bloggerside: ფრედერიკ ბეგბედერი, ანუ სიყვარული ფრანგულად

არც კი ვიცი ფრედოს აქამდე რატომ არ მივუძღვენი პოსტი, ბოლოს და ბოლოს ჩემს ხუთ ფავორიტ ავტორში შედის. თუმცა, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ასე რომ წარმოგიდგენთ:

ბეგბედერის შესახებ პირველად 2007–ში გავიგე, როცა გამოვიდა ფილმი ”99 ფრანკი”. მაშინ ფილმი ძალიან მომეწონა (საერთოდ ფრანგულ კინემატოგრაფს ვანიჭებ უპირატესობას) და ამ ავტორმა დამაინტერესა, წიგნი რუსულადაც კი გადმოვწერე, თუმცა საშველი ვერა და ვერ დავაყენე. ხან რა გამოჩნდებოდა, ხან რა, so 99 ფრანკი ფოლდერშივე დარჩა და მერე საერთოდაც გაქრა. გავიდა 3 წელი და წიგნის ქართული ვერსია გამოვიდა, მეც წარსული გამახსენდა და რომანს ხარბად დავეწაფე (ქართულად ნათარგმნს). მომეწონა, თან ძალიან. ძლივს რაღაც ”სხვანაირი” გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. მერე ლიტერატურულ საიტებს შევესიე და ”იდეალის” გარდა თითქმის ყველაფერი გადმოვწერე.Image

 

ჩამოუყალიბებლი ახალგაზრდის მემუარები Mémoire d’un jeune homme dérangé (1990)

 

ნუ მაინც ჯერ ემოციებში ვიყავი და ეს ”მემუარები” მომეწონა, უკვე გამოიკვეთა ბეგბედერის წერის სტილი, მისი ცინიკური დამოკიდებულება არა მარტო ფრანგული ელიტის, არამედ მთელი მსოფლიოს ხმაჩავარდნილი საზოგადოების მიმართ. პატარა წიგნი იყო, რამდენიმე საათში წავიკითხე და თავი კლოდ ლანცმანი მეგონა.

10 ქულიდან: 9

Image

 

 

არდადეგები კომაში Vacances dans le coma (1994)

 

არ გამიკვირდა მარკ მარონიე მთავარ პერსონაჟად რომ მომევლინა, გაგონილი მქონდა ამ სახელს ხშირად იყენებსო. თუმცა 99 ფრანკისგან განსხვავებით აქ მარკ მარონიე არა სუიციდოფილი ბოსი, არამედ ტუსოვშიკი ფრანგი ახალგაზრდაა, რომლის ნახვაც ნებისმიერ გლამურულ დისკოთეკაზე შეიძლება და რომელიც სანატრელი სტუმარია. ამ ნაწარმოებში განსაკუთრებით კარგად ჩანს ავტორის შინაგანი სამყარო, მგონი ნამდვილი ავტობიოგრაფიაა. ვიტალური პრობლემებით თავმობეზრებული, ნიჰილისტი კლუბომანი მარკ მარონიე ფრანგული ფეტიშიზმის, მატერიალური ჰეგემონიის განსახიერებაა. ფაქტიურად მთელი მოქმედება კლუბში ხდება, საინტერესო გარემოა შექმნილი, იმისთვის რომ წიგნს თვალიც კი ვერ მოაშორო.

10 ქულიდან: 8

Image

 

სიყვარული გრძელდება სამი წელი L’amour dure trois ans (1997)

 

სიყვარული – ეს წინასწარ წაგებული ბრძოლაა.

 

მორიგი პროვოკატორული წიგნი სიყვარულის შესახებ. ალბათ საუკეთესო ნაწარმოები რაც ამ თემაზე შექმნილა. არ არის საჭირო სიყვარული შექსპირის ციტირებაში, შატობრიანის და ცრემლმომდგარი რომანტიკოსების გამონათქვამებში გამოისახებოდეს, მთავარია მას რეალურად მიუდგე და აბსტრაქტული ცნებებიდან თავი შორს დაიჭირო – უფრო რეალურად შეხედო. ”სიყვარული გრძელდება სამი წელი” ფრედერიკის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია. გარდა ამისა საინტერესო თეზისების და გამონათქვამების მთელი კოლაჟია, მაგალითად: სიყვარული გრძელდება სამი წელი. პირველ წელს ავეჯს ყიდულობენ, მეორე წელს – მას აწყობენ, მესამე წელს კი იყოფენ.

 

არის ასევე საინტერესო დიალოგი მთავარ პერსონაჟს – მარკ მარონიესა და ალისას შორის:

 

– მოხვედი?

– როგორც ჩანს.

– რატომ ორშაბათს და სამშაბათს არ მოხვედი?

– წვიმდა…

—  ახლა მე შენ, მგონი… ქოლგას გაჩუქებ!

 

10 ქულიდან: 10

Image

 

 99 ფრანკი 99 francs (2000)

 

 

კაი წიგნი! 🙂 ცოტა ცუდად ნათარგმნი, მარა მაინც კაი. სარეკლამო ბიზნესის გაშიშვლება, დეპრესია, ისევ და ისევ მატერიალური ჰეგემონია და ჰედონიზმი! – მთავარი თემები. დალშე წაიკითხეთ!

10 ქულიდან: 9

Image

 

 Windows on the world (2002)

 

 

სამი რამ ცვლის ჰორიზონტს: ღრუბლები, ტერაქტები და სავაჭრო მარკები

 

არ ვიცი რას იტყოდა ”Windows on the world”–ზე ოსვალდ შპენგლერი, ან კალვინისტი ავგუსტინ ტრაპენარი ( მაგარი თავში ავარდნილი როჟაა! ), მაგრამ მე ბეგბედერის ”ახალი” (2002–2003 წ.) რომანი ძალიან მომეწონა, – ”99 ფრანკზე” მეტადაც კი. ”ფანჯრები მსოფლიოზე” არის ”ასპროცენტიანი”, გამართული, ზედმეტად საინტერესო ნაწარმოები. სიუჟეტი ორ ნაწილად იყოფა: თავებში ერთმანეთს თვითონ ავტორი და პერსონაჟები ენაცვლებიან. ძირითადად ორი პროტაგონისტია: თვითონ ბეგბედერი და მთავარი პერსონაჟი – ქართიუ, რომელიც ”იმ საბედისწერო დღეს” ერთ–ერთ ცათამბჯენში, რესტორან ”Windows on the world”–ში თავის ორ შვილთან ერთად საუზმობდა. შემდეგ იწყება ტრაგედია… და კომედია. დარწმუნებული ვარ ასეთი ტრაგიკომედია ფორ ებნერ–ეშენბახსა ( მესაათე ქალი ლოტი ) და თვით ფოსაც კი ( მთავარანგელოზები ფლიპერს არ თამაშობენ ) დააკმაყოფილებდა. დაძაბული სიუჟეტი! ცინიკური თხრობის სტილი! ბეგბედერისეული კრიტიკა!.. მთელი რომანი ”საინტერესო და კოგნიტური გამონათქვამების” ერთი დიდი კრებულია…

”დემოკრატიაში ცხოვრების ერთადერთი უპირატესობა მისი კრიტიკის საშუალებაა. მხოლოდ ამით განსხვავდება იგი დიქტატურისგან. დემოკრატიამ მაშინაც კი, თუ მას უტევენ, ემუქრებიან და აბუჩად იგდებენ, უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილია, ამისთვის კი მხოლოდ ერთადერთი საშუალება არსებობს: ყველას მისცეს მისი გაკრიტიკების უფლება…”

”ჩვენ ამერიკული იმპერიალიზმი კი არ გვაღიზიანებს, არამედ მისი განსაკუთრებული სახის შემოქმედებითი შოვინიზმი, რაც კულტურული იზოლაციონიზმით და დანარჩენი მსოფლიოს შემოქმედებითი მიღწევების მიმართ სრული იგნორირებით გამოიხატება ( გამონაკლისი მხოლოდ ნიუ–იორკი და სან–ფრანცისკოა )”

და ა.შ.

10 ქულიდან: 10

Image

 

 

რომანტიკული იდიოტი L’égoïste romantique (2005)

 

 

ეს წიგნი ყველაზე ნაკლებად მომეწონა, ასე რომ ბევრს არ ვილაპარაკებ. ალბათ ჯერ ამით უნდა დამეწყო.

10 ქულიდან: 5

Image

 

 და ბოლოს, ფრანგული რომანი Un roman français (2009)

 

 

რომანი გონკურის პრემიის მერე ყველაზე პრესტიჟული – რენოდოს ლაურეატია. ბეგბედერს და მის ერთ–ერთ მეგობარს, პირობითად ”პოეტს” ნარკოტიკის მიღების დროს წაასწრებენ და მერვე რაიონის განყოფილებაში წაიყვანენ. საკანში მწერალი აუტანელ პირობებში ზის და შეძლებისდაგვარად ბავშვობას იხსენებს, თუმცა თავიდანვე ამბობს ეს ერთი დიდი ნაკლი მაქვს – მომკალით და ბავშვობა არ მახსოვსო. თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში გონებაში მაინც უტივტივდება მოგონებები.

კითხვა გუშინ დავიწყე, თუმცა დროის ნაკლებობის გამო ბოლომდე არ წამიკითხავს, პირი კი ისეთი უჩანს ფრედერიკის საუკეთესო ნაწარმოები იქნება.

10 ქულიდან: 11, 12, 13 და ა.შ.

Image

 

 მოკლედ, წაიკითხეთ ბეგბედერი, ცოტა ხნით მაინც გაექცევით ფრუსტრაციის.

Advertisements

Posted on დეკემბერი 21, 2012, in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. სარეკლამო ბიზნესის გაშიშვლება კი არა გამოყენება 🙂

  2. sikvaruli grdzeldeba 3 tseli qartulad tsaikitxet?

  3. ikneb linki an saiti dado romlidanac gadmowere wignebi, dzalian gtxov. me mxolod 99prankis da windows on the world waitxva movaxerxe. danarchenebi dzalian mainteresbes. please dade linki *******

  4. 99 ფრანკი წავიკითხე პირველად და კარგი იყო, დღეს დავამთავრე ფრანგული რომანი და ორმაგად კარგი იყო და დღესვე ვიწყებ Windows on the world-ს და მოლოდინი დიდია 😀 მიხარია შენი ბლოგი რო ვიპოვე ^_^ так держат!! ♥

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: