bloggerside: hi-fi

ერთ–ერთ ჟურნალში ამოვიკითხე ყველაფერი მარტივია, მთავარია ”ბუს პრინციპით” იცხოვროო. სტატიის ავტორი ღამის life-ის დიდი ფანი და ტიპიური ტონიკ–მანიაკი აღმოჩნდა. მსგავსი ტიპები ღამის თერთმეტი საათის შემდეგ ერთგვარ hi-fi კლუბებში დაძრწიან და ადგილობრივი სელებრითებისა და უბრალო მოკვდავების ქცევებით nuit ყოფის ქრონიკებს ადგენენ. XXI საუკუნის ჟამთააღმწერლები!

ჩვენში დარჩეს და ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ კაი პონტია. კვირაში ორჯერ უფასოდ, ურიგოდ, უსაშვოდ, უყველაფროდ ნებისმიერ კლუბში შეხვალ, ერთი საათი მარტო free drinkით დატკბები, მერე უხარისხო ექსტაზით და ხარისხიანი ვისკით დაბოლილ ბურჟუებს რამდენიმე შეკითხვას დაუსვამ, მათ ქცევებს დააკვირდები და კლუბური ცხოვრების უპირატესობებს საჯაროზე გამოიტან, რათა ყველამ წაიკითხოს და მსგავსი ყოფის უტოპიურობით გულზე გასკდეს. თან კაი ხოშიან მაყუთსაც დაითრევ. შეიძლება ასე ცხოვრება.

გადავწყვიტე ერთი დღით ანალოგიურად მეცხოვრა, ოღონდ ამ შემთხვევაში ჟურნალის ნაცვლად – ბლოგია და ჰონორარის ნაცვლად კი – ნახვები. სავარაუდოდ არც შესვლა იქნება უფასო და free drink-იც ბეკონისეული ილუზიაა.Image

სკუტერს მოვახტი და ”2+2”–სკენ გავემართე. დრო: 23:31. ”2+2” ორი წლის წინ გაიხსნა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც შესვლის საფასურში პირნათლად აისახება. სახელის მიხედვით ყველა ფრანგულ სადო–მაზო კაფეს ელოდა, თუმცა გულის სიღრმეში არავის სჯეროდა საქართველოში მსგავსი ტიპის დაწესებულების არსებობის რეალურობა. უიკენდებზე ევროპიდან პროფესიონალი დიჯეები ჩამოყავთ და ნუგატოვის არ იყოს ”Ахуенные до отвала ног” მოცეკვავეები ჩაკრების უკანასკნელ წვეთამდე ენერგიულად იქნევენ კიდურებსა და სხვა შესაძლო საქნევ ნაწილებს.

უსასრულოდ გაწელილი რიგი დამხვდა. იქნებოდა ასე ორასი ადამიანი მაინც. ჰანა მონტანა გოგოები, წვერგაუპარსავი ფსევდო–ჰიპი ჯანქები, დიდძუძუებიანი ლესბოები, მოკლეპენისიანი ჰომოები, ახლახან აყვავებული საშოები და ჯერ კიდევ რძე ჩამდგარი დედიკოები (უბავშვოდ!). კლუბში შესვლის იდეა ნემსშერჭობილი ბუშტივით გასკდა და სკუტერის ბორბალთან დაეცა.

შესასვლელთან ”ემელი” გაჩერდა – ქართველი უგემოვნო თითქმის მილიონერების და მაღალი კლასის არტისტების ტრანსპორტი. კარები გაიღო და თეოდორ მოკანსკი გადმოვიდა. რა თქმა უნდა ეს ფსევდონიმი ამერიკული დეტექტივებიდან აიღო, ისე ნიკა მოსიაშვილი გახლავთ, ქართული მინიმალისტი მხატვარი, საბერძნეთისა და ლიტვა–ლატვიის გალერეების რისხვა. ნიკას (ანუ თეოდორს) გავარსვლავებამდე ვიცნობდი. ერთი სკოლა დავამთავრეთ, პარალელური კლასელები ვიყავით და ერთად ბევრჯერაც გვიქეიფია, ამ სიტყვის ინტიმური ქვეტექსტების გამოკლებით. დაახლოებით ერთი წლის წინ მისი მორიგი გამოფენისთვის ბროშურების დამზადება მთხოვა – ”მოკლე და cool” (როგორც თვითონ აღნიშნა) ტექსტი უნდა დამეწერა. და მეც დავწერე. ვერ ვიტყვი ჩემი დამსახრუება იყო–თქო, მაგრამ იმ გამოფენაზე მასათა დინება არ წყდებოდა.

ეს ჩემი შანსი იყო კლუბში მოვხვედრილიყავი, თუმცა შეტენვა მეთაკილებოდა. საბედნიეროდ თვითონ შემამჩნია და ხელის ქნევით მიხმო.

მევასება ეს როს მაკდონალდი!

Image

 კლუბი ორი სართულისგან შედგებოდა. პირველზე საცეკვაოდ დიდი სცენაა განთავსებული, რომლის 90–სა და 270 გრადუსებზე ბარებია ჩადგმული, წრიული მოედანის ერთი ბოლოდან მეორემდე რომ არ მოგიწიოს სირბილი. მეორე სართული კი VIP-კუპეების ერთობლიობას წარმოადგენს. ნიკამ (ანუ თეოდორმა) ვიღაც ნაშოჩკა მალევე ააგდო მეორეზე, წამოდიო მეც მითხრა, მარა ჯგუფური სექსის მოყვარული არ გახლავართ და გოგოც დიდად არ დამვასებია – კოლაგენი ის იყო ტუჩებიდან გამოჟონავდა.

ბართან მივედი და ჰაუსში ჩანთქმულ მოცეკვავეებს თვალი გადავავლე.

– არ ცეკვავ? – ძლივს გავარჩიე ხმა.

გვერდზე გავიხედე და ფოსფორისფერ კაბაში გამოწყობილ გოგოს კმაყოფილმა გავუღიმე.

– არაა.

– არც მე მევასება ცეკვა.

– მე ვაბშე კლუბური მუსიკა არ მიზიდავს.

– same things, – გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.

ბარმენი მარკ ლევის საოცრად ჰგავდა. კინაღამ ავტოგრაფი ვთხოვე, თუმცა შემდეგ კისერზე ბუს (ან ჭოტის) ტატუ დავინახე და გადავიფიქრე. მარკ ლევი ნაღდად არაა!

– რა მაგრა ჰგავს ბარმენი მარკ ლევის! – დავიყვირე ხმამაღლა. მუსიკა მთელ ხმაზე გუგუნებდა. დარწმუნებული ვარ კოსმოსური შატლის გაფრენისას, ეპიცენტრში რომ ვყოფილიყავი ნაკლები ხმაური იქნებოდა. ცოტაც და ყურებიდან სისხლი გაასხავდა.

– აჰაა. ზუსტად ეგ გავიფიქრე პირველად რო დავაკვირდი.

ორივემ გავიცინეთ.  Image

 – და აქ რას აკეთებ? – მკითხა და კოქტეილი მოწრუპა.

– ვცდილობ ღამის ქრონიკები შევადგინო.

– ეგ ჯერ კიდევ აინტერესებს ხალხს?

– აბა რა გითხრა, წესით კი. უბრალო ხალხს ყოველთვის აინტერესებს მათთვის ხელმიუწვდომი ამბები. სწორედ ამიტომ აფანატებენ ჰოლივუდის სელებრითებზე, სწორედ ამიტომ უყურებენ ამერიკულ თოქ–შოუებს, სწორედ ამიტომ კითხულობენ ე ლ ჯეიმსს. ყველაფერი მარტივია, – ჰაქსლი ისევ მოდაში შემოდის.

– შენთან არ მოიწყენ, – გამიცინა და ხელი უბეზე დამადო.

– ოჰო, ვგონებ საღამოს საინტერესო გაგრძელება ექნება.

”ტოიოტას” კარები გამოაღო და შიგნით შემაგდო. ამომაცოცდა, ეშმაკური ღიმილით მაჯადოვებდა. ისედაც მოკლე კაბა უკანალს თითქმის აღარ უფარავდა. ქამარი შემიხსნა და ასო ამოაგდო. ნელნელა მიცოცავდა ქვემოთ–ქვემოთ, ბოლოს ენაც აამუშავა და ჯერ სფინქტერზე მომიღიტინა, შემდეგ ბრუნი გააკეთა. საცვალის გახდაში დავეხმარე და პოზაც შევიცვალეთ. Doggy-style–ის დიდი ფანი აღმოჩნდა. პირველად ამდენი თვის განმავლობაში ორგაზმის სიმულირება არ მომიხდა.

День удался на славу.

P.S. არ ვიცი რამდენად გამოვიდა ღამის ქრონიკები, მაგრამ გადავწყვიტე მსგავსი გასვლები ხშირად გავაკეთო.

Advertisements

Posted on დეკემბერი 8, 2012, in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: