American horror story

რეკომენდირებულია პოსტის შემდეგი კომპოზიციის ქვეშ წაკითხვა: https://www.youtube.com/watch?v=f0dJeB3RAtc

 

ამ გენიალური სერიალისთვის პოსტის მიძღვნა დიდი ხნის წინ დავგეგმე. სერიალის, რომელმაც გამოსვლისთანავე დამიპყრო და ”ჰორორ წიაღიდან” გასაღწევი ყველა კარები დაგმანა. პოსტი კი არა, ცალკე ბლოგის გაკეთებაც არ დამეზარებოდა, ძალიან ზარმაცი რომ არ ვიყო.

 

”ამერიკული ისტორია საშინელებათა შესახებ” (როგორც ქართულ საიტებზე მოიხსენიებენ), ”Glee”-ს შემქმნელებმა – რაიან მერფიმ და ბრედ პალჩუკმა პირველად იდეის სახით წარმოადგინეს ”FX Networks”–ში და დიდად არც არავინ აღფრთოვანებულა, თუმცა საპილოტო სერიისთვის სცენარის დაწერა მაინც შესთავაზეს. სცენარსაც და პირველ სერიასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და FX Networks–იც ”იძულებული გახდა” სერიალი გაეგრძელებინა.

Image

დღესდღეისობით American horror story სთორილაინით ერთმანეთისგან გამიჯნულ ორ სეზონს წარმოადგენს:

პირველი – Murder House, საზარელი მკვლელობების შედეგად გარდაცვლილთა სულებით სავსე სახლზე, სადაც ერთი ტიპიური ამერიკული ოჯახი გადადის საცხოვრებლად. სიუჟეტის მოყოლით მუღამი იკარგება, ასე რომ თავს შევიკავებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს – პირველი სეზონი თითქმის უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა ჰორორი ასეთი მგრძნობიარე და სენტიმენტალური ხდება და მის ღირებულებაზე ეს მხოლოდ დადებითად ისახება.

Image

 

მეორე – Asylum, სადისტებით, ამორალური ფსიქოპათებითა და უზნეო პერსონალით პირთამდე სავსე ფსიქიატრიულ კლინიკა ”ბრაიარკლიფზე”, სადაც სრულიად უმიზეზოდ ჟურნალისტ ლანა უინტერსს დაამწყვდევენ. სეზონები არ წარმოადგენენ ერთმანეთის გაგრძელებას, თუმცა სამსახიობო ჯგუფი ასე თუ ისე მეორდება, რაც ერთი შეხედვით უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ყურებისას გავიწყდება რომ პარანორმალური მოვლენის შედეგად ცოლმოკლული ახალგაზრდა, პირველ სეზონში ყურებამდე შეყვარებულ რომანტიკოს სულს თამაშობს, ბრუტალური წარსულის დავიწყება რომ შეძლო, ჩადენილიც მოინანია და ადამიანის მიმართ გრძნობები გაუჩნდა.

Image

 

პირველ რიგში, ”ამერიკული ისტორია საშინელებათა შესახებ” წარმოადგენს უნიჭიერესი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს, შემდეგ კი წარმატებულ პროექტს. სცენარისტების პროფესიონალიზმი თითოეულ სერიაში ნათლად ჩანს. დიდი ყურადღება ეთმობა დეტალებს, რაზეც ზოგადად ჰორორი თვალებს ხუჭავს. სენტიმენტალური, სასიყვარულო ისტორიები, ყოველდღიური დრამა მძაფრი, ბრუტალური ჰორორის ელემენტებით და კლასიკური საშინელებათა ჟანრისთვის დამახასიათებელი პასაჟებით ”American horror story”–ის ნომერ პირველ სერიალად აქცევს თავის ჟანრში. ძაან სტერეოტიპულ დონეზე, ვერც კი წარმოვიდგენდი არა–კინგური ტელე–სერიალი ასეთი ძლიერი თუ გამოვიდოდა… ახლა კი ”stand”, ”haven”, ”kingdom hospital”, ”storm of the century” და კიდევ უამრავი, უკანა პლანზე იწევს და გზას თანამედროვე ამერიკული ტელე–პროდუქციის, ჩემთვის – უდავო ლიდერს, American horror story–ის უთმობს.

Image

სერიალს არაერთი ჯილდო აქვს მოგებული – AFI Awards–ის ”2013 წლის მთავარი ტელე–გადაცემა”, ”პრაიმტაიმ ემი ევარდსის” რამდენიმე ნომინაცია და ყველაზე მთავარი – ”ოქროს გლობუსი” 2012 წელს, ოსკაროსან მსახიობ ჯესიკა ლანჯს, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის სერიალში.

Image

მესამე სეზონის პრემიერა 2013 წლის ოქტომბერში იგეგმება და სავარაუდოდ ჯადოქრებსა და ნათელმხილველებზე იქნება, რაც გვაფიქრებინებს რომ სერიალში ფენტეზის ელემენტებიც გამოჩნდება.

Image

 

Advertisements

Posted on ივლისი 2, 2013, in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: