bloggerside: ნირვანა

,,ცოტა თავი თუ არ გაირთო კაცმა, ამ ჩვენ ცოდვილ მიწაზე ძალიან მოსაწყენია ცხოვრება!” – რა უფლება მაქვს მე – უბრალო vermis-ს ჰამსუნს არ დავეთანხმო.

,,მისტერიებს” მოვრჩი და თავს უფლება მივეცი ერთი საათით წამეძინა. რა თქმა უნდა ნაგელი და დაგნა არ დამსიზმრებია!..

19:31 – მესიჯი, რომელიც ”ბოჰემური წყვდიადისკენ” მიბიძგებს. Approved!

ქუჩაში უცნაური სევდა სუფევს. არ ვიცი რატომ მეჩვენება უცნაურად, მაგრამ ”უცნაურია!” ერთ–ერთ ავტოფარეხთან, ალაგ–ალაგ საღებავაფხეკილ პეჟოს უკან მელოტი მამაკაცი ჩაცუცქულა და ავტომობილს ”უკნიდან ამუშავებს” (ოხ ეს ვერონიკა რაკელი და იაპონური პორნო! :P ). დასვრილი შავი შარვალი უკანალის ოფლიან ნახევარს მეგალომანიურად ”ამარიაჟებს”…

ზაჩემ რუგაეშსია, ნაშალნიკა!..

არა რა, ყველა ”ნახევარტრაკა” მელოტს პეჟო აუცილებლად უნდა ჩამოერთვას. ქალაქის იერსახის გაფუჭება მე ასეთი ვიცი!

mp3-ში თავმოყრილი ”ჯუზონებიდან” ნირვანას პლეილისტს ვაკეთებ და კინოთეატრამდე ”in bloom”-ისა და ”heart shaped box”–ის აკომპანემენტით მივსეირნებ. ამჯერად ”შოკო–გერლი” არ შემხვედრია – მხოლოდ იგივე ”მანათობელ სტაფილოსფერში” გამოწყობილი მენაგვე გადამეყარა და პრეციზიული ნასროლი (დიროლის ცარიელი კოლოფი ნაგვის ყუთში ლებრონასავით (ოუ, დია ნეგა!) ”მოვათავსე”) თავის დაკვრით შემიქო. გამისწორდა! მენაგვემ მაინც შემამჩნია!

რუსთავის ”რუსთაველს” კინოთეატრი რა თქმა უნდა პირობითად ჰქვია, თორემ სინამდვილეში ეს საკმაოდ უგემოვნო შენობა წარმოადგენს ნარკომანების, ლოთების, სახლიდან გამოგდებული და ქუჩაში ძაღლებ–და–ოტიტაკიდებული ”ბომჟების”, ”ცვეტში ტიპების”, ჩაშვებული სასტავების და ე.წ ”იგროკების” თავშეყრის ადგილს. ფილმი ბოლოს ”რუსთაველში” იმ უხსოვარ დროს გაუშვეს როცა პროტევსი ჯერ კიდევ სერფინგს ითვისებდა!

ნირვანას პლეილისტი დასრულდა, სექს პისტოლსის – დაიწყო!

20:00 – აი ისიც, – ”ლას ვეგასისა და ამსტერდამის მეფე”, ბოჰემური მაჩო, ნაღდი დონჟუანი. ერთად წავედით ”შარკში”, – ქალაქის ”ახალ ჰიტში” (უფასო რეკლამა… p.s”შარკის” ადმინისტრაციავ, მაინც გაითვალისწინეთ და შემდეგში ასე ნუ გამყვლეფთ! )… ანა და რიტა მალევე მოვიდნენ და როგორც ყოველთვის ახლაც მისალმებისას მარჯვენა ხელი კეფაზე დამადეს და ისე გადამკოცნეს. Dirty whores ( 🙂 )! ვერ შეიგნეს, რომ კეფა ჩემი ყველაზე ეროგენული ზონაა!

ცოტა რამ ანასა და რიტას შესახებ (ალბათ გიკვირთ რატომ ვწერ მათზე ასე ”გახსნილად” და ”უელბეკურად”: უბრალოდ ასი, ორასი, ოთხასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ამ პოსტს არ წაიკითხავენ… რომ ვუთხრა თქვენ შესახებ პოსტი დავწერე–თქო, სათაურის – ”bloggerside: ნირვანა”–ს შემდეგ ჩვილებივით ჩათვლემენ. დიდი ხანია ”ვისტა–ბრეინ” ( if you know what I mean ) მოძველდა! ): ანა და რიტა მე და ჩემმა პატივცემულმა ”კოლეგამ” ერთი წლის წინ გავიცანით შემთხვევით, საერთო მეგობრის წვეულებაზე. იმ დღეს ისე დათვრნენ, ისე გამოტყვრნენ რომ სანამ სახლებში დავარიგებდით ერთი პატიოსანი ტაქსისტი გადაიმტერეს – შავ მერსოში ღებინება დაიწყეს და იქაურობა ”სოდომად” აქციეს. ერთი წლის განმავლობაში ჰა–ჰა ათჯერ შევხვდით (უფრო ხშირად შემთხვევით). ცოტათი გამიკვირდა კიდეც ”შარკზე” რომ დაგვთანხმდნენ. ეს ორი სუკუბი გოგოთა იმ ტიპს მიეკუთვნება რომლებიც ”ულტრა–მოდურად” იმოსებიან, თუმცა ხინკალს თავისი წვენით (ცდილობენ წვეთიც კი არ ”გამოტოვონ”) მიირთმევენ და ”საჭირო სადღეგრძელოზე” ფეხზეც დგებიან, ხოლო როცა დათვრებიან – ოჰო, ჰოო! – მაშინ უროლაგნიის მასტერებად იქცევიან ხოლმე.

Our gurlz! You know… 🙂

23:00 – ჯერ კიდევ ფხიზელმა ანამ (ჩემდა გასაკვირად!) მოითხოვა ტაქსი გამომეძახებინა, ”რამეთუ გვიან არს”…

(პრეზერვატივი საგულდაგულოდ მოვკუჭე ჯიბეში!)

ორივენი ტაქსიში მოვათავსეთ და ”შარკში” დავბრუნდით. კიდევ ნახევარი საათი დავყავით, ჯიბეები შევითხელეთ და წყვდიადში მიმალულ ქუჩას გავუყევით.

23:54 – გაუხდელად მივეგდე საწოლზე.

სრული სიჩუმე! სრული ნირვანა!

ო, დიდო ბრაჰმან!

Image

Posted on აგვისტო 31, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. საინტერესოდ წერ..მიხარია შენი ბლოგის აღმოჩენა

დატოვე კომენტარი