ლოკ, სტოკ და ორსაათიანი თავგადასავალი ლონდონში

ზუსტად ცამეტი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლო პოსტი დავწერე. ალბათ დამთხვევაა სევილ როუს სასტუმროში ზუსტად მეცამეტე ნომერში რომ ვცხოვრობთ მე და ლელა…

…ყველაფერი კი ოც იანვარს დაიწყო, როცა ნუგზარ გელაშვილის ინიციატივით ქართულ–ევროპული ”ფოტო–საღამო” მოეწყო, ევროპიდან ჩამოყვანილი და აქაური ფოტოგრაფების მონაწილეობით. თემა – ”world, how I want to see it”. მე და ლელა უმალ დავრეგისტრირდით, და ერთ კვირაში, ზუსტად ცხრამეტისთვის ათ–ათი ფოტო დაგვიგროვდა. გადავახარისხ–გადმოვახარისხეთ და ორ–ორი ნამდვილად ”cool one” დავტოვეთ. ნუგზარს მოეწონა ფოტოები და ”კოქტოში”, მთავარ კედელზე, სხვა კონკურსანტების ნამუშევრებთან მიგვიჩინა ადგილი. 70–მდე ფოტო დავთვალე.

ოცში ლონდონიდან ”ჯეიმს ჰაიმანის ფოტო–გალერიის” წარმომადგენელი, მარკ ვიზერდროუ ჩამოვიდა გამარჯვებულის გამოსავლენად და ლონდონში, სევილ როუზე წასაყვანად.  Image

 არ ვიცი როგორ, მაგრამ მე და ლელა პირველ–მეორე ადგილებზე გავედით (მე – II) და ვიზერდროუსთან გაღიმებულებმა სურათიც კი გადავიღეთ. მარკმა გამიმხილა, შენ ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ეს კონკურსი იმართება პირველი მამაკაცი გამარჯვებული ხარო, თუმცა აღარ ვუსმენდი, ჩემთვის ვღიღინებდი: angels beating all their wings in time, with smiles on their faces and a gleam right in their eyes…

ოცდაშვიდ იანვარს, დილის ხუთ საათზე, თვითმფრინავმა აეროპორტი დატოვა.

ჰითროუს აეროპორტში მარკი უნდა დაგვხვედროდა. გარეთ გამოვედით, თუმცა მარკი არ ჩანდა. მთელი აეროპორტი მოვიარეთ, პარკინგიც შევამოწმეთ, ეს british motherfucker კი ვერ ვიპოვეთ. გაოცებულები და ცოტა შეშფოთებულები 

ჰეტონზე ჩემოდნებს შემოვაჯექით და ლოდინი დავიწყეთ. ერთი საათი საუკუნოდ გაიწელა.

წამო, გავიდეთ, – შევთავაზე ლელას.

სად უნდა გავიდეთ?

აბა აქ რას ვაკეთებთ? ის სირი არ მოვა. გავიაროთ ფეხით, ლონდონში ვართ, არ დავიკარგებით.

ლონდონში რომ ხარ სწორედ მაგიტომ დაიკარგები.

ოო, ატრაკებ ახლა. წამო, წამო… აქ მაინც ტყუილად ვიცდით.

თავიდან მიძალიანდებოდა, ბოლოს და ბოლოს წამოდგა და უხალისო ბურდღუნით გამომყვა. ჰაი სთრით ჰარლინგტონი ერთი უბრალო ქუჩა აღმოჩნდა, პატარა სახლებით და ტიპიური ევროპული პროვინციალური ვიწრო ავტოსადგომით ”ჰით ქლოუზ”, სადაც მაღაზიაში შევიარეთ და უგემრიელესი კრენდელები ვიყიდეთ, როგორც გამყიდველი იუწყებოდა – პირდაპირ მიუნსტერიდან ჩამოტანილი. ჰოლ ლაინით პენინ ვეიზე შევუხვიეთ. ლელა მთელი გზა ვიზერდროუს ლანძღავდა, პენინ ვეიზე კი ქილიკი შეწყვიტა და ქენონმომარჯვებულმა ტელეფონის ჯიხურში, მინას მიყრდნობილი დიდთვალება კატა დააფიქსირა, როგორღაც შიგნით რომ ჩაკეტილიყო. Image

 – მაკგონაგელს არ ჰგავს? – შემომიბრუნდა გაღიმებული ლელა.

ხასიათზე კი მოგიყვანა და…

ენა გადმომიყო და კატა ძირს დასვა.

now you’re freeeeee…

გილპინ ვეიზე ტაქსი გავაჩერეთ. კროულენდ ავენიუმდე 200 ფუნტი მოგვთხოვა. აქაურ ტარიფებში გაურკვეველმა, მაგრამ მოთხონვილი თანხის სოლიდურობით განცვიფრებულმა ლელამ დიდი ხანი ღრიალით ეკამათა საბრალო (?!) მძღოლს და ბოლოს 130 ფუნტით გამოგვაძვრინა. დაზოგვა კი მოვახერხეთ, მაგრამ 130 ფუნტი ნამდვილად არ იყო ”ჰაერში გასაფანტი თანხა”, მოუხედავად იმისა რომ ჰაერში არც გაგვიფანტავს.

ოლდ სთეიშენ როუდზე, ავტობუსის გაჩერებაზე სკამი დავიკავეთ და ხეპრეებივით გავიშხლართეთ. დაღლილებს მხოლოდ და მხოლოდ ძილი გვინდოდა. გამვლელები, ამ ორი რედნექი ტურისტით უკმაყოფილონი, აგდებულად გვიყურებდნენ და რაღაცას ბურდღუნებდნენ.Image

 – მგონი გვაგინებენ, – ჩაილაპარაკა ლელამ.

არ გკიდია?

რაა?

ერთი დახედე რომელი საათია.

თერთმეტი ხდება.

მე თუ იმ ვიზერდიქს ფოტოები თავზე არ დავახიო არაკაცი ვიყო.

თხუთმმეტწუთიანი დასვენების შემდეგ ავტობუსში ავედით და ჰანტერს გროუვამდე გაზეთსჩაშტერებული მსუქანი მამაკაცის გვერდზე მიჭეჭყილებს ხმა არ ამოგვიღია. მამაკაცი ჩვენთან ერთად ჩამოვიდა და საპირისპირო მიმართულებით, ფეირდეილ გარდენსისკენ გაემართა. დაჭმუჭნულ გაზეთს სასაცილოდ მიათრევდა, – იღლიაში ამოდება ან ვერ მოეაზრებინა ან უბრალოდ არ სურდა და მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულს სანახევროდ ასფალტზე ახოხიალებდა. მუხლებზე დავდექი და მალულად სურათი გადავუღე.Image

პოლენ როუდს მივუყვებოდით ლელას მობილური რომ აწკრიალდა. ეკრანს დახედა და ტუჩები აიბზუა.

გისმენთ…

როგორც ჩანს ვიღაცამ ინგლისურად ლაპარაკი დაუწყო.

ვინ არის? – ვკითხე.

ყურმილს ხელი დააფარა:

ვიზერდროუა.

რა უნდა?

yes, I’m listening. Well, we’re on Paulhan road…

რაო?

მანდ რამ წაგიყვანათო?

შენი დედა მოვტყან, რატო არ მოგვაკითხეო.

Don’t blame us, it’s your fault Mark… Ok, we’ re waiting… Ok…

რაო?

დამელოდეთო, მალე მოვალო.

”მალე” ორ საათნახევარი აღმოჩნდა.

ლონდონის თავზე მზე უკვე დიდი ხნის ამოწრეტილი იყო, თუმცა საკმაოდ გრილოდა.

მარკისთვის თავზე ფოტოები მაინც არ დამიხევია.

 

სევილ როუზე, ზუსტად გალერიის წინ, სამვარსვლაიან სასტუმროში დავბინავდით ორი საძინებლით და ზალაში ერთი დიდი პლაზმით.

დათვალიერების თავი არ გვქონდა, ჩემოდნები შემოსასვლელში დავყარეთ და ლოგინზე თითქმის უგონოდ დავეცით. 

 Image

 

 

Advertisements

Posted on თებერვალი 9, 2013, in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: