პრეზერვატივი

ტყუილად კი არაა ნათქვამი – ყოველი ლიტერატურული საღამოს შემდეგ ხელახლა იბადები! აა, ეს მე თვითონ ვთქვი პირველი ორი საღამოს შემდეგ. ასეა თუ ისე, სიმართლეს ვერ გაექცევი.

Image

ორი დღის წინ ერთმა პრომისკუიტეტისგან გადაღლილმა, უკვე კრიტიკულ ზღვარს მიღწეულმა ბიბლიოთეკარმა – ნატომ – შემომთავაზა ლიტ–საღამოზე გამოვსულიყავი. ხშირი მასტურბაცია და ამაზონის ღია ბარათების კითხვა იმდენად ამომივიდა ყელში, დავთანხმდი, გამოვალ–მეთქი. თან ”Dior Homme Sport” ხომ უნდა გამემარიაჟებინა (სტივენ სპილბერგს რა ვუთხარი მე: ”A.I.”–ს წყალობით 2001 წლის მერე ჯუდ ლოუ მოჩვენებასავით კუდში დამსდევს და მაიძულებს მის მიერ რეკლამირებული ნებისმიერი პროდუქცია თანამედროვე ამერიკელი რომანისტების პერსონაჟი ხამი მომხმარებელივით დავიტაცო).

 

დარბაზი მეტად ორიგინალურად მოეწყოთ – მინიმალისტური თეთრი, ალაგ–ალაგ მიჩ ეპშტეინისა და ფრენკ სტელას ნამუშევრებით. ჩემი აზრით აქაურობას pop-art უფრო მოუხდებოდა. აბა წარმოიდგინეთ თეთრზე მიმოფანტული ვარჰოლის ”კემპბელის სუპის ქილები”, ვესელმანის ”ჯერ კიდევ ცხოვრება” და დევიდ ჰოკნის ”დიდი მიშხეფება”. იფ, იფ! თუმცა, ასეც არა უშავს.

 

ათ წუთში დარბაზი მთლიანად შეივსო, იქნებოდა ასე ორმოცდაათი–სამოცი ადამიანი. ვერცხლისფერ, ჯიბესთან გამოხეულ პიჯაკებსა და ფლუორესცენტულ ჰალსტუხებში გამოყრონჭილი მამაკაცები პირველ და ყველაზე გრძელ რიგში განლაგდნენ (როგორც ჩანს რაღაცეების ბოსები იყვნენ!). მერე თვალებჩამოწელილი და ბალზამირებული მოხუცი მანდილოსნების ჯერი დადგა. მოვინდომე, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთი საღამოებისთვის ბუნებრივი მოვლენის – ჭკუასუსტი ნაშობის დანახვა ვერ შევძელი.

 

რა გაეწყობა – გაამზადეთ კატაფალკები!

 

საღამო ნატომ თავისი ამაზრზენი ღიმილით და გამომსვლელების უტოპიური ქება–დიდებით გახსნა. პირველი თეონა ნინიძე გამოვიდა, შუა დარბაზში სკამზე ჩამოჯდა და შეუფერებელი ”50-cent-ft-eminem-adam-levine-my-life”-ის აკომპანემენტით არტ ბუჰვალდის თარგმნილი პამფლეტების კითხვა დაიწყო… სულ ოთხნი ვიყავით – თეონა, მე, კუკური და ლევანი. იმ ორის არ ვიცი, მარა ეს ჩემთვის კარგი შესაძლებლობა იყო პატივმოყვარე გამომცემლობებისგან უარყოფილი, დაუბეჭდავი რომანი რაღაც ბაზაზე მაინც გამომეტანა (პირველ ორ თავზე შევთანხმდით).

 

თეონამ კითხვა დაამთავრა და ჩემი ჯერიც დადგა. ნატოს გამოცხადების შემდეგ ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ესა ესაა ოქროს გლობუსზე წამყვან ნომინაციაში გავიმარჯვე და სკარლეტ იოჰანსონმა და რობერტ დაუნიმ კულისებში რიგრიგობით მინეტი გამიკეთეს… როგორც კი კითხვა დავიწყე, დარბაზი გაჩუმდა. ვიღაცის საშოს კედლების შევიწროების ხმაც კი მესმოდა. პირველი თავი დავამთავრე და წამიერად მსმენელებს თვალი შემოვატარე – ბოსები აკაკისავით ისხდნენ და უცნაური, ერთდროულად სულში ჩამძვრომი და დაინტერესებული მზერებით მიყურებდნენ. მოხუცებს როგორც ჩანს ფეხებზე ეკიდათ, ერთმანეთში ქირქილებდნენ და ერთეულების გარდა ყურადღებას არც კი მაქცევდნენ. დანარჩენი სეგმენტის შეთვალიერება ვერ მოვახერხე, შუქი თვალებში მიჭყიტინებდა. მოკლედ კითხვა განვაგრძე და როგორც კი მეორე თავი ჩავამთავრე უეცრად ამოვარდნილმა ტაშის ქარმა იაპონიიდან ჩამოყვანილი ტრაქტორივით გადამიარა. ყველანი ფეხზე წამოდგნენ, მოხუცებიც კი. ნატო მომვარდა, მეგობრულად გადამკოცნა და წასვლისას მსგავსი ემბიენტისთვის დამახასიათებელი სუნამოს ტკბილი არომატი დატოვა.

 

როგორც კი ტაში შეწყდა, ჩემთან ერთმა ნიმფეტმა მოირბინა (დაწვით კატაფალკები!), როგორც ჩანს ამ ბრბოში ვერ შევამჩნიე: მკვრივი ძუძუები ბრიტანეთის დროშიანი მაისურიდან ამოსახტომად გამზადებულიყვნენ, ჯინსის ვიწრო შარვლიდან კი ნაღდი ბორცვები მიმზერდნენ. ნინოდ გამეცნო და პირდაპირ მითხრა შენთან სექსი მინდაო (სადომაზო რეპლიკების გარეშე: ”მინდა აბორტი გამიკეთო,” ”შენგან ბავშვი მინდა” და ა.შ). საღამო თერთმეტზე დამთავრდა. ნინოსთან ავედით. როგორც კი გრინ დეის პოსტერებით აჭრელებული ოთახის კარები შევაღეთ, მაისური გადაიძრო და მთელი სხეულით მომეკრო. კარგად მახსოვდა როგორ წამოვიღე პრეზერვატივი, თუმცა ვერაფრის დიდებით ვერ ვიპოვე. ”არა უშავს, მეტ ადრენალინს მატებს” – ჩამჩურჩულა ყურში. ”და მეტ პრობლემას” – გავიფიქრე, თუმცა არაფერი მითქვამს. ორგაზმი ორივეს ერთდროულად გვეწვია. არ ჰგავდა ეს სიმულაციას. მარცხენა ძუძუზე მივეფერე.

 

– ბოკაჩოსეული ორგაზმის შემდეგ საჭიროა ცოტა ხანი უძრავ მდგომარეობაში იწვე, მანევრულად ისუნთქო და ცოტა ხნით მაინც არაფერზე იფიქრო. დიალოგის გასაგრძელებლად სუფთა ფილტვებია საჭირო. ისე, რა გეშველებოდათ აქაურ ონანიზმში გაწაფულ გოგოებს მსგავსი საღამოები რომ არ იმართებოდეს. ან ჩვენ რა გვეშველებოდა – ხელებგადატყავებულ მწერლებს? ესეც ხომ სიმბიოზია. ერთმანეთით ვსაზრდოობთ! წაგიკითხავს პენჟე?

 

– გინდა, მინეტს გაგიკეთებ… – თითქოს ვერც კი გაიგო რა ვკითხე.

 

– არა, მეჩქარება.

 

წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე. ნინო გადაბრუნდა, როგორც ჩანს მაშინვე ჩაეძინა. პიჯაკი მოვიცვი და გულის ჯიბიდან მობილური ამოვიღე. სამი იწყებოდა. გარეთ ჩუმი წყვდიადი სუფევდა. მობილური ჯიბეში დავაბრუნე. საჩვენებელი თითით ფსკერზე რაღაცას შევეხე. კარგად ჩავძვერი და პრეზერვატივი ამოვიღე.

 

Here you are, present for Xmas!

 

Advertisements

Posted on დეკემბერი 1, 2012, in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: