ტარანტინო’ს Django Unchained

   Django unchained–ის კანადურ–ამერიკული პრემიერიდან ზუსტად 2 კვირა გავიდა და 2012 წლის ყველაზე სასურველმა ფილმმა ჩემამდეც მოაღწია.

როგორც ადრე აღვნიშნე (იხ. Amour) იმაზე არ ვნერვიულობდი რომ იმედები გამიცრუვდებოდა და ჩემი ვარაუდი გამართლდა. ქილ ბილის შემდეგ ჯანგო კვენტინის ყველაზე სისხლიანი ფილმია. წინა ნამუშევრებთან შედარებით მეტია იუმორიც, რითაც ზოგადად ტარანტინოა ცნობილი ჰოლივუდში. Image

 მოკლედ: 10–დან 10.

რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს ამერიკელი ჯონ ვუს ფილმებში, ესაა სცენარი. ტარანტინოს სცენარი უნდა იკითხო როგორც მხატვრული ლიტერატურა, ან უკიდურეს შემთხვევაში ცალკე ლიტერატურული ჟანრი გამოუყო. რეჟისურაზე რა მეთქმის, ეს ხომ კვენტინ ტარანტინოა. Image

კიდევ ერთი დიდი პლიუსია არაჩვეულებრივი მსახიობები – ლეონარდო დიკაპრიო, ჯეიმი ფოქსი, კრისტოფ ვოლცი, სემუელ ელ ჯექსონი. სხვათა შორის ჯეიმი ფოქსმა ფანტასტიკურად შეასრულა ჯანგოს როლი, არადა ერთადერთი ეჭვი მასში მეპარებოდა.

ანუ: ფილმში ყველაფერი – რეჟისურა, სცენარი, მსახიობები, კოსტიუმები, საუნდთრეკები – უმაღლესი ხარისხისაა. უბრალოდ ვერ დააპაუზებთ, თვალს ვერ მოსწყვეტთ. მოსაფსმელადაც კი ვერ გავედი – ორი საათი და ორმოცი წუთი ვითმენდი, მაგრამ ვაღიარებ – ღირდა.

სიუჟეტის მოყოლას აღარ დავიწყებ, აიემდიბიზე და ვიკიპედიაზე ისედაც ვრცლადაა განხილული, ერთი იმას ვიტყვი რომ კმაყოფილი დავრჩი კვენტინმა ვესტერნი რომ აირჩია, თითქოს იპოვა თავისი თავი.Image

ფილმი ოქროს გლობუსზე 5 ნომინაციაშია წარდგენილი – საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო ფილმი და საუკეთსო მეორეხარსიხვოანი მამაკაცი მსახიობები (დიკაპრიო და ვოლცი). არ ვიცი საუკეთესო ფილმი გახდება თუ არა, მაგრამ საუკეთესო სცენარი და ერთ–ერთი მეორეხარისხოვანი მსახიობი რომ უკვე ჯიბეში აქვს ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ოსკარზეც ალბათ იგივე მდგომარეობა იქნება თუ ისევ არ წაუყლევეს და ბოულის არ შეეტენენ. Image

ასე რომ, ვისაც ტარანტინო მოგწონთ, თავისუფლად შეგიძლიათ ამოისუნთქოთ და ნეტში ჯანგო იხილოთ.

Advertisements

Posted on იანვარი 8, 2013, in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. ვაპირებ ამ ფილმის ყურებას, საინტერესო ჩანს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: