ვალენტინის ქრონიკები

– ზეგადლოვიჩი პოლონელი იყო?

– აბა…

– მიდი მაშინ, მიკარნახე…

– ცნობილი პოლონელი დრამატურგი…

– იქნებ მაინც ზალევსკი სჯობს?

– კარგი რა, ახლა თავიდან თუ დამაწყებინებ…

– კარგი, გააგრძელე.

– ცნობილი პოლონელი დრამატურგი ემილ ზეგადლოვიჩი პოლონური ექსპრესიონიზმის ერთ–ერთი მთავარი წარმომადგენელია…

ყავა მოსვა.

– განაგრძე.

– მისი დებიუტი 1908 წელს შედგა. საკუთარ შემოქმედებაში ზეგადლოვიჩმა ბესკიდური ფოლკლორისა და ექსპრესიონისტული…

…პროექტი თერთმეტზე მოვათავეთ. ეკა წამოჯდა და გემრიელად გაიზმორა. ჩაღამებული და კომპიუტერისგან ჩასისხლიანებული თვალებით ფანჯრიდან სინათლის წყაროს ვეძებდი, თუმცა წყვდიადში მხოლოდ ეზოს კუთხეში მიგდებული ძაღლი გავარჩიე.

– ბნელა, – სასხვათაშორისოდ გადმოვაგდე და უკუნითი სიბნელის გულდასმით შესწავლა განვაგრძე.

”ლამპიონებს მაინც რატო არ ანთებენ?” თანდათან, – როცა თვალმა ასიმილაცია გაიარა, –  მოძრავი სილუეტების გარჩევა შევძელი. მთვარის სუსტ ნათებაზე ჩამომხმარი სახეები წამიერად გაიკაშკაშებდნენ, შემდეგ კი წყვდიადში უკვალოდ იკარგებოდნენ.

– რას მთავაზობ? – გამიღიმა ეკამ.

ფანჯარას მოვშორდი და მის წინ, დივანზე მოვკალათდი.

– შეგიძლია დარჩე.

– მერე შენები რას იფიქრებენ?

– რომ სექსი გვექნება.

ალმაცერად გამომხედა.

– გვექნება კი? – რიტორიკას მივუხვდი და არაფერი მიპასუხია.Image

შარვლის გახდაში დავეხმარე, ტრუსი გავაძრე და ხელი მაისურის ქვეშ შევუცურე. მომეჩვენა, თითქოს მკვრივი ძუძუები უბორგავდა. ხელის გულზე დაგროვილ ენერგიას ვგრძნობდი. დაჭიმული, გაქვავებული ძუძუს თავები თითქოს რძის სატყორნცად მომზადებულიყვნენ. ფეხები გადავუწიე და კლიტორის ენერგიულად ღეჭვა დავიწყე. კოსმოგენურ ვიზიონში ჩაძირულს, მსუბუქი კვნესა მესმოდა. სხეული ერთიანად უთრთოდა, გაოფლილი ხელი თმებში შემიცურა და ერთგვარ მასაჟს მიჰყო ხელი. ვაგინიდან წამოსული სითბო ხორციელ კათარზისად მომევლინა, ფეხზე წამოვდექი, ტრუსი გავიძრე და ეკაში შევედი. ცდილობდა რაც შეიძლება კომპაქტური ყოფილიყო, საჭირო დროს საჭირო პოზა მიეღო. საშოს კედლებს ოსტატურად ავიწროებდა, ასოში დაგროვილ ლაბილურ ენერგიას ნელ–ნელა, ფაქიზად ათავისუფლებდა.  მოკლედ, მოგუგუნე კაშხლად იქცა, გიგანტურ ბარიერად კმაყოფილებასა და ექსტაზს შორის. ერთდროულად ავათავეთ. ეჭვი არ იყო, ეკას ყურისწამღებმა კივილმა სხვა ოთახებშიც გააღწია და მსუბუქი შფოთვის აბლაბუდა გააბა. საწოლზე გადაწვა, ხელები შემომხვია და გაოფლილ კისერზე მაკოცა. დავიხარე და მკერდი დავუკოცნე. სანამ სხეულის თითოეულ უჯრედს ვულოკავდი ბავშვივით ხითხითებდა.

– მეღიტინება…

ასო ფეხის თითებში მოიქცია, მაგრამ როგორც კი ფრჩხილი მომარტყა და ცხოველური ყვირილის შეკავებისგან გაწითლებულ სახეს მოჰკრა თვალი ბოდიშის მოხდა დაიწყო და სასქესო ორგანოს ენით შემოეხვია. საკუთარი შვილივით ეფერებოდა, რომელსაც ოდესღაც სკოლაში წაიყვანს, პირველ გაკვეთილზე ხელჩაკიდებული მიაბრძანებს და გამოთხოვებისას ლოყაზე აკოცებს, კოლეჯში წასვლისას კი მალულად ნაყიდ პრეზერვატივების შეკვრას ჩანთის შიდა ჯიბეში ჩაუდებს, ისე რომ არ გააფრთხილებს.

ხუთ საათში გათენდა.

თვალები გავახილე თუ არა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი შიშველი ეკა დავინახე. მოკუნტულს, თავი მუხლებში ჩაერგო.

– გუთენ მორგენ.

– გაგაღვიძე? – უმალ თავი ასწია და რაფიდან ჩამოძვრა.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ხელები წელზე შემოვხვიე.

– ახალგაღვიძებული რა სექსუალური ხარ, – ჩავჩურჩულე ყურში და მისი ხელი საბნის ქვეშ შევაცურე. როგორც კი სასქესო ორგანოს მიაგნო ქვედა ტუჩზე იკბინა და ერთ ნახტომში საწოლზე აღმოჩნდა. საბანი გადამაძრო, ყვერებზე მარცხენა ხელით მომეფერა და ასო პირში მოიქცია. გუშინდელთან შედარებით, ახლა უფრო ჩქარობდა. ვცდილობდი მსუბუქი ტკივილისთვის ყურადღება არ მიმექცია და ეკას პირზე ვკონცენტრირდი. საჩვენებელი თითი დაისველა და ურეთრაში ჩააძვრინა. სპერმა მაწვება და ეკაც ოსტატურად ენას უხვედრებს. სააბაზანოში გარბის რათა პირი გაითავისუფლოს.Image

ოთახში შემოსვლისას კბილის პასტის სუნი მცემს.

გვერდით მიწვება და თავს მხარზე მადებს.

– იცი ეკა, მგონი შემიყვარდი.

– ნუ ხარ იდიოტი! – ძუძუზე მბრწკენს.

– მართლა ვამბობ.

– არ მჯერა.

– ეტყობა არ გიყვარვარ.

– შენც კარგად იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება, – რამდენი წელია უკვე… ვაღიაროთ – დამალვა არ გამომდის, – სულელურად ჩაიცინა, – ყველაფერს დიდი ხანია მიხვდებოდი…

– კი, მივხვდი… მაგრამ მე მართლა მიყვარხარ. შემიყვარდი. ამდენი წლის შემდეგ. ვგრძნობ, ის ხარ, ვინც მჭირდება. შენნაირად მინეტს ვერავინ გააკეთებს.

– პოსტ–ორგაზმული ეიფორია…

– არა, მანამდეც მიყვარდი.

– პრე–ორგაზმული ეიფორია.

– არა, სექსი აქ არაფერ შუაშია. ვიცი, ამდენი წლის ლოდინის შემდეგ რთულია დაჯერება, but I’m sincere…

– დაიფიცე.

– ვინც გინდა.

– ღმერთი.

– ღმერთის დაფიცება არ შეიძლება… – პირში ენა შევუცურე – თავი გაწია და გამომცდელი მზერა მომაპყრო, – კარგი, გეფიცები.

– ვის?

– ღმერთს… რომ მიყვარხარ.

– იცი დღეს რა დღეა?

– არ თქვა ჩემი დაბადების დღეო…

– იდიოტო, – ბალიში აიღო და თავზე დამაფარა.

”დღეს” თოთხმეტი თებერვალი აღმოჩნდა.

14 თებერვალი, საღამო, კაფე ”შროშანი”.

     უკვე ექვსი საათია, მაიკოს ველი. ოფიციანტი გამომწვევად მიყურებს, ან გამომცდელად. როგორც ჩანს ჩემგან მორიგ უმნიშვნელო შეკვეთას ელის.

მაიკო იგვიანებს.

ჯონ კრაკაუერის ჯიბის ფორმატის ”ველურ პირობებში”–ს ვკითხულობ, უფრო სწორად, – ვცდილობ წავიკითხო – მინის კედელს სახით მიბჯენილი უსახლკარო შეშფოთებული მიყურებს (შეიძლება მარწყვის ჯემიან კროასანს მისჩერებია და მე არაფერ შუაში ვარ).

ერთხელ კრისმა ანანდეილში, ჩვენს დაჩრდილულ, მუდამ მხიარულ სახლში უსახლკარო მოიყვანა და ავტოფარეხის წინ მდგარ მშობლების ფურგონში დამალა. უოლტმა და ბილიმ მაინც ვერ გაიგეს რომ უსახლკარო შეიფარეს.” –

აბზაცი ჩავამთავრე და ოფიციანტს ვუხმე. ჟღალთმიანმა, განივთეძოიანმა, რაღაცნაირად სახეჩამომპალმა დაახლოებით ჩემი ასაკის გოგომ, ასე ძალიან რომ არ უხდებოდა მუქი ლურჯი ფორმა, კალამი ბლოკნოტზე აატკაცუნა.

– ისევ ყავა, თუ შეიძლება.

წარბი დამცინავად აიპრიხა.

– უკაცრავად, მგონი აღარ მოვა… – გადმომიგდო გესლიანად და შეტრიალდა.

არაფერი მიპასუხია. სადღაც წავიკითხე: სენტ–ლუისში, რომელიღაც ბარში, გაგლეჯილმა მთვრალმა კლიენტმა ”ნერვების მომშლელ”, ”სარკასტულ” მიმტან გოგონას ბოთლის ნამსხვრევი ყელში გაუყარა და მანამდე ურტყა, სანამ საცოდავს ერთი დიდი ხვრელი არ დაუტოვა. მეორე დილას, პოლიციის განყოფილებაში გამოფხიზლებულმა ტირილი დაიწყო და იფიცებოდა არაფერ შუაში ვარ, ვცდილობდი მშვიდი და გალანტური ვყოფილიყავი, ეგ კიდე ჩემ წონაზე იცინოდა და ვისკიში ჩამიფურთხაო…

”იგვიანებს”, ჩავილაპარაკე ჩემთვის და წიგნის გარეკანს მივაჩერდი.

”იქნებ ქმარმა გაუგო”, თითქოს შიგნიდან ვიღაცამ ამომძახა.

”რა თქმა უნდა” – წამოსროლილ თეზის უმალ დაეთანხმა ქვეცნობიერი. ნამდვილად გაუგო. ან გადაიფიქრა, ოდესღაც ხომ უნდა დამთავრებულიყო ეს აბსურდი. თხუთმეტწლიანი ასაკობრივი სხვაობა, ბოლოს და ბოლოს, არც ისე ცოტაა, თვალები რომ დახუჭო. ოდესღაც მაინც მოგიწევს გახელა.

”კი, მაგრამ, რაღა დღეს?”

კარები იღება და მაიკო შემოდის. ცუდი აზრები თვით–ლიკვიდაციის რეჟიმს უბრუნდება. ოფიციანტის მზერას ვიჭერ – გამომცდელად თუ გამომწვევად მიყურებს. ფეხზე ვდგები და მაიკოს ვეგებები.

ბედნიერი ვარ.

 

 

– სად ხარ?

– ვემზადები.

– ისევ სახლში ხარ?!

– აუ, მაცადე რა.

– ნახევარი საათის წინაც ემზადებოდი.

– მინდა ეს საღამო ორივესთვის გამორჩეული იყოს… თუ მაცდი…

– ”შროშანთან” გელოდები.

– ათ წუთში მანდ ვარ.

მობილური გავთიშე და ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე. მინის კედელზე სახით მიწებებული უსახლკარო ხარბად ათვალიერებს ტკბილეულობით დახუნძლულ მაგიდებს. ნეტავ ვიცოდე რაზე ფიქრობს. მისი ნება რომ იყოს ალბათ ყველა შიგნით მჯდომის სიცოცხლეს გასწირავდა ერთი კროასანის გამო. თუმცა ალბათ ვცდები, – დღევანდელი უსახლკაროები ხომ ჭეშმარიტად მატერიალისტები არიან და ფეტიშიზმს შიშნარევი მზერით გაურბიან.

ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:

– უკაცრავად, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის?

– ბატონო?

– ფული გინდათ?

– უარს არ ვიტყოდი.

– მაინც რამდენი?

– რამდენსაც მომცემ.

– არა, შენ რამდენი გინდა?

– ათი ლარი.

– ანუ ათ ლარად ამ მინას მოშორდები?

– კი.

ათლარიანს ვაწვდი და ისიც ბედნიერი გარბის.

– დათო! – ეკას სილუეტი გავარჩიე.

ფიქრის რეჟიმიდან რეალობაში გადმოვერთე. უსახლკარო ისევ მინასაა მიკრული და დაორთქლილი წრიდან ”შროშანის” შიგნეულობას ათვალიერებს.

– კარგად ხარ?

– ხო, რა თქმა უნდა, – ვუღიმი და ზედა ტუჩზე ვკოცნი. – რა ლამაზი ხარ. ღირდა მოცდა.

”შროშანი” სავსეა შეყვარებული წყვილებით. ვიცი, ეკას არ გაეცინება, თორემ ვეტყოდი აქაურობა ”სიყვარულის ორგიას” მახსენებს–მეთქი.

თავისუფალ მაგიდასთან დავსხედით და ოფიციანტიც მოვიდა. ერთი ჟღალთმიანი უშნო გოგო იყო, სასაცილო მუქ ლურჯ ფორმაში რომელიმე მეორეხარისხოვანი იაპონური მულტფილმის პერსონაჟს მოგაგონებდათ.

სანამ ეკა შეკვეთას აძლევდა კაფეს თვალი შემოვავლე. ჰამფრი ბოგარტისა და ჯეინ ფონდას ფოტოებით აჭრელებული კედლები რონ გალელას სამუშაო ოთახს მოგაგონებდათ.

– რას უყურებ? – მკითხა უეცრად ეკამ.

– კედლებს, – ოთახს ხელი შემოვატარე.

ეკა კედლებს ყურადღებით აკვირდება.

– ეს ჰამფრი ბოგარტია?

– ხო, და ჯეინ ფონდა. არ გამიკვირდება ოთახის მეორე ნახევარსფეროში ნოვაკი რომ აღმოვაჩინოთ.

უხერხული პაუზა.

– ეკა, – წამოვიწყე პაუზის შემდეგ, – ცოლად გამომყვები?

– რაა?

– არაფერი. პარიზში მივდივართ.

– ცოლობას მთხოვ?

– არა, გარემოს ბრალია… ერთი კვირით პარიზში მივდივართ. მხოლოდ მე და შენ. სენ–ჟერმენზე დავბინავდებით, ”Chez Lena et Mimile”–ში ვისადილებთ, შმიტის და რეზას სპექტაკლებზე ვივლით, თუ რა თქმა უნდა ჩვენს იქ ყოფნას დაემთხვა… ძილის წინ ბოდლერს წაგიკითხავ… ბედნიერია, ვისაც ძალუძს ძლიერი ფრთებით გადაუფრინოს მოლიცლიცე, სხივსავსე მინდვრებს… ტადეუს როფაქის გალერეას მოვინახულებთ. რამდენჯერაც გინდა… მონპარნასზე ვისეირნებთ…

ეკა არ მისმენდა. ზრდილობიანად, მოვალეობის მოხდის მიზნით მიღიმოდა, ისე კი სადღაც დაფრინავდა. გაქვავებულ სახეზე შფოთვის ალმური დასდევდა. თითქოს ჩემს იქით, ათასობით და ათი ათასობით კილომეტრის მანძილზე მომხდარ უბედურებებს უმზერდა და გული უმძიმდებოდა.

– მოხდა რამე?

– არა, საიდან მოიტანე, – შეეცადა ნერვიულობა დაემალა.

– მკვდრის ფერი გადევს.

ხელი ჩაიქნია, უსუსურად გაიღიმა, ღვინის ბოკალი აიღო და ნახევრამდე დაცალა. უკან შევტრიალდი.

”რა დაინახა ასეთი?”

ხელი ჩამავლო და ისევ თავისკენ შემაბრუნა.

– მიყვარხარ, – ტუჩებზე დამაცხრა და წითელი ღვინის მოტკბო არომატი დამიტოვა.

ფეხზე წამოვდექი და ოთახში მიმოვიხედე. მინის კედელთან ნაცნობი სილუეტი გამოიკვეთა. გარეთ ბნელოდა, მაგრამ დეკორატიული სანთლის შუქზე სახის გარჩევა არ გამჭირვებია. ეკა უმალ მომვარდა და ყურში ჩამჩურჩულა:

– ფული გადაიხადე და წავიდეთ აქედან… ჩემთან ავიდეთ…

ხელი გავითავისუფლე და გულში დაიმედებული რომ ვცდებოდი, ნაცნობი სილუეტისკენ გავემართე. როგორც კი მაგიდას მივუახლოვდი ბიჭი ფეხზე წამოხტა. ადგომისას ხელი პატარა წიგნს გაჰკრა და იატაკზე დააგდო. მსუბუქი ექო მოტრფიალე წყვილების ყაყანში მალევე დაიკარგა. ელდანაკრავი ბიჭი ხან მე შემომხედავდა, ხან მეწყვილეს.

დავიხარე და მის პარტნიორს დავაკვირდი.

– დედა?

ათი წუთით ადრე. კაფე ”შროშანი”.

– ჩემი პიესა რომ დაამტკიცეს, გითხარი?

– არა…

– ახლა გეუბნები, დაამტკიცეს. ”ფინბოროუმ” იყიდა.

– ”ფინობოროუმ”?

– ხო, ინგლისში.

– გილოცავ, გილოცავ… ნამდვილად გამიხარდა.

– აბა შენ მე მკითხე. შოკში ვიყავი როცა შემატყობინეს.

– რომელი პიესა?

– აი ის, ბაბუაჩემზე.

– ბაბუაშენზე?

– არ გახსოვს, შენც წაგაკითხე ადრე. ბაბუაჩემი, კავკასიის მთები, 44…

– აააა, გამახსენდა, ხო… მაგარია.

ღვინოს წრუპავენ.

– ისე, საეჭვოდ არ გეჩვენება ეს ყველაფერი? – ხელს ოთახს შემოატარებს.

– რას გულისხმობ?

– ანუ, ყველგან წყვილები… აქ კიდე – მე და შენ.

– და რა პრობლემაა?

– ალბათ ამათ გეები ვგონივართ.

– მაშინ აქამდე გვცემდნენ.

მცირე პაუზა.

– როდის აქეთ ნერვიულობ ხალხის აზრზე?

– არა, არ ვნერვიულობ. უბრალოდ, რავიცი…

მოპირდაპირე მაგიდიდან ბიჭი დგება და კედელთან მსხდომი წყვილისაკენ მიდის.

– ოპაა, შეხედე.

– ხო, ვხედავ.

– ასიანი ყოფილია.

– არა ტო, ნახე რამხელა ქალია. დედად ეკუთვნის.

– დამები ახლა ცვეტშია, ხო იცი.

– დაცხებენ?

– არა მგონია.

– ათი ლარი, რო დაცხებენ.

*   *   *

სტატისტიკის მიხედვით  2012 წელს, ვალენტინობის დღესასწაულზე მთელ მსოფლიოში ორას მილიონზე მეტი წითელი ვარდი და ორმოცდაათ მილიონზე მეტი შოკოლადის ყუთი გაიყიდა, რაც დაახლოებით ექვსას მილიონ დოლარს შეადგენს, ამ თანხის ნახევარი კი ბილ გეიტსის ერთი თვის ხელფასს უტოლდება.

Advertisements

Posted on სექტემბერი 25, 2013, in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: