ვეშაპი

                                                                   თავი 1

                                                                ღრუბელი

 

 

     შარვლების ჯიბეების გადმობრუნების მოსაბეზრებელმა პროცესმა შედეგი გამოიღო და ,,X5’’-ის გასაღები Lang-ის ჯინსიდან გადმოვარდა.

     12:41

     ლელას რადიკალურად შეცვლილმა ტონმა ცოტა არ იყოს აღმაშფოთა. რაღაც ზედაპირულად მელაპარაკა, უხალისოდ და ერთი სურვილით: წითელ ღილაკს როდის დააჭერდა თითს.

     ლელა ახალ წელს გავიცანი, ბესოს, საერთო მეგობრის სახლში. რატომღაც არაშესაფერისი, ტერსენის ,,L’Absente’’ იღვრებოდა დინამიკებიდან და მოწყენილობის მდინარე კალაპოტიდან გადმოდიოდა. ზალაში მიმოფანტული ხალხის ნახევარი შემხმარი ღიმილით და დამძიმებული ქუთუთოებით დააბოტებდა აქეთ-იქით… დივანზე ვიჯექი და უხარისხო არაყს ვწრუპავდი, ლელა რომ გვერდით მომიჯდა. დიალოგი მან წამოიწყო, საღამოს ერთგვარი ზოგადი მიმოხილვა გააკეთა. ათ წუთში დადგინდა, რომ: ,,ლედ ზეპელინს’’ და ფლოიდებს უსმენს, თუმცა ხასიათის შესაბამისად ლისტიც და ( ციტირება: ) ,,მისთანანიც გამოადგება’’. ლიტერატურაში, ისევე როგორც კინემატოგრაფიაში, ფენტეზი იზიდავს. ფავორიტი მწერლები: ბრედბერი, ვეჟინოვი და ლავკრაფტი. ფავორიტი რეჟისორები: სპილბერგი და ლუკასი. ფავორიტი პოზა: 69. ნომრები გავცვალეთ და ყოველგვარი ,,გართულებების’’ გარეშე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

      ახლა კი ზედაპირულად დამიწყო ბაზარი.Image

დანიშნულ ადგილას, ,,ბურბონში’’ პირველზე მივედი. ლელა არ ჩანდა. ოთახის კუთხეში დავჯექი და ბარი შევათვალიერე. ბარმენი ენერგიულად დახტოდა აქეთ-იქით, თითქოს ბართან ნემსები დაუყარეს. სიგარეტის კვამლს ჭერთან ღრუბელი შეექმნა. კიდევ ცოტაც და ნიკოტინის წვეთები დამალბობს. ბაუმგარტნერის ,,Brahms Intermezzo’’-ს რომელიღაც მონაკვეთი ისმის, თან ისეთ დაბალ ხმაზე, კარგად რომ არ მიაყურადო უბრალოდ კუილის ხმა გეგონება. უსუნო კუილის. ბარმენს ვიღაც ბალნიანი მამაკაცი ელაპარაკება. პირდაპირ ბალანშია ჩადებული; თითქოს ჯერ თაფლის აბაზანა მიიღო და მერე თმებში იკოტრიალა. ყურებიდან, ცხვირიდან და სხვა ყველა ,,მცირე ხვრელიდან’’ ტყე-პარკია გადმოშლილი. სომეხს გავს. ან მაიმუნს. თეთრი პერანგით ხო საერთოდ გვერეცაა (Colobus guereza).

     ბარის კარი ლელამ შემოაღო და ჩამქრალი თვალებით აქეთ-იქით მიმოიხედა. ხელი მაღლა ავწიე და ვანიშნე აქეთ-მეთქი. ჩემკენ დაიძრა.

     – ჰაი, – მესროლა უხალისოდ.

     ,,ჰაი?’’ – პირველად მესმის მისგან! პასუხად გავუღიმე.

     – რამეს ხო არ დალევ?

     – არა, მეჩქარება!

     – ლელა, რა ხდება?

     – მივდივარ! – უხეშად გადმომიგდო.

     – წადი მერე! – გამეღიმა.

     – არა, ვერ მიხვდი.

     – ხოდა ამიხსენი.

     – ქვეყნიდან მივდივარ.

     – რამდენი ხნით?

     – სამუდამოდ…

     ბაუმგარტნერი ,,ეისიდით’’ ჩაანაცვლეს. თბილი ჯაზი ოთახის ყოველ კვადრატულ მილიმეტრს მოედო.

– როდის გადაწყვიტე?

– უკვე დიდი ხანია.

– ანუ…

– ხო…

დიდხანს ვდუმდით. ლელამ ჩათვალა სათქმელი აღარაფერი იყო და ბარიდან გავიდა. დახლთან, კედელზე ვეშაპის სურათი ეკიდა. თვალებში მიყურებდა.

ამიდგა!

 

 

                                                                          თავი 2

                                                                     რევოლუცია

 

 

     ზოოპარკში წავედი. ,, X5’’ შესასვლელთან გავაჩერე. ზოოპარკში ოც წელზე მეტია არ ვყოფილვარ. ბავშვობაში მუდამ მეშინოდა ცხოველების და კიდევ უფრო – გალიების. როცა დედას ხელჩაკიდებული დავყვებოდი გისოსებთან, წარმოვიდგენდი როგორ აღმოვჩნდებოდი შიგნით, როგორ მომახტებოდნენ მგლები, ვეფხვები, პანტერები. ჯერ ვეფხვი მომაჭამდა კიდურებს, შემდეგ პანტერა დამძიძგნიდა და ბოლოს მგელი გამათავებდა. მგლის ყოველთვის ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩემი აზრით სწორედ მგელი იყო ცხოველთა მეფე.

     ოც წელიწადში ბევრი რამ შეცვლილა. ჩემ დროს ეს ადგილი ,,სიკვილმისჯილთა კატორღების’’ ერთობლიობას ჰგავდა, ახლა კი მგონი ცხოველები თვითონ ითხოვენ აქ დამწყვდევას. ყველაფერი ისეთი ფერადი, ისეთი ,,ვარდისფერია’’, თავი ავტოქრომზე მგონია.

     ,, გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება!’’.Image

ისევ ძველი ავგიას თავლა მერჩივნა. ნაგავში, სიბინძურეში ჩაფლული კატორღა. მაშინ რეალური მაინც იყო ყველაფერი. ახლა კი საკმარისია ერთი საათი გაატარო აქ და უმალ ,,LazyTown’’-ის პერსონაჟად წარმოიდგენ საკუთარ თავს. ცხოველებიც რაღაცნაირად შეიცვალნენ. ტრივიალური მხეცებიდან თითქმის ჰომო საპიენსებად იქცნენ. გალიებიც ულტრათანამედროვეაა მოწყობილი. ყველაფერი ზედმეტად ხელოვნურია.

     მაიმუნებთან გავჩერდი. კოატა (Ateles) მშვიდად, აუჩქარებლად მიირთმევს სნიკერსს, ვიღაცამ მალულად რომ მიაწოდა. ხალხი ენერგიულად აჩხაკუნებს ფოტოაპარატებს. კოატა ,,სნიკერსის’’ ჭამას განაგრძობს. მაგოტი (Macaca Sylvanus) მთელ ხმაზე გაჰკივის, – ფოტოაპარატების ჩხაკუნმა თუ შეაწუხა. კოატამ შოკოლადი გადასანსლა და ტუჩებზე ხელი ადამიანივით გაისვა. ამაზე მასა სულ გადაირია, – ათჯერ უფრო სწრაფად ააჩხაკუნეს ,,ქენონები’’. მაგოტი ჭერზე თოკით დაკიდებულ ბორბალს ჩამოეკიდა და მძიმედ ხტუნაობს მასზე. ობიექტივები უმალ მას იღებენ მიზანში და სინათლის არნახულ ნაკადს ასხივებენ. მაგოტი უფრო მძიმედ ხტუნაობს ბორბალზე. უეცრად გალიის ჭერის პატარა ნაწილი, რომელზეც თოკით ბორბალი იყო დაკიდებული, ჩამოიშალა და პრიმატიანად ძირს ხმაურით დაეცა. ჩხაკუნი შეწყდა. მაგოტი უმალ წამოხტა, გისოსებზე აცოცდა და ჩამონგრეული ნაწილიდან ,,საზოგადოებას შეერწყა’’. პანიკა ისე უცებ დაიწყო, ყველანი ისე მსწრაფლ აირ-დაირივნენ ერთმანეთში, რომ მეტი არ შეიძლება. დავინახე როგორ დაახტა მაგოტი თავზე ერთ-ერთ ,,ქენონიანს’’. თმებში ხელი ჩაავლო და თავისკენ დაუწყო ქაჩვა. საცოდავს ღმუილი აღმოხდა. რამდენიმე მეტრში იარაღმომარჯვებული დაცვა გამოჩნდა. ცდილობდნენ მაგოტი მიზანში ამოეღოთ. ბრახ! – გაისროლა ერთ-ერთმა. ტყვია ასფალტმა აისხლიტა. ბრახ! – გაისროლა მეორემ და Macaca Sylvanus უგონოდ დაეცა ,,ქენონიანის’’ ფეხებთან. გახლეჩილი თავის ქალადან სისხლი ფანტანივით ასხამდა.

 

 

                                                                      თავი 3

                                                                   Skype Talk

 

 

Scoff33: ukureb tv-s?

Homoangel231: ho )))))

Scoff33: mere? ))))))))

Homoangel231: ra mere? Codoebi arian ((((

Scoff 33: codoebi? Kai ra…

Homoangel231: me shennairi homofobi ar var.

Scoff33: vin gitxra ro homofobi var?

Homoangel231: shen tviton ar ambob geebi ar mevasebao?

Scoff33: mere geebi adamianebi arian? :DDDD

Homoangel231: oh, please…

Scoff33: raa? Ar vambob martals?

Homoangel231: aba kvewarmavlebi arian?Image

Scoff33: tundac! Kai ra, bichi ro bichs trakshi tknavs, adamianad rogor unda agvikva?

Homoangel231: magari homofobi xar. Da magari goimi. XXI saukunea, tavisuflebis da demokratiis saukune, visac ra unda, imas aketebs.

Scoff33: au kai ra, ar ginda es bavshvuri laparaki. Vin tkva, sad weria ro XXI saukune radganaa bichebs sheudzliat trakshi itknauron.

Homoangel231: ok, shen sheni azri gakvs. Magram, magari goimuri.

Scoff33: ooo, dido adito! Magat prosta gamorcheuloba undat. Ras ver xvdebi? Vagantebic swored magas cdilobdnen.

Homoangel231: vagantebi raga shuashia?

Scoff33: tavshia… revolucia undodat, gamorcheulebi undodat kofilikvnen, tore su exatat rasac aketebdnen.

Homoangel231: vaimeee, exla dagartkav )))) wavedi raa mokled, mechkareba da mere vilaparakot.

Scoff33: sad midixar?

     Sign out…

 

 

                                                                       თავი 4

                                                                      ბანზაი!

 

 

     ზოოპარკიდან წამოსულს ქუჩაში აფრიკიდან ემიგრირებული, ამერიკაში გაზრდილი და შემდეგ როგორღაც აქ მოხვედრილი ნაცნობი, შავკანიანისთვის შეუფერებელი სახელით ,,ჯოშუა’’ შემხვდა. ჯოშუა ისეთი შავია, თავისუფლად შეუძლია პროფესიონალი ქურდი გახდეს. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. არ ვიცი მისი ნამდვილი, აფრიკული სახელი, რომელიც ამერიკაში ჯოშუათი ჩაანაცვლა. მამა ნიუ-იორკშივე გარდაეცვალა პნევმონიით, დედა კი აქ, მასთან ერთად ცხოვრობს ოროთახიან ბინაში. ჯოშუა უსმენს ,,ქოლდფლეის’’ ( რაოდენ საეჭვოც არ უნდა იყოს ) და ბანტუსტანიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია. გამართული ქართულით ლაპარაკობს, ოღონდ რა თქმა უნდა არაქართული აქცენტით.

     – გამარძობა თემო, როგორ ხარ? – მიღიმის და მეგობრულად მეხუტება.

     – საკაიფოდ, შენ?

     – რავი ტო, ვარ რა…

     – დედაშენი როგორაა?

     – კარგად არი, მადრობა…

     – წამო, ლუდზე დაგპატიჟებ.

     – არა, არა, მადრობა… მეცქარება ეხლა, სვა დროს იყოს…

     – ok, აბა მაგრად…

     – მაგრად… – მიღიმის და გზას განაგრძობს.

     ჯოშუაზე რატომღაც ლელა მახსენდება. მისი ჰოლივუდური ტანი, მკვრივი ძუძუები და ლოპესისეული ტრაკი. პირველად სექსი ნაცნობობის ერთი კვირის თავზე გვქონდა. მერე ცოტა ხნით იტალიაში წავედით, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ ,,ვინდოუსის გადასაყენებლად’’. ვენეციაში ყველაზე მეტად ბარკაროლა მოეწონა; მეც იძულებული ვიყავი დღეში სამჯერ გონდოლებით აქეთ-იქით სრიალი მეთმინა. ერთ დღეს ავიეტით ვიფრინეთ. ლელა ისეთი ბედნიერი იყო, იმ დღეს მინეტი არაადამიანურად ოსტატურად გამიკეთა.Image

ქუჩის კუთხიდან შიშველი მამაკაცი გამოვარდა. დედიშობილა მორბოდა და გაიძახოდა: ,,ბანზაი! ბანზაი! ბანზაი!’’.

     ბანზაი?

 

 

                                                                    თავი 5

                                                                Skype Talk 2

 

 

Scoff33: sad xar amdeni xani?

Homoangel231: vaimeee :DDDD ver warmoidgen garet ra xdeba :DDD

Scoff33: ra?

Homoangel231: vigac shishveli kaci darboda da ,,banzaio!’’ gaidzaxoda 😀

Scoff33: shishveli ra pontshi? Maika ar ecva?

Homoangel231: dedishobila… trusikic ki ar ecva 😀

Scoff33: vo blya pizdeccc! :DDD sul dasirda es xalxi…

Homoangel231: me ki magra vigadave da… :DDD

Scoff33: :DDDD

Homoangel231: amoxval chemtan?

Scoff33: parents?

Homoangel231: kalakgaret arian :****

Scoff33: ok, 3 minutes and mand var… :***

Homoangel231: see yaaa… pupsik :***

     Sign out!

Advertisements

Posted on აგვისტო 31, 2013, in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: