bloggerside: 9/11

”ნიუ–იორკი არის დიდებულ ცათამბჯენებზე დაფუძნებული ქალაქი, და ეს ცათამბჯენები ყოველთვის იქნება ნიუ–იორკის არსი. ეს არ შეიცვლება, ისევე როგორც აქ მცხოვრები ხალხის ხასიათს ვერ შეცვლის ეს ტრაგედია”!

დონალდ ტრამპი

 

 

 

როგორ განვითარდებოდა მოვლენები 2001 წლის ტერაქტი რომ არ მომხდარიყო?

 

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ფილიპ პეტიტი ცრემლებად არ დაიღვრებოდა კლოდ ლანცმანთან ინტერვიუს ჩაწერისას.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო რუდოლფ ჯულიანი მეორე დღესვე ”ეპიკურ” ფრაზას არ წამოისროდა: WTC ჩვენი ტიტანიკია!”

 

9/11რომ არ მომხდარიყო დევიდ ჰალბერსტემი, ჯონათან საფრან ფოერი, ლორენს ვრაითი, დონ დელილო, ჯიმ დუაიერი, იან მაკევანი, ფრედერიკ ბეგბედერი, ემი უალდმანი, კარმენ აგრა დედი, კლერ მესუდი, ჯოსეფ ო’ნილი, ალისა ტორესი, არტ სპიგელმანი, დენის სმიტი, სტივ კოლი, რონ ზიუსკინდი, ლესლი ჰასკინი და კარენ კინგსბარი ბესტსელერებს ვერ დაწერდნენ.

Image

9/11 რომ არ მომხდარიყო როჯერ ბივზი (მეხანძრე) ”სი–ენ–ენ”–თან ინტერვიუში ცრემლნარევი ტონით არ გაიხსენებდა როგორ დაასკდა ასფალტს ფერადკანიანი მამაკაცის სხეული და როგორ შეიღება იქაურობა წითლად.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ”მუჰამედს ქალთან სექსი არ ექნებოდა”.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ”AA” ორი წლით ამდენ კლიენტს არ დაკარგავდა.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ბინ ლადენი ”ეპოქალური ტერორისტის” სტატუსს ვერ ეღირსებოდა.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ტონი ბლერი და ვლადიმერ პუტინი მოჩვენებითი აპათიით საჯაროდ არ გამოვიდოდნენ.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ”Washington Week”-ის რეიტინგი ”ყველაზე რეალური, ხალხისთვის გასაგები და სიტუაციის შესაფერისი” სტატიების გამო საგრძნობლად არ გაიზრდებოდა.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ამერიკელი რედნექები მინორუ იამასაკის გინებაში არ იქნებოდნენ (იდიოტები!).

 

9/11 რომ არ მომხდარიყო Prix Interallié 2003 წელს გამარჯვებულის გარეშე დარჩებოდა.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო სტივენ დალდრი, სპაიკ ლი და ოლივერ სტოუნი ოცდამეერთე საუკუნის კინოჰიტებს ვერ გადაიღებდნენ.

Image

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ”ტყუპებში” ხალხი ცოცხლად არ ჩაიხარშებოდა.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო მექსიკიდან, ბოლივიიდან, ჩილედან, კოლუმბიიდან და პერუდან არალეგალურად ჩამოსულ ალბერტინებს, კაროლინებს და ხულიებს უფრო მეტი შანსი ექნებოდათ ღარიბულ სოფლებში დატოვებული შვილებისთვის ცოტაოდენი შემოსავალი გაეგზავნათ.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ტოდ ფილიპსი ვეღარ ”იშუტკავებდა”.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო მარკესის ”ამერიკოფობობა” კიდევ უფრო არ გამძვინვარდებოდა.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო თვითმფრინავებში მასტურბაცია არ აიკრძალებოდა (ისევ ტოდი!).

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ალმოდებულ და ერთ დიდ ასანთის კოლოფად ქცეულ WTC-ში იზოლირებული შარვალ–კოსტუმში გამოწყობილი ხალხი თეთრ პერანგებს ტანზე არ შემოიხევდა და ხვრელებად ქცეულ კედლებში უშედეგოდ არ აფრიალებდა.

 

9/11 რომ არ მომხდარიყო ეს პოსტიც არ იარსებებდა.

 

 

თუმცა… ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს!

Image

Advertisements

Posted on სექტემბერი 15, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. 9/11 რომ არ მოეწყოთ ამერიკელებს… ასე უნდა დაგეწყო ყველაფერი

  2. ეგ ხო ისედაც ყველამ იცის 🙂 ტყუილად დაიკავებდა 3 სმ–ს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: