ფსევდო–პიჟონის, პესიმისტისა და უბრალოდ ბანძი ტიპის ჩანაწერები

დღე 1

 

აქ ისევ ისეთი ყლეური პონტია. ანუ, მთელ ქალაქში. ისეთი ბანძი ხალხი ჩითავს, ძროხის უკანალი ალბათ ამასთან შედარებით სამოთხე არა–და, შვეიცარიაა.

ორი აზრი არ არის, მაგრად ვიზმანები, olufsen–ის ნაუშნიკებში მხოლოდ რადიოჰედს და დევიდ ბოუის ვუსმენ და ელიტ–ელეკტრონიქსის უკანაც ხშირად ვანძრევ. ასეთია ჩემი ცხოვრების სტილი. ექსტრავაგანტული, საუკუნეს მორგებული.

ყლეური.

 

 

დღე 2

 

დღეს, ლიტერატურულ საღამოზე ვიყავი. ამჯერად მონაწილის სტატუსით. რა თქმა უნდა ყველაზე კარგი მოთხრობა მე წარვადგინე. ტაშს იმდენი ხანი უკრავდნენ, მგონი ცხოვრებაში პირველად გაწითლების ზღვრამდე მივედი.

მოთხრობა ორ გეი ძენ–ბუდისტს ეხებოდა, რომლებიც ღამ–ღამობით ფარდულში მიძვრებიან და ისე გემრიელად ტყნავენ ერთმანეთს ტრაკში, ნებისმიერ პორნო–ვარსკვლავს შეშურდებოდა. მინეტსაც აკეთებენ და თუ საჭირო გახდა, არც 69–ზე ამბობენ უარს. მოკლედ, სულიერი კათარზისის მიღწევის ახალ ხერხს აღმოაჩენენ – ტრაკში ტყნაური. მკაცრი რელიგიური მორალისა და დოგმატების ქვეშ მოქცეულ მსმენელს კი მოეწონა ეს ყველაფერი. მეტიც – აღტაცებაში მოვიდა. საკმარისი იყო ძენ–ბუდისტების ნაცვლად მამა თეოდორე და მამა გიორგი გამომეყვანა და ალბათ სულ ასო–ასო ამკუწავდნენ. მე კიდე, მოგეხსენებათ, ბონუელი არ ვარ, ქვები ჯიბეში არ ჩამიწყვია!

იმედები კი გამიცრუვდა ისე. ბუდისტები ხო, მარა საღამოს დასრულებისას ვერცერთ გოგოს ვერ ვკიდე თვალი. ისეთს, ვისი გაჟიმვაც სიტყვაზე ”შეურაცხმყოფელი არ იქნებოდა ქვეყნის კეთილდღეობისთვის”.

მომიწია სახლში წავსულიყავი, ცოტა ლეიბლი მეხუხა და დამეძინა.

 

 

დღე 3

 

ხო. ისევ გათენდა. როგორც წინა დღეებში. არანაირი კრეატივი. ზემოთ, ალბათ სძინავთ. გადავწყვიტე მთელი დღე მეც ძილს მივუძღვნა.

 

 

დღე 4

 

გუშინ მთელი დღე საწოლზე ვეგდე და ან მეძინა, ან რადიოჰედს ვუსმენდი. ალბათ ეს იქნება ჩემი ცხოვრების უახლოესი პერიოდის რაციონი.

ვგრძნობ. თანდათან უკან მივდივარ. არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო. მგონი აჯობებს, როგორც ყოველთვის, ახლაც განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციო ამ ყველაფერს.

ბოლოს ხო მაინც ყველანი ვიბრიდებით. ზოგი გვიან, ზოგი შედარებით ადრე.

დანარჩენის წერა, როგორც ვხვდები, მეზარება. ალბათ, სათქმელი ითქვა.Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 10, 2013, in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: