bloggerside: live porn, ანუ გიხაროდეთ აბორტმახერნო!

გუშინ ძმაკაცს დაბადების დღე ჰქონდა. ჯერ პატარაა – 16 წლის გახდა (ბოზებში წასვლის დროა 🙂 ვხუმრობ – უკვე იყო). მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო, მაგრამ ვიცი ამ პოსტს მაინც არ წაიკითხავს  🙂

 

შეიძლება ითქვას: ”პრაღა” თავზე დავიმხეთ. ალკოჰოლი ბოლოს ყველა შესაძლო ხვრელიდან გვდიოდა, ჭერთან კი ნაღდი სმოგი იდგა. ერთგვარი ჰედონისტური ბუდე მოვაწყეთ – აპოსტასიის და ალკოჰოლის კერა 🙂 წამოსვლისას იქაურობა ”ცეზარ პალასის” გასაზიზღრებულ ლუქსს ჰგავდა ”hangover”–იდან.

 

We had a siiiiiick night, bitches!

 

Image

 

ბოლოს და ბოლოს დავიშალეთ და ირგვლივ მიმოვიფანტეთ. ექვსს ერთი მიმართულება გვქონდა, ასე რომ ბანცალით გავუყევით ქუჩებს. ხიდთან რომ მივედით აიკვიატეს ტაქსი გამოვიძახოთო, დავიღალეთო და so on (აღმოჩნდა ბლოგს ბევრი პერო მკითხველი ჰყავს, ისინიც ხო უნდა დავაკმაყოფილო)კატეგორიულ უარზე ვიყავი, უსუსურად ვამტკიცებდი სჯობს სუფთა ჰაერზე გავიაროთ, ვიდრე მანქანაში ჩავიხუთოთ–მეთქი… 100%–ით ვიყავი დარწმუნებული ჩემში დაგროვილი ”ნაგავი” თავისას გაიტანდა და სალონს ერთი გემრიელად მიმოვარწყევდი. ხუთწუთიანი დავის შემდეგ გადაწყდა: ისინი ტაქსით, მე – ფეხით. თავი ალანი მეგონა (The man wolfpack!)  🙂  

 

როგორც შემდეგ აღმოჩნდება, კარგი ვქენი იმ სუსტებს რომ არ ავყევი (არა, ავარიაში არ მოყოლილან!).

 

ხიდზე ორი წუთით შევჩერდი, დაბინძურებულ და დამძღნერებულ მტკვარს გადავხედე. მარტო ცალი თვალის შევლებით მიჩნდება გულის რევის შეგრძნება. მტკვარი ახლა კანალიზაციის მილს ჰგავს, ჩვენ კი საკანალიზაციო სისტემაში თავმოყრილ ბაქტერიებს. უყურებ და ხვდები, ამ უკვე ეპოქალურმა პარადიგმამ მართლაც რომ ”ყველაფერი გამოიარა”.

 

გზა განვაგრძე, თან ყურსასმენებში Gym Class Heroes–ის Cupid’s Chokehold–ს ვუსმენდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ხანდახან ”ხოხმა” ყველაზე ადვილად გადმოსცემს ხასიათს.

 

Take a look at my girlfriend / She’s the only one I got (ba ba da da)…

 

Image

 

უცებ, ცოტა მოშორებით რაღაც ”მოძრავს” მოვკარი თვალი. გამიკვირდა კიდეც ამ სიბნელეში რამე რომ შევამჩნიე. გამოსახულება იწელება! ბოლოს და ბოლოს ორი სხეული გავარჩიე – შიშველი, დედიშობილა. მაშინვე მივხვდი რა ხდებოდა – უორნერ ბროს ფიქჩერზი ახალ პორნოს იღებს, სავარაუდოდ საშა გრეის და დევიდ დუჰოვნის მონაწილეობით. მოკლედ, ამ ორ ახალგაზრდას ისეთი სოდომი გაემართა, სიცილს ძლივს ვიკავებდი. გოგო მთელ ხმაზე გაჰკიოდა, ბიჭი კი შეძლებისდაგვარად დინჯად ღმუოდა. ასეთ სიტუაციას ხშირად ვერ გადააწყდები, თან ასეთ ადგილას. ყველაფერი გზიდან დაახლოებით შვიდ–რვა მეტრში, ბალახებისა და ხეების წიაღში ხდებოდა. ეტყობა სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდათ (ბიჭის მშობლები სახლში არიან. დედა ”გაროხის სუპს” აკეთებს, მამა მეცხრე არხს უყურებს, ბებია კი ”კვირის პალიტრას” ჩაჰკირკიტებს. გოგოს დედა ვიტონის ოფიციალურ საიტზე ჩანთებს ათვალიერებს, მამა ეზოში ”ტრუსიკის მეგობრებთან” ერთად ლუდს წრუპავს, ბებიას კი უკვე სძინავს, რაც შეეხება ძმას – მალულად მასტურბირებს თავის ოთახში) და ისევ დედა–ბუნებას შეეკედლნენ. სასაცილოები იყვნენ. კამერა რომ იქ მქონოდა ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას აუცილებლად აღვბეჭდავდი და შემდეგ ”გალუბკებს” დავატერორებდი. ტერორიზმი ხომ ახლა მოდაშია (ახლა რა, 70–იანების შემდეგ), არ აქვს მნიშვნელობა – რა სახის.

 

ასე რომ, გამხიარულებულმა მშვიდად განვაგრძე გზა, თან ჩემთვის ვფიქრობდი: ქართველი უბადრუკი თინეიჯერებიდან გამომდინარე ეს პორნო–ვარსკვლავები სავარაუდოდ უპრეზერვატივოდ ერწყმოდნენ ერთურთს. ეჰ, ისევ ბავშვია ცოდო, თორემ გოგო როგორღაც აიტანს ზონდს ხვრელში.

 

Image

 

P.S. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე ერთმა უცნობმა გოგომ მომწერა შენი ბლოგი ძალიან მომწონს და ყველა სიახლეს მოუთმენლად ველი ხოლმეო. მაგრამ ერთი ”მინუსი” გაქვს (მინუსი თვითონ ჩაწერა ბრჭყალებში) – პოსტები ნაკლებად–შემეცნებითი გამოგდისო. ვერ მივხვდი რა უნდოდა და არც არაფერი მიპასუხია ( + ყველაფერს პროფილის ფოტოდ თვალებგადმოკარკლული სატანა ეყენა ). მერე მივხვდი, რაც იგულისხმა (სავარაუდოდ ამ პოსტსაც სულშეკრული და საშოშევიწროებული კითხულობს). ეტყობა კოგნიტური პოსტები სურდა. ეჭვი კი გამიჩნდა ამას არცერთი ჩემი პოსტი არ წაუკითხავს–მეთქი. მოკლედ, აჰა ბატონო შენ ლაშა ნადარეიშვილის ლექსი – რომელიც პირადად მე ძალიან მომეწონა – და იმედია რამეს მაინც წაიღებ:

 

 

სულ სხვანაირი მოვა ეპოქა,

 

სულ სხვანაირი მზით და დროშებით…

 

ქრისტე კი მაინც იქნება კაცი

 

და ეღირება ისევ გროშები.

Advertisements

Posted on ოქტომბერი 8, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 2 Comments.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: