bloggerside: მე ჯეკის მონგრეული ყბა ვარ!

 

პოსტი განკუთვნილია მამრობითი სქესისთვის!

 

”არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც მებრძოლთა კლუბში!”

 

მდაჰ… დიდხანს ვფიქრობდი რაზე დამეწერა პოსტი: ამ დღეებში ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა… არც ომი დაწყებულა! არც ბატონი პრეზიდენტისა და ”ქართული ესტრადის ბუმბერაზების” მიერ მოწყობილ ”სიტყვიერ ორგიაში” მომხდარა რაიმე უჩვეულო… არც გოგო მოსულა გაბერილი მუცლით და შიგნით მოქანავე ემბრიონით და არც მე მითხოვია აბორტის გაკეთება! რესიგნაციის მსხვერპლი ”თინეიჯერ–ლენდიც” სავსებით მონოტონურად მიაბიჯებდა დღეთა ბილიკზე…

 

… და უცებ თავში ნათურა აინთო! – fight club! ხშირად მიფიქრია ”მებრძოლთა კლუბისთვის” ერთი გემრიელი პოსტი მიმეძღვნა.

 

 

ყველაფერი დაახლოებით ხუთი–ექვსი წლის წინ დაიწყო, როცა ფინჩერის შედევრს პირველად ვუყურე… შემდეგ იყო წიგნი, რეცენზიები, პალანიკის ინტერვიუები და ბრედ პიტის ”დასტოინი” სიფათი ფილმის პრემიერაზე (რა თქმა უნდა მე ამ ყველაფერს მოგვიანებით გავეცანი!)…

 

თავიდანვე დავინტერესდი: ნუთუ ”მებრძოლთა კლუბი” მართლა არსებობს?.. ნუთუ ყოველდღიური მოსაწყენი ცხოვრებით გადაღლილი მამაკაცები მართლაც იკრიბებიან პაბების, ბარების, უბრალო შენობების სარდაფებში და რეალობას სისხლით, ჩამტვრეული ნეკნებითა და ბარძაყის ძვლით გაურბიან? – არა! – პალანიკის სიტყვებით ეს უბრალოდ გამონაგონია, ან შეიძლება არსებობს კიდეც სადმე რაიმე მსგავსი, მაგრამ მან ეს არ იცის.

 

”მებრძოლთა კლუბში გამარჯვებას ან მარცხს მნიშვნელობა არ აქვს…”

 

კარგი იქნებოდა ერთი fight club-ი აქაც, საქართველოშიც გვქონოდა. უკეთესი იქნებოდა თუ თითო ქალაქში თითო კლუბი გაიხსნებოდა: ამ აგრესიისგან სადმე მაინც დავიცლებოდით… წარმოიდგინეთ: სახლში ”დაღლილი” მოდიხართ (სკოლიდან, უნივერსიტეტიდან, სამსახურიდან) და მომენტალურად ოფლის, სისხლის და ფეხსაცმელების სპეციფიურ სუნში იძირებით. შემდეგ კი მეტოქესთან ერთად რინგზე გამოდიხართ და ხელჩართულად, დაუნდობლად ჩხუბობთ (მეტოქეში ლოთ მამას, სირ კლასელებს ან კურსელებს, იდიოტ თანამშრომლებს წარმოიდგენთ) და ერთმანეთს მხრის ძვლის, დიდი და მცირე წვივის, მენჯის და ბეჭის ძვლის ჩამტვრევამდე უბათქუნებთ, სანამ ცხვირიდან სისხლი ჩანჩქერივით არ წამოვა, ყბა ეროზირებულ მთას არ დაემსგავსება და გონს არ დაკარგავთ. შემდეგ კი ”ისვენებთ” – მიუხედავად იმისა რომ სიარული აღარ შეგიძლიათ, წინ და უკან ვერ იხრებით, ისე ვერ აცემინებთ კბილები არ გადმოაფურთხოთ და პტოზით და ატროფირებული მარჯვენა ხელით შებოჭილი ხართ – თითქოს მხრებიდან ლოდი მოგხსნეს. დაცლილი ხარ!..

 

დასვენებული!

 

თავისუფალი!

 

”გაჯანსაღებული”!

 

დადინჯებული!

 

”სუბლიმირებული”!

 

აღარ წააგავხარ იმ რეტროსპექტულ სირუკებს, რომლებიც მეოცე საუკუნის განავალსღა თუ ჰგვანან! შენ შენ ხარ! შენ ხარ ის, ვინც სინამდვილეში უნდა იყო! მთელი მსოფლიო შენს ფეხებთანაა განრთხმული! მსოფლიოს ბატონ–პატრონი ხარ! შეგიძლია ნებისმიერი გოგო გაჟიმო! შეგიძლია ნებისმიერ ბოდი–ბილდერს დაეჭიდო! შეგიძლია შენი რელიგია დააარსო და ”ჩამტვრეული წვივი” დაარქვა! ყველაფერი შეგიძლია – შენ ხომ ღმერთი ხარ!

 

 

პირადად მე, დიდი სიამოვნებით მივალამაზებდი ერთი–ორს! ცოტა ხნით გავეცლებოდი მარაზმულ ყოველდღიურ წუწუნს…

 

ღირს ამაზე სერიოზულად დაფიქრება (თუნდაც რამდენიმე წუთით), მიუხედავად იმისა რომ გეგმა განუხორციელებელია! რომელი ”ნორმალური ადამიანი” (!) დათანხმდება გონის და წინა კბილების დაკარგვამდე ბრძოლას, სადაც თუ გაიმარჯვებ არაფერს გაძლევენ! ყველას რაღაც სურს – გოგოებს ვარდისფერი ლაპები და მოწესრიგებული სქესობრივი კავშირები, ერიკა პიკარის გადასაფარებლები, ვივიან ვესტვუდის ტანსაცმელი, obsession, ჩანინგ ტატუმის ტიპის ბიჭები დაკუნთული მკერდით და შვარცნეგერის მუსკულატურით (ადრინდელი ასაკი!)… ბიჭებს – bmw-ს უახლესი მოდელები ქრომირებული დისკებით, მილა კუნისის მაგვარი გოგონები დიდი მკერდით და ”მოდური ოთხკუთხედით”, სუზუკის მოტოციკლეტები… ყველას რაღაც სურს, თუმცა ავიწყდებათ რომ ”მებრძოლთა კლუბი” სწორედაც რომ ყველაფერი მატერიალურისგან, მომხარებლობისგან თავის დასაღწევად არსებობს.

 

უკანასკნელი სიტყვები ავკრიფე და უტოპიიდან ისევ რეალობაში დავბრუნდი… გარეთ წვიმს!

Image

Advertisements

Posted on სექტემბერი 9, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. martla kargi azria, xandaxan mec minda davicallo xolme. aset klubs bevri klienti eyoleboda saqartveloshi.

  2. მაგარი რაღაცაა… ნამდვილი მამაკაცური საკითხავია… დარწმუნებული ვარ ყველა ბიჭს ერთხელ მაინც უფიქრია იმაზე თუ რა გემრიელად შედგება ვინმე თმადავარცხნილ სნობს, რომელიც თავისი დედამო**ნული აზრებით ტვინს უუპატიურებს… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: