აკრძალული ქონდომები, ლეგალიზებული თოვლი

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. აკრძალეს პრეზერვატივები და მოვიდა თოვლი. ვითომ ამ ყველაფერს რაიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს? პრეზერვატივი – როგორც სიბინძურის, გახრწნილობის ხოლო თოვლი – სისუფთავის, სისპეტაკის სიმბოლო.

That’s bullshit! Image

უბრალოდ ბიძინას როგორც ჩანს მობეზრდა ბერას განუწყვეტელი ჟიმაობა ფანატ გოგოებთან (ვაითუ ბიჭებთანაც :/ ) და გადაწყვიტა მოვლითი გზით გადაეჭრა ეს პრობლემა, მარა რა, ამაზონიდან ვერ გამოიწერს ლუის ვიტონის ქონდომებს? ეტყობა უახლოეს მომავალში ამაზონსაც მოეხაზება.

Image

თოვლი. როგორ მიყვარს 🙂 ყოველ წელს ვოცნებობ სანატრელი, ე.წ. ”ამერიკული სიტუაცია” შეიქმნას: ლამაზად ბარდნის, ბავშვები ენაგადმოგდებულები დარბიან, მხიარული წყვილები გუნდაობენს პონტში და ა.შ., მაგრამ ყოველ წელს იმედი მიცრუვდება: ქუჩები ატალახებულია, ყელამდე დასვრილი ბავშვები წუმპეებში სრიალებენ, მოხუცი თოვლზე ცხვირს იწმინდავს და რაღაცას ან ვიღაცას აგინებს, შეყვარებულები კი საერთოდ არ ჩანან (ეტყობა შავ ბაზარზე კონტრაცეპტივებს დაეძებენ). Image

ზოგადად ტელევიზორს ისე იშვიათად ვუყურებ, მადონა რო მოკვდეს ჰა და ჰა წლისთავზე გავიგო, ეს პრეზერვატივების ამბავიც რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. უიკენდზე RAV 4–ით კახეთის ოღრო–ჩოღრო გზებზე დავრიხრიხებდით, ძმაკაცმა ”ბიჩოკი” (სანამ ტუჩზე ცეცხლი არ წაეკიდება არ აგდებს) გარეთ მოისროლა, ფანჯარა აწია და ამ ყოვლად სულელურ აკრძალვაზე მომითხრო. მეც კიდე, დებილს, სიცილი ამიტყდა, არადა ცრემლად უნდა დავღვრილიყავი.

რაც შეეხება კახეთს – We had a sick weekend, bitches! იმდენი ლუდი დაილია და იმდენი სიგარეტი მოიწია, ”2+2”–ს შეშურდებოდა.

Image

მეორე დღისთვის გადადებული მჟავე კიტრი და ბორჯომიც პირველ დღესვე გაქრა, ფოკუს–მოკუს და პუმ! დილით გაღვიძებულს ქონდომებიც ფეხებზე მეკიდა და თოვლიც, უფრო სწორად თავზე მეკიდა (მეგონა ცოტაც და მომძვრებოდა, ბურთივით გაგორდებოდა და მერე გასკდებოდა).

Image

პირველ სართულს მექსიკელი ემიგრანტებივით შევესიეთ და ხუთმა ნახევარ საათში დავალაგეთ.

თავი კი ისევ მტკივა 😦

გარეთ თოვს.

Advertisements

Posted on დეკემბერი 16, 2012, in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: