედი. ნია შესასვლელთან დამხვდა და შიგნით შემიყვანა. ათი წუთი ბართან ვისხედით და რაღაცებზე ვსაუბრობდით (ზრდილობიანობა და მადლობის გადახდა პირველ რიგში!). ახლა ალბათ, რაც არ უნდა მოვინდომო, ვერ გავიხსენებ რაზე. მაგრამ მახსოვს, სიტყვა ”ტავრომახია” ვახსენეთ.

ერთი გამაგებინა რას ნიშნავს.

Whatevs, როგორც მაიკლ სკოტი იტყოდა.

ნინას მეორე სართული დაეპყრო. ზემოდან ხმამაღალი მუსიკის ხმა ჩამოდიოდა. რაღაც ამერიკული პაპსა იყო. საშვი დავაძრე და დიდ დარბაზში უპრობლემოდ დავიჩითე. 60–მდე ადამიანს მოეყარა თავი. ხელში აბსენტით, რაღაცნაირად მოდუნებულები დაჩანჩალებდნენ აქეთ–იქით. ოფლიან, გაზიპულ სახეებზე დაღლილობა და სევდა აღბეჭდოდათ. ალბათ, დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა რომელიმე ცათამბჯენის მშენებლობაზე.

ჩემთვის, კუთხეში მივყუჟდი და რაიმე სკანდალურის მოლოდინში დროის გასაყვანად ბროწეულის წვენი შევუკვეთე. ბარმენმა უცნაურად შემომხედა. ეტყობა ჩემგან მეტს ითხოვდა. რა უნდა მექნა, ესეც ყლეზე დავიკიდე.

ლოდინმა დიდხანს არ გასტანა. რამდენიმე წუთში ნინა სცენაზე ავიდა, მიკროფონი სამაგრიდან ამოგლიჯა და ჩემდა (ვინ იცის – ყველას) გასაკვირად არა სიმღერა, არამედ სოციოლოგიაზე საუბარი წამოიწყო:

– სოციოლოგიის დამფუძნებელი ოგიუსტ კონტი ამბობდა, რომ თანამედროვე საზოგადოება (ანუ, ინდუსტრიულ-ურბანისტულ-კაპიტალისტური) არ არის შემთხვევითი, ის გამომდინარეობს აუცილებლობით მისი წინმსწრები პროცესებისაგან. უდიდესი ფრანგი ფილოსოფოსის თეორიიდან გამომდინარე შეუძლებელია თანამედროვეობის გაგება და ადეკვატური ახსნა, თუ არ გავიგებთ წინარე ისტორიის მექანიზმს. ამისათვის კონტმა ჩამოაყალიბა ”სამი ეტაპის კანონი”: ისტორიული ცვლილებების მამოძრავებელი ძალა მდებარეობს გონებაში, ანუ, სულში. ანუ, იმაში, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სამყაროს, როგორ მოქმედებენ ამ აღქმის და გაგების შესაბამისად. ეს ყველაფერი არის ის ცოდნა, რომელიც აქვს საზოგადოებას და რომელიც განუხრელად იზრდება. საზოგადოების ეს ცენტრალური მომენტი გავლენას ახდენს სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებზე (როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, სამხედრო საქმიანობა). კაცობრიობა გადის სამ საფეხურს: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურს და პოზიტიურს.  – კოქტეილს მოწრუპავს, – თეოლოგიური მცირე ცოდნის ეტაპია, როდესაც ადამიანები ჯერ ნივთებს და ცხოველებს ”აბრალებენ” ხდომილებების მართვას, შემდეგ მრავალ ღმერთს, შემდეგ ერთ ყოვლისშემძლე ღმერთს. ეს პერიოდი ხასიათდება სამხედრო ცხოვრების დომინანტურობით და ფართოდ გავრცელებული მონობის ინსტიტუტით. მეორე, მეტაფიზიკური ეტაპი დგება როდესაც ადამიანები ანაცვლებენ ღმერთებს აბსტრაქტული მიზეზებით და შინაარსებით, რეალობის ფუნდამენტური პრინციპებით, რომელსაც გონება წვდება. ამ დროს პოლიტიკაში გაბატონდება უმაღლესი ძალაუფლების, კანონზე დამყარებული წესრიგის და კანონიერი მმართველობის იდეები. მესამე, პოზიტიური პერიოდი მიიღწევა, როდესაც ადამიანები ადგენენ კანონებს ემპირიული სიცხადიდან, დაკვირვებიდან, შედარებებიდან და ექსპერიმენტიდან გამომდინარე. ეს არის მეცნიერების და ინდუსტრიის დრო. რაკი პოზიტიური საფეხური მიღწეულია, განვითარება ხდება დაუბრკოლებელი, იმდენად, რამდენადაც მეცნიერება მუდამ წინ მიდის, უფრო მაღალ და მაღალ ხარისხს აღწევს, მაგრამ ვერასდროს ვერ აღწევს საბოლოო ჭეშმარიტებას. განვითარება ხდება რაოდენობრივი. ასე რომ, კონტის ისტორია არის ცვლილებების მიმდევრობა გონებაში და საზოგადოებაში, რომლებიც განვითარების შესაბამისად, შეესაბამება და ირეკლავს ერთმანეთს. ევოლუცია უპირველეს ყოვლისა ცოდნის მიღწევის მეთოდების და ცოდნის მოცულობის ევოლუციაა…

გამოსვლა დაამთავრა. დარბაზი რამდენიმე წამი (10? 15?) სერიოზულად დუმდა. კინაღამ სიცილით ჩავიჯვი. შემდეგ ტაში დასცხეს. არავინ არ ელოდა ნინასგან მსგავს რამეს. სავარაუდოდ ყველაფერი ერთიანად რომ გაეძრო, სრულიად შიშველი სცენაზე გადაფარჩხულიყო და ფეხებს შორის ჩათხრილი მიკროფონით ორგაზმი განეცადა, ან სულაც ვაგინალური ქარებით შუბერტის ”Impromptus” შეესრულებინა, ნაკლები ეფექტი ექნებოდა.

სცენიდან ჩამოსული ნინა კარგა ხანი აქეთ–იქით დაბოდიალობდა და ვიღაც ჩემთვის უცხო ტიპებს ესაუბრებოდა. თუმცა დარბაზში თვალი ანრი ჯოხაძესა და ნოდიკო ტატიშვილსაც მოვკარი, ცალკე ლაუნჯში განმარტოებულები ერთმანეთს რომ უნძრევდნენ. ნოდიკომ, პირველმა გაათავა.

მთელი საღამო რაღაცნაირად უმოქმედობაში ვიყავი. არავინ ყურადღებას არ მაქცევდა. ქართული ელიტური სინდიკატის უმნიშვნელო წერტილი ვიყავი. თავისუფლად შემეძლო ბართან მომესაქმა – დარწმუნებული ვარ რეაქცია არცერთს არ ექნებოდა.

ოთხი ხდებოდა ”ჰაუზენჰოფიდან” რომ გამოვედი. სახლში მივჩანჩალდი, ყავა მოვიდუღე, ფანჯარასთან დავჯექი და მიყოლებით სამი ღერი მოვწიე. გარეთ უცნაური სიმშვიდე სუფევდა.

ძილის წინ, facebook-ზე შევედი და ნია მეგობრებიდან ამოვშალე.

მალევე ჩამეძინა.

 Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 14, 2013, in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: