bloggerside: შავი გედი, ანუ გავხდეთ სრულყოფილნი არონოვსკისთან ერთად

არსებობს სამი რამ, რის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია: ლიტერატურა, მუსიკა და კინემატოგრაფი.

 

იმდენი ფილმი მაქვს ნანახი და იმდენი რეცენზია დამიწერია თავისუფლად შემიძლია გილდიაში ჩემი კანდიდატურა წავაყენო 🙂

 

არ ვიცი შავ გედს აქამდე რატომ არ ვუყურე – ეტყობა სხვა ფილმებით ვიყავი ძალიან დაკავებული, ან ”ჰეშერის”(შემოსავალი: $382,946 – ბიუჯეტიც კი ვერ გადაფარა) და ”ძმების”($43,318,349) მერე პორტმანზე გული ამიცრუვდა. თუმცა, საინტერესოა რატომ არ გავამახვილე ყურადღება არონოვსკიზე, რადგან რექვიემი და ”შადრევანი” ჩემთვის დღემდე ფავორიტი ფილმებია. დარენს ზოგადად უყვარს ექსპერიმენტები და ხშირ შემთხვევაში ფილმზე მუშაობისას დიდ რისკზეც მიდის – ახალბედა, ყველასთის უცნობი სცენარისტები აჰყავს. ეს ტრადიცია არც ”შავ გედში” დაარღვია და სცენარისტებს ანდრე ჰენცი მიუსვა. მარკ ჰეიმანთან მან უკვე იმუშავა ”რესტლერზე”, ასე რომ წარსულის გახსენებაც შეძლო.

 

 

საინტერესოა, რომ არონოვსკის ხელწერა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, იგი ყოველთვის რთულ, ღრმა და ბევრისთვის ”მიუწვდომელ” თემებს ეჭიდება. რატომღაც დარენი არ ცდილობს აირჩიოს რომელიმე კონკრეტული მიმართულება, შეიმუშავოს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი – ალბათ არ სურს ბანალური, ადვილად გამოსაცნობი რეჟისორი იყოს (იხ: ჯეისონ რეიტმანი, ვუდი ალენი, სტივენ სოდერბერგი, დევიდ ლინჩი), თუმცა რასაც აკეთებს ყველაფერი 100 და მეტ პროცენტზე გამოსდის… მიუხედავად ყველაფრისა, პედანტი მაინც შეამჩნევს ზოგიერთი ”მაესტროს” ზეგავლენას. ”პი”–ს ყურებისას მეგონა მოდიფიცირებულ ჰიჩკოკს ვუყურებდი, რექვიემი 90–იანების ბოლოსკენ, გერმანიაში დაბადებული ”ფსიქოს” პირმშო გეგონება (ინდივიდუალური სრულყოფილებით, რა თქმა უნდა!). ოლივერ ჰირშბიგელს ორი წლით ადრე რომ ეაქტიურა არონოვსკის პლაგიატის იარლიყი მიეკერებოდა და მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებდა (ეს კი მოგეხსენებათ ჰოლივუდში რა ქიქესია).

 

Image

შავი გედი არ არის ფსიქოლოგიური დრამა, – უფრო მოდერნ ჰორორია, ფელინისეული ჩართვებით. ნატალი პორტმანის არაჩვეულებრივმა პერფორმანსმა პირდაპირ გამაოგნა. გავოცდი. უმალ გადამავიწყდა ყველა ”უთანხმოება”. ვენსან კასელი დღემდე რჩება უნიჭიერეს, პროფესიონალ, საოცრად ”იოლ” მსახიობად, რომელიც ნებისმიერ როლს ადვილად ერგება (მთავარი როლი შეასრულა ჩემთვის დღემდე ერთ–ერთ ფავორიტ დრამაში ”ზიზღი”. ასევე იხ: ”ჯეფერსონი პარიზში”). მილა კუნისი დიდი ვერაფერი ”გიგანტია”, გამიკვრიდა კიდეც როლზე რომ დაამტკიცეს, მაგრამ ვერ იტყვი ფილმს ”ამახინჯებსო” – როგორც ამბობენ ზედმეტი ბუფერები არაფერს აწყენს.

 

 

ფილმი, ყურებისას ერთხელ არ დამისტოპებია, ერთხელ არ ავმდგარვარ წყლის დასალევად. საოცრად დინამიური ფილმი გამოვიდა. ერთი შეხედვით არც ისე გამორჩეული სიუჟეტი არონოვსკის მაინც ”განსხვავებული” გამოუვიდა – მთავარი პერსონაჟი, ნინა სეიერსი ”გედების ტბის” ახლებურ ინტერპრეტაციაში ორ როლს – თეთრ და შავ გედს ასრულებს, თუმცა ნაზი, სათნო თეთრი გედისგან განსხვავებით, ბნელი, იდუმალი, საშიში შავი გედის როლის მორგება ბოლო წუთამდე უჭირს. ყველა ერთი და იგივეს უმეორებს: საჭირაო თავისი უბიწო ”მე” გაანადგუროს, რათა შავ გედს მოერგოს. ნინა ასეც მოიქცევა, – თეთრ გედს სამუდამოდ დამარხავს და შავის ზეგავლენის ქვეშ მოექცევა – მიაღწევს მისთვის სანატრელ სრულყოფილებას და როგორც ყველა პერფექციონისტი – იგიც ბედნიერი დატოვებს მიწიერ სამყაროს.

 

 

ასე რომ, ვისაც შავი გედი არ გინახავთ, დაწვით სიები და არონოვსკის დაეწაფეთ.

 

Image

Advertisements

Posted on სექტემბერი 30, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. ძალიან მომეწონა ეს ფილმი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: