საპნის ბუშტების ევოლუცია

დიმიტრის ალიენაციური ჰალუცინაციები

დიახ, დიმას აქვს ალიენაციური ჰალუცინაციები! რა არის ალიენაციური ჰალუცინაციები? – ახლავე გიპასუხებთ: როცა, ვთქვათ, მაკკუინის 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კაბაში გამოწყობილი რქიანი ჭიანჭველა მოგსდევთ და თან ბრიტანული აქცენტით პოლონურად გაგინებთ, მაშინ თქვენ გაქვთ ალიენაციური ჰალუცინაცია…

გუშინ, ასე საღამოს რვა საათისკენ, როცა დიმამ ფეკალიებით შეალამაზა უნიტაზის ფსკერი, მოეჩვენა რომ საპნის ბუშტები ელაპარაკებოდნენ. გთავაზობთ ერთგვარ ექსცენტრიკულ დიალოგს, რომელიც ჯერ კიდევ უნიტაზზე მჯდომ დიმასა და სამ საპნის ბუშტს შორის გაიმართა:

ბუშტი I: სულ მალე განეშა გეწვევა და დაგაწერინებს ისეთ წიგნს, ყველა რომ წაიკითხავს.

დიმა: შემ რა, ბუშტი ხარ?

ბუშტი II: ჰეჰ, თავხედი! ჩვენ, სამეფო ოჯახის საპნის ბუშტები ვართ და ძალიან გთხოვთ ტონი და სიტყვები შეარჩიეთ.

დიმა: ესე გავიჭინთე, ტო?

ბუშტი III: შეხედეთ ერთი ამ მრავალკიდურიანს, არა და არ ცხრება.

დიმა: რა გინდათ, ე?!!

ბუშტი I: როგორც უკვე გითხარით, განეშა გეწვევა და ისეთ წიგნს დაგაწერინებს, ყველას რომ მოუნდება წაკითხვა.

დიმა: სკოლაშიც კი არ დამიწერია ქართულის თემა და მე რა წიგნი უნდა დავწერო?

ბუშტი II: მაგის გამო ნუ ღელავ, განეშა მოგხედავს.

დიმა: ბარემ თვითონ დაწეროს მაგ გინესამ…

ბუშტი III: გინესა კი არა – განეშა!.. თვითონ ვერ დაწერს, ღმერთია ბოლოს და ბოლოს…

დიმა: არავითარი გინესა მე არ ვიცი!

ბუშტი I: მაგას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ შეგატყობინეთ ის, რაც დაგვავალეს.Image

და ბუშტები გაქრნენ… დიმა კიდევ დიდხანს იჯდა უნიტაზზე, შემდეგ ტუალეტის ქაღალდი აიღო და ,,გაისვ-გამოისვა’’…

ღამით, როცა უკვე დიმა ლოგინში იწვა და თვალები მიენაბა, განეშა გამოეცხადა და ,,მუზა’’ მოუყვანა… მუზა ლამაზი იყო, რაღაცით კირა ნაითლის ჰგავდა. დიტო უყურებდა მას და ვორდში წინადადებას წინადადებაზე ბეჭდავდა… ხუთ საათში მორჩა წერას. ვორდის 110 გვერდი გამოუვიდა.

მეორე დღეს რედაქციაში წაიღო, რედაქტორმა წაიკითხა და მომდევნო დღეს დაურეკა – უთხრა, თანახმა ვარ დაგიბეჭდოო…

წიგნს დიმამ ,,მექალთანე კომივოიაჟერი’’ დაარქვა… დაბეჭდვიდან ერთ კვირაში ,,მ.კ’’ ბესტსელერი გახდა და დიმა ოქროს მდინარეში გადახტა…

Mothafucka

შენ იგი ყოველთვის გიყვარდა. თითქმის არასდროს იმჩნევდი ამას, მაგრამ გიყვარდა. როცა მეგობრები ერთად იყავით, შენ მას ჩუმ-ჩუმად გახედავდი და მისი ესთეტიკური ფიზიონომიით ტკბებოდი, მისი ლამაზი, მაგრამ უბრალო თვალებით. მისი ყავისფერი თმით და თითქოს მიხატული წარბებით. როცა შენი აზრით დრო მოვიდა და უთხარი შენი გრძნობების შესახებ, მაშინვე გააგრესიულდა და ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც აშკარა ირონიით დაგიწყო ლაპარაკი, ცქერა… შენ მას შენი შავი გულით გამოუტყდი, მან კი აიღო და ორმოცსანტიმეტრიანი ხის სახაზავი ჩაგცხო საგულეში და ეგ შენი ნახშირი დაგიმსხვრია, მთელ ორგანიზმში მიმოგიფანტა. არ უყვარხარ, არ მოსწონხარ, არც კი წარმოუდგენია როგორ გექნებოდათ სექსი. შენ მოსმენას ანუიტეტის შინაარსის მოსმენა ურჩევნია და დარწმუნებული ხარ, ისევე აინტერესებ, როგორც შენ – ვალორიზაცია.

თუმცა უკვე ყველაფერი უკანაა… შენ მას ალბათ დაივიწყებ, ისევე როგორც თანამედროვე ეკონომისტებმა დაივიწყეს სტაგფლაცია… ახლა უკვე ყველაფერი, რაც მას ეხება, ფეხებზე გკიდია და სავსებით არ განაღვლებს ვისთან ექნება პირველი სექსი, ან ამის შემდეგ ვინ აკოცებს დამსკდარ ტუჩებში.

Image

 ,,უსაქმურთა ბანკმა’’ უკვე რაბატი გაგიკეთა და შენც სულ უფრო და უფრო დიდ სესხებს იღებ, ხოლო იმის ბედი არ განაღვლებს და შენთვის რესტანტზე მეტი არ არის…

მოკლედ, ერთი რამაა იმის ყურება, როგორ გამოდიხარ ,,მიტოვებულობის’’ ჟამიდან და ისევ რეალობას უბრუნდები…

ეეჰ!

ეეჰ! ეეჰ! ეეჰ! ეეჰ! ეეჰ! ეეჰ! ეეჰ! ეეჰ! მართლაც რომ ეეჰ! მორიგ ვისკის ბოთლს სცლი და სულ უფრო და უფრო გიბნელდება თვალთ. შენ ის გიყვარდა, მან კი, ზრდილობიანად რომ ვთქვათ შენს აგუგუნებულ კოცონს დააფსა…

ეეჰ! ყინულიც გაგითავდა და ახლა რაღას იზამ? ცარიელ, ანუ უყინულო ვისკის სვამ და ბუშტებიც მოდიან. გამოლენჩებული უყურებ მათ, ისინი – შენ! ეკითხები რა უნდა ჰქნა, ისინი კი გიღიმიან და რაღაცას გკარნახობენ. შენ მათ უსმენ და ნაკარნახევი ფურცელზე გადაგაქ.

,,შე ბოზო, წადი ახლა და იჟიმავე სხვებთან!!!’’

მორჩა. მეტი არაფერი უთქვამთ.

 იდიოტი ოპოსუმი

ერთი ცუნცულა ოპოსუმი სოროში ჩაძვრა და იქიდან გადახედა გადახურებულ გარემოს. ყველაფერი იწვოდა: ხეები, მიწა, ცხოველები, ფრინველები, ცა, მთვარე…

ოპოსუმი უყურებდა გადამწვარ პლანეტას და ჯიმ ქერის თვალებს უსუსურად ,,ათამაშებდა’’.

Image

ამ დროს გამოჩნდნენ საპნის ბუშტები და თვალის ჩაკვრით ანიშნეს ოპოსუმს გამოგვყევიო. წაფარფატდნენ საპნის ბუშტები ცეცხლს შორის და გაჰყვა მათ ოპოსუმი. ბუშტები სხარტად ძვრებოდნენ ცეცხლის მკლავებს შორის, ბრიყვი ოპოსუმი კი მოუხერხებლად დარბოდა ცეცხლში და მთელი სხეული შეეტრუსა… იარეს დიდხანს და ბოლოს კლდის პირას გაჩერდნენ. ბუშტებმა ოპოსუმს ანიშნეს კიდევ გამოგვყევიო და კლდიდან გადაეშვნენ. ოპოსუმი არ დაიბნა და თან გადაჰყვა. ცხადია იგი ვერ გადარჩებოდა, და ეს ასეც მოხდა, – პირდაპირ თავით დაერჭო მიწაში. ბუშტები კი უყურებდნენ და უყურებდნენ, ხოლო ბოლოს ადგნენ და წაფარფატდნენ…

 SmS-ოლოგია

თანამედროვე სამყაროში უ-SmS-ოდ ცხოვრება წარმოუდგენელია. SmS-ით ყველაფერი შეიძლება: გაცნობა, ფლირტაობა, სიყვარულის ახსნა, love-თან დაშორება, საქმის გარჩევა, მილოცვა ( მაგ: დაბ-დღის, ახალი წლის და ა.შ… ), მისამძიმრება და ალბათ მალე გათხოვება, შვილის გაჩენა და მერე სიკვდილიც კი. იცით რომ SmS-ის წერისას თქვენი ტვინი ასი პროცენტით მუშაობს? – ალბათ არა, ეს ხომ მე მოვიფიქრე სულ ახლახან…

ერთი ტიპი მეათე სართულიდან ხტებოდა, თან იცით რატომ? – შეყვარებულმა უღალატა. და ამ დროს მოდის SmS, სადაც საუკეთესო მეგობარი ( რომელმაც არ იცის მომავალი სუიციდის შესახებ ) წერს: ”იმ ჩემისას ( ,,ჩემისასში’’ თვითმკვლელის შეყვარებულს გულისხმობს ) სატვირთო დაეჯახა და მოკვდა”. ტიპს უხარია, მობილურს ჯიბეში იდებს და აივნიდან სახლში შესვლას აპირებს, მაგრამ ამ დროს კიდევ ერთი SmS მოდის, სადაც იგივე ძმაკაცი წერს: ,,აუ, ეხლა გავიგე თურმე გადარჩენილა, მარა ის როჟა მომკვდარა ( ,,იმ როჟაში’’ თვითმკვლელის შეყვარებულის შეყვარებულს გულისხმობს )”. და ამ დროს ეს ბიჭი ტრიალდება და მეათე სართულიდან ხტება. გადახტომისას მობილური ხელიდან უვარდება და ხეზე, რომელიღაც ფრინველის ბუდეში ვარდება… ბიჭი კი ძირს აგდია, სისხლის გუბეში ტივტივებს და ხელ-ფეხ-კისერ მომტვრეული ,,ამშვენებს’’ ასფალტს… ამ დროს მობილური სრიალებს, ცურდება, ბუდიდან ვარდება და ბიჭის ხელთან ეცემა. და მოდის SmS: ”ბიჭოო, სანამ იმ ჩემისას კლინიკაში მიიყვანდნენ გული გაუსკდა.

დაბოლოს, რეკლამა პირდაპირ ეთერშიიი:

გამოდის თმებგადაგლესილი საპნის ბუშტი და ამბობს:

– გინდათ ჩემნაირი ჰაეროვანი და საყვარელი იყოთ? – მე არა! ამიტომ ჩემს ფეხებს მიიღებთ. ყოველთვის ისეთი ლუზერები დარჩებით, როგორებიც ხართ!!!

ნახვამდიიიიიიიის!!!

* * *

Stand By!!!

Advertisements

Posted on დეკემბერი 28, 2012, in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: