bloggerside: კასტანედა

თმის შეჭრის დღეც დადგა. ამჯერად, გადავწყვიტე რაიმე ექსპერიმენტისთის მიმემართა. ლამბერტი – NO! კიტ ფლინტი – NO! ვენტვორტი – NO! ადრეული სამოცდაათიანები? – NO! ვიშესი – NO! რეი უილიამ ჯონსონი – NO!

 

მერე ჩესტერს (2012) მოვკარი თვალი და გონებაში ნათურა აინთო.

 

Image

 

ფოტო ამოვაპრინტერე და სალონისკენ გავემართე. გარეთ ყინავდა. ასეთი ყინვის დროს შენობის უკან მოფსმა კატეგორიულადაა აკრძალული. ასევე მოსაქმება.

 

მთელი სხეული უბრალოდ მიძაგძაგებდა – რატომღაც ჟაკეტით შემოვიფარგლე. ისე ციოდა, გაჩერებაზე, პირდაპირ ჩემს გვერდზე გაშეშებულ ძუძუებგადმოყრილ მანდილოსანს ყურადღებაც კი არ მივაქციე; მხოლოდ შემდეგ, სამარშრუტო ტაქსიში ასვლისას შევამჩნიე ქოქოსების ციკლონი, უკლებლივ ყველა ეიაკულირებადი პენისებით რომ უყურებდა. ზოგმა ვეღარ მოითმინა და ფალოსი პირდაპირ ღია ცის ქვეშ ამოაგდო. ქალი აიმრიზა!

 

”მარშრუტკაში” ცხელოდა. ძლივს ცოტა გავთბი. სისხლის მიმოქცევა განახლდა. ირგვლივ მყოფნი შევათვალიერე: ასე თორმეტი წლის ბიჭი ჩეს ზურგჩანთით, ალბათ ვარჯიშზე მიდის. რევოლუციური სპორტი! გოლკიპერი ჩე! ორმოცდაათ თეთრიანი მჭიდროდ ჩაემუჭა… მოხუცი ქალბატონი, კომპაქტური ტყავის ჩანთით. მისივე ასაკის მამაკაცი (სავარაუდოდ ქმარი), ყურებიდან და ცხვირიდან გადმოშლილი ბალნით. ერთმანეთს უხდებოდნენ. რაღაცნაირად ჰარმონიული წყვილი იყო… და ეს ქალბატონი, with huge მკერდი. ყურადღების ცენტრში აშკარად იგი მოქცეულიყო – ბიჭუნა ჩუმ–ჩუმად აპარებდა თვალს მის გვერდით აღმართული ბორცვებისკენ, მოხუცი ქმარი დაუფარავად, ამაყად მისჩერებოდა მოტიტვლებულ ფეხებს (ამ სიცივეში! ოხ, სუკუბო, რა ახვარი რამ ხარ!) და მეუღლეს რაღაცას ეჩურჩულებოდა, რომელიც თავის მხრივ ქედმაღლურად და ზიზღით ადევნებდა თვალს ადგილობრივი ვარსკვლავის ღირსშესანიშნაოებების ცუნდრუკს. მძღოლიც კი, რომლის მოვალეობაა გზას უყუროს და ტრაკი დააყენოს, სარკეში მალულად ათვალიერებდა კლიენტს და ამით სახიფათო სიტუაციას ჰქმინდა, სავარაუდო ფატალური დასასრულით…

 

ფული გადავიხადე და ვნებათა ღელვის ვაგონი დავტოვე, თუმცა დარწმუნებული ვარ მძღოლი შარვალში ჩაიჯვამდა და ამ ქალბატონს საფასურს არ დააფარვინებდა.

Image

სალონში ტიპიური ”faumey”-ით (იხ: up in the air, რაიან ბინგემი, ალექს გორანი. Faumey – ფრანგული ”faux” – ყალბი, ტყუილი და ინგლისური ”homey” – საშინაო, შინაურული. Faumey – აქ: ”ყალბი სტუმართმოყვარეობა”) დამხვდნენ. პარიკმახერმა მითხრა ასე არ გირჩევ, ზედმეტად მრგვალი თავი გაქვს და სასაცილო იქნებიო. გულში გავიფიქრე ”შენი დედაც მოვტყან–მეთქი” და მეგობრულად გავუღიმე. ბოლოს მაინც ბეიტმანი (2012) ავარჩიე და სალონიდან ნახევრად–კმაყოფილი წამოვედი.

 

მარკეტის გვერდითა კედელზე, გაჩერებასთან რამდენიმე მეტრში უცნაურ სტაფილოსფერ პოსტერს წავაწყდი ფოსფორისფერი ესპანური სიტყვებით (მხოლოდ ”benefactor” გავარჩიე – მწყალობელი)და კასტანედას დაპატარავებული ფოტოთი, ქვემოთ კი ასევე ფოსფორისფრად გამოყვანილი წარწერით ”შეიყვარეთ დონ ხუანი!  ”. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? ქალაქში რაიმე რევოლუციური სექტა დაარსდა? თუ ”დონ ხუანის მოძღვრების” მიმდევრებმა უბრალოდ გახუმრება სცადეს?.. როგორმე უკავშირდება ეს ყველაფერი იმ დიდ ძუძუებიან მანდილოსანს?

 

 

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა უმთავრესად მაინც არაფერი ხდება!

სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე. მძღოლმა მაკრატელხელებაედვარდისეული ღიმილით გადმომხედა – ნაცნობი სახე გავარჩიე!

 

Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 13, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. დაგიწერდი, რომ კარგი პოსტია და ა.შ მარა არ მევასება კომენტარების წერა და მითუმეტეს დადებითი კომენტარების :დ გადავეჩიე კიდეც მგონი, საუკუნეა არსად შევსულვარ :/

  2. 🙂 არც მე მევასება მადლობების გადახდა, მარა მაინც მადლობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: