bloggerside: სახეები

უმბერტო ეკოსა და კარლო მარია მარტინის შორის 1995 წელს გამართულ წერილობით დიალოგში, რომელიც სამთვიანი ინტერვალებით ,,Liberal”–ში იბეჭდებოდა, კარდინალმა თავის მეორე წერილში იტალო მანჩინის წიგნიდან ”ნეტავ დაბრუნდნენ სახეები” შემდეგი ციტატა მოიყვანა: ”ჩვენი სამყარო – იმისთვის, რომ ვიცხოვროთ მასში, გვიყვარდეს იგი, მივყვეთ მას – ყოფნის რაღაც ნეიტრალური თეორიით, ისტორიული მოვლენებით ან ბუნებრივი ფენომენებით კი არ განისაზღვრება, არამედ განსხვავებათა იმ საოცარი კერებით, როგორიცაა სახეები, საცქერი, სათაყვანებელი, მოსაფერებელი სახეები”. ამ ეპიზოდის შემდეგ სერიოზულად დავუკვირდი სახეების მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

 

მართლაც რამხელა რამაა სახე! ყველა ენაზე სასიამოვნოდ ჟღერს – face (ინგლ.), лицо (რუს.), cara (ესპ.), faciem (ლათ.)… (გამონაკლისია სიამური ენა – ใบหน้า)! სასქესო ორგანოების დახმარების შემდეგ ადამიანის ამოსაცნობად ყველაზე მარტივი საშუალება მის სახეზე დაკვირვებაა (თუმცა გადახეხილ–გადაქერცლილი, სველ ხელსახოც–მიწებებული ფალოსი და ოზონის ხვრელივით გაფართოებული საშო გაცილებით მეტ ინფორმაციას ინახავს).

 

 

დილაობით ”სპორტულ ბაღში” ვარჯიშისას არაერთხელ შევხვედრივარ ერთ უცნაურ მოხუცს, რომელიც ყოველდღე ზურგს უკან ხელებგადაჯვარედინებული მოღუშული, არაადამიანურად სევდიანი სახით ბაღის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე ჩუმად დასერინობს. იმდენად სქოლასტიკური, ზებუნებრივი დარდითაა მოცული რომ ემა უოტსონი ჰარი პოტერის მეშვიდე ნაწილის part II–ის პრემიერაზე არარაობად მეჩვენება. ვერ ვბედავ გავაჩერო და ვკითხო რა სჭირს ასეთი, რატომ მაგონებს ”ჩემ ნაღვლიან სახეს”. შეიძლება კიბო აქვს (თუმცა მის ასაკში ამაზე წუხილი სისულელეა), ან ახლობელი გარდაეცვალა (რაც ყველაზე რეალურია)! – მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია რომ მას სახე აქვს, ეს კი დღეს იშვიათობაა. რატომღაც ოცდამეერთე საუკუნე ”უსახურების” საუკუნედ იქცა და ნამდვილ, ემოციურად დატვირთულ, ”ადამიანურ” სახეს იშვიათად თუ გადააწყდები. ყალბი ღიმილი, დაყენებული მიმიკები – თითქოს უნიჭო მიმი–ციკლოთიმიკთა თეატრში ხარ.

 

Ô Satan, prends pitié de ma longue misère (ჰოი, სატანავ, ჩემს გასაჭირს ზღვარი დაუდე! – ბოდლერი)!

 

დეგრადირებული სახეების მთავარი საცავი სასწავლებელია (არ აქვს მნიშვნელობა კერძო, თუ – საჯარო!). ე.წ ”ევროპულ სკოლებშიც” კი, სადაც წლიური გადასახადი იაფფასიანი ევროპელი მუშის ხელფასზე მეტია და რომელთა დირექტორებიც ყოფილი მხედრიონელები, შავ ბაზარზე გამდიდრებული ბიზნესმენები არიან, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის ანალოგიური მმართველობაა. საჯარო სკოლების 95% ხომ საერთოდ ბრეჟნევისა და ტროცკის ქება–დიდებაშია… აქ კაზუისტიკა უმთავრეს როლს ასრულებს. დისპუტი და ყველანაირი ”სხვა აზრი” აკრძალულია. აქ მთავარია ”იკვებო იმით რასაც გაძლევენ” და ენას კბილი დააჭირო, თორემ ტრაკში ფეხს ისე ამოგდებენ შიგნეულობას ამოგაყრევინებენ.

 

 

ლაური იულიონენი რო იმბეცილია ეს უკვე ცნობილი ფაქტია. სამაგიეროდ ფლოიდები ღაღადებდნენ სიმართლეს, შემდეგ კი მათ მხარი სიდ ვიშესმაც აუბა (მათ წაიღეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები და ეს გააკეთეს ისე, რომ გადაწყვეტილების მიღებაც კი არ მაცადეს…)

 

სკოლა რაღაცით მორგს ჰგავს: ყველა ვინც სკოლაში სწავლობს გვამია, ხოლო წითელპომადიანი და ოთხმოციანების კაბებში გამოწყობილი მასწავლებლები ამ მორგის პერსონალი. სკოლაში, ისევე როგორც მორგში არის დისციპლინა და გარკვეული კანონები.”

 

აი, თემიდან გადახვევაც მესმის!.. მოკლედ, სკოლას შევეშვათ და ისევ სახეებს დავუბრუნდეთ.

 

ვინ მოიპარა სახეები?!!

 

სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

 

და თუ ოდესმე ვინმე მიპასუხებს, იქნებ ადგილიც დაასახელოს, სადაც მოპარული სახეები ინახება, თორემ ამდენ გეირა გრიმსრუდს რომელიმე თავდაჭერილი შიზოფრენიკი ვეღარ აიტანს და ”შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვიდეს წყობილებიდან… ნახევრად ავტომატური ”არმალაიტ არ–180”–ის კარაბინით დაიწყოს სირბილი”!

Image

Advertisements

Posted on სექტემბერი 14, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. temidan yvelaze metad skolis gadaxveva momewona. imashic getanxmebi rom es maswavleblebi yovelTvis dzven mecnierebs da mat saganshi win wasul warsulis mochvenebebs axseneben, tanamedroveoba ar ainteresebt. yvelaze sascilo ki isaa rom es morkis personali axal zrs da ideas yovelTvis fexqvesh telavs. darwmunebuli var egeni saxazavebis periodsac mistirian, roca morkshi, ukacravad skolashi 😀 shegedzlo marjvena xelshi getavazebina, magram zogi exlac ar iviwyebs.

  2. unda vecadot ar movkvdet da mat xelshi ar chavvardet

  3. 😀 😀 ნუ გეშინია, თუ ეს მარაზმი ჩვეული ტემპით გაგრძელდა და ხმა არავინ ამოიღო, ეგ ‘სახაზავების რეჟიმიც” დავრუნდება

  4. ხმის ამოღება კარგია , მაგრამ სახეები რო ჩვენ არ გვაქ.

  5. ეგრე მალე სადაა… ჯერ ხმა აიმაღლე და სახეების დაბრუნებას რო გადაწყვეტენ არ დარჩები თამაშ–გარე მდგომარეობაში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: