bloggerside: ავტობუსგატანილნი

 

ბეგბედერი ”windows on the world”-ში წერდა ”ფრანგლისური” (ფრანგული–ინგლისური) ცოტა ხანში ”გლობალური ენა” გახდებაო და მაგალითად ბელგიური წარმომავლობის ამერიკელი, თავის დროზე ზე–პოპულარული და ახლა უკვე ვინ იცის რა სახის ბიზნესში აღარ ჩართული ჟან-კლოდ ვან დამის ”ფრანგლისური” ციტატები მოიყვანა, რაღაც ”le moment vitire, isn’t it?”–ის ამბავში. მაგრამ მომიწევს ფრედოს არ დავეთანხმო: იგივე წყობით გლობალურ ენად შეგვიძლია ვაქციოთ ”რუსგლისური”, ”გერმგლისური” და ა.შ… სამწუხაროდ ”ქართლგლისურს” მომავალი არ აქვს, მაგრამ ქართველი თავგადაკლულიპატრიოტები დიდი მონდომებით ცდილობენ ამ ენის თუ მსოფლიოში არა, – საქართველოში დამკვიდრებას. და ვიკიპედიაზე ინფორმაცია შემდეგი სახით წარმოგვიდგება:

 

 

საქართველო

დედაქალაქი

(და უდიდესი ქალაქი) – თბილისი

ფართობი

სულ – 69,700 კმ2

მოსახლეობა

2012 შეფასებით – 4.497 მლნ

ოფიციალური ენა(ები) – ქართული(იშვიათად), ინგლისური

Image

ინგლისურმა აქ ფეხი ადვილად მოიკიდა. პოსტ–საბჭოურ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს და ფართოდ გამოიყენება რუსული და სპარსული წარმომავლობის სიტყვები, აბა სხვა რომელი ენა ”გაბატონდებოდა”? ეროვნული გმირები (უსილიკონო, მიკროსკოპული მკერდი ”აბწიაშკებით” (მეც ხომ საბჭოეთის პირმშო ვარ!), ფარშევანგის ფრთით უკანალში, ქუვეითის მაღალტექნოლოგიურ ფაბრიკაში დამზადებული აიფონ 4–ით (ხუთი ძვირია, თან აქ ჯერ არ ჩამოუტანიათ, მარტო Хочу–ს მომღერალ Ёлка–ს თუ დაუნახავდი), დიდუბის მეორადებში ნაყიდ ვერონიკა ბრანკინოს მაისურებსა და სუზანა კრალოვას შარვლებში, ”ჭორიკნებისა” და ”სექსი დიდ ქალაქში”–ს ზეგავლენის ქვეშ, გამოსული მამებით და ჰომოსექსუალი (არა გეი!) მეგობრებით, რომლებიც თავის მხრივ პიერ ბალმენის ჟაკეტებსა და ენიო კაპასას ტყავის მოკასინებში (ასევე მეორადებში ნაყიდი: ბალმენი – 15 ლარი, კაპასა – 7.50 ლარი) არიან ჩაკვეხებულნი) მართლაც დაუღლელად შრომობენ ქართლგლისურის დასამკვიდრებლად. ამ დღეებში პარკში დაახლოებით ამგვარ დიალოგს გადავაწყდი:

 

 

ფრთა 1: აუ, გეკოს violet ბლეიზერი ნახე?

ფრთა 2: აუ, ნუ მახსენებ, მეთქი – იქით იმოძრავე! აი, რავი, ზედმეტად overused-ია, სრაზუ მოვწვი მეთქი მეორადია რა.

ფრთა 1: და სანგლასები?

ფრთა 2: აჰაჰა–ჰაჰ–აჰაა (კუჭში ნახევრად გასვლის და პარალელურად მსუბუქი მასტურბაციის ხმას გამოსცემს) დამასწარი პროსტა… ჰაჰა–აჰა–ჰა! Tom Ford-ის ნაცვლად დაამუღამე რა ეწერა?

ფრთა 1: (ორგაზმული ღიმილით) whaaat?

ფრთა 2: Tom Frod!

ფრთა 1: აუუუუუუუ! ჰაჰჰაჰაჰა!

ფრთა 2: აჰაჰაჰ!

ფრთა 1: და ტასოს scraped კორსის ჩანთა რა ვიდზე იყო არ დააკვირდი? ის golden შესაკრავი ვაბშე გა-silver-ებულია… აჰა–ჰა… ზმეიკა კიდე შუაში generally იჭედება. ხო წარმოგიდგენია პროსტა და ეგრე რა პონტში უნდა იმოძრაო ქალაქში?

ფრთა 2: ზატო ტასოს სვაროვსკის ბრასლეტი აქვს…

ფრთა 1: აუ, დიდო შანელო, გადმომხედე ზემოდან… და შენ გჯერა პროსტა? სად აქვს მაგის პაკლოს მაგდენი money, ძინძგლიანი, უნავიგატორო კოროლათი დადის…

 

Image

და ა.შ. და ა.შ…

 

 

სურვილი გამიჩნდა შარვალი ჩამეხადა და მათ ვიტონის ჩანთებზე ერთი გემრიელად მომესაქმა, რათა შემდეგ Dior Me, Dior Me Not–განავალ არომატით ევლოთ.

 

 

გაფრთხილება!!!

 

თუ სადმე დაინახავთ მსგავსი ტიპის გოგოებს, არ დააყოვნოთ, მაშინვე უბიძგეთ ხელი, რათა რომელიმე პატიოსანმა ავტობუსის მძღოლმა გაიტანოს და უმალ აითესეთ. დამერწმუნეთ: ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება.

(საქართველოს ანტიპეროისტული ორგანიზაცია)

 

Image

Advertisements

Posted on ოქტომბერი 3, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 2 Comments.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: