გლიცერინი და ნიუ–იორკელი კოჰაბიტატორები

   თავი 1

ფორსიტ სთრითი ნიუ–იორკის ერთ–ერთი ქუჩაა, რომელიც ჰიუსტონ სთრითიდან ისტ ბროდვეიმდეა გაჭიმული. ახლანდელი სახელწოდება ოფიციალურად 1817 წელს მიენიჭა, ლეიტენანტ ბენჟამინ ფორსიტის საპატივსაცემოდ, რომელიც 1812–ში ბრიტანეთსა და ამერიკას შორის გაჩაღებულ ომში იბრძოდა.

ქუჩის შუაგულში, სკვერის მოპირდაპირე მხარეს ხუთსართულიანი შენობა დგას, რომლის პირველ სართულზეც ორი წლის წინ სწრაფი კვების ობიექტი ”დელი” გაიხსნა. იქვეა კლასიკური ტანისამოსის მაღაზია ”CALM” (ტელ: 431–0880), რომლის გვერდითაც ფორსიტ სთრითის ჭორიკნების თავშეყრის ადგილი, სილამაზის სალონი ”მადელინი” იწონებს თავს.

ღამის სამი საათი იქნებოდა ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე, ”დელისთან” ”ფორდის” ფირმის რუხი ფურგონი რომ გაჩერდა. ცალი მხარე კარგა გემრიელად ჰქონდა შეჭეჭყილი, როგორც ჩანს ოდესღაც ავარიაში მოყოლილიყო. კარები გაიღო. ”ფორდიდან” ლამაზი, წაბლისფერთმიანი, მოხდენილი ქალი გადმოვიდა. თეთრი მაისური, გახეხილი ჯინსები და ოკეანისფერი კედები ეცვა. მას ორი მთასავით მამაკაცი გადმოჰყვა. შავი მაისურები დაკუნთულ სხეულებზე ასკდებოდათ. მოზრდილ ყუთებს ხელი ჩაავლეს და სადარბაზოსკენ გაემართნენ.

– მესამე სართული, შინდისფერი კარები! – მიაძახა ქალმა.

– ამ სიბნელეში შინდისფერს ძაან გავარჩევ! – უპასუხა ერთ–ერთმა.

– როგორც კი ახვალთ, მარცხნივ.Image

ხმამაღალი ჩურჩულით საუბრობდნენ, ცდილობდნენ არ ეხმაურათ, ღრმა ძილში მყოფი მეზობლები რომ არ გაეღვიძებინათ. ნახევარმთვარე დამპალ ბანანს წააგავდა. ქალმა პატარა ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და სანთებელა უშედეგოდ ააჩხაკუნა. ცეცხლი არ ინთებოდა. იმდენი ხანი აწკაპუნა, სანამ ხელში არ ჩაეშალა. სკვერისკენ მოისროლა და ფურგონის მძღოლს მინაზე მიუკაკუნა.

– სანთებელას ხომ ვერ მათხოვებთ?

მელოტმა მამაკაცმა, ნიუ–იორკელი ტაქსისტების კეპი სიმეტრიულად რომ ჩამოეფხატა თავზე, წითელი სანთებელა გაუწოდა და სიგარეტს დააშტერდა. ქალმა ნაფაზი დაარტყა და მძღოლს მადლობა გადაუხადა. ამასობაში ”შვარცნეგერები” მესამე წრეზე მიდიოდნენ.

– შეისვენეთ, ბიჭებო!

მათ არაფერი უპასუხეს, დივანს არწივებივით ჩააფრინდნენ და შეკუმშული სახეებით სადარბაზოსკენ გააქანეს.

დაახლოებით ნახევარ საათში ფურგონი დაცარიელდა. ქალმა, უკვე მეოთხე ღერს რომ ეწეოდა, ”ბიჭებს” მადლობა გადაუხადა და ”ფორდს” ხელის ქნევით დაემშვიდობა.

ნამწვები ტროტუარზე გეომეტრიულად სრულყოფილ კვადრატს ჰქმნიდნენ.

 

   თავი 2 

მაღვიძარამ რვა საათზე დარეკა. კირა მთქნარებით წამოდგა, გრომიტის კრემისფერ ფლოსტებში ფეხები გაყო და სააბაზანოში გავიდა. სარკეში აჩეჩილი თმებისა და შეშუპებული თვალების დანახვისას ტუჩები აიბზუა და ცხელი წყალი მოუშვა. ლამაზ, სრულყოფილ სახეზე ტომრებივით ჩამოკიდებული ქუთუთოები უძილობას ცხადყოფდა. პიჟამა გაიხადა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. სკრაბით სხეული გულდასმით გაიხეხა და თავის უკან გადაგდებით სახე წყალს მიანდო. პაპაიას არომატის შამპუნით თმები გაიქაფა. სიზმრიდან გამოსვლის ეტაპი მალევე დასრულდა. რელაქსირებული სხეულით გაკაჟებული, პირსახოცშემოხვეული იხეხავდა კბილებს და საფოლკ სთრითზე მდებარე სუში ბარ ”რვაფეხაზე” ფიქრობდა, შარშან, ბიძის გარდაცვალების შემდეგ რომ ერგო. ბიძა მისი ერთადერთი ახლო მეგობარი და ნათესავი გახლდათ. დედ–მამა ადრეულ ასაკში დაკარგა, აღმზრდელის ფუნქცია კი უცოლშვილო ბიძამ იკისრა. რამდენიმე სუში ბარისა და სწრაფი კვების ობიექტის მფლობელი, კირას არაფერს აკლებდა, თუმცა გადიოდა დრო, იცვლებოდა მოთხოვნილებები, პროდუქციის ხარისხიანობა და ათიოდე ობიექტიდან ერთადერთი ”რვაფეხა” შემორჩა, გმირულად რომ იდგა საფოლკ სთრითზე და დამარცხებას არ აპირებდა.

კირა წასასვლელად გაემზადა, ფინჯანი ყავა ნახევრამდე დაიყვანა, ნიჟარაში ჩადგა და კარები გარედან გასაღებით საგულდაგულოდ ჩაკეტა.

– გამარჯობა.

კირა შემოტრიალდა და წინ მდგარ მოღიმარე იმპოზანტურ გოგოს ღიმილითვე შეეგება.

– მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ… ზელდა.

– სასიამოვნოა, კირა, – ხელი გაუწოდა კირამ. ზელდას რბილი, ნატიფი კანი აღმოაჩნდა, თითქოს სპეციალურად მისთვის შექმნილი, ერთადერთი და განუმეორებელი. მარწყვის სუნი ასდიოდა და კირამაც თვალები გადაატრიალა.

– მმმ, მარწყვი, – ჩაიცინა სულელურად.

– ვგიჟდები! – ქვედა ტუჩზე იკბინა ზელდამ.

– როდის გადმოხვედით?

– გუშინ, ღამით, – თავი გვერდულად დახარა და კირას მიაშტერდა.

– საინტერესოა… თითქმის მთელი ღამე არ მძინებია, მაგრამ თქვენი ხმა არ გამიგია.

– ვცდილობდით არ გვეხმაურა, – ხელები გაშალა ზელდამ. – უკაცრავად, – დაამატა ცოტა მოგვიანებით, – მგონი გაგვიანდებათ… მე კიდე გაცდენთ.

– არა, არა, – იუარა კირამ, – რა სისულელეა… იცით, კარგი იქნება თუ საღამოს მესტუმრებით, ”ერლ გრეიზე” დაგპატიჟებთ.

– აუცილებლად. ნახვამდის.

კირამ კრემისფერი ”სიერა” დაქოქა და ეზოდან გავიდა.

 

საფოლკ სთრითზე, ”რვაფეხასთან” როგორც ყოველთვის ხალხი ირეოდა. ველოსიპედზე შემოსკუპებული შლემიანი ბავშვები ღრიანცელით დაქროდნენ აქეთ–იქით და ერთმანეთს თავზე ხელის წამორტყმით აქეზებდნენ. ტელეფონის ჯიხურთან მოხუცი ქალი კოპებშეკრული ელოდა აზიელ მამაკაცს, ტყავის პორტფელი იღლიაში რომ ამოეჩარა და ყურმილის მეორე მხარეს ვიღაცას გაურკვევლ ენაზე ( იაპონური? კხმერული? ) უყვიროდა.

კირამ ”რვაფეხას” კარები შეაღო და დახლთან მდგარ მიკიმას თავაზიანად გაუღიმა, რომელიც ერთდროულად მიმტანის როლსაც ასრულებდა და მდივანიც იყო.Image

– ვინმეს ხომ არ ვუკითხივარ?

– არა, ქალბატონო, – მორცხვად უპასუხა მიკიმამ.

– ხომ გითარი, ”ქალბატონო”–თი ნუ მომმართავ!

–კარგით, ქალბატონო, – და ტუჩებზე პატარა ხელები აიფარა.

კირამ გაიღიმა და კაბინეტში შევიდა.

პირველ რიგში კომპიუტერი ჩართო და მეილი შეამოწმა. ფიტნეს კლუბი ”Iron lady” აფრთხილებს რომ აბონიმენტს ვადა გაუვიდა. რამდენიმე ფორმალური შეტყობინება ”match.com”–იდან და ერთადერთი მეგობრის – დებორას წერილი.

 

” ჰაი, კირა.

ტოკიოდან დავბრუნდი. წინასწარ არ გაგაფრთხილე, არ მინდოდა შემეწუხებინე. ვიცი ამის გამო მაგრად გამთათხავ… იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი, არც კი ვიცი საიდან დავიწყო… თან მეილით ტეხავს… დღეს არ გამოვა, მაიკმა გადაწყვიტა საღამოს რომანტიკული პიკნიკი მოვაწყოთ, ხვალ კი თუ გცალია სამსახურის მერე ჩვენს ადგილას, უორს სთრითზე, ”გოლდენ დეიში” შევხვდეთ. თან საჩუქარი ჩამოგიტანე :–)

 

ხვალამდე. დებორა ”

 

კირამ საპასუხო მეილის გაგზავნა გადაწყვიტა, თუმცა გადაიფიქრა, ”მერე დავურეკავო” – ჩაილაპარკა თავისთვის და მაგიდაზე დახვავებული ფურცლებიდან მენიუ გამოაძვრინა. ტორო ნიგირი წითელი მარკერით შემოეხაზა. სუშის ეს ნაირსახეობა ბარში ყველაზე ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა. კირა გამოთვლას შეუდგა – თუ მიმდინარე თვეში ტორო ნიგირის მოთხოვნადობამ წინა თვეებთან შედარებით კიდევ დაიკლო, მაშინ დროა მენიუდან ამოღებულ იქნას. კირა არ შეცდა, მაჩვენებელი ნამდვილად არასახარბიელო იყო. წითელი მარკერით კერძი გადაჯღაბნა და მიკიმას უხმო, რომელიც წამებში მის კაბინეტში გაჩნდა.

– გისმენთ, ქალბატონო.

– მიკიმა!..

– უკაცრავად, ქალ… – და მორცხვად გაიღიმა.

– ტორო ნიგირი მენიუდან ამოიღეთ.

– რატომ?

– მოთხოვნადი არაა.

მიკიმამა მორჩილად დაუქნია თავი და კაბინეტიდან გავიდა, მაგრამ ოთახში თევზის სპეციფიური სუნი დატოვა.

 

საღამოს შვიდ საათზე ”სიერა” ეზოში გაჩერდა. ბინაში შევსილსთანავე კირას ახალგადმოსული მეზობელი გაახსენდა. ”შოკოლადის ნამცხვრის ყიდვა დამავიწყდა!” – გაბრაზებულმა და იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა და ჰოლში დატოვებულ კედებში ისევ ფეხები გაყო. ქუჩის ბოლოში, გზის მეორე მხარეს, კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის გვერდით, საკონდიტროში შეირბინა და შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთა.

– ახლავე წაიღებთ თუ მოგვაანებით მოგიტანოთ?

– ახლავე.

კირამ ფული გადაიხადა და სახლში დაბრუნდა.

ერთ საათში კარებზე დააკაკუნეს.

ჰოლში ზელდა შემოვიდა და ისევ თავბრუსდამხვევი არომატი შემოიტანა. გონებისდამბინდავი ესენცია უამრავი კომპონენტისგან შედგებოდა, თუმცა კირას გაუჭირდა რომელიმეს გამორჩევა.

ზელდას ორივე ხელით შოკოლადის ნამცხვარი მოჰქონდა.

– ვაუ, მაგარია! – ჩაილაპარაკა და ოთახს თვალი მოავლო.

– მადლობა, – კირამ ნამცხვარი გამოართვა და სამზარეულოს მაგიდაზე დადო, – დაბრძანდით, – მიუთითა დივანზე.

– შენობით აჯობებს, – სხვათა შორის შენიშნა ზელდამ.

მაღალჭერიანი ოთახი მინიმალისტურად იყო მოწყობილი. მარტა ო’ჰარასა და ჩარლზ კუდ დე ნოვოს ინტერიერზე კირამ არჩევანი დიდი ხნის ტვინის ჭყლეტის შემდეგ შეაჩერა. თეთრი მუხისგან დამზადებული იატაკი ავეჯთან სინთეზისთვის მუქ ფრად გადაეღებათ.Image

ოთახი ძირითადად თეთრ, ნაცრისფერ, ყვითელ (ალაგ–ალაგ: ნათურები, ჭიქები…) ფერებში მოეწყოთ. ბენჟამინ მურის ავეჯი სამზარეულოში აღმართულ ტოტემს წააგავდა. თეთრ კედლებზე ლარი ზოქსის ტილოებია განთავსებული, კუთხეებში კი ედუარდო პაოლოცის სკულპტურები განელაგებინათ.

კირამ ორი ფინჯანი ”ერლ გრეი” და ფაიფურის გრძელ თეფშზე დაწყობილი სიმეტრიულად დაჭრილი ნამცხვარი მოიტანა.

– უმმ, რა გემრიელია, – შეაქო ზელდამ ჩაი მოსმისთანავე.

 

 თავი 3

27 საათის შემდეგ…

 

შეზარხოშებული კირა შიშველი მიწოლილიყო ზელდას თითქმის king-size-bed-ზე და პარტნიორს ვნებიანად უმზერდა, რომელიც Penisring emotion–ის, anal passion–ს glow in the dark–ის და red roses–ის კომპლექტებს დასტრიალებდა. ზელდაც გაშიშვლებულიყო. უბადლო სხეულის პატრონი, საკუთრ თავში დარწმუნებულ სუკუბს განასახიერებდა. ”დეკადენტი” ტუმბოზე დადო და ფალოიმიტატორ realistic–ს ჩაფიქრებულმა დახედა, თუმცა ისევ ყუთში ჩააბრუნა. კირა მოუთმენლად ელოდა პარტნიორთან შერწყმას, სიყვარულის მორევში გადაშვებას და იქ ბინის დადებას. ჯერ მხოლოდ დღენახევარი გასულიყო რაც ერთმანეთი გაიცნეს, თუმცა კირა ყურებამდე იყო შეყვარებული. მთელი სხეულით გრძნობდა რომ ზელდა, ზელდა და მხოლოდ ზელდა სჭირდებოდა, მხოლოდ მას შეეძლო თავისი სექს–სათამაშოებით, ექსცენტრიკულობით და განუსაზღვრელობით ყოველდღიური ნაცრისფერი, არაფრისმომცემი ეგზისტენციალური ყოფის გაფერადება.Image

კირა სერიოზულად აქამდე არასდროს დაფიქრებულა ორიენტაციაზე; კი, იყვნენ მის ცხოვრებაში ბიჭები, მაგრამ მათთან სექსი მხოლოდ და მხოლოდ ავანტიურა იყო და მეტი არაფერი. არცერთთან არ აუთავებია. ვერაფერს გრძნობდა. თითქოს ჰიპერმარკეტში, ხორცის სექციაში გამოტანილი ლორის ნაჭერი იყო. ზელდამ კი, ვიბროსტიმულატორებს double rotator და InTEAmate ერთმანეთს რომ ადარებდა, მის ცხოვრებაში ის საჭირო ნაპერწკალი შემოიტანა, გაღვივებას აუცილებლად რომ შესძლებდა და ნებისმიერ მომენტში გაათბობდა. კირა დარწმუნებული იყო რომ ზელდაც იგივეს გრძნობდა, მასაც ერთი სული ჰქონდა როდის შეესისხლხორცებოდნენ ერთმანეთს. მოეჩვენა, თითქოს ოთახში დაცხა. სხეულზე დაიხედა და გაოფლილი მკერდი ხელის გულით გაიმშრალა. ზელდას ორმაგი დილდო double clit pointer ეჭირა და კირას უყურებდა, თითქოს ეკითხებოდა: ”ეს?”, კირამ კი უარის ნიშნას თავი გააქნია. მაშინ ზელდამ ფალომიტატორების მთელი ყუთი გადმოიღო და სტოკერებს purple thunder და maximum bear pal რიგრიგობით ენით ვნებიანად მიეფერა. კირა მაინც უარზე იდგა. ჯეფ სტრაიკერის ფალოიმიტატორმა და kolibri vibe–მაც უარი მიიღეს და ყუთს დაუბრუნდნენ. ბოლოს და ბოლოს ორი ლიდერი გამოიკვეთა – წითელი მბრუნავი snug a bug და G–წერტილის ვიბროსტიმულატორი brilliant sprinkle. არც ისე დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტეს მონაცვლეცობით ორივე გამოეყენებინათ. ”69”–ით დაიწყეს, ერთმანეთის კლიტორები ვნებიანად დაღეჭეს, შემდეგ კი ”მისიონერული” წამოიწყეს, სადაც კაცის როლს ზელდა ისე ოსტატურად ასრულებდა, კირამ კინაღამ აათავა. ”კოვზების პოზიციაც” არ დაავიწყდათ, – realistic–ით კირა აღიჭურვა და პარტნიორი ორგაზმამდე მიიყვანა.

 

– ზელდა, შენ მე მჭირდები!

– მეც მიყვარხარ, კირა!

– არა, შენ მე მჭირდები. ეს გაცილებით მეტია.

– კარგი, ეგრე იყოს. მეც მჭირდები.

– რამდენი ხანია რაც…რაც… – კირამ უხერხულად გაიქნია ხელები, – იცი, რომ…

– რამდენი ხანია ვიცი რომ ლესბო ვარ?

– ჰო, – თავი დაუქნია კირამ.

– ხუთი წელი იქნება.

– მშობლები?

– რა მშობლები?

– როგორ შეხვდნენ შენს ორიენტაციას?

– ჩემს ოჯახთან ბევრი საერთო არ მაქვს, ოჰაიოში ცხოვრობენ, – ესღა უპასუხა ზელდამ და სიგარეტი გააბოლა.

– ბევრი ქალი გყოლია? – არ ეშვებოდა კირა.

– არც ისე. საკმაოდ, – გაიღიმა და ნაფაზი დაარტყა.

– ჩემზე უკვე ყველაფერი იცი, ახლა შენი ჯერია. მომიყევი რამე შენს შესახებ.

– არაფერია მოსაყოლი, – ნიკაპზე მიეფერა ზელდა, – წარსული, თვითონ სიტყვა გეუბნება – წასული; წასული დრო. რა საჭიროა უკვე გარდასულში ქექვა თუ ვერ შეცვლი, მასზე ვერ იმოქმედებ?!

კირას აღარაფერი უკითხავს, სიგარეტი გამოართვა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.

 

  თავი 4

23 საათით ადრე…

 

უორს სთრითი ჩვეულებისამებრ მანქანებით გადაჭედილიყო. ”სტარბაქსის” ობიექტთან მცირე რიგი წარმოიშვა. მუქ ფერებში გამოწყობილი office nation სულმოუთქმელად ელოდა ინდივიდუალურად განსაზღვრულ დაუღლელობის დოზას. იქვე, ”გოლდენ დეიში” კირა მაგიდასთან იჯდა, ფორთოხლის წვენს წრუპავდა და მეგობარს ელოდა.

რვის ნახევარზე კარები გაიღო და კაფეში გაღიმებული დებორა შემოვიდა. კირას გამხდარი მოეჩვენა – ჩაცვენილ ლოყებსა და გრძელ ცხვირს დიდრონი თვალები შემზარავ შესახედაობას აძლევდა. თუმცა დებორას ხიბლი არ დაეკარგა, უცნობ ადამიანში სასიამოვნო გრძნობებს რომ აღძრავდა.

ერთმანეთი გადაკოცნეს და დებორამ თავისთვისაც ფორთოხლის წვენი შეუკვეთა.

– აბა, მომიყევი იაპონიაზე. – იდაყვს დაეყრდნო და მოსასმენად მოემზადა კირა.

მეგობარმა უხერხულად გაიღიმა და ისტორიების მოყოლა დაიწყო.Image

თავმოწონებით იხსენებდა როგორ გამოლანძღა ვიღაც მაგნატი სეტაგაიაში, დიდი ტოკიოს კერძო სექტორში. მაგნატი თურმე შებმას უპირებდა, გატეხილი ინგლისურით ”ქონდომს”, ”ნაითს” და ”ლავს” ხშირად ახსენებდა, მას კი ბოლო დონეზე გამოულანძღავს და თვალებში სპრეის შეშხაპუნებასაც უპირებდა, თუმცა ბოლო წამს გადაუფიქრია. კირამ აღიარა, მსგავსი საქციელი ქაჯობად მეჩვენებაო, დებორრამ კი თავის გასამართლებლად უსუსური არგუმენტები მოიყვანა, ”მაგ დედამოტყნულ კაპიტალისტებს საკუთარი თავები ღმერთები ჰგონიათო”, იმეორებდა და გრძელი წითელლაქიანი ფრჩხილებით მაგიდაზე აკაკუნებდა.

ცხრა იყო დაწყებული დებორამ ”იაპონური თავგადასავლის” თხრობა რომ დაასრულა და უცებ გონებაგანათებულმა შუბლზე ხელი შემოირტყა.

– უი, საჩუქარი!

– რატომ წუხდებოდი…

დებორამ ჩანთიდან წიგნი ამოიღო.

– ვიცი როგორ გიყვარს თანამედროვე იაპონური ლიტერატურა.

კირამ წიგნს დახედა. ბანანა იოსიმოტოს ”სიმოკიტადზავა”.

– ორიგინალშია, ”კინოკუნიიაში” ვიყიდე.

– სამწუხაროდ იაპონური არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა კირამ.

– ჰაჰ, ეჭვი არ მეპარებოდა, – ირონიულად გაუღიმა დებორამ, – ინგლისურად აქაც იშოვი, ეს ორიგინალია, თან აბა პირველ გვერდს დახედე.

პირველ გვერდზე, კუთხეში ბანანა იოსიმოტოს ხელმოწერა გამოიკვეთა.

– იმ დღეს ”კინოკუნიიაში” იყო, ხელმოწერებს არიგებდა და მეც მომენტით ვისარგებლე.

კირამ მეგობარს დიდი მადლობა გადაუხადა და წიგნი ჩანთაში ჩადო, შემდეგ კი სიგარეტი გააბოლა და ზელდაზე ალაპარაკდა. მოუყვა როგორ ივახშმეს წინა საღამოს ერთად. ”გემრიელი ნამცხვარი იყო, ჩემსას გაცილებით სჯობდა”, აღიარა კირამ და დებორას დააკვირდა, რომელიც თითქოს უკმაყოფილო ჩანდა მეგობრის ცხოვრებაში ახალი სუბიექტის გამოჩენით.

– იცი, დებორა, რაღაცნაირი წინათგრძნობა მაქვს… თითქოს რაიმე დიდი და მასშტაბური უნდა მოხდეს, ოღონდ არ ვიცი ჩემში თუ ჩემს გარეთ.

– უფრო დაწვრილებით მომიყევი მაგ ზელდას შესახებ.

– რა მოგიყვე, თვითონ არაფერი ვიცი. მთელი საღამო ჩემზე ვლაპარაკობდით, აშკარად არ სურდა წარსულის გახსენება და მეც შევეშვი.

– უცნაურია.

– რა? რომ არ ჩავეძიე?

– არა, წარსულის გახსენება რომ არ სურდა. ხომ იცი ეგ რას ნიშნავს?

– რას? – სარკასტულად იკითხა კირამ.

– კარგს არაფერს, – განაზოგადა დებორამ.

კირამ სიცილი ვეღარ შეიკავა და მთელ ხმაზე ახარხარდა. მეგობრის ტონი, როგორც შემდეგ აღნიშნა – ”ზედმეტად ”თრილერული” მოეჩვენა”.

ცხრა საათზე ერთმანეთს დაემშვიდობნენ. კირამ შესთავაზა მანქანით ვარ და გაგიყვანო, თუმცა დებორამ იუარა, ერთგან ვარ მისასვლელი, ვერ დაგაყოვნებო და ტაქსი გააჩერა.

ნიუ–იორკი ღამის ღვიძილში ეშვებოდა.

 

     თავი 5

 

ნიუ–იორკის თავზე ამოწრეტილი მზის სხივები ლაფეიტ სთრითზე მდგარმა მინის შენობამ აირეკლა და ზელდას ბინაში, ფანჯრის სახით აღმართული ბარიერის გარღვევის შემდეგ კირას სახეზე დაეცა. თვალები გაახილა და გვერდით მწოლიარე პარტნიორს მოშიშვლებულ მხარზე აკოცა. ზელდამ ნასიამოვნებმა გაიღვიძა. კირას უყურებდა, ჯინსის ამოცმისას თეძოებს გამომწვევად რომ იქნევდა.

– წუხანდელი ღამე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო ღამე იყო, – უთხრა კირას და მის რეაქციას დააკვირდა.

კირას გაეღიმა. სახეზე დაეწერა – ზუსტად იგივეს გრძნობდა. ფერომონებით გაჟღენთილ ოთახში ვნების უცნაური ცეცხლი გიზგიზებდა, შინდისფერი ალით და ცელსიუსითა და ფარენჰეიტით გამოუთვლელი სითბოს გამოყოფით.

– ყავას არ დალევ?

– მეჩქარება, ისედაც დამაგვიანდა, მიკიმა ალბათ ნერვიულობს.

– როდის აქეთ ზრუნავ აზიელ ემიგრანტებზე?

– ზელდა! – უსაყვედურა კირამ.

– რა? – ხელები გაშალა ზელდამ, – ვიღაც ნიგიმასთან ყოფნა გირჩევნია ჩემთან დარჩენას და ცხელი კაპუჩინოს დალევას?!

– შენ რა, ეჭვიანობ? – გამომწვევად ჰკითხა ზელდას მსგავსი საქციელით ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა კირამ.

– არაფერიც! უბრალოდ მინდა ერთად მეტ დროს ვატარებდეთ.

– როგორც კი საქმეს მოვრჩები, ეგრევე შენთან წამოვალ, – გაიღიმა კირამ და კედები ჩაიცვა.Image

 ზელდა წამოდგა. აბსოლუტურად შიშველი, მზის სხივებისგან ზურგგანათებული, ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა. ჭიპში გაყრილი პლატინის ვიოლინოს გასაღები შარმს ჰმატებდა. კირას ეს პირსინგი მეტად აღაგრძნებდა, უბრალოდ არ შეეძლო მისი და მის უკან აღმართული მარმარილოსგან გამოკვეთილი ნატიფი ტანის უმოქმედოდ ცქერა. ზელდა რაფაზე შემოჯდა. შიშველი ზრუგი ქუჩას მიუშვირა და ფეხები 120°–ით გადაშალა. კირამ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ტუჩებზე დააცხრა. ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ, თმებში ხელებს აფათურებდნენ, დამღლელი ღამის შემდეგ გვიან გაღვიძებულებს ემსგავსებოდნენ. სრულიად არ აინტერესებდათ ქუჩიდან ვინმე უყურებდათ თუ არა, ყველაფერი დაევიწყებინათ, მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთით ტკბებოდნენ. ზელდამ ბარძაყზე შემოდებული კირას ხელი მუჭში მოიქცია და საშოსკენ გააცურა, თუმცა კირამ უკან დაიხია, დიდი წვალების შემდეგ შეძლო ვნებას გაძალიანებოდა და სევდიანად თქვა:

– სამუშაო მელოდება.

ზელდამ მორჩილად აუქნია თვი და გასვლამდე ყოყმანით კიდევ ერთელ შეაჩერა:

– კირა, – კირა შემოტრიალდა, – რაღაც სათხოვარი მაქვს.

– გისმენ, – ჯერ ისევ შიშველ ზელდას თვალი ააყოლა.

– დღეისთვის მანქანას ვერ მათხოვებ? დიუკ ელინგტონის ბულვარზე რაღაც საქმე მაქვს.

– რა საქმე? – გაიკვირვა კირამ.

– არაფერი განსაკუთრებული, ერთი ძველი მეგობარი უნდა ვნახო.

როგორც კი ზელდამ პარტნიორის ცნობისმოყვარე მზერა დაიჭირა თვალი აარიდა და ტუმბოზე შემოწყობილ ფალოიმიტატორებზე გადაერთო.

– ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით.

კირამ ჯიბიდან გასაღები ამოიღო, გაუწოდა და უნდობლად დააყოლა:

– არ ვიცოდი მართვის მოწმობა თუ გქონდა…

– არ მაქვს, – გაიცინა ზელდამ, – მაგრამ არ ინერვიულო, ფანტასტიკურად ვატარებ. მამაჩემის ”პიკაპი” სულ მე დამყავდა.

ერთმანეთს ტუჩებში მსუბუქი კოცნით დაემშვიდობნენ. კირამ ტაქსი გააჩერა და საფოლკ სთრითისკენ გაემართა.

 

 

თავი 6

 

მათ ერთმანეთი უყვარდათ. საკმარისი იყო მზერების გადაკვეთა და ერთმანეთის დაუფლების სურვილი ორივეს ახრჩობდა. სხეულებსა და მათში ღრმად, დიდი და სქელი ლურსმნებით ჩაჭედებულ სულებს შორის ერთგვარი აბსტრაქტული (არანაკლებ თვითონ სიყვარულისა!) პარალელი გაივლო. ორივე მათზე ძლევამოსილი უხილავი საგნის ტყვეობაში მოექცა. მიწას მსხვილი ჯაჭვებით მიაჭედეს და სამუდამოდ ერთად ყოფნისთვის გაიმეტეს. სკოლის მოსწავლის კოსტიუმ ”abia”’–ში გამოწყობილი ზელდა მზაკვრულად, ზამბარასავით დაჭიმული მიიზლაზნებოდა უკვე მთლიანად სველი კირასკენ. სიყვარულს ეძლეოდნენ, ხოლო ერთი აქტიდან მეორემდე არსებობას წყვეტდნენ, უსუსურ ფოთლებად იქცეოდნენ შემოგდომის ”სენტრალ პარკში”. ფსიქოსექსუალურ სუბკულტურებს დაეუფლნენ და BDSM და ფლაგელაცია ყოველდღიურ რაციონში შეიტანეს. ნამდვილი სპანკერები გახდნენ. უიპინგი, ქენინგი, ფლოგინგი უკან მოიტოვეს. ფალოიმიტატორებით ”cowgirl” და ”doggy-style” პროფესიონალურად გამოიმუშავეს. მუდამ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ამაში ვერაფერ ამორალურს ვერ ხედავდნენ. თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთისთვის საიმოვნების მინიჭებას ცდილობენ, რატომ არ უნდა გააკეთონ ეს სხვადასხვა ხერხით? მთავარი კი შედეგია და მათ შემთხვევაში შედეგი მოლოდინს უპირობოდ აჭარბებდა. კოჰაბიტატორები გახდნენ, სიმბიოზში ჩაერთვნენ და ამას ცხადად აცნობიერებდნენ. რატომ არ უნდა დაინგრეს სტერეოტიპი, თუ ეს ბერლინის კედელმა შეძლო? ბავშვის აყვანაზე კი ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ბავშვის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობრივი აქტისა და არაეთიკური საქციელის სათვალავში ჩაუგდებლად, ან თუნდაც ზოგადად კაცობრიობის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამორიცხვით, უბრალოდ არ სურდათ მესამე პერსონაჟი მათ უკვე მთელ ცხოვრებად ქცეულ დუეტში. დარწმუნებულები იმაში, რომ პატარა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობის შეფერხებას, ან საერთოდ გაქარწყლებას გამოიწვევდა, ბავშვის აყვანის საკითხი ცალკე თემად არც კი გაურჩევიათ. ზურგი აქციეს სოციალურ და რელიგიურ დოგმებს, თავისუფლების ნაყოფი იგემეს და უნივერსუმში ჩაკეტილებმა, ფაქტიურად გარე სამყაროსგან იზოლირებულად დაიწყეს ცხოვრება. რამდენიმე თვის წინ ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო, თუმცა ახლა უკვე საკუთარი მაგალითი ჰქონდათ ცხვირწინ. კირამ ზელდას რჩევა – დებორას დალაპარაკებოდა და ყველაფერი აეხსნა – გაითვალისწინა და ”გოლდენ დეიში” ნახევარი საათით გვიან მოსულ, შემდეგ კი რატომღაც თვალებაცრემლებულ მეგობარს თანაგრძნობით, თუმცა იმავდროულად გაკვირვებული უმზერდა. დებორა ბოლოს და ბოლოს დამშვიდდა, ხელსახოცით ცრემლები შეიმშრალა და კირას უსუსურად გაუღიმა. ”სიყვარული გლიცერინს ჰგავს”, ხელი ხელზე დაადო კირამ, ”უფეროა, მაგრამ ტკბილი!”. დებორა რამდენიმე წამით თითქოს გაშეშდა, მუდამ ათრთოლებულ უორს სთრითს მიაშტერდა, შემდეგ კი მეგობარს მიუბრუნდა და თეატრალური ჟესტიკულაციით ალაპარაკდა: ”რომ არ დაგიმალო, შოკში ვარ. ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ… მე ხომ ყველა შენს ბოიფრენდს ვიცნობდი. ნიკი! ნიკი ხომ გიყვარდა, სულ ერთად არ დასეირნობდით ამსტერდამ ავენიუზე?.. გასაგებია, ჩუმად ვარ! ეჭვი მეპარება ჩემმა მონოლოგმა როგორმე შეგცვალოს. სხვა რა გზაა, შენ ჩემი მეგობარი ხარ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გეუფლება, მთავარია რომ ძალიან მიყვარხარ”. ერთმანეთს გადაეხვივნენ და ”გოლდენ დეი” დატოვეს.

ეს 27 დეკემბერს მოხდა, ახალ წლამდე ოთხი დღით ადრე.

 

 

 

 

 

თავი 7

 

დრო გადიოდა, ერთ სეზონს მეორე ენაცვლებოდა, სიყვითლეს – სითეთრე, კირა და ზელდა კი მყარად კოჰაბიტირებდნენ.

ნიუ–იორკი ყოველწლიურად იხვეწებოდა, სრულყოფილებას ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდებოდა და მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ კაპიტალისტურ ცენტრად ყალიბდებოდა. ისტ ვილიჯი, ვაშინგტონ სქუეარის მიმდებარე ტერიტორია, იუნიონ სქუეარი და ლოუერ ისტ საიდის გარკვეული ტერიტორია ანიჰილირებულ იქნა, მათ ადგილას ცათამბჯენების აშენება დაიგეგმა. 2018 წელს ისტ ვილიჯი ჰაითაუნ ავენიუდ იქცა, ოთხმოცდათხუთმეტსართულიანი მინის შენობით (ბროკერებისა და ცალკეული კომპანიების სამოთხე) რომ იწონებდა თავს. უკვე რამდენიმე თვეში დარეგისტრირებულ კომპანიათა რიცხვმა ორმოცდათვრამეტს მიაღწია. 2019 წელს დასრულდა ლოუერ ისტ საიდის ცათამბჯენის მშენებლობა, რომელმაც ”ბურჯ ხალიფას” (სიმაღლე: 829.8 მეტრი) ოცდახუთი მეტრით გაასწრო და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობის ტიტული მოიპვა. 2022 წლისთვის დასრულდა ყველა წამოწყებული პროექტი, რომლებზეც ჯამში 17.4 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. 2017 წელი ამერიკელებმა ”წასული ოქროს წლად” შერაცხეს, რადგან მიყოლებით ჯერ იანვარში ბილ გეიტსი გარდაიცვალა ინფარქტით, შემდეგ კი ივნისსა და ნოემბერში უორენ ბაფეტი და ლერი ელისონი მიყვნენ კვალ და კვალ. ჩარლზ და დევიდ კოხებმა ჯერ კიდევ ისტ ვილიჯის ჰაითაუნ ავენიუდ გადაქცევამდე განუტევეს სული, ასე რომ ამერიკის უმდიდრესი ადამიანების ხუთეული უოლტონების ოჯახმა შეავსო.Image

 ფორსიტ სთრითი 2020 წლიდან მიტოვებულ ქუჩად იქცა, სადაც ოფიციალურად არავინ ცხოვრობდა, თუმცა უახლოეს ქუჩებზე მცხოვრებთათვის მაინც უსახლკაროთა თავშეყრის ადგილად რჩებოდა. ახალი გზა ჰიუსტონ სთრითიდან ისტ ბროდვეიმდე ფორსიტ სთრითის შემოვლით გაიყვანეს რათა მარადიორობა თავიდან აეცილებინათ.

მზე ნიუ–იორკში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად აცხუნებდა.

 

 

თავი 8

 

2013 წლის თხუთმეტ აპრილს კირამ და ზელდამ ჩემოდნები ჩაალაგეს და ფორსიტ სთრითი სამუდამოდ დატოვეს. მიუხედავად ამ ქუჩასთან დაკავშირებული უამრავი ტკბილი მოგონებისა, გული არცერთს არ დასწყვეტია. გადაწყვიტეს ევროპაში ემოგზაურათ, სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გასცნობოდნენ, ვინ იცის რაიმე ”გარდამტეხი” აღმოეჩინათ. ცოტა ხანში იმდენი ფოტო დაუგროვდათ ცალკე ჩანთა იყიდეს დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. კირას ”pocket book”–ის ფორმატის წიგნები სულ თან დაჰქონდა, ზელდა კი სავარძელში ჩაეფლობოდა, ფეხებს გარეთ გაჰყოფდა ქუჩაში მოსიარულენი სრულყოფილებით რომ მოეხიბლა, თავს კირას მუხლებზე დაადებდა და ბიორკს უსმენდა. ბიორკი მისთვის უეცარი და ძვირფასი აღმოჩენა გახდა. მთელი დღეები Homogenic–ს და Medúlla–ს ატრიალებდა და ”იმქვეყნიური მუსიკის” საშუალებით მინი ვაკუუმს ჰქნიდა, სადაც მისი, ბიორკის და კირას გარდა არავინ იყო. კირას ხელთ ჯორჯ ჰარისონის ბიოგრაფია ჩაუვარდა და წაკითხვის შემდეგ ინდური მისტიციზმით დაინტერესდა. ზელდა კი, როგორც ყოველთვის აბსურდით მოხიბლული, იზრაელიტების ისტორიას ეცნობოდა და ჯიუტად იმეორებდა, ყველა – იესო, მუჰამედი, კრიშნა, ბუდა – მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, ადამიანის უტოპიური ბუნების ხორცშესხმა და ერთადერთი ”ზე–არსება”, რომელიც მართლა არსებობს, ელოჰიმიაო. ზელდას მართლა სჯეროდა რომ ყველაფერი გონებრივი და ტექნოლოგიური განვითარების აპოგეაში მყოფი უცხოპლანეტელების შექმნილია და რომ ისინი ჩვენ რაღაც გამოცდებისთვის გვამზადებენ (მაგალითების მოყვანისგან თავს იკავებდა), ჩვენ კი – უგუნურები, დროდადრო დედამიწაზე მომხდარი უცნაური შემთხვევების სახით მოვლენილ მინიშნებებს ვერ ვიაზრებთ, ვერ ვწვდებით მათ ფილოსოფიურ არსს, სწორედ ამიტომ გამოცდებსაც ვერ ჩავაბარებთ და ერთხელაც, წარუმატებელი ექსპერიმენტის შესაწყვეტად (ან პირიქით – მის შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად) კოსმოსის სიღრმიდან ელოჰიმი მოგვაკითხავს და ერთ ვაიუშველებელს დაგვატეხს თავზე. კირას ეს ყველაფერი სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა და მიუხედავად ინდური მისტიციზმისადმი კოგნიტური დამოკიდებულებისა, ცდილობდა ონტოლოგიურ საწყისებს არ გასცდენოდა.

კირამ და ზელდამ მოგზაურობას საკმაოდ დიდი დროის შუალედი გამოუყვეს (კონკრეტულად: 15 წელი) და 2028 წელს, ორმოცდაორი წლისები სიეტლში ერთ–ერთ რიგით სახლში დაბინავდნენ, ბარბიკიუსთვის საკმარისზე დიდი ეზოთი და ორი ავტომობილის დამტევი ავტოფარეხით. ზელდა ბოლო ხუთი წელია თმას მოკლედ იჭრიდა, აღიზინებდა გამხმარ სახეზე პალმას ფოთლებივით ჩამოშლილი ცხიმიანი თმის ღერების ყურება. კირა ისევ ისეთი იყო, როგორიც თხუთმეტი წლის წინ – იგივე გამოხედვა, იგივე მელანქოლიური, თუმცა უზომოდ რომანტიკული ბუნება. გარეგნობითაც თითქმის არ შეცვლილა, ეგაა – სახე ჩამოუჭკნა, ნაოჭებიც მოუმრავლდა, თუმცა ძველ ნაცნობს რომ ენახა ნამდვილად იცნობდა. მაგრამ მათ ნაცნობებზე, ახლობლებზე უარი თქვეს და მთელი სამყაროს ხიზნები, მაინც იზოლირებულად განაგრძობდნენ ცხოვრებას.Image

2053 წელს, ასფიქსიით დაავადებულ ზელდას ბლასტომა დაუდგინდა. ექიმები მაქსიმუმ ხუთ თვეს იძლეოდნენ. ზელდას ლაპარაკის უნარი წაერთვა, თუმცა უკვე ხელჯოხით მოსიარულე კირამ მის წყლიან თვალებში ამოიკითხა რომ აქ დარჩენა არ სურდა. სახლში გადაყვანის ნებართვა აიღო, იმ პირობით რომ ყოველ საღამოს ექთანი პაციენტის მდგომარეობის შესამოწმებლად ივლიდა. სხვა გზა არ იყო, კირა დათანხმდა და ერთადერთი სიყვარული, ცხოვრების მთავარი მეგზური საავადმყოფოს მეთვალყურეობის ქვეშ სახლში გადაიყვანა.

ოთხი თვის შემდეგ, აგვისტოში, მათი ერთმანეთის გაცნობის ორმოცდამეერთე წლის თავზე ზელდამ სუნთქვა შეწყვიტა.

 

2055 წლის 31 დეკემბერს, კრისტინა დევისი, კირას და ზელდას მეზობელი, საახალწლო ნუგბარით დატვირთული, მოხუცი ქვრივის სახლისკენ გაემართა. თხუთმეტწუთიანი უშედეგო კაკუნის შემდეგ შეშფოთებულმა ქმარს, ჯერემის უხმო, რომელმაც სახელური დაშალა და კარები გააღო. სახლში საშინელი სუნი ტრიალებდა, დაახლოებით ისეთი – გაფუჭებულ, აყროლებულ ხორცს ლაყე კვერცხი რომ დაახალო. ცხვირზეხელებაფარებული ცოლ–ქმარი მისაღებ ოთახში გავიდა და ქალმა უცებ შეჰკივლა. მათ წინ, სავარძელში, ლოყებჩაცვენილი, თითქმის ჩონჩხად ქცეული მოლურჯო–მომწვანო ფერის კირას სხეული გამოიკვეთა. თვალებთან მწერები ირეოდნენ. მუხლებზე ორმოცი წლის წინანდელი, მოგზაურობისას ზელდასთან ერთად გადაღებული სურათები ეყარა. ახალგაზრდები, ბედნიერები ობიექტივში გამომწვევად იღიმოდნენ.Image

Advertisements

Posted on იანვარი 13, 2013, in Uncategorized and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. ძალიან გაწელილი იყო განსაკუთრებით სექსის სცენა, ხელოვნური. სექს სათამაშოების დასახელებები თუ პოზების სიჭარბე-
    არ, მომეწონა:(

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: