დენ ბრაუნი, ანუ როგორ დავწეროთ ბესტსელერი

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი დენ ბრაუნი 1964 წელს დაიბადა და არის მსოფლიო ბესტსელერების ავტორი. მის კალამს ეკუთვნის ”ანგელოზები და დემონები” (2000 წ.) რომლის 40 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, თუმცა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. ასევე ”დავინჩის კოდი” (2003 წ.) 81 მილიონი ეგზემპლარით და მისი ჯერ–ჯერობით უკანასკნელი რომანი ”დაკარგული სიმბოლო” (2009 წ.) მხოლოდ პირველ დღეს ერთი მილიონი გაყიდული ეგზემპლარით.  Image

 მოკლედ, იცის ამ კაცმა როგორ უნდა იმოქმედოს მასაზე. სხვათა შორის ბრაუნის კონკურენტად ხშირ შემთხვევაში ჯეიმს როლინსს მიიჩნევენ, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ გაყიდული ეგზემპლარებით ახლოსაც ვერ მიდის ”ინტელექტუალური თრილერის” მთავარ და მგონი ერთადერთ წარმომადგენელთან.Image

დენ ბრაუნს ნამდვილად განსხვავებული წერის სტილი აქვს, რაც თრილერის სხვა წარმომადგენლებისგან გამოარჩევს. მისი ნაწარმოებები მხატვრული ელემენტებით ნამდვილად არაა გაჯერებული, თუმცა გამართული წერის მანერა, სასპენსის ელემენტები და ინტელექტუალური სიმდიდრე ამ ნაკლს უკანა პლანზე წევს. ხშირად გამიგია: ”ბრაუნი კინგთან ახლოსაც ვერ გაივლისო”, რაც იმდენად სულელურად ჟღერს და იმდენად გაუთვიცნობიერებლი გამონათქვამია, რომ მეტი არ შეიძლება. სად კინგი, სად ბრაუნი! ეს იგივეა კისლევსკი კუსტურიცას შევადაროთ, ან sum 41 უიტნი ჰიუსტონს. კინგი არის თრილერის და ჰორორის უდავოდ უდიდესი ოსტატი და მისი ნაწარმოებები იმდენად დინამიურად იკითხება 900 გვერდიანიც რომ იყოს მაინც ერთ დღეში წაიკითხავ. კინგს უყვარს ადამიანის ტვინში შეძვრომა, მისი განცდების და კრიტიკულ მომენტებში დატრიალებული ქაოსის გამომზიურება, მოკლედ ადამიანის ქცევებზე და მორალზე თამაშობს კლასიკური ჰორორის ელემენტებით. დენ ბრაუნი ზუსტად იგივეს აკეთებს, ოღონდ სრულიად საპირისპირო გზით და სულ სხვა ხერხით. მისი გმირები ძირითადად მაღალი კლასის წარმომადგენლები, არისტოკრატები, პროფესორები, მილიარდერები და ა.შ. არიან, მაგრამ საკმარისია რაიმე ”არაორდინალური” დაატყდეთ თავს უმალ სასტიკ მტაცებლებად იქცევიან.  Image

 პირადად მე ”დავინჩის კოდი” როცა წავიკითხე მეგონა ამაზე უკეთეს თრილერს ვეღარ ვიპოვიდი. აქ იყო ყველაფერი – ბრაუნმა იცის რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანს, თუნდაც ყველაზე დინებამიყოლებულს რაღაც ამოუცნობი, მისთვის მიუღწეველი, მისტიკური იზიდავს, და ამ გზით ერთდღიან სათავგადასავლო სასპენსს ჰქმნის. მისი ყველა რომანის მოქმედება ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ”დავინჩის კოდი” სავსეა სიმბოლოებით (ისევე როგორც ყველა დანარჩენი), მისტიკით (ისევე როგორც ყველა დანარჩენი) და ისტორიით (ისევე როგორც ყველა დანარჩენი). ერთი შეხედვით ხალხს აღარ იზიდავს ეს ინტელექტუალური აბრაკადაბრა, თუმცა ესეც მცდარი შეხედულება აღმოჩნდა – მთელ მსოფლიოში ბრაუნს თითქმის ნებისმიერი ასაკის ადამიანი კითხულობს. როგორც აღმოჩნდა არაა საჭირო თრილერი კუდიანი მონსტრებით და სუპერბლასტერებით შეიარაღებული რობოტებით იყოს შემოფარგლული, თურმე თრილერიც შეიძლება ჭეშმარიტად ინტელექტუალური გახდეს. Image

 დენ ბრაუნის ყოველი მომდევნო ნაწარმოები ყველაზე საინტერესო და აკრძალულ თემებს ეხება – ”ანგელოზები და დემონები” ილუმინატებს, ”დავინჩის კოდი” წმინდა გრაალს, და ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ”დაკარგული სიმბოლო” – მასონების უდიდეს საიდუმლოს, პირამიდას, რომელსაც შეუძლია ადამიანი ზებუნებრივი ცოდნით დააჯილდოვოს.Image

 ”დაკარგული სიმბოლო” დენ ბრაუნის ჯერ–ჯერობით ჩემთვის ყველაზე გამორჩეული თრილერია. იმდენად ჩამითრია, სულ რამდენიმე საათში წავიკითხე და ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ძალიან მაგრა მიხმარეს 🙂Image

 დენ ბრაუნს თამამად შეგვიძლია ოცდამეერთე საუკუნის ლავკრაფტი ვუწოდოთ!Image

Advertisements

Posted on იანვარი 15, 2013, in Uncategorized and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. სად ვიშოვო ეს წიგნები? ან ფილმებია თუა გადაღებული?

  2. ქართულად არცერთი არაა ნათარგმნი, რუსულად და ინგლისურად ან ინტერნეტში, ან წიგნების მაღაზიებში. ,,პარნასში” მგონი ყველაფერი აქვთ ბრაუნის. ფილმებს რაც შეეხება, ,,lost symbol”-ის გარდა ყველა ეკრანიზებულია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: