bloggerside: სარკოზი მოკლეს

რამდენიმე საათის წინ, ცნობილმა ფრანგულმა გაზეთმა ”Le Monde” გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც 3 ოქტომბერს, 22:18–სა და 22:22–ს შორის, Avenue de La Bourdonnais–ზე იასამნისფერ მანტიებში გადაცმულმა ექვსმა შეიარაღებულმა უცნობმა საფრანგეთის ექს–პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დაუნდობლად ჩაცხრილა. სარკოზის მიყენებული აქვს 33 სასიკვდილო ჭრილობა, ძირითადად – თავსა და მუცლის არეში. ინფორმაცია მალევე დაადასტურა Canal +–მა და ასევე ცნობილმა გაზეთებმა ”Le Nouvel Observateur” და ”Le Figaro”.

Image

ჟან–ბატისტ ნევომ, ფოტოგრაფმა, რომელიც სარკოზის ”პირად პაპარაცად” ითვლება, დაწვრილებით აღწერა ექს–პრეზიდენტის უკანასკნელი დღე, 10:45–დან 22:06–მდე. თუმცა ჩვენ გამოვტოვებთ სარკოზის quai branly–ზე სეირნობას, მუზეუმის ოცწუთიან სცენას, ”Grenelle”–ს ბულვარზე, ბისტროში წახემსებას, იოზეფ ბოვარის ავენიუზე მეგობართან შეხვედრას და მის მეუღლესთან – კარლასთან მობილურზე გამართულ ათწუთიან დისკუსიას.

 

21:48–ზე ნევომ დააფიქსირა როგორ შეხვდა სარკოზი სენ–მიშელის ბულვარზე ვიღაც ”ზედმეტად უსახურ” მამაკაცს, რომელიც ნამდვილად უკმაყოფილო ჩანდა და ექს–პრეზიდენტს ლაპარაკისას ხშირად აჩერებდა, ერთი–ორჯერ კი ”merde”–ც წამოიყვირა. დარცხვენილი, ადიდასის სპორტულ შარვალსა და ნაიკის შავ, ლურჯზოლებიან ბოტასებში გამოწყობილი ნიკოლა სარკოზი შეშინებული ათვალიერებდა შემოგარენს და ცდილობდა ზედმეტი ყურადღების ცენტრში არ მოქცეულიყო. თხუთმეტ წუთში, 22:04–ზე ექს–პრეზიდენტმა ჯიბიდან კრემისფერი მუყაოს შეკვრა ამოიღო და თანამოსაუბრეს გაუწოდა, რომელიც მაშინვე ბულვარს გაუყვა და ცოტა ხანში თვალს მიეფარა.

 

22:05–ზე სენ–მიშელთან შავი ”რენჯ როვერი” გაჩერდა, ექს–პრეზიდენტმა კი არ დააყოვნა და არაადამიანური სისწრაფით ჯიპში შეხტა.

 

Image

ამის შემდეგ ჟან–ბატისტს სარკოზი აღარ უნახავს, რადგან, როგორც მან აღნიშნა, იგი უბრალოდ აითესა, ტაქსის გაჩერება კი კარგა ხანს ვერ მოხერხდა.

 

დატრიალებული ტრაგედია კი Avenue de La Bourdonnais–ზე დამონტაჟებულმა კამერამ აღბეჭდა.

 

 

კადრში ნათლად ჩანს როგორ ჩერდება ”რენჯ როვერი” ბორდიულთან, ნიკოლა მშვიდად გადმოდის და ავტომობილიც ყოველგვარი ექსცესის გარეშე ტოვებს ავენიუს. დრო: 22:20. აშკარაა – ექს–პრეზიდენტი ვიღაცას ელის და ზედმეტად შეშინებული ფრჩხილებს იკვნეტს (HD კამერა, შესანიშნავი ზუმით!). 22:21–ზე კი ჯიბიდან ”გალუაზის” შეკვრას ამოაძვრენს და ისაა სანთებელა უნდა ამოიღოს, ვერცხლისფერი ”ფორდის” ფირმის ფურგონი ჩერდება, ექვსი იასამნისფერმანტიანი (კაპიუშონებით საგულდაგულოდ მალავდნენ სახეებსს) უზის ტიპის ავტომატით ცეცხლს ხსნის. სარკოზს ”გალუაზი” უვარდება და მექანიკური თოჯინასავით ირხევა. ეს ყველაფერი რამდენიმე წამი გრძელდება, შემდეგ კი იასამნისფერმანტიანები ისევ ფურგონში ხტებიან და მანქანაც Avenue de La Bourdonnais–ს ტოვებს. თავგაპობილი და სისხლის გუბეში მოცურავე სარკოზი შენობის შესასვლელში აგდია. ასევე მომენტალურად მის ირგვლივ ხალხი გროვდება, უცებ კი ერთ–ერთი წამოიკივლ–წამოიყვირებს ”ეს ხომ სარკოზიაო” და უმალ სადღაც რეკავს (ფარაონებს ურეკავს, ან სასწრაფოს), თითქოს ნიკოლა რომ არ ყოფილიყო არსადაც არ დარეკავდა.

 

მინდა კარლას მთელი გულით მივუსამძიმრო მეუღლის დაკარგვა და ვუსურვო არ გატყდეს, რადგან ასეთ მომენტებში აუცილებელია ტიტანივით გამაგრდე…

 

  😦  😦  😦

Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 4, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: