bloggerside: ჯანქის ჩანაწერი

ბულიონი დავხვრიპე და უნიტაზში

ჩარეცხილი ემბრიონის კიდურები

გამახსენდა…

და თითქოს ცხელი წვენიც ახალადუღებული

სისხლივით ჩამეღვარა კუჭში…

მე შენ მოგმართავ, ირეალურო ”პაძელნიკო”,

ყოველი ღამე ჩემი სახელის გამოყენებასა

და მის ლაფში ამოსვრაში რომ გაგყავს. –

იცოდე დაგიჭერ და პაპაჩემის არ იყოს –

ყვერებს მოგაჭრი!

მე შენ მოგმართავ ფრუსტრირებულ თერმოვიზიონში

ჩაბეჭდილო წარმოსახვის ნაყოფო, შე მენტალურად

დაჩლუნგებულო ნაგავო:

მოკვდი!

დამტოვე მარტო, რათა უსასრულობა ვიგემო,

გავხდე ცეზარი!

მე შენც მოგმართავ უსაზღვრო სივრცევ: რატომ ხარ

ამხელა და აუთვისებელი?

რა, კაი ტიპი ხარ?

შენც აგონია დაგანგრევს, ნახე თუ არა.

მე შენ მოგმართავ ახალგაზრდავ, დანესტილი

ოთახის მიყრუებულ კუთხეში

რომ მიყუჟულხარ და კორტასარის

პლაკატქვეშ ანძრევ:

არ გინდა, ნუ აათავებ, – ცხოვრება წინ გაქვს,

ტუალეტი კი მეორე ოთახშია, ჯერ დერეფნის

გავლა მოგიწევს და მერეც არ გაქვს

გარანტია რომ შიგნით ვინმე არ დაგხვდება. ასე რომ, –

შეჩერდი სანამ დროა და დაუბრუნდი დანტეს,

ბოდლერს, რამპოს!

მე ჩემ თავს ვკითხავ: რატომ?

Image

Advertisements

Posted on ნოემბერი 11, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: