მურაკამი, პაჟი, ლევი – ლიტერატურული წმინდა სამეული

წინა საახალწლოდ ფული მოვიმარჯვე და წიგნების მაღაზიებს შევესიე. ბევრი ისეთიც ვიყიდე, წაკითხული რომ მქონდა, თუმცა სახლში, ხელქვეშ ქონის სურვილი გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილზე, თან ჩემი უსუსური ეგოთი… მოკლედ ასეთი წიგნებია: უელბეკის ”პლატფორმა”, მარკ ლევის ”ეს რომ მართალი იყოს” და ბიოლის ”კლოუნის თვალთახედვა”.Image

საბოლოოდ ნაყიდ–ნაჩუქმა შემდეგი სახე მიიღო:

1) მიშელ უელბეკი – პლატფორმა (ნაყიდი)

2) ჰაინრიხ ბიოლი – კლოუნის თვალთხედვა (ნაყიდი)

3) მარკ ლევი – ეს რომ მართალი იყოს (ნაყიდი)

4) მარტენ პაჟი – როგორ გავხდი იდიოტი (ნაყიდი)

5) ბორხესი – მოთხრობები (ნაყიდი)

6) ჰარუკი მურაკამი – ნორვეგიული ტყე – რუსულად (ნაყიდი)

7) ზაზა ბურჭულაძე – ნორმა – წერილები (ნაყიდი)

8) დენ ბრაუნი – დაკარგული სიმბოლო – რუსულად (ნაჩუქარი)

9) ხულიო კორტასარი – 62: A Model Kit – ინგლისურად (წაკითხული. ნაჩუქარი)

 

საკმაოდ სოლიდური სია გამოვიდა, რამაც ძალიან გამახარა, თუმცა უკვე თითქმის ყველაფერი შემომეკითხა 😦

ყურადღება კი განსაკუთრებით ლევიზე, პაჟიზე და მურაკამიზე მინდა გავამახვილო. მიყოლებით სწორედ ესენი წავიკითხე, იგივე თანმიმდევრობით და სამივემ ერთად რატომღაც ძალიან უცნაური, თუმცა სასიამოვნო განცდა დამიტოვა, თითქოს რაღაც ერთი დიდის სამი ნაწილი ყოფილიყოს, ექსცენტრიკული ტრილოგია. მიუხედავად ამისა სამივე სხვადასხვა ჟანრისაა, სხვადასხვა იდეაფიქსის მატარებელი და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თემებზე დაწერილი.

 

 

მარკ ლევი – ეს რომ მართალი იყოს

 

”ეს რომ მართალი იყოს” ლევის ყველაზე გაყიდვადი და ყველაზე პოპულარული რომანია, თუმცა რატომღაც მე ”Où es-tu”–ით და ”La prochaine fois”–ით დავიწყე. მაგრამ ლევის ყველა ნაწარმოები კარგად გამოსდის, ასე რომ არსებითი მნიშნელობა არ აქვს რომლით დაიწყებ. ”ეს რომ მართალი იყოს” ფანტასტიკური რომანია კომედიის, დრამის და შექსპირის ელემენტებით (როგორც ოგუსტ ტრაპენარმა აღნიშნა). საერთოდ, არ მიყვარს სიუჟეტის აღწერა, ჩემი აზრით ეს სიამოვნება მკითხველს არ უნდა წაართვა – რაც უფრო შეუმზადებელი ხარ, რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო მეტი ზეგავლენა ექნება წიგნს და მით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ. თვითონ რომანი კი ერთი მორიგი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, ოღონდ სრულიად განსხვავებული სახის, რაც აქამდე დაუჯერებელი, წარმოუდგენელი იყო. ეს ახლა მე ვაქებ ასე, თორე ფრანგულ ლიტერატურას რომ გადაავლო თვალი, ექსცენტრიკულობა და დაუმორჩილებლობა არ აკლიათ. რომანს ჰეფი–ენდი აქვს, რამაც სავარაუდოდ სპილბერგის დაინტერესება გამოიწვია (2005–ში სტივენმა შეიძინა საავტორო უფლებები და იმავე წელს გამოვიდა ფილმი ”Just Like Heaven”, რიზ უიზერსპუნის და მარკ რუფალოს მონაწილეობით). Image

 მარტენ პაჟი – როგორ გავხდი იდიოტი

 

ისევ და ისევ საფრანგეთი. თუმცა რა ვქნა, არ შემიძლია გაძალიანება. ეს ქვეყანა და მისი კულტურული აპოგეა უბრალოდ თავბრუს მახვევს. That’s all 🙂

”როგორ გავხდი იდიოტი” არის სასაცილო, ფილოსოფიური რომანი (სულ რაღაც 128 გვ). აქ მომიწევს სიუჟეტის ზოგადი მიმოხილვის გაკეთება – მთავარი გმირი, ახალგაზრდა ანტუანი დეპრესიაშია. ხვდება რომ ზედმეტად განათლებულია და ეს ინტელექტუალობა მხოლოდ ტვირთად აწევს, ასე რომ გადაწყვეტს შემსუბუქდეს, ყოველგვარ ცოდნაზე უარი თქვას და იდიოტი გახდეს. თავიდან გალოთებას დააპირებს, ბიბლიოთეკიდან უამრავ წიგნს წამოიღებს ალკოჰოლის შესახებ, ბარში მასწავლებელსაც აიყვანს და თითქოს ყველაფერი კარგად ეწყობა, მაგრამ როგორც კი კათხა ლუდის ნახევარს დალევს მძიმე ალკოჰლოური კომა დაემართება…. შემდეგ გადაწყვეტს თავი მოიკლას, თუმცა აქაც არაფერი გამოუვა. ხოდა ბოლოს და ბოლოს მიხვდება რომ საჭიორა გაიდიოტდეს… დანარჩენს აღარ ვიტყვი, თუმცა სათქმელი იმდენია.

წაიკითხეთ მარტენ პაჟი!

 Image

 ჰარუკი მურაკამი – ნორვეგიული ტყე

 

ჰარუკი მურაკამი თანამედროვე კლასიკოსია. იმდენად ბევრი ბესტსელერი აქვს დაწერილი, ჩამოთვლაც კი არ ღირს, თუმცა საქართველოში ”ნადირობა ცხვარზე”–ზე შეჩერდნენ, თითქოს მეტი არაა საჭირო. არადა სხვა იმდენად უკეთესი ნაწარმოები მოეძებნება. ერთ–ერთია მაგალითად ”ნორვეგიული ტყე”. ეს არის დრამა, რომლის მთავარი პერსონაჟი – ვატანაბე 60–70–იანების ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც კითხვა უყვარს და თავისი თანატოლებისგან განსხვავებით ფიცჯერალდს აღმერთებს. ამ წიგნზე იმდენია სალაპარაკო, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ამიტომ მგონი აჯობებს ისევ გავჩუმდე, თორე ათას იდიოტობას დავწერ. უბრალოდ ბოლო არ ვიცი რამდენი წლის განმავლობაში ეს არის ერთადერთი ლიტერატურული ნაწარმოები რომელმაც ამატირა. ძალიან მგრძნობიარე, თბილი, მელანქოლიური რომანია, მურაკამისეული დასასრულით.

ერთი რასაც დავამატებ – თუ ხელში ჩაგივარდებათ აუცილებალდ წაიკითხეთ!!!!Image

Advertisements

Posted on იანვარი 9, 2013, in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. პაჟი როგორ მიყვარს 😀 გენიალური წიგნია მაართლა. ძალიან კარგი.
    პლატფორმა მინდა. ჰომათხოვებ? (ვიცი უარს არ მეტყვი დ ასე უსინდისოდ გთხოვ) 😀

  2. მახსოვს ბურჭულაძე არ მოგწონდა და აზრი ეგიცვლია ვატყობ:)

    • მეე? 🙂 ბურჭულაძე როგორ არ მომწონს, მინერალურმა ჯაზმა გამაბრაზა უბრალოდ 🙂 თორე ბურჭულაძე თანამედროვე ქართველი ავტორებიდან ჩემი ფავორიტია

      • განსაკუთრებით ადიბასი მომეწონა მე, მინერალური ჯაზი დიდად არც მე მომეწონა

      • ხო ადიბასი კარგია, გადასარევი არა, მაგრამ კარგი. თავისებურია, საქართველოშიც უნდა გამოცენილიყო ერთი ნორმალური პოსტმოდერნი. გასაბერი ანგელოზია მაგარია

      • ეგ მაინტერესებს წავიკითხავ აუცილებლად და ასევე კონფრომისტის ჩანაწერებიც მაქვს მიზანში

      • ახლა ამ წერილებს ვკითხულობ და ნორმალურია რა. ისე მაგრა ბაძავს უელბეკს, გამოუშვა იმან ”მირ კაქ სუპერმარკეტ” და ამანაც წერილების კრებული 🙂 ისე ზოგადად ეტყობა უელბეკის გავლენა

      • სამწუხაროდ უელბეკს არ ვიცნობ. 😦 საინტერესოა ეს მოსაზრება, არ მეგონა ვიემს გავლენის ქვეშ თუ იყო.

        უელბეკიც უნდა ჩავსვა წასაკითხ წიგნთა სიაში

  3. ყველაა ვიღაცის გავლენის ქვეშ იმჰო 🙂 ბურჭულაძეც ვერ იქნება გამონაკლისი, მარა მაგარია ძაან.

  4. ისე ახლა დავფიქრდი და ჩემი სია მაგარი იქნება:
    *** (ჩამოქაჩული)
    *** (ჩამოქაჩული)
    *** (ჩამოქაჩული)
    *** (ჩამოქაჩული)
    *** (ჩამოქაჩული)
    etc… 🙂

  5. მურაკამი რომ თარგმნონ “ნადირობა ცხვარზეს” გარდა რამე,მთარგმნელს ცოლად გავყვები 😀 ველოდები რამდენი ხანია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: