მეტრო – 000.000

პლატფორმაზე

პლატფორმაზე ვდგავარ და მატარებელს ველი. საათს ვუყურებ – 23:15. მგონი, აქ არავინაა. ყოველ შემთხვევაში თვალთახედვის არეში რაიმე თუნდაც ადამიანის მსგავსი, მისი იმიტაციაც კი არ გამოჩენილა.

წმინდა სიჩუმე. თითქოს მთელი კაცობრიობა, თავისი მამა ღმერთით, იესოთი და სულიწმიდათი, მუჰამედით, ბუდათი, კრიშნათი, იოზეფ სმიტით, ჯედაითა თუ ელოჰიმით ერთიანად ამოწყვიტეს.

თავში ერთი იდეა მომდის, მაინც, დასაზუსტებლად აქეთ–იქით ვიხედები, – არა, აქ ნამდვილად არავინაა, – ქამარს ვიხსნი, შარვლიდან სირი ამომაქვს და კედელს მიყუდებული ნძრევას ვიწყებ. თვალწინ მარის საშო მიდგას, ზომიერად შეკრეჭილი ფანჩრითა და ელასტიური ტუჩებით. ვაგინის კედლები ყლის რიტმს მორჩილად ყვება და სულ ოდნავი ზეწოლაც კი საკმარისია სპერმამ გეიზერივით რომ იფეთქოს. არ ვიცი მარის ისე თუ უყვარს ჩემი ყლე, როგორც მე – მისი საშო. გამორიცხული არაფერია. ისე კი, ვიღაცის ასო რა შესაყვარებია. მაგრამ, რა თქმა უნდა ყველაფერი პირობითია. ისევე როგორც მეტროს ლიანდაგების ერთმანეთისადმი პარალელურობა და კედელზე მიმაგრებული ნეონის ნათურის სიკაშკაშე. კუნთებს ვჭიმავ, რათა მოწოლილი სპერმა ცოტა ხნით მაინც შევაკავო, ყლე ჰაერით დატუმბულ გასაბერ ბუშტს ემსგავსება. ბაც – ცივი იატაკი სპერმატოზოიდების სქელი და გრძელი ფენით იფარება. თვალებს ვხუჭავ და რამდენიმეწამიანი სიამოვნების შეგრძნებას შეძლებისდაგვარად კიდევ რამდენიმე წამით ვიხანგრძლივებ – ისევ მარის საშოზე ფიქრით, რა თქმა უნდა. თუმცა რეალობაში, კედელთან მალევე ვბრუნდები და მარისთან განშორების ზომიერად მტკივნეული მოგონებაც ყველანაირი დაბრკოლების გარეშე მიტივტივდება გონებაში. მიზეზი უამრავი იყო, შეიძლება ითქვას – განსაცვიფრებლად უამრავი. შეიძლება ზოგი, გარკვეულწილად წვრილმანიც კი, მაგრამ ამ შემთხვევაში რაოდენობა განსაღვრავს ხარისხს. ბოლო პერიოდში ჩვენი ურთიერთობის ხარისხი კი რომელიმე პროვინციალური მაღაზიის დახლზე შემოწყობილ გაფუჭებული, დაობებული ყველის ხარისხს არ აღემატებოდა. რამაც, პრინციპში ბოლო მოგვიღო.

არადა, მარი მინეტის ქალღმერთი გახლდათ!

თავისებური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული – პირს ნაკლებად ამოძრავებდა, ძირითადად ენას ტვირთავდა. როცა ყლეს პირში იდებდა და თვალებს ვხუჭავდი, მეგონა ასოს ჯინ სიმონსის ენა ეხვეოდა და მთლიანად მოიცავდა. მარი ენის წვერით ურეთრაში მიძვრებოდა, იცოდა ეს თავისებურად მამხიარულებდა. სექსის იდეაფიქსი ესმოდა – მაქსიმალური სიამოვნება ორივეს, არა ეგოცენტრიზმს და ნაბიჭვრულ ნარცისიზმს! მეც, ჩემი მხრივ შეძლებისდაგვარად ვცდილობდი არ გამეთავებინა, სანამ მასაც ორგაზმამდე არ მივიყვანდი.

სქესობრივი სიმბიოზი, ვერაფერს იტყვი!

იატაკიდან სპერმის ხელსახოცით მოწმენდაზე მხოლოდ წამით თუ დავფიქრდი, მივხვდი რომ ჩემთვის არანაირი აზრი არ ჰქონდა სად იქნებოდა ჩემი სპერმა – სათესლეებში, იატაკზე თუ ხელსახოცზე. აქ კი სხვა არავინ არის. ჩემი სპერმა, ამჟამად, ამ წუთას ალბათ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემაა მთელ დედამიწაზე.

საპირისპირო პლატფორმისკენ გავემართე.

საპირისპირო პლატფორმაზე

დრო – 23: 30. მატარებელი ისევ არ ჩანს. სკამზე ვჯდები და ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ. ბოლი ზემოთ, ნეონის ნათურისკენ სწორხაზოვნად მიიწევს და წამიერად ღრუბელივით მრგვალდება, შემდეგ კი ირგვლივ იფანტება. ასევე ჯიბეში ლევის ”სად ხარ?”–ს ვპოულობ, მარის საყვარელ წიგნს. აღარ მახსოვს რა მიზნით ჩავიდე მარის საყვარელი წიგნი ქურთუკის ჯიბეში, როგორც ჩანს რამეს ვგეგმავდი. წიგნის სიფათში სროლას? მის თვალწინ ნაკუწებად ქცევას? ან იქნებ ოპერნპლაცის ამბების იმიტირებას? რაც არ უნდა იყოს, ამით მარის უგემოვნობას (კერძოდ, ლიტერატურაში) არაფერი ეშველება. არც რამე მიემატება, არც – დააკლდება. დაყლევებულ თანამედროვე ფრანგ მწერალთა იმ სუსტ კლასს, რომლის მეთაურადაც თავისუფლად შეგვიძლია მარკ ლევი დავასახელოთ, იაფფასიანი რომანტიზმისადმი დადებითად განწყობილი მარისნაირი გოგოების გულის მოგება ყველაზე კარგად გამოსდის.

რას იზამ, მე ფრანგი არ ვარ!

არც სრულუფლებიანი ევროპელი!

წიგნს მაინც არ ვაგდებ, ისევ ჯიბეში ვიდებ.

ვხვდები, ფინალისკენ მივდივარ, ბოლოს კი, ცხადია, კარგი არაფერი მელის.

ახალ სიგარეტს ვუკიდებ.

ცხოვრება, როგორც მატარებლის ვაგონ

23:35–ზე მატარებელი გამოჩნდა. როგორც მოველოდი, შიგნით აბსოლუტური სიცარიელე დამხვდა. ”ყველაფერი კარგად იქნება”, – ამომძახა შინაგანმა ხმამ. ”სწორედაც რომ არა”, – ვთქვი ხმამაღლა. გაგიკვირდებათ და თავს კარგადაც კი ვგრძნობდი. უხალხობა საკუთარი თავის მნიშვნელობაში მარწმუნებს, უფრო სწორად იმაში, – რომ ჩემს არსებობას ჯერ კიდევ აქვს რაიმე აზრი.

სკამზე ვჯდები და ვცდილობ არაფერზე არ ვიფიქრო. არაფერზე არ ფიქრი, სინამდვილეში არაფერზე ფიქრია. გონებაში შავ ფურცელზე თეთრად დაწერილ ”არაფერს” წარმოიდგენ და იმაზე ფიქრობ, ”არაფერზე” კიდე თავისთავად ადამიანი გახსენდება და ძალაუნებურად, შენი სურვილის საპირისპიროდ, ერთგვარი ”ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების” მიზნით ეგზისტენციალიზმზე და სხვა ათას ყლეობაზე გიწევს ფიქრი.

მე ვარსებობ უსაზღვროდ დიდ სივრცეში, უსაზღვროდ შეზღუდული შესაძლებლობებით. ამ შეზღუდვას კი ქვეყნის და საზოგადოების კანონები განაპირობებს, ანუ – კონსტიტუციური და მორალური ფაქტორები. სინამდვილეში, ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება სრულიად თავისუფალი, რამეთუ სრული თავისუფლება სწორედ ”უშტამპობას” მოითხოვს, თითოეული ადამიანის უშტამპობა კი ანარქიისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. ასე რომ, ადამიანის სრული თავისუფლება ბუნებრივად გამორიცხულია. სხვა რა გზაა, გვიწევს მხოლოდ ოცნებებში წარმოვიდგინოთ დასახიჩრებული სხეულები, გაუპატიურებული ბავშვები, დამწვარი ეკლესიები.

ადამიანი ბედნიერი მხოლოდ დროის გარკვეულ შუალედში, გარკვეულ ადგილასაა. მაგ. ჩემთვის ბედნიერება თუნდაც ეს ვაგონია, – ხალხისგან დაცლილი, ჩუმი, შემოსაზღვრული. ვაგონს არ აქვს თავისი კანონები. შეიძლება არსებობს რაიმე ”მეტროში ქცევის კოდექსი”–ს მსგავსი; თუმცა ეჭვი კი მეპარება.

მატარებელი ჩერდება.

ნაჯღაბნი კედელზე

ვაგონიდან გამოვედი და ირგვლივ მიმოვიხედე. ერთ ადამიანსაც კი ვერ ვკიდე თვალი. დიდი სიამოვნებით გავცემდი უკლებლივ ყველას, გამონაკლისების გარეშე, ოღონდ დარჩენილი ცხოვრება სიმშვიდესა და სიმარტოვეში გავატარო. სინამდვილეში, ამაში ცუდი არაფერია. ადამიანთან ურთიერთობები, მათთან დაკავშირებული პრობლემები და ხარვეზები გამოუსწორებადი და შეუქცევადია, ყველაფერი ყოველთვის ასე დარჩება – რთულად და ჩახლართულად. სიტყვა ”ბოდიში” კი ყველაზე უსუსური, სასაცილო სიტყვაა მათ შორის, რაც ადამიანმა მოიფიქრა საკუთარი დანაშაულის შესამსუბუქებლად. მარიმ მე ბოდიში მომიხადა. ეს იგივეა, კაცს სიფათში მუშტებს მთელი ძალით ურტყამდე, თან წამოსულ სისხლს ხელსახოცით წმენდდე, რო გკითხავს ”რატო მირტყამ”, უპასუხებ ”რა გინდა, სისხლს ხო გწმენდ?”.

ერთ–ერთ კედელზე ლურსმნით, ან რაიმე ბასრი საგნით ამოტვიფრული ლექსი ვიპოვე:

– იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, დაჲ თუ ძმა?

– არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არცა დაჲ.

– მაშ მეგობრები?

– მაგ სიტყვების აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.

– იქნებ სამშობლო?

– არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.

– მშვენიერება?

– მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.

– ოქრო?

– მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.

– მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?

– ღრუბლები მიყვარს… ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ…

ის საოცარი ღრუბლები.

ბოდლერს რას ვერჩი, ამის აქ დამწერს აქვს თავი წასასცლელი.

ოდნავადაც არ მომეშვა.

000.000

გვირაბიდან მატარებლის გუგუნი წამოვიდა. საათს დავხედე – 23:35. ციფერბლატზე თითით დავაკაკუნე. წამების ისარი უძრავად ეკიდა ცხრიანთან. ელემენტის ბრალი არ უნდა ყოფილიყო, კარგად მახსოვს, სულ ერთი კვირის წინ გამოვცვალე. მოვიხსენი და ჯიბეში ჩავიდე.

დრო გაჩერდა. გონებაში უკუღმა თვლა დავიწყე. ათი… ცხრა…

გრუხუნი სულ უფრო და უფრო მატულობდა.

იმ მიზანს, რომელიც ალბათ დიდი ხნის წინ უნდა გამოკვეთილიყო და მეც მისთვის უნდა მიმეხედა, სადღაც გაურკვეველ ადგილას, დროის გაურკვეველ შუალედში ავცდი, ან უბრალოდ გზიდან გადავუხვიე.

რვა…შვიდი…ექვსი…

0 წელი.

0 თვე.

0 რიცხვი.

0 ადამიანი.

0 მიზანი.

0 ცხოვრება.

ხუთი… ოთხი… სამი…

სინათლე გამოჩნდა. პლატფორმიდან ლიანდაგებზე გადავხტი. ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ და პირში ვიდებ. სანთებელას ვერ ვპოულობ.

ორი… ერთი…

dsc_1074-copy

Advertisements

Posted on ოქტომბერი 5, 2013, in Uncategorized. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. კარგია ლაშა :**

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: