კინოსამეული

ბოლო ორი თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ფილმს ვუყურე, თუმცა არ შემიძლია ზოგიერთი მათგანი არ გამოვარჩიო.

მაგალითად მარტინ მაკდონაჰის ”შვიდი ფსიქოპათი”, რომელიც ახალი წლის მერე ფოლდერში უწყინრად აგდია და თავის მობეზრება აზრადაც არ მოსვლია. იგივე შემიძლია ვთქვა სპილბერგის ”War Horse”–სა და ”Close Encounters of the Third Kind”–ზე (რომელიც სინამდვილეში საკმაოდ ძლიერი და საინტერესო სამეცნიერო–ფანტასტიკა აღმოჩნდა), უელბეკის ”La rivière”–ზეImage

(ერთი შეხედვით სახალისო ლესბო–პორნო, სინამდვილეში კი ნამდვილი კატასტროფა, საშინელი ჩავარდნა სოფია კოპოლას სტილში (ოღონდ ეს უკანასკნელი გაცილებით გვიან გაპიარდა), პაბლო ლარინის ”No”, გაელ გარსია ბერნალით მთავარ როლში და ა.შ. და ა.შ

 

ახლა კი Top 3

 

3. The Perks of Being a Wallflower

 

პირველად დაახლოებით ერთი თვის წინ ვუყურე, განვიზრახე კიდეც პოსტი დამეწერა, მაგრამ დამეზარა, ასე რომ now, it’s time…

”The Perks of Being a Wallflower” არის სავსებით ნორმალური, შეიძლება ითქვას ”შესანიშნავი” იანგ–ედალთ ფილმი, არაჩვეულებრივი მსახიობებით, არაჩვეულებრივი სცენარით და კარგი რეჟისურით. ემა უოტსონი ფაქტობრივად აღმოჩენაა… მადლობა puberty–ს.

ფილმი საკმაოდ დინამიურია, ემოციებით დატვირთული. ოპერატორი ნამდვილად ოფლის ბოლო წვეთამდე შრომობდა კადრები რაც შეიძლება ხარისხიანი და ბუნებრივი გამოსულიყო.Image

 მოქმედება 1991 წლის 25 აგვისტოდან 1992 წლის 22 ივნისამდე გრძელდება და მოიცავს თითქმის ყველაფერს: ძალადობა, გარდატეხის ასაკი, სექსი, ჰომოსექსუალიზმი, სუიციდი, ნარკოტიკები და ალკოჰოლი…. მოკლედ ყველაფერს, რაც იყო, არის და დარჩება თინეიჯერობის განუყოფელი ნაწილი.

ფილმი დაფუძნებულია სტივენ ჩბოსკის იგივე სახელწოდების იანგ–ედალთ რომანზე. მეც არ დავაყოვნე და ჩამოვქაჩე. ორ საათში წასაკითხი წიგნია, დასრულებისას კარგ ხასიათზე რომ გტოვებს, როცა ზოგადად ხდება ხოლმე, კარგი ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ.Image

ფილმმა პუბლიკის მოწონება მალევე დაიმსახურა და Top 250–ში არც ისე საამაყო 226–ე ადგილი დაიკავა, თუმცა სავარაუდოდ თანდათან ქვემოთ ჩამოვა.

ასე რომ, თუ თავისუფალი დრო გაქვთ აუცილებლად უყურეთ.

 

2. Skyfall

 

ექშენის დიდი მოყვარული არ გახლავართ, თუმცა აგენტ 007–ის ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლებს ადრეული ასაკიდან დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალ–ყურს. კარგი მუსიკალური გაფორმება, ულამაზესი გოგოები, ჰაი–ტექ გაჯეტებით აღჭურვილი სუპერაგენტი საუკეთესო ავტომობილებით და აპათიაში მყოფი მტერი, მსოფლიოს ბატონობა რომ განუზრახავს. იყო ჩავარდნებიც (ირვინ კერშნერის ”Never Say Never Again” და მარკ ფოსტერის 2008 წლის ”Quantum of Solace”), თუმცა ახალი, 2012 წლის ”Skyfall” ბონდის სერიიდან ნამდვილად ერთ–ერთი საუკეთესო გამოვიდა. Image

ალბათ წარმატების მიზეზი ოსკაროსანი რეჟისორი სემ მენდესი და სამჯერ ნომინირებული სცენარისტი ჯონ ლოგანია, რა თქმა უნდა ადელის არაჩვეულებრივი საუნდთრეკით, კარგი სამსახიობო ჯგუფით, მაღალი ბიუჯეტით, მაღალ ხარისხიანი სპეც–ეფექტებით, ოპერატორის მართლაც რომ გენიალური ნამუშევრით და ტატაააამმმ – მეტი არცაა საჭირო ბოქს–ოფისმა $1,108,348,855–ს რომ მიაღწიოს.Image

სიუჟეტი არაფრითაა გამორჩეული, – ჭკუიდან შეშლილი მილიარდერი ყოფილი სუპერ აგენტი (ხავიერ ბარდემის შესრულებით), გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება, დალეწილი ავტომობილები, თავზე დამხობილი შენობები, აყირავებული მატარებლები, – მოკლედ, ბონდის მორიგი მისია. მაგრამ თუ სპაიკ ლის დავუჯერებთ, მთავარია ”მსახიობებს როგორ გაანძრევინებ ტრაკს, თორემ ”კასაბლანკას” ნებისმიერი ლოთი სცენარისტი დაწერს”. ”Skyfall”–ში კი მსახიობებმა ტრაკები უმაღლეს დონეზე გაანძრიეს. არ ვიცი ხავიერ ბარდემი როდის შეწყვეტს ჩემ გაოცებას.

საუნდთრეკი მართლაც მაგარი გამოვიდა, რასაც აკადემიაშიც დაეთანხმნენ და ადელს ოსკარი გადასცეს.Image

”Skyfall” უდავოდ უკანასკნელი დეკადის საუკეთსო ფილმია აგენტ 007–ზე.

 

1. Topio stin omichli (Landscape in the Mist)

 

ტეო ანგელოპულოსმა დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე კინემატოგრაფში. მას საუკეთესო ცოცხალ მოდერნისტ რეჟისორადაც მოიხსენიებენ. ”ოდისევსის ხედვა” და ”მარადისობა და ერთი დღე” კინომანების ფავორიტ ფილმებად იქცა. ორივე მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ”პეიზაჟი ნისლში” ნამდვილი აღმოჩენა იყო. იმდენად მძიმე და ”ბერძნული” ფილმია, შეიძლება ცრემლებიც ვერ შეიკავო.  Image

ფილმი მოგვითრობს და–ძმაზე, რომელთაც ღრმად სწამთ რომ მამა გერმანიაში ცხოვრობს და მის საძებრად გაეშურებიან. სიუჟეტის თუნდაც რომელიმე კონკრეტული ეპიზოდის მოყოლას აზრი არ აქვს, ეს არის ფილმი რომელიც უნდა იხილო და საკუთარი დასკვნები გააკეთო. Image

”პეიზაჟი ნისლში” 1989 წლის ”ბერლინალეს” და ”ვენეციის კინოფესტივალის” ერთ–ერთი ტრიუმფატორია.

Advertisements

Posted on მარტი 23, 2013, in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: