თვითირონიის გაკვეთილები მიშელ უელბეკთან ერთად

”ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები”, წერს უელბეკი ”პლატფორმაში”. ეს სიტყვები, ფაქტობრივად მთელი მისი შემოქმედების ძირითად სათქმელადაც თავისუფლად გამოდგება და გამონაკლისი არც ”გონკურის”, საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელი რომანი ”რუკა და ტერიტორიაა”.

     ეს წიგნი პირველად შარშან, დეკემბერში წავიკითხე და თავისთავად კმაყოფილი დავრჩი, მეტიც – შეიძლება ითქვას გაოგნებული. უელბეკის ასე აშკარად გამოკვეთილი სახეცვლილება ნაწარმოების ხარისხზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახა, რამაც მის შემოქმედებაზე შექმნილი სტერეოტიპის დამსხვრევას უნდა შეუწყოს ხელი.

     წიგნის გამოცემა საკუთარ თავზე ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” აიღო, მთარგმნელი კი დავით კახაბერია. უკანა ყდაზე, წიგნის ანოტაცია იუწყება: ”…რომანი ”რუკა და ტერიტორია” თითქოს განსხვავდება ავტორის სხვა წიგნებისგან, თითქოს უელბეკი თავის თავს არ ჰგავს, აღარ იტყუებს მკითხველს სექსუალური ტურიზმითა და სხვა მსგავსი თემებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში რომანის წაკითხვის შემდეგ მკითხველს კვლავ ეუფლება უელბეკისეული დეპრესიული განწყობა.” დიახ, სწორედ ასეა! ამ წიგნში ვერ შეხვდებით დეტალურად აღწერილ პორნოგრაფიულ სცენებს, აშკარა ბიძგს ”სექსუალობისა და ხორციელი ნეტარებისკენ”. პლიუს, ამ ყველაფერს ”რუკა და ტერიტორია” უელბეკის სხვა ნაწარმოებებისგან თითქოს განცალკევებით დგას (მიუხედავად მისთვის დამახასიათებელი ”დეპრესიონიზმისა”). ”ლანსაროტეში” წამოჭრილი სექსუალური ტურიზმი, რომელიც შემდგომში ”პლატფორმაში” უფრო განვრცობილია და ფართო სპექტრიდან განიხილება, და ასევე პირველად ”ლანსაროტეში” დაყენებული ”რაელიტების თემა”, რომელიც უკვე ”კუნძულის შესაძლებლობაში” იმკვიდრებს ადგილს და მის მთავარ თემად იქცევა, – ”რუკა და ტერიტორია” ამ ყველაფრისგან ნამდვილად განცალკევებით დგას, ირგვლივ ჰერმეტული, ირონიული, უკვე განსხვავებული უელბეკისეული სივრცე აქვს შექმნილი. რას ვიზამთ, ყველანი ვბერდებით, და გამონაკლისი არც უელბეკია. დაბერებასთან ერთად კი, ცნობილია, სიბრძნეც მოდის!Image

”რუკა და ტერიტორია” ავტორის სხვა ნაწარმოებებიდან ასევე უფრო გამოკვეთილი ავტორისეული ენაკვიმატობითა და თვითირონიით გამოირჩევა. ირონიით, რომელიც ბოლოსკენ უკვე სარკაზმში იზრდება. რომანში შეხვდებით გაპერსონაჟებულ ბეგბედერს (უნდა აღინიშნოს რომ ბეგბედერმა და უელბეკმა უკანასკნელი რომანები – ”ფრანგული რომანი” და ”რუკა და ტერიტორია”, რომელიც ერთმა გამომცემლობამ – ”ფლამარიონმა” გამოსცა გარკვეულწილად ერთმანეთს მიუძღვნეს), თვითონ მიშელს და ფრანგული ელიტის წევრ კიდევ რამდენიმე სელებრითს.

     წიგნის მთავარი პერსონაჟი ხელოვანი ჟედ მარტენია, რომელიც სახელს ფირმა ”მიშლენის” რუკების ფოტოგრაფობით გაითქვამს, შემდეგ კი ფოტოგრაფია მოსწყინდება და მხატვრობაში გადაინაცვლებს სადაც ის ”ძირითადი პროფესიების სერიას” შექმნის და თავისი კარიერის აპოთეოზსაც მიაღწევს. თუმცა, სანამ ამ სერიის გამოფენა მოეწყობა, რომელიც, შემდგომში ჟედის ცხოვრების განმსაზღვრელი აღმოჩნდება, მხატვარი, თავის გალერისტთან ერთად გადაწყვეტს კატალოგის ტექსტი მიშელ უელბეკს დააწერინოს.

     ასე იწყება ისტორია, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია ”ირონიულ თრილერს” მივაკუთვნოთ.

     თვითონ უელბეკმა ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნა რომ რომანი მამა–შვილის ურთიერთობაზე და უმცროსი თაობის უფროსი თაობისადმი დამოკიდებულებაზეა, თუმცა სინამდვილეში წიგნი გაცილებით მრავლისმომცველია – ადამიანისა და მისი როლის გაუფასურება, კომერციალიზებული სიყვარული, ფული, ძალადობა, ხელოვნების რადიკალური სახეცვლილება და მისი ”მთავარი დანიშნულების” სრულიად სხვა იდეაფიქსით ჩანაცვლება.

     ბოლოს კი (გი)ჩნდება კითხვა – რა არის ადამიანის დანიშნულება და რისკენ ილტვის კაცობრიობა? პასუხი შეიძლება უამრავი იყოს: ძალაუფლებისკენ, ფულისკენ, სიამოვნების მიღებისკენ, ბედნიერებისკენ, ან სულაც – გამიზნული უბედურებისკენ, თვითგვემისკენ, ევოლუციისაკენ. მაგრამ ალბათ ერთადერთი ”ნაღდი”, სიმართლესთან ყველაზე ახლოს მდგარი პასუხია – სრულყოფილებისაკენ. ყველას სურს სხვას აღემატებოდეს. სწორედ ამ დაუწერელი კანონის ფურცელზე გადატანა შეძლო მიშელ უელბეკმა, ავტორმა, რომელიც ჩვენი საუკუნის ”მთავარ მოწმედ” ითვლება.

 Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 8, 2013, in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. მე ამჟამად ბრძოლის ველზე ვარ უელბეკთან ერთად: )

  2. მაგა რაიუელა

    ყოჩაღ ლაშა 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: