Amour

2012 წელს ყველაზე მეტად სამ ფილმს ველოდი: ტარანტინოს ”Django Unchained”, ჰანეკეს Amour და ჟაკ ოდიარის ”De rouille et d’os”. ყველას ოდიარმა დაასწრო და ფილმი მაისში გამოვიდა, სულ რაღაც ერთ თვეში კი ინტერნეტშიც დაიდო, თან HD ხარისხით. უკვე დიდი ხანია შევეგუე(თ) იმას რომ საქართველოში ნამდვილად კარგი და ღირებული ფილმები არ ჩამოაქვთ და მხოლოდ პიტერ ჯექსონით ან თვაილაითის სერიებით შემოიფარგლებიან, ასე რომ ფილმი მსწრაფლ გადმოვწერე და საღამოს ჩავუჯექი. ოცდამეერთე საუკუნეში ოდიარს იმდენი კინოჰიტი და შედევრი აქვს შექმნილი (იხ: ”Sur mes lèvres”, ”Un prophète” ან თუნდაც ”De battre mon coeur s’est arrêté”) რომ ”ჟანგი და ძვალი” უბრალოდ ვალდებული იყო წინამორბედებს არ ჩამორჩენოდა და ასეც მოხდა. მერიონი ისევ შეუდარებელია, არც კი ვიცი რა ვთქვა.Image

Django Unchained 25 დეკემბერს გამოდის და იმედია ამას მაინც ჩამოიტანენ, თუნდაც ცოტა მოგვიანებით, ვთქვათ ახალი წლების შემდეგ. ზოგადად ტარანტინო ჩემი ფავორიტი რეჟისორია და შეიძლება ითქვას მის ფილმებზე გავიზარდე, არც კი მახსოვს ”ცოფიან ძაღლებს” პირველად როდის ვუყურე. ასე რომ ყოველ მომდევნო ფილმზე მშვიდად ვარ – ვიცი კვენტინი იმედებს არავის გაუცრუებს, ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა მისი მომდევნო ფილმი წინას რამით ჩამოუვარდებოდეს (ერთადერთი ჰა და ჰა ”Death Proof”, ესეც საკითხავია). ასე რომ ჯანგოზე არ ვნერვიულობ 🙂Image

ახლა, რაც შეეხება ჰანეკეს. ეს ავსტრიელი გენიოსი, უდავოდ ევროპის საუკეთსო წარმომადგენელია კინოს დარგში (მიუხედავად ჩემი დიდი თაყვანისცემისა ლარს ვონ ტრიერის მიმართ). მისი ყოველი ახალი ფილმი ცალკე სამყაროა, თავისი იდუმალებით, თავისი ბუნებრივობით, თავისი ნიჰილიზმით. მისი პერსონაჟები ყოველთვის ყველაზე საინტერესონი არიან. ჰანეკეს შეუძლია ერთნაირად აალაპარაკოს ფსიქიკურად დესტაბილიზირებული მანიაკი და მზრუნველი დედა, უზომოდ დიდი სიყვარულით განმსჭვალული მოხუცი ბურჟუა და პროვინციელი პროლეტარი. ჯერ კიდევ არ გადამსვლია რამდენიმე წლის წინ ”თეთრი ლენტისგან”, ან კიდევ უფრო ადრე ”funny games”–სგან დაცემული თავზარი. მიხაელ ჰანეკე არის იმ იშვიათ რეჟისორთაგანი, რომლებიც ყოველი ახალი ფილმით პირღიას გტოვებენ.Image

Amour, ჩემი აზრით ჰანეკეს საუკეთესო ფილმია. უდავოდ, ჩემი აზრით კი არა! ეს არის ფილმი, რომლის სახელსაც არ სჭირდება ბრჭყალები ან თარგმნა. დარწმუნებული ვარ ორიგინალშიც რომ უყურო, თუნდაც სუბტიტრების გარეშე, მაინც ყველაფერს გაიგებ.

ფილმი მოგვითხრობს ორი ოთხმოცს გადაცილებული მოხუცის – ჟორჟის (რომელსაც ლეგენდარული ჟან–ლუი ტრენტინიანი თამაშობს) და ანას (ემანუელ რივა) ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. მათ ერთმანეთი უყვართ, ამდენი წლის, შემდეგაც კი. ნახევარ საუკუნეზე მეტი ერთად გაატარეს და ეს გრძნობა სულ მცირედიდაც კი არ განელებულა – პირიქით, სულ უფრო და უფრო იზრდება.Image

ანას ჰემიპლეგია დაემართება და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული დარჩება. ორივემ იცის რომ აწი ყველაფერი უკუღმა წავა, დამბლა თანდათან მთელ სხეულს მოიცავს და ანა ”ბოსტნეულად” იქცევა. მაგრამ ამას ჟორჟისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მას თავისი მეუღლე ისევ მთელი გულით უყვარს და გულდასმით უვლის, ცდილობს ხელი ყველაფერში შეუწყოს. ერთ დღესაც, ისევ და ისევ სიბრალულის და არა რაიმე სხვა ქვე–გრძნობის ზეგავლენით, ჟორჟი მეუღლეს გაგუდავს, რათა ტანჯვა შეუმსუბუქოს (ანა ვეღარ ლაპარაკობს, აღარც ჭამს, წყალსაც კი აღარ სვამს, თანდათან ხდება, ხდება და ჩონჩხს ემსგავსება), შემდეგ კი ჰალუცინაციები ეწყება, ელანდება რომ მეუღლე ჯანმრთელია და ჩვეული ტემპით განაგრძობს ცხოვრებას. ჟორჟი მას წერილებსაც კი წერს.  Image

 ეს არის სიყვარულის ისტორია, რომელმაც 2012 წელს კანის ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღო და ახლა ოქროს გლობუსზეც არის წარდგენილი და რომელსაც ვერანაირი საჰა ჯაჰანის და მუმთაზ მაჰალის ლავსთორი ვერ შეედრება.

ყველამ უყურეთ Amour–ს, ალბათ ჰანეკეს მორიგ ფილმამდე უკეთეს ვერც ვერაფერს იხილავთ.

Advertisements

Posted on დეკემბერი 23, 2012, in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: