bloggerside: ღამე

ქალაქი, რომელშიც შენ ცხოვრობ, თანდათან გშთანთქავს! რა შეგიძლია გააკეთო ასეთ ქალაქში? უზომოდ გამოტყვრე და მთელი ღამე რწყევაში (მოყვითალო–მომწვანო) ან დაკომპლექსებულ გოგოებთან რაიმე საერთოს გამონახვაში გაატარო? ან იქნებ სახლში, ,,Samsung PS-51D8000FS”–სთან ჯდომა და ჟაკ ოდიარის ფილმების ყურება გირჩევნია? შენი გადასაწყვეტია, მაგრამ გახსოვდეს: ნებისმიერი სახის აპათიის ჟამს შეგიძლია ,,რედთუბიდან” დაწყებული ,,პორნჰაბამდე” სუსტი სქესის ევასეული სილამაზით, ,,გუნდაობით” (ოჰ, ეს ბოკაჩო!), ავტოფელიაციით, ან ბოლოს და ბოლოს უბრალო ანალით დატკბე.

When I was a young boy

My mama said to me

There’s only one girl in the world for you

And she probably lives in Tahiti

I’d go the whole wide world

I’d go the whole wide world

Just to find her…

ქუჩაშიც კი (სადაც ამდენი კოგნიტური თავშესაქცევია: ”რემბოში” ჩაკვეხებული სპორტულ შარვალზე ღიპგადმოგდებული მამაკაცი, პატარა ბიჭს (სავარაუდოდ შვილს) უცენზუროდ (!) ლანძღავს, რომელიც თავის მხრივ ტვინისაფეთქებამდე ღნავის და თან უხარია, რომ ორი წუთის წინ მანქანამ არ გაიტანა (გადამტვრეული ვარდისფერი ველოსიპედი იქვე აგდია)… კატა, რომელიც ნაგვის ყუთზე აძვრომას ცდილობს, მაგრამ ყოველ მომდევნო ნახტომზე ძირს ბრაგვანს ადენს და ა.შ…) ეს ტექსტი მიტრიალებს ისედაც მტკივან თავში და ავტომატურად უილ ფარელი, მარკ ფოსტერი, ზაკ ჰელმი და ჩემი ,,ექს” მახსენდება, რომელსაც ჩვენი ურთიერთობის ბოლო წუთამდე კუნილინგუსი სალათის სახელწოდება ეგონა.

სამწუხაროდ ქალაქში ცოტას თუ ესმის ორალური სექსის ხელოვნება, არადა თურმე ”ოცდამეერთე საუკუნეა”. დღესაც, მაგალითად, სანამ დაჯი მობილურზე მომწერდა ერთ ”შოკოლადისფერ” გოგოს შევავლე თვალი: სექენდჰენდში ნაყიდი გუჩის ოქროსფერშესაკრავმორყეულ–გადაქერცლილი ჩანთა (20–27 ლარი) მოხდენილად მოექცია იღლიაში. ღია სტაფილოსფერი (ე.წ. ”მანათობელი სტაფილოსფერი”) კაბა ემოსა, – თეძოებსა და უკანალს სრულყოფილ ფორმას, თუმცა სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით ეკლექტიკურ ,,ვიდს” აძლევდა, თუმცა ამას ვინ ჩივის (ჩემნაირი პროვოკატორი პედანტის გარდა)? მთავარია რომ გრძელ, მაგრამ დაგრეხილ, მადისაღმძვრელ ფეხებს გამომწვევად შხლართავდა და მელირებულ თმასაც ყოველ ორ ნაბიჯში ხელის ნაზი მოძრაობით კისერზე იყრიდა… ხოდა გავიფიქრე, ნეტა ამისთვის კუნილინგუსი გაკეთებული თუ ექნებათ–მეთქი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა: ეს ხომ ის შემთხვევაა სექსი რომ გქონია, მაგრამ ქალიშვილი ხარ – და სავარაუდოდ ეს გოგოც იგივე კატეგორიაა, თუმცა შეიძლება ვცდები. გამორიცხული ხომ არაფერია!

სიყვარულის მეშინია!

”ძმაკაცის პონტებმა” ორმოც წუთს გასტანა და ცოტა ”არაყიზირებულები” სახლიდან ცხრის ნახევარზე გამოვედით. ათი წუთის შემდეგ აღმოჩნდა რომ ”მალბორო” სახლში დარჩენოდა, მე კიდე ”დავიდოვის” ონლი 3 ღერი მომეპოვებოდა… მარკეტში შესვლისას ”ჩვეული” ნაზი დეიდას ნაცვლად ასე 18–19 წლის ყვითელმანიკურიანი და mp3-ში ჯესი ჯისა და ქეთი ფერის სიმღერებჩაყრილი ნონა (ძმაკაცმა ”ათქმევინა”! ახლაც ვერ ვხვდები რას მორცხვობდა) დაგვხვდა. ერთი ლუდის, ლიტრიანი პეპსისა და ,,გალუაზის” ფასების შეკრებას, ჩეკის ამორტყმასა და ხურდის დაბრუნებას ზუსტად თხუთმეტი წუთი მოანდომა (მაგის შემხედვარე კუ ნარცისი გახდა!).

20:44–დან 21:27–ის ჩათვლით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა: ატროფირებულ ქუჩებში, მიშას მიკრო–პოსტერებით აჭრელებულ კედლებს შორის ხეტიალი, რამდენიმე არასასურველ ნაცნობთან არასასურველი შეხვედრა და ცარიელი ბოთლებისთვის ნაგვის ყუთის ძებნა. That’s all!

That’s all!

დაჯის მეორე მესიჯი. აღმოჩნდა რომ ანგარიშზე აღარ მქონდა. მაშინ ჩასარიცხი აპარატებიდან საკმაოდ შორს ვიყავით და ”ამხანაგს” ვუთხარი ქვემოთ რომ ჩავალთ შემახსენე ჩავრიცხო–მეთქი – double სკლეროზი! – ორივეს დაგვავიწყდა (სორი, დაჯი! 🙂 ).

ლეიკოციტებში ალკოჰოლარეული სულ უფრო ”რუხ–ვარდისფრად” ვხედავდი ირგვლივ დატრიალებულ სცენებს: აი, შეყვარებულები ზასაობენ (ვერ გავარჩიე ერთი სქესისანი იყვნენ თუ – არა!), აი, ძაღლი იმპროვიზირებულად აფსამს ყოფილ კლუბს, აწ ,,უოთერ ფაუერის” ცისფერ შენობას, აი, მომაბეზრებელი ბებრუხანა ამაყად დაბაჯბაჯებს (და თან მზესუმზირას აკნატუნებს) ველოსიპედისტთათვის განკუთვნილ ბილიკზე, აი, პატარა გოგონა ტირის და ნაყინის ყიდვას მოითხოვს, აი, დაჯის კიდევ ერთი მესიჯი 🙂

დაბანგული!

22:00–დან 22:40–მდეც დიდი არაფერი!

One missed call – kbila! – go fuck yourself!

23:00 – საშინლად დაღლილი და ”დაცლილი” (მხოლოდ სადარბაზოში, შემდეგ უკვე სახლშიც გავაცნობიერე) სახლის კარებს ვაღებ.

მერე იყო: ფეისბუქი/ რამდენიმე იდიოტთან და არა იდიოტთან ხანმოკლე მიმოწერა/ დაჯისთვის შეტყობინების დატოვება, რომელშიც სრული სიმართლე დავაფიქსირე / ბლინქის ”Up All Night”/ და თითქოს ისედაც წამპალ დღეს რაღაც აკლდაო – დენი წავიდა.

რა უნდა მექნა? – დასაძინებლად წავედი.

,,ბანიმენის” ჰანგებქვეშ მობილურში ჩავინიშნე ,,ხვალ რომ ადგები რამე პოსტი დაწერე, რომლითაც რომანზე მუშაობის დაწყებამდე გაერთობი–მეთქი” და ჩამეძინა…

Advertisements

Posted on აგვისტო 28, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. mixario rom aseti dzmakaci myavs, ufro realisti

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: